მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სახელმწიფო პოლიტიკა, ფაქტობრივად, გადაიქცა ერთ დიდ შეთქმულებად ხალხისა და...

მამა გიორგი (რაზმაძე): სახელმწიფო პოლიტიკა, ფაქტობრივად, გადაიქცა ერთ დიდ შეთქმულებად ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

1913
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

პრეზიდენტის მიერ საშობაოდ (6 იანვარს) არშეწყალებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის წინააღმდეგ ისევ დისკრედიტაციის კამპანია დაკომპრომატებისახალი ტალღა დააანონსა. რამდენიმე დღის წინათ მსჯავრდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, მედიასთან განაცხადა, რომ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პატრიარქის დანაშაულებს ადასტურებს და მათ უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს, მაგრამ ვერც თორნიკე მამალაძეს და ვერც სხვა პირებს, რომლებიც პატრიარქისა და სინოდის წინააღმდეგ ახალი მადისკრედიტებელი კამპანიით იმუქრებიან, ჯერჯერობით ვერ მოჰყავთ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მათ მიერ უწმინდესის მიმართ ნათქვამ უმძიმეს ბრალდებებს თუნდაც ნაწილობრივ დაადასტურებს.

ცნობისთვის: დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიარქის მდივანრეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის 2017 წლის 5 თებერვალს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც ერთი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა

დისკრედიტაციის რა კამპანია შეიძლება მზადდებოდეს პატრიარქისა და სინოდის წინააღმდეგ, რაზეა რეალურად ეს პროცესი გათვლილი და როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა ეკლესიის ავტორიტეტი დააზიანოს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, რამდენიმე დღის წინათ მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქის დანაშაულების დამამტკიცებელ უტყუარ ფაქტებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამ განცხადებამ, ბუნებრივია, გააჩინა მოლოდინი, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ახალი მადისკრედიტებელი კამპანია მზადდება. რა ბრალდებები შეიძლება ამჯერად მოვისმინოთ უწმინდესის მისამართით?

_ არ მგონია, მნიშვნელოვანი იყოს პატიმარ მამალაძის, მისი ძმისა და მათი გარემოცვის სკანდალური განცხადებები. მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში არ ჩანან. მხედველობაში მყავს ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს და შემდეგ ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. ეს არის “ლიბერალური ელიტის” მთავარი დამრტყმელი ძალა და არა ის საცოდავი ადამიანები, რომლებიც ვიღაცის დაკვეთით ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ და ამით პატრიარქის ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ.

რაც შეეხება მამალაძის მიერ დაანონსებულ დისკრედიტაციის ახალ კამპანიას, იმ ამორალურობის შემდეგ, რომელიც .. ციანიდის საქმის გარშემო ვიხილეთ და მოვისმინეთ; იმ გაუგონარი მკრეხელობისა და უზნეობის შემდეგ, რომელიც პეტრე ცაავამ სინოდის სხდომაზე ჩაიდინა, ლიბერალებს ძალიან გაუჭირდებათ ხალხის გაკვირვება ახალი სიბინძურეებით, თუმცა ეს ხალხი არ იღლება უშედეგო ბრძოლით ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. პირიქით _ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ განხორციელებულმა თითოეულმა თავდასხმამ უწმინდესზე საზოგადოების აგრესია მათ მიმართ გაზარდა, ვხედავთ, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო გაავებულები არიან. ეს გარკვეულწილად კარგიცაა, იმიტომ, რომ ამ აგრესიითა და ცილისმწამებლური კამპანიით ისინი თავიანთ რეალურ სახეებს წარმოაჩენენ.

_ .. თქვენ ფიქრობთ, რომ დისკრედიტაციის ვერანაირი კამპანია დღეს პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს ვერ დააზიანებს?

_ როგორ უნდა დააზიანონ უწმინდესის ავტორიტეტი ისეთმა ზნედაცემულმა ადამიანებმა, რომლებიც ბედავენ და სინოდის სხდომაზე თავს ესხმიან მას?! ან რა “ფაქტებითა” და “არგუმენტებით” შეიძლება საზოგადოება დააბრმავონ, რომ ხალხს შავისა და თეთრის გარჩევა აღარ შეეძლოს?! კაცი გამოდის და კამერების წინ დუჟს ანთხევს, _ პატრიარქი ცოდვილია და ეს ყველამ იცისო. თურმე ის არის ანგელოზი და სხვა დანარჩენი _ უმძიმეს ცოდვებში ჩავარდნილები. უცოდველი არავინაა, მაგრამ კაცი თავისი უნამუსობით უზნეობის ყველა რეკორდს რომ მოხსნის, ის მერე ვერავის შეულახავს ავტორიტეტს საკუთარი თავის გარდა. მხედველობაში მყავს პეტრე ცაავა და მისი გარემოცვა, რომლებიც დღემდე ვერ დაწყნარდა. მამალაძეს რაც შეეხება და მის “არგუმენტებს”, რომლებსაც, როგორც თვითონ ამბობს, მალე გამოაქვეყნებს და ამით თურმე უწმინდესის დანაშაულებს ნათელს მოჰფენს, როგორ ფიქრობთ, ასეთი ფაქტები რომ ჰქონდეს, აქამდე ჩუმად იქნებოდა?

_ სხვათა შორის, თორნიკე მამალაძემ მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალება პატრიარქის ზემოქმედებით იყო განპირობებული. ამაზე რას იტყვით?

_ ვფიქრობ, მამალაძის ციხეში ყოფნა დღეს ეკლესიისა და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალებს სჭირდებათ. მეტიც, ვეჭვობ, რომ ასეთი ხალხი უშუალოდ პრეზიდენტის გარემოცვაშიც ბევრია და იმ სახელმწიფო სტრუქტურებშიც, რომლებშიც შეწყალება-არშეწყალების საკითხი წყდება. სახელისუფლო გუნდში და, საერთოდ, პოლიტიკურ სპექტრში, ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ ეკლესიის, როგორც ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის, დისკრედიტაციისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც წერს კანონებს, საკანონმდებლო ნორმებს, ხელმძღვანელობს კომიტეტებს პარლამენტში, უწყებებს, დეპარტამენტებს და .. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად არ მიკვირს და, ვფიქრობ, არც საზოგადოებას უნდა უკვირდეს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უკვე, ფაქტობრივად, გადაქცეულია ერთ დიდ შეთქმულებად ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ ეს, ალბათ, ჯერ კიდევ არ არის ამ პროცესის კულმინაცია და უფრო მძიმე რეალობა წინ გველოდებარაც შეეხება გიორგი მამალაძის ოჯახს, რომელსაც, არ არის გამორიცხული, ზოგჯერ ბრმა იარაღადაც იყენებდნენ, ვურჩევ, რომ თავი დაანებონ შანტაჟის ენით საუბარს და ნუ იმეორებენ ეკლესიის მტრების უზნეო რიტორიკას. აღარ მოქმედებს უკვე საზოგადოებაზე ნეოლიბერალურ წრეებში მოფიქრებული ცრუბრალდებების სერიალები. ასე რომ, მუქარასა და თითის ქნევას პატრიარქის მისამართით ურჩევნიათ, სიმართლე ილაპარაკონ. სიმართლე კი არის ის, რომ ვერ ისვენებს დასავლეთისა და უშუალოდ სოროსის ლიბერალური კლანი საქართველოში. კონკრეტულად ვინ რას თამაშობს ამ პროცესში, რთული სათქმელია, მაგრამ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელი ურევია იმაში, რომ მამალაძე არ შეიწყალონ და რაც შეიძლება დიდი ხნით დატოვონ პატიმრად. ამით ცდილობენ, კიდევ უფრო დაძაბონ ვითარება და შემდეგ ეკლესიას უფრო მეტი ტალახი ესროლონ. ისე, ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, როცა კონკრეტული პირების მხრიდან კონკრეტული ადამიანების მისამართით უმძიმესი ბრალდებები ისმის; რატომ არ ინტერესდებიან თუნდაც იმით, რომ ადამიანი ამბობს, პრეზიდენტზე ზეწოლა ხორციელდებაო?

_ თქვენი აზრით, რატომ არ ინტერესდებიან?

_ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, ეს ყველაფერი ფორმალობაა და სინამდვილეში მამალაძის ოჯახს არანაირი ფაქტები არ აქვს.

_ დასაწყისში თქვით, რომ სახელისუფლო გუნდშიც არიან ძალები, რომლებიც ფარულად, მაგრამ აქტიურად არიან ჩართულნი პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში. მოდი, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ თემაზე: ვინ არიან ეს ადამიანები?

_ ეს ადამიანები სერიოზულ პოზიციებზე არიან წარმოდგენილი პარლამენტში, მთავრობაში, სასამართლო ხელისუფლებაში, ძალოვან უწყებებში და ა.შ. მათ ხელშია, პრაქტიკულად, სახელმწიფო, თუმცა ეს ხალხი დაუფარავად კი არ უპირისპირდება ეკლესიას, სამღვდელოებას, პირიქით _ ზოგიერთ მათგანს საკმაოდ კარგად აქვს მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანის როლი მორგებული…

_ პირადად გქონიათ მათთან შეხება, ვთქვათ, როცა საზოგადოებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდნენ?

_ არ მინდა, ვინმეს ასე პირდაპირ დავადო ხელი, მაგრამ თავის დროზე, როცა საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ე.წ ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, ქალბატონ ეკა ბესელიას ვესაუბრე, მაშინ უმრავლესობის დეპუტატი იყო და მითხრა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უწყინარი კანონი, რომელსაც სხვა უფრო მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებები არ მოჰყვებოდა. გავიდა ცოტა ხანი და გაეროს ბავშვთა ფონდის კარნახით მიიღეს კანონი სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელმაც მშობელს, პრაქტიკულად, ჩამოართვა ყველა უფლება… სხვათა შორის, ევროკავშირის კარნახით რამდენიმე კვირის წინათ “ანტიდისკრიმინაციული კანონი” ჩერნოგორიაშიც მიიღეს. ფეხზე დადგა ხალხი და სამღვდელოება, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს; პირიქით _ ხელისუფლებამ სასულიერო პირებს მოუწყო რეპრესიები და რამდენიმე მათგანი ცემეს კიდეც აქციებზე. ამის შემდეგ სერბეთის საპატრიარქომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება და ანათემას გადასცა ჩერნოგორიის ხელისუფლება. რის თქმა მინდა: ეს საკანონდებლო ცვლილებები, რეგულაციები თუ ახალ-ახალი ნორმები ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის სახელით “ლიბერალიზაციის” გლობალური პროცესია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება ქრისტიანულ სამყაროში. თუმცა განსაკუთრებული სამიზნე ამ პროცესისა, ცხადია, არის მართლმადიდებელი სამყარო. თანამედროვე დასავლური აგრესიული ნეოლიბერალიზმის მამები, დიდი ხანია, არ მალავენ, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება დღეს მათთვის სწორედ მართლმადიდებლობაა…

_ ამ პროცესს რა შეიძლება დაუპირისპიროს ქართველმა საზოგადოებამ? ჩვენ ვხედავთ, რომ, მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ხელისუფლება ამ კურსს პრინციპულად განაგრძობს.

_ სად აქვს ხელისუფლებას პრინციპები?! მას, უბრალოდ, სხვანაირად არ შეუძლია. რაც შეეხება გამოსავალს, ვფიქრობ, ისევე, როგორც დასავლეთში დალპა და ძირი გამოეთხარა მკვრადშობილ აგრესიულ “ლიბერალიზმს” და ამის კვალდაკვალ ანტილიბერალურმა საზოგადოებრივმა ძალებმა დაიწყეს გაძლიერება. ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსი აქაც მოხდება. ეს გარდაუვალი პროცესია და ვერანაირი წნეხი ჯანსაღ საზოგადოებრივ ძალებზე ამას ვერ შეაჩერებს. პირიქით, რაც მეტი იქნება ძალადობა, დევნა და რეპრესიები, მათ შორის სამღვდელოების წინააღმდეგ, მით მეტად გაძლიერდება პროტესტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, რადგან ჩვენ გულხელდაკრეფილი უნდა ვისხდეთ. საზოგადოება უნდა იყოს უმკაცრესი და უკომპრომისო კანონის ფარგლებში ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული თითოეული პროპაგანდისტული გამოვლინების მიმართ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here