Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): უბედურებაა, როცა ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებსაც ზნეობა და...

მამა გურამი (გამცემლიძე): უბედურებაა, როცა ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებსაც ზნეობა და უზნეობა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ

“ეს არის ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში უკან არ დავიხევთ”

3403
მამა გურამი (გამცემლიძე)

მეოცნებე ხელისუფლებისმიერგირჩისკარნახითა და თითისქნევით მარიხუანის ლეგალიზებამ, ხოლო შემდეგ უკვე ნარკობარიგობის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რანგში აყვანამ, რასაც ოფიციალური გამოცხადება მოჰყვა, რომ საქართველო მსოფლიოში კანაფის ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორად უნდა იქცეს, წინა კვირას სრულიად სამღვდელოება ფეხზე დააყენა და, ხელისუფლების ამ მოღალატეობრივი ქმედებებით შეშფოთებულ მოსახლეობასთან ერთად, ქუჩაში გამოიყვანა.

15 სექტემბერს, გვიან ღამით, სასულიერო პირებმა დედაქალაქის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, მერე კი მრევლს სიტყვით მიმართეს და მიმდინარე მოვლენებზე საპატრიარქოს პოზიცია ოფიციალურად გააცნეს.

განცხადებაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს წაუკითხეს, იმ საფრთხეებზე იყო საუბარი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღების საკანონმდებლო დონეზე დაშვება შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს სახელმწიფოსთვის. გაუგებარია, რატომ მოხდა მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავება საზოგადოების ზურგს უკან და რატომ არ იყო მანამდე საჯარო დისკუსიები. რაც შეეხება ხელისუფლებას, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, კანაფის ექსპორტის საკითხის მიბმა მორალთან და ზნეობასთან უზნეობაა…

რას ნიშნავს რეალურადოცნებისინიციატივა ექსპორტის მიზნით მარიხუანის კულტივირების კანონპროექტზე და რას მოუტანს ეს სახელმწიფოს? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი მამა გურამი (გამცემლიძე):

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. თავის დროზე, როცა “ლიბერალები” აქციებს აქციებზე მართავდნენ და წივილ-კივილით გამოდიოდნენ ქუჩაში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, ბევრი, და მათ შორის სასულიერო პირებიც, ვამბობდით, რომ დეკრიმინალიზებას აუცილებლად მოჰყვებოდა ლეგალიზება. მაშინ ზოგს ამის დაჯერება უჭირდა და ეცინებოდა, მაგრამ ჩვენი მოლოდინი მალე გამართლდა და დეკრიმინალიზაციის შემდეგ დღის წესრიგში ლეგალიზების საკითხი დადგა. თუმცა, იმას, რაც დღეს ხდება, ვერც მაშინ და ვერც მერე, როცა უკვე ლეგალიზებაზე ოფიციალურად დაიწყო საუბარი, ვერავინ წარმოიდგენდა; ვერავინ დაიჯერებდა, რომ ხელისუფლება ნარკოტიკების არათუ მოხმარებაზე, ექსპორტსა და კულტივირებაზე ასე დაუფარავად დაიწყებდა ლაპარაკს. აი, დღეს უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ და ეს რას ნიშნავს იცით? ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიდის მცოცავილიბერალურიექსპანსია. თანაც ნახეთ, როგორ დაჩქარდა პროცესები: სულ რაღაც ერთ წელიწადში დეკრიმინალიზებაც მოხდა, ლეგალიზებაც და ახლა უკვე ვაჭრობას აკანონებენ. ვფიქრობ, ეს არის სარკე და მაჩვენებელი ყველაფრის და ზუსტად ასე მზაკვრულად მოხდება კანონების მიღება სხვა მიმართულებითაც. მხედველობაში მაქვს ის ლიბერალური კანონები, რომელთა ნაწილიც უკვე მიღებულია და რომლებსაც ახლო მომავალში აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება…

_ რას გულისხმობთ?

_ ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, ხელისუფლება და მათ შორისლიბერალებიც”, ამტკიცებდნენ, რომ ერთი დაიმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინებაზე არ იქნებოდა საუბარი, რომ ამას არავინ გვაძალებს და .. დღეს უკვე დაუფარავად საუბრობენ მათთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭებაზე თუ რაღაც მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებზე. ასევე ღიად მიდის საუბრები იმაზე, რომ თურმე ესანტიდისკრიმინაციული კანონიეფექტიანად ვერ ხორციელდება. რას ნიშნავს ეფექტიანად განხორციელება, ძალიან მაინტერესებსეს. ერთი. და მეორე _ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით თუ მიდის ასე დაჩქარებული ტემპით “ლიბერალების” მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორ ფიქრობთ, ლგბტ-ების მიმართულებით მოერიდებათ?! სხვათა შორის, დღევანდელმა ხელისუფლებამ საზოგადოებას კბილი უკვე მოუსინჯა და დარწმუნდა, რომ მთლად ისეთი სამოქალაქო წარღვნა და ცუნამიც არ არის მოსალოდნელი, ამიტომ გაბედეს ასე ერთბაშად ასეთი ამორალური ნაბიჯების გადადგმა, თორემ ამათ მოსახლეობის შიში და რიდი რომ ჰქონდეთ, რომელი საღად მოაზროვნე ხელისუფალი გააკეთებდა არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ისეთ რამეს, რაც მოსახლეობის უმრავლეოსობისთვის მიუღებელია?

რაც შეეხება ამ ყველაფრის სულიერ მხარეს, მე, როგორც სასულიერო პირი, ვაცხადებ, რომ არც ერთ დამპყრობელს, არც შაჰაბასს, არც თემურ ლენგს, არც ჯალალედინს და არც სხვა რომელიმე დამპყრობელს საქართველოსთვის ამხელა ზიანი არ მიუყენებია. ესენი ამ თავიანთი გამრყვნელი და უზნეო კანონებით ჯერ ფიზიკურად ანადგურებენ ადამიანებს და მერე პირდაპირ ჯოჯოხეთში ისტუმრებენ. ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხალხის გამოცხადებული გენოციდი და, თუ რომელიმე კანონმდებელს ან ნებისმიერ სხვას, რომელიც რამე ფორმით მონაწილეობს ამ პროცესში, ჰგონია, რომ პასუხისმგებლობას აიცილებს, ცდება. მათი ხვედრი ბოლოს ძალიან მძიმე იქნება, პოლიტიკურადაც და არა მხოლოდ… კიდევ ვიმეორებ: ყველანაირ ნარკოტიკს ადამიანი მიჰყავს როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიკვდილისკენ, ამიტომ თითოეული პოლიტიკოსი, რომლებიც თითქოს ლიბერალიზმისა და ჰუმანურობის სახელით ემხრობიან ნარკოვაჭრობას, რეალურად ხელს უწყობენ საკუთარი ერის ფიზიკურ და სულიერ სიკვდილს.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ კანაფის კულტივირება მხოლოდ სამედიცინოკოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად მოხდება. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ეს ინიციატივა საფრთხეს შეიცავდეს?

_ გჯერათ, რომ აქ სამედიცინო თუ სხვა რაღაც კოსმეტიკურ საშუალებებს დაამზადებენ?! ცხადია, ეს არის ისეთივე იაფფასიანი ტყუილი, როგორც მათი წინასაარჩევნო დაპირებები. კიდევ ვიმეორებ: თავის დროზე ამბობდნენ, რომ ლეგალიზებაზე საერთოდ არ იქნებოდა საუბარი, თუმცა ერთი-ორს მაშინაც წამოსცდა, _ დღეს ხომ არის ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი ლეგალიზებული?! ზუსტად ასე იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინებაცო. ახლა ესენი ხალხს ძალას მოუსინჯავენ, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებით მოთელვას გააკეთებენ და მერე პირდაპირ წავა ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებაზე საუბარი. ამ ხელისუფლების პოლიტიკა სხვანაირი, უბრალოდ, ვერ იქნება, ესენი ამ პირობით არიან მოყვანილნი. არ შესრულდება ეს პირობა, წავლენ სახლებში. ჩამნაცვლებელი კიდევ რიგშია…

სხვათა შორის, ის, რომ ხელისუფლება ამ საკითხში დათმობაზე წამსვლელი არ არის, კიდევ ერთი გარემოებით დასტურდება. ეს დღეებია, “ლიბერალურიმედია და განსაკუთრებით ტელეკომპანიაიმედიგადაცემებს აწყობს იმაზე, რომ თურმე მარიხუანა სასარგებლოა. მერე გამოჰყავთ ვითომ პროფესორები თუ მეცნიერები და მარიხუანის “სასარგებლო” თვისებებზე ალაპარაკებენ. ამით ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური დამუშავება, რათა ხალხს ნარკოტიკზე დადებითი წარმოდგენა შეუქმნან. არადა, არ არსებობს ერც ერთი კვალიფიციური მეცნიერის ან მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც დაამტკიცებს, რომ ამ ნარკოტიკულ საშუალებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია. პირიქით, ყველა ანალიზი საპირირსპირო დასკვნას იძლევა

_ კანაფის ექსპორტისა და კულტივაციის ინიციატივაც გარედანაა ნაკარნახევი? ბევრი თვლის, რომ ამაში, უბრალოდ, გარკვეული სახელისუფლო ძალების ბიზნესინტერესებია.

_ რა თქმა უნდა, ეს არის გარედან ნაკარნახევი ინიციატივა, ისევე, როგორც თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონი რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ; ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ეკლესია-მონასტრების მშენებლობის ან აღდგენითი სამუშაოების დროს საპატრიარქოს გათავისუფლება დღგ-ისგან არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი… რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ახლა ვინმე იტყვის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში გადაწყდა და დასავლეთის მიერ არ იყო ნაბრძანები?! ჯერ ერთი, მათ იმდენი აზრიც არ აქვთ და არც მოფიქრების უნარი, თუმცა მე, რა თქმა უნდა, ამით იმას არ ვამტკიცებ, რომ ისინი გულანთებული პატრიოტები არიან და, რომ არა გარედან ზეწოლა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცხადია, ეს უბედურება და უზნეობა იმის კისერზეა, ვინც დასავლეთის ყურმოჭრილი მონაა და უსიტყვოდ ასრულებს ყველა მითითებას

_ უზნეობას რაც შეეხება, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მარიხუანის თემის მიბმა ზნეობასთან და მორალთან უზნეობაა. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას უპასუხებთ მას?

_ ჩემი აზრით, უბედურებაა, როცა ქვეყნის სათავეში დგანან ადამიანები, რომლებსაც ზნეობა და უზნეობა ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ. რა, დაბოლილი ადამიანია ზნეობრივი?! სახელმწიფო რომ ნარკოვაჭრობას აკანონებს, ნორმალურია?! მაშინ მე ასე ვიტყვი: თუ ნარკოტიკითა და სიკვდილით ვაჭრობა არ არის მორალთან კავშირში, თვითონ ბატონმა მინისტრმა აგვიხსნას, რა არის უზნეობა. საერთოდ, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც ერთ მთლიან პროპაგანდას, რომელიც ნელ-ნელა იპყრობს და შთანთქავს ყველაფერს, რაც კი ადამიანს სულიერებასთან აკავშირებს. ამ პროპაგანდის სათავე, ცხადია, არის დასავლეთი და, რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, მსგავს ქმედებებს კიდევ უფრო ხშირად ვიხილავთ…

_ სამღვდელოების მხრიდან დასავლეთის კრიტიკას დასავლეთი ისევ ეკლესიის წინააღმდეგ იყენებს. ამას წინათ თბილისში მიმდინარე ერთერთ კონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა განაცხადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სოციალურ მედიაზე არ მიუწვდება ხელი და ნაკლებადაა ინფორმირებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი

_ რა იგულისხმება რუსეთის ინტერესების გატარებაში, არ ვიცი. მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი ეკლესია ყველგან და ყოველთვის ერთნაირია. ეს ერთი. და მეორე: როგორც ქართველი, ისე რუსი და, გნებავთ, პოლონელი ან ამერიკელი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არასოდეს შეეგუება დასავლურ უზნეობას. მიტჩელი თუ ამას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთნაირი მსოფლმხედველობა გვაქვს და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ეროვნების მართლმადიდებელზეა საუბარი. ვიღაც პროვოკატორი რომ აბსურდულ განცხადებას გააკეთებს, ეკლესიამ და სამღვდელოებამ რატომ უნდა აკეთოს განმარტებები?!

_ რაც შეეხება ნარკოტიკების კულტივაციისა და ექსპორტის თემას, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ხალხის აზრს და მაინც მიიღებს ამ კანონს, რა გზა რჩება სამღვდელოებას?

_ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ეს არის ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში უკან არ დავიხევთ, მაგრამ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. თუ ისინი ჯიუტად განაგრძობენ დაწყებულ საქმეს, რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ იმ აქციებს, რომლებიც იყო მხოლოდ და მხოლოდ გამაფრთხილებელი. შეგახსენებთ, რომ იქ არ იყო მრევლი და ვიყავით მარტო სასულიერო პირები, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, გაცილებით უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here