Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ექსპრეზიდენტის ავადმყოფურ გონებაში...

მამა გიორგი (რაზმაძე): სად არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ექსპრეზიდენტის ავადმყოფურ გონებაში მოხარშულ პროექტს სახელწოდებით “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”?

1019
მამა გიორგი (რაზმაძე)

 ამერიკის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, წელს, შარშანდელთან შედარებით, 4%-ით მოიმატა რაოდენობამ იმ ადამიანებისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და გაძლიერება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კვლევის თანახმად, ამ აზრს გამოკითხულთა 27% იზიარებს, შარშან კი იგივე პოზიცია მხოლოდ 23%- ჰქონდა და, შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფებისადმი უარყოფითად განწყობილი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.

კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომგანსხვავებულისადმი ტოლერანტულიგანწყობების მატება მხოლოდ ბოლო წლის ტენდენცია არ არის და ის უკვე რამდენიმე წელიწადია, შეინიშნება. ინსტიტუტისმკვლევართაგანმარტებით, მიზეზი ამ ყველაფრის, დიდი ალბათობით, არის ის, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები წარმატებით ფუნქციონირებენ, აქტიურად მუშაობსლიბერალური მედიადა ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაღალია. თუმცა, იმავე კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც თურმე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით კეთდება, მაინც მესამე სექტორზე მოდის. ის, რომ თურმე საზოგადოებაში ლგბტებისა და ლგბტ პროპაგანდის მიმართ სოლიდარობა წლიდან წლამდეიზრდება”, დიდწილადადამიანის უფლებებზემომუშავე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგია.

რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, “ლიბერალური საინფორმაციო საშუალებებისმრავალწლიანი პროპაგანდისტული ზეწოლის მიუხედავად, ადამიანის არაბუნებრივ მდგომარეობას (მამათმავლობას) ნორმად არ იღებს, ამ კატეგორიის ადამიანების რაოდენობა, კვლევის თანახმად, არ მატულობს და ის, უკვე წლებია, 44%- შეადგენს

რა განწყობებია დღეს ქართველ საზოგადოებაში და მოიმატა თუ არა სინამდვილეში სექსუალური გადახრების პროპაგანდისადმი მოსახლეობის სოლიდარობამ ? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, “ენდიაისბოლო კვლევა გვეუბნება, რომ დღეს საქართველოში ლგბტების უფლებების გაძლიერების მომხრე ადამიანების რაოდენობა მატულობს და მოსახლეობის 27% იმ აზრს იზიარებს, რომ სექსუალური უმცირესობების დაცვა უმნიშვნელოვანესიათქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ ფიქრობთ, რა განწყობებია ჩვენს საზოგადოებაში, მოქმედებს მასზე ლიბერალური პროპაგანდა?

_ დავიწყოთ იმით, რა არის თვითონ “ენ-დი-აი”. ჩვენი ბოლო რამდენიმეწლიანი პოლიტიკური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც არათუ კავშირი არ აქვს იმ იდეალებსა და ღირებულებებთან, რომლებიც თუნდაც მის დასახელებაშია ჩადებული _ “ეროვნული” და “დემოკრატიული”, არამედ ის არის ჩვეულებრივი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეიძლება მოხდეს რაღაცის გამართლებაც და პირიქით _ რაღაცის ან ვიღაცის გაშავება. ის ამა თუ იმ ძალისთვის შეიძლება იყოს გარკვეული სიგნალის მიმცემიც და გარკვეული ვერდიქტიც. ამ ორგანიზაციის კვლევა ხშირად ერთგვარი კბილის მოსინჯვაა რაიმე პროცესისთვის. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ხშირად იყო ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაგეგმილი პოლიტიკური სცენარისთვის, რომელიც მერე რეალობად იქცეოდა და, წინააღმდეგობის მიუხედავად, საზოგადოება ამ რეალობას ვერ ცვლიდა

_ მაგალითად?

_ მაგალითად, წლების განმავლობაში, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას პრაქტიკულად არანაირი რეიტინგი არ ჰქონდა და მოსახლეობაში უპრეცენდენტოდ დიდი იყო უკმაყოფილების მუხტი, ეს იმსტიტუტი აცხადებდა ციფრებს, რომელთა მიხედვითაც სარეიტინგო სიაში სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობდა. შემდეგ მას მოსდევდა საგულდაგულოდ შექმნილი ე.წ. ჯიბის ოპოზიცია და ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული ცალკეული სუბიექტები. რეალურად ხდებოდა მარტივი რამ: უკიდურესი პოლიტიკური ნიჰილიზმით შეპყრობილ საზოგადოებას წინდაწინვე აჩვევდნენ გარკვეულ რეალობას; ყველამ იცოდა, რომ ეს მონაცემები იყო ზუსტად ის მომავალი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც რეჟიმმა ხალხის მონაწილეობის გარეშე შექმნა.

რაც შეეხება ბოლო კვლევას, ისიც ადასტურებს, რომ რეალურად მათ საზოგადოების განწყობები კი არ აინტერესებთ, მათი მიზანი ისევ არის კარნახი. ოღონდ აქ ერთი მომენტია: ამ კარნახმა იმ პირობებში, როცა ლიბერალური დიქტატი მსოფლიოში გაშიშვლდა და ის დღეს, ფაქტობრივად, მკვდარ იდეოლოგიად იქცა, ეს გაყალბებული კვლევები და ციფრების რახარუხი ძალიან კომიკური შეიქნა.

_ საუბრის დასაწყისში თქვით, მსგავსი კვლევები ხშირად ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია გარკვეული პროცესებისთვისო. ამჯერად რა სამზადისთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

_ ამჯერად ეს, ალბათ, უფრო იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილში, რომელიც უმრავლესობაა, შექმნან უპერსპექტივობის განცდა. ლიბერალების ერთ-ერთი თეზა ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნულობა და ტრადიციულობა სიბნელეა, რომელიც დროს ვერ გაუძლებს, რადგან ის პროგრესს ეწინააღმდეგება.

კონკრეტულ ციფრებს რაც შეეხება, მათ დაწერეს, მოსახლეობის 27%-ს ლგბტ-ების უფლებების წამოწევა მნიშვნელოვნად მიაჩნიაო. ჩნდება შეკითხვა _ საქართველოს მოსახლეობის 27% ხომ არის სულ ცოტა 300-400 ათასი ადამიანი, და რატომ ვერ გამოჰყავთ მამათმავლების დასაცავად 300 და 400 კაცზე მეტი?

_ ამას ლიბერალური პროპაგანდა მარტივად ხსნის: საზოგადოებას განათლება აკლიაო

_ საბედნიეროდ, უკვე დიდი ხანია, საზოგადოება მიხვდა, რომ ის, რასაც ნეოლიბერალური პროპაგანდა განათლებას ეძახის, ჩვეულებრივი იდეოლოგიური ტირანიაა, რომელიც არა მხოლოდ თეორიული მსჯელობითა და აბსურდული თვალსაზრისის დამკვიდრებით ცდილობს ადამიანის ცნობიერების საფუძვლიანად შეცვლას, არამედ ზუსტ მეცნიერულ ცოდნასაც ამახინჯებს. ამის ნათელი დადასტურებაა, მაგალითად, ის, რომ თურმე ბუნებაში ორი სქესი და გენდერი კი არ არა, არამედ არსებობს ორმოცდაათი და მეტიც; ან, მაგალითად, ის, რომ კაცი, რომელიც თავს ქალად მიიჩნევს და ქალის ტანსაცმლით დადის, მამაკაცად კი არ უნდა მოვიხსენიოთ, არამედ ტრანსგენდერ ქალად. აი, ამ გლობალურინეოლიბერალურიბოროტების ნაწილი გავხდით ჩვენ თავის დროზე, როცა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ვითომ ძირეული რეფორმა ალექსანდრე ლომაიას ხელმძღვანელობით და თავდაყირა დააყენა განათლების სისტემა. სხვათა შორის, სააკაშვილი თავის გამოსვლებში ყველაზე ხშირად ამბობდა ხოლმე ფრაზას: “მენტალური რევოლუცია, რამხელა ცვლილება მოხდა მენტალიტეტში…” რას გულისხმობდა? _ ზუსტად იმას, რომ ქართველი ერი, ქართველი საზოგადოება უნდა მოწყვეტოდა თავისი ისტორიული განვითარების გზას, თავის ეთნო-კულტურული იდენტობის საფუძველს და გადასულიყო სხვა იდეოლოგიურ რელსებზე, რომელიც იდეაშივე უარყოფდა მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს; თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ, როცა ეს “რეფორმები” იწყებოდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ვერ აღიქვა _ ვერ აღიქვა ვერც უფროსმა თაობამ და იმ ბოროტებას, ფაქტობრივად, ლანგრით მიერთვა ახალგაზრდობის ცნობიერება.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ “ენ-დი-აის” კვლევას. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ავტორიტეტშელახული, მარგინალური ორგანიზაცია რაღაც ციფრებს იტყვის და ამით შექმნის ილუზიას, რომ თურმე ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მამათმავლობის პროპაგანდის მომხრე ადამიანების რაოდენობა, მაშინ გამოიყვანოს ეს ხალხი ქუჩაში, დააყენოს მწკრივზე და დათვალოს.

ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ, ესენი რომ მართლა 27 %-ს შეადგენდნენ, რას იზამდნენ?

_ რას იზამდნენ?

_ შეხედეთ ადამიანებს, რომლებიც, სამი თვის განმავლობაში რუსთაველზე იდგნენ; შეხედეთ კლუბ “ბასიანის” აქტივს; “თბილისი პრაიდის” სახეებს… ამათზე უფრო გაბოროტებული და სიძულვილით სავსე ხალხი გინახავთ?! მათი ერთადერთი შემაკავებელი გარემოება არის ის, რომ არაფრის თავი არ აქვთ, თორემ, ძალა რომ ჰქონდეთ, რამე შეეძლოთ და რიცხობრივად ბევრნი იყვნენ, ერთი ხმის ამოღება და თქმა, რომ შენთვის ეს ხალხი მიუღებელია, საკმარისი იქნება, სული ამოგხადონ ციხეში.

აქვე მოკლედ შევეხები ერთ ფაქტს, რომელიც ამ დღეებში მოხდა. რამდენიმე დღის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოზარდებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უღებდა და, სავარაუდოდ, ამ მოზარდებით ვაჭრობდნენ კიდეც. დაკავებული თერთმეტი პირიდან ერთ-ერთია ამერიკის მოქალაქე, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ინგლისურის მასწავლებლად ჩამოიყვანა და დიდი პატივით გაამწესა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში. ძალიან მაინტერესებს, სად არიან დღეს ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ექსპრეზიდენტის ავადმყოფურ გონებაში მოხარშულ ამ პროექტს სახელწოდებით “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”? არის თუ არა გამოძიება ამ ხალხით დაინტერესებული? აღმაშფოთებელია, რომ შეუსწავლელად და განუკითხავად ყველას ურიგებენ მოქალაქეობას თუ ცხოვრების უფლებას.

_ თუმცა აქ, ალბათ, არანაკლებ შემაშფოთებელია ის, რომ არასრულწლოვანები თვითონ მშობლებმა ჩააბეს ამ ყველაფერში.

_ ეს სამარცხვინო ამბავია. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ მრავალწლიანმა იდეოლოგიურმა ექსპანსიამ, გაპირუტყვებამ ადამიანებისა და, ამასთანავე, ეკონომიკის მიზანმიმართულმა ნგრევამ, რომელმაც გაღატაკებამდე მიიყვანა ქვეყანა, საზოგადოების რაღაც ნაწილის ცნობიერებას დაღი დაასვა. ეს არის ჩვენი რეალობა და რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ვთქვათ, “ენ-დი-აის” კვლევები ღიმილის მომგვრელია, ამ რეალობას ვერ გავექცევით. ჩვენ, სამწუხაროდ, “ლიბერალურმატირანიამ წაგვართვა ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმედის მომცემია ის, რომ კოსერვატიული განწყობების გაძლიერება სწორედ ახალგაზრდების თაოსნობითა და ხელმძღვანელობით საქართველოშიც შეინიშნება. ალბათ, დასავლეთში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ აქაც დადგება ის ეტაპი, როცა “ნეოლიბერალურ” ტირანიას აღარ ექნება იდეოლოგიური მონოპოლია; მეტიც, დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დრო, როცა თანამედროვენეოლიბერალურიშხამით მოწამლული ახალგაზრდების ნაწილსაც შერცხვებალიბერალობის”. ყოველ შემთხვევაშიენდიაისადა მსგავსი სამარცხვინო ორგანიზაციების კვლევები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, პირიქით _ მათი ისტერიკული აქტიურობა უფრო გაამძაფრებს პროტესტს, რომელიც მრავალწლიანი იდეოლოგიური დიქტატურის შედეგად დაგროვდა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ამოხეთქავს

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here