Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი (გამცემლიძე): მამათმავლობა, ნარკომანია, აბორტი, ქალის ქალზე და მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება...

მამა გურამი (გამცემლიძე): მამათმავლობა, ნარკომანია, აბორტი, ქალის ქალზე და მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება არის ცოდვა და გარყვნილება!

2857
გიორგი მარგველაშვილი

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება, თავისი კულტურითა და მენტალობით, ძალადობისკენაა მიდრეკილი.

მისი თქმით, ეს საზოგადოება რელიგიას, რომლის მთავარი ამოსავალი ღირებულება სიყვარულია, თავშიტაბურეტკისჩარტყმის საშუალებად აქცევს, ხოლო აგრესიას, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმას, ნორმად მიიჩნევს: “რელიგიას, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ნუ გაკიცხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავშიტაბურეტკისჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანებიც, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად სავსე არის აგრესიით”…

მარგველაშვილი, რომელიც დღეს ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ გამოდის, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე წლით ადრე ქართველ საზოგადოებას კიდევ უფრო მწვავედ, შეურაცხმყოფელი ფორმით აკრიტიკებდა. ის წერდა, რომ ქართველი ერი გონებრივად სუსტია დაზრდასრული ინტელექტის საფეხურს ვერ აღწევს”: “დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ასაკამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა…” როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის ქართული ეროვნული ფასეულობები და მენტალობა დღემდე აგრესიასთან, ძალადობასა და გონებრივ სისუსტესთან ასოცირდება. მისთვის ეს ყველაფერი ისევ კრიტიკისა და ქილიკის საგანია, ხოლო ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას ამ ქილიკის ინსტრუმენტად აქცევს

რა ნიშნავს რეალურად ქრისტიანული მოძღვრება, “გიყვარდეს მტერი შენიდანუ განიკითხავ სხვას”, რა მორალი დგას ამის მიღმა და რა იარაღად ცდილობსლიბერალურიპროპაგანდა მის გამოყენებას? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).

_ მამაო, უწინარესად, განვუმარტოთ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებსაც, რას გულისხმობს ქრისტიანული სწავლებაგიყვარდეს მტერი შენიდანუ განიკითხავ სხვას”.

_ თუ ადამიანს ცხოვრებაში სიყვარული არ გამოუცდია, ვერავინ აუხსნის, რა არის ეს განცდა, აზრი არ აქვს. სიყვარული არის უფალი და მე შემიძლია, ავუხსნა, როგორ მივიდეს ეკლესიაში, რომ დაუახლოვდეს ღმერთს. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ არ უნდა განვიკითხოთ, რა თქმა უნდა, მსაჯული არის მხოლოდ უფალი და არავინ, გარდა უფლისა, არ უნდა განიკითხავდეს ადამიანის საქციელს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამაა: იმ ხალხს, რომელიც თითქოს ქრისტიანულ სწავლებას იშველიებს და ამით ცდილობს, გარკვეული გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, ერთმანეთში ერევა განკითხვა და მხილება. ის, რომ სოდომია ცოდვაა და კაცის კაცზე ან ქალის ქალზე ქორწინება _ გადახრა; ის, რომ ნარკომანია ადამიანის დეგრადაციას ნიშნავს და ამას უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ჰუმანური გზებით; ის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზება კარგს არაფერს მოიტანს და, რაც მეტი ადამიანი იქნება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, საზოგადოება გაფუჭდება; ის, რომ ოჯახის ინსტიტუტის დისკრედიტება და რაღაც ჩაგვრის ინსტრუმენტად გამოცხადება ქვეყნისთვის დამღუპველია; ის, რომ ეროვნული ფასეულობებისა და მენტალობის გამოცხადება ძალადობრივ კულტურად პირდაპირ იერიშია ქართულ იდენტობაზე, არ უნდა ვთქვათ?! და განკითხვაზე თუ საუბრობენ ვიღაცები, თვითონ მეტს რას აკეთებენ, განკითხვა არ არის, ქართველებს და ქართულ ტრადიციებს კრიჭაში რომ უდგანან?!

_ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ქართველი საზოგადოება ძალადობისკენაა მიდრეკილი

_ ამას ბევრი ამბობს, მოხდება რაღაც კონკრეტული შემთხვევა, მიდის პროპაგანდა, რომ ქართული კულტურა ძალადობრივია, ჩაგრავს, ამცირებს, რომ ეკლესია ამის მაპროვოცირებელია და ა.შ. ანუ შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ეროვნულ ფასეულობებზე იერიში მიიტანონ. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა: ხშირად ეს ყველაფერი კეთდება ქრისტიანობის სახელით. მაგალითად, თუ შენთვის, როგორც მორწმუნე მართლმადიდებლისთვის, სოდომია მიუღებელია, გეუბნებიან, რომ ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგები, რადგან უფალი გეუბნება: გიყვარდეს მტერი შენი, ნუ განიკითხავთითქოს ისეთი მორწმუნეები არიან, ვერ წარმოიდგენ. არადა, სხვა დროს ეს ადამიანები ეკლესიისა და სარწმუნოების ქილიკის მეტს არაფერს აკეთებენ. ეს ერთი, და მეორეც _ როგორც დასაწყისში გითხარით, ცოდვის მიუღებლობა და დაგმობა, განკითხვა კი არა, მხილებაა და ქრისტიანობაც ზუსტად ამას გვასწავლის. ჩვენ უნდა ვამხილოთ და ფარდა ავხადოთ ნებისმიერ ცოდვას, სოდომია იქნება, ნარკომანია თუ სხვა, მაგრამ ეს, კიდევ ვიმეორებ, არ ნიშნავს, რომ ადამიანები უნდა გავრიყოთ ან ვდევნოთ. უბრალოდ, სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს შესაბამისი: ცოდვას _ ცოდვა, გადახრას _ გადახრა, ავადმყოფობას _ ავადმყოფობა.

რაც შეეხება მარგველაშვილს, მე მას საერთოდ არ ვაღიარებ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ვირტუალურზე კიდევ ვერ ვისაუბრებ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურია, და რეალური დღეს საქართველოში არის ის, რომ მიდის გაშმაგებული შეტევა ადამიანების, თითოეული მოქალაქის ცნობიერებაზე, მენტალობაზე კიდევ ვიმეორებ: ჩვენ არ განვიკითხავთ არავის, ჩვენ ვამხელთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მამათმავლობა ცოდვაა, ნარკომანია, აბორტი, ქალის ქალზე და მამაკაცის მამაკაცზე ქორწინება გარყვნილებაა. ახლა ვიღაც თუ ამას არ ეთანხმება და თვლის, რომ ეს ყველაფერი, გადახრა კი არა, სრულიად ნორმალურია, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვამხილოთ და ვებრძოლოთ ცოდვას…

_ ნარკოტიკები ახსენეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია მუდმივად ამხელს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა ავ ზრახვებს, მათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავთ. ამის ნათელი მაგალითი იყო წინა კვირას ვარდების მოედანზე გამართული აქციაც. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ სიმართლე გითხრათ, იმ აქციაზე ნარკომანი საერთოდ არ იყო. იქ იყვნენ “არასამთავრობო ორგანიზაციები”, “გირჩები”, ციყვები და ვიღაცები, ანუ ისინი, ვინც ამით ფულს აკეთებს, თორემ ნარკომანი ვინცაა რეალურად, ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი საქმე ცუდადაა და, თუ ოდნავ მაინც შერჩენია საღი აზროვნების უნარი, ეს აწუხებს; ხოლო, ვინც ლეგალიზაციას ითხოვს, მას ნარკომანების ბედი კი არ აწუხებს, საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ნარკოტიკებით ვაჭრობაში, მოგეხსენებათ, უზარმაზარი ფული ტრიალებსაი, ეს არის სიმართლე და ესენი, ეს ჩვენი .. არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად, პირნათლად ასრულებენ ნაციონალების გეგმას, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, საზოგადოების დაცემასა და დეგრადირებას, თუმცა ნაციონალები ამათთან შედარებით მონაგონია, ესენი გაცილებით მოხერხებულად აკეთებენ ყველაფერს, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ ავიღოთ ან თუნდაც ეს ლეგალიზაცია ნარკოტიკების.

_ მიუხედავად ამისა, დღეს საზოგადოება ვერ ერთიანდება და ერთობლივად ვერ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. ეს ვერც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას მოხერხდა და ვერც მაშინ, როცა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სადავეები ხალხისთვის მიუღებელ ოდიოზურ ფიგურებს გადააბარა. არადა, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოსახლეობა ყველაფერზე რეაგირებდა, ყველა მიუღებელ ნაბიჯზე, ყველა გადაწყვეტილებაზე. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი ინერტულობა?

_ მე ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ის ხელისუფლება, რომელიც ხელს შეუწყობს და დააკანონებს მამათმავლობას, ნარკომანიას, სხვა ათასგვარ გარყვნილებასა და ამორალურობას, დღეგრძელი ვერ იქნება. ასეთ ხელისუფლებას ხალხმა შეიძლება ვერ მოსთხოვოს პასუხი ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მას აუცილებლად მოაშორებს. ასე დაემართა წინა ხელისუფლებას და იგივე დაემართებათ ამათაც, თუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გონს არ მოვლენ და არ შეწყვეტენ უზნეობის დაკანონებას, თუმცა რაღა შეწყვეტა, უკვე მიიღეს ყველაფერი, რის მიღებაც სურდათ და მომავალშიც, ალბათ, ასე მიიღებენ დანარჩენ კანონებსაც, რასაც ამერიკა და ევროპა ავალებთ თავიანთი პირადი ხელშეუხებლობის, კეთილდღეობისა და პოლიტიკური დღეგრძელობის სანაცვლოდ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here