Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): რანაირად არის, ბატონო პრემიერო, ეროვნული ინტერესების დამცველი ის ხელისუფლება,...

მამა გიორგი (რაზმაძე): რანაირად არის, ბატონო პრემიერო, ეროვნული ინტერესების დამცველი ის ხელისუფლება, რომელიც ანტიეროვნული ძალებითაა დაკომპლექტებული

1759
მამა გიორგი (რაზმაძე)

31 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაქართული ოცნებისმცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების პოლიტიკას წარმატებული უწოდა და აღნიშნა: “როგორც ხედავთ, ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევებში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა”…

პრემიერის შეფასებით, დღეს თითოეულ მოქალაქეს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება ყველაზე მეტად გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, მისი თქმით, “ოცნებისპოლიტიკის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება აღნიშნული მიმართულება

შეგახსენებთ, რომ კოალიციაქართული ოცნებაჩამოყალიბების პირველივე დღიდან საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი პოლიტიკური სუბიექტებით დაკომპლექტდა. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კი მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მოწინავე პოზიციებზე სწორედ ეროვნულ იდეოლოგიასთან შეუთავსებელი პარტიები, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კადრები და მათ შორისოცნებასთანკოაბიტაციაში მყოფიყოფილინაციონალები დააყენა. ამის შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკა, ფაქტობრივად, საზოგადოების ნების უგულებელყოფის გამოკვეთილ ინსტრუმენტად იქცა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მისივე ინტერესების საწინააღმდეგო ძალად ჩამოყალიბდა

ქართულმა ოცნებამ”, სულ რაღაც, 4 წელიწადი მოანდომა დასავლეთიდან ნაკარნახევ ისეთ მიუღებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონი მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის თაობაზე, მარიხუანის, .. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებასა და .. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკანონმდებლო ვალდებულებებისა, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროპაში შესვლისა დაისტორიულ არჩევანთანზიარების დაპირების სანაცვლოდ აიღო.

გამოხატავს დღეს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აქვს ან შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას ამის რწმენა? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, თქვენი აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს?

_ რომელ ეროვნულობაზეა ლაპარაკი… ერთი ადამიანი დამისახელოს ვინმემ, მაღალ თანამდებობის პირს ვგულისხმობ, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს. სირცხვილია, უბრალოდ, ამის თქმა. ამათი ეროვნულობა მხოლოდ ერთ რამეში გამოიხატება: უსიტყვოდ, უყოყმანოდ ასრულებენ ცისფერი კომისრების ბრძანებებს. ამას თუ დავარქმევთ ეროვნულობას, ამ მხრივ, მართლაც ყველაფერი კეთდება პირნათლად და ზედმიწევნით…

_ რამდენიმე დღის წინათ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს. როგორ ფიქრობთ, ხალხს ეს სჯერა?

_ ვისაც შეუძლია, საღად შეხედოს მოვლენებს, ძალიან კარგად ხედავს და ხვდება, რა მოღალატეობრივ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უკვე წლებია.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ძალიან საინტერესოა, რას ეძახის ეს ადამიანი ეროვნული ინტერესების დაცვას.

დავიწყოთ თავიდან: იყო დაპირება სამართლიანობის აღდგენის, რაც გულისხმობდა იმას, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. შესრულდა? ადამიანები, რომლებიც იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების სათავეში და ქმნიდნენ რეპრესიულ სისტემას _ აწამებდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ ქონებას _ გასამართლდნენ? კაცს ჯერ მილიონობით ლარის გაფლანგვაზე დაუწყეს დავა, მერე გვეუბნებიან, რომ თურმე მისი ეს სასჯელი თუ ბრალდება უკვე “შთანთქმულია”. მაშინ, როცა რიგითმა მოქალაქემ ასი ლარი რომ მოიპაროს, მთელი ცხოვრება ციხეში მოუწევს ჯდომა.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

ეს ერთი.

ახლა სხვა დაპირებები:

გაკეთდა ასეთი განცხადება, რომ მესამე წელი იქნებოდა კარგი და შემდეგი წლები _ რაღაც ეკონომიკური საოცრება. ვინმემ რამე სიკეთე იგრძნო? ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ ქუჩაში და ჰკითხოთ, გეტყვის, რომ კარგად ცხოვრობს? თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, წარმატებულია თუ არა თქვენი პოლიტიკა, გადით ხალხში და შეეკითხეთ უბრალო ადამიანებს, თუმცა ეკონომიკა ერთი მხარეა და კიდევ არის სხვა მომენტები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია. კონკრეტულად რას ვგულისხმობ: პარტიას თუ კოალიაციას დაარქვეს “ქართული ოცნება” და რა არის ქართული? ის, რომ დასავლეთის კარნახით, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს? ის, რომ 24 საათის განმავლობაში გარყვნილების პროპაგანდა მიდის და მამათმავლობა ნორმად ცხადდება? ის, რომ ერთი სული აქვთ, ნარკოპოლიტიკა შეარბილონ და ნარკომანია წაახალისონ? ის, რომ ყველაფერ ეროვნულს, ტრადიციულს დასცინიან, აქილიკებენ და ცდილობენ, გაამარგინალონ ყველა, ვინც კი მის დაცვას შეეცდება? ის, რომ ტრადიციულობა სიბნელედ ცხადდება? რანაირად არის, ბატონო პრემიერო, ეროვნული ინტერესების დამცველი ის ხელისუფლება, რომელიც თითქმის თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებულია ანტიეროვნული ძალებით?! ვინ _ რესპუბლიკელები იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს თუ არასამთავრობოები, სოკოებივით რომ აღმოცენდნენ მაშინვე კოალიციაში?

_ სხვათა შორის, დაპირებები ახსენეთ და კვირიკაშვილმა იმავე გამოსვლაში ამ თემაზეც ვრცლად ისაუბრა. თქვა, რომ ხელისუფლება ზოგჯერ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ხალხს დაჰპირდა

_ ჩვეულებრივი ცინიზმია. ესენი უკვე ისე გალაღდნენ თავიანთი დასავლელი მამა-მარჩენლების მხარდაჭერით, რომ დაუფარავად დასცინიან საზოგადოებას. სხვა რა დასკვნა შეიძლება გამოიტანო?! დაქცეული, გაუბედურებული, გაღატაკებული ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლება იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ხალხს დაჰპირდა? _ ეს იმ დროს, როცა ქვეყანა მოსახლეობისგან იცლება. თუნდაც თურქეთის საზღვართან მიდით, რიგი დგას ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც სამათხოვროდ გარბიან. ამის მაინც არ რცხვენიათ?!

რაც შეეხება “დაპირებების გადაჭარბებით შესრულებას”, გადაჭარბებით ესენი იცავენ ლგბტ-ების უფლებებს, რითაც ნამდვილად იწვევენ ცისფერი კომისრების აღფრთოვანებას. ყველა ვხედავთ, რომ ხალხი სიღატაკეში იხრჩობა. იძახეს “ევროკავშირი”, “ნატო” _ ვერც ერთს მიაღწიეს. რა მივიღეთ? დამოუკიდებლები არც ადრე ვიყავით და არც დღეს ვართ…

_ თუმცა დღეს უდიდეს მონაპოვრადაა მიჩნეული ის ფორმალური დამოუკიდებლობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო საქართველომ.

_ მაშინ ყველა ვიყავით ეროვნულ მოძრაობაში და ყველას რაღაც გვჯეროდა, მაგრამ მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ვიღვწოდით, მაშინ ეს ყოფილა ქართველების უდიდესი შეცდომა. რატომ? იმიტომ, რომ დღეს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, ნიშნავს ევროპულ ტრადიციებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობს მამათმავლობის, დედათმავლობის, ტრანსგენდერების და სხვა კიდევ ათასგვარი გარყვნილების დაკანონებას. ალბათ, ამას გულისხმობდა პრემიერიც თავის განცხადებაში, როცა თქვა, რომ თურმე ხელისუფლება ყველაზე მეტად გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს. როგორც ჩანს, მათთვის ეროვნულია სწორედ ის გარყვნილება, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობს, თავს გვახვევს და გვიკანონებს. ვფიქრობ, ამას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ეს არის ეშმაკის მონობა…

_ თქვით, რომ დასავლეთის მხარდაჭერით გულმოცემული ხელისუფლება საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის და დასცინის. ნორმალურ საზოგადოებაში ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა, სულ ცოტა, ხელისუფლებას ექნებოდა განცდა, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებები მის ავტორიტეტსა და ნდობას სერიოზულად შეარყევდა. თქვენი აზრით, ჩვენი საზოგადოება რატომ არის დღეს ასეთი უმოქმედო?

_ ამ ხელისუფლებამ წაართვა საზოგადოებას ყველანაირი იმედი და განცდა იმის, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება, ამიტომაც არის დღეს ასეთი განწყობა. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი.

რაც შეეხება ეროვნული ინტერესების გამოხატვას, ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია, რა შეგნებითა და რიტორიკით კეთდება მსგავსი განცხადებები. “ლიბერალებს” რომ ჰკითხო, ჩვენი ისტორიული ფესვები ევროპაშია, ჭეშმარიტი კი ევროპული ფასეულობებია. ის კი არა, ვაჟა ფშაველაც და ილია ჭავჭავაძეც თურმე ლიბერალები ყოფილან, ანუ ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის, პროპაგანდის ერთგვარი სტრატეგია, რომ საზოგადოებაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ. აი, ამის შემდეგ კი უკვე შენ, ვინც არ მიიღებ ამ “ლიბერალურ” ამორალურობას, გეტყვიან, რომ ეროვნულ ფასეულობებს უარყოფ, იმ ფასეულობებს, რომლებსაც თურმე ილია და ვაჟა იცავდნენ; ანუ ისინი კი არ ებრძვიან ქვეყნის ისტორიულ ფესვებს, არამედ შენ და ამიტომ შენ ხარ ბნელი, ანტიეროვნული, საშიში ძალა, რომელიც უნდა განადგურდეს.

_ სამწუხაროდ, პროპაგანდის საშუალებებიც მათ ხელშია, სატელევევიზიო მედია, ფაქტობრივად, ამ საქმის მედროშეა. თქვენი აზრით, რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ (დღესდღეობით ეს ძალაქართული ოცნებაა”) საზოგადოებას შავი თეთრად არ მოაჩვენოს და ეროვნული იდენტობისთვის საშიში იდეოლოგია ეროვნულ ფასეულობად არ წარმოაჩინოს?

_ მთავარი უბედურება და უიმედობის უპირველესი მიზეზი დღეს, ჩემი აზრით, არის ის, რომ ძალა არ ჩანს, ნორმალური ძალა. პოლიტიკური პარტიები იმისთვის იბრძვიან და რიგში იმისთვის დგანან, რომ სალაფავი, რომელიც დარჩება ხელისუფლებას, თვითონ თქვლიფონ; ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობა კი მათთვის მეათეხარისხოვანია. აი, სანამ ეს არ შეიცვლება და საზოგადოება არ შეიგნებს, რომ არ შეიძლება მიეყიდო უნამუსო ადამიანებს, ძალაუფლება ყოველთვის ასეთი პარტიებისა და კოალიციების ხელში დარჩება; სახელმწიფო ყოველთვის იქნება მათი საჯიჯგნი და სათარეშო ასპარეზი, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამძაფრებს საზოგადოების ნიჰილიზმს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here