Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): მსოფლიო პატრიარქად წოდებული მსოფლიო აფერისტი მართლმადიდებლობის მტრების მარიონეტია

მამა გიორგი (რაზმაძე): მსოფლიო პატრიარქად წოდებული მსოფლიო აფერისტი მართლმადიდებლობის მტრების მარიონეტია

11723
მამა გიორგი (რაზმაძე)

მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქად წოდებულმა მსოფლიო აფერისტმა და მართლმადიდებელი საქრისტიანოს მთავარმა გამხლეჩმა ბართოლომეოსმა სჯულის კანონი უხეშად დაარღვია და დასავლეთის კარნახით რუსეთის საპატრიარქოს საშინაო საქმეებში ხელის ფათური დაიწყო (რაც, უწინარესად, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბრის დაწყებაში, შემდეგ კი კიევში ორი ეგზარქოსის თვითნებურად დანიშნვაში გამოიხატა), ავტოკეფალიის მსურველი კოლექტიური ბართოლომეოსები საქართველოს ეკლესიის კანონიკურ სივრცეშიც გამოჩდნენ. აფხაზეთშიმოღვაწეთვითმარქვია არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა, რომელსაც, დიდი ხანია, უკრაინელი ფილარეტის მსგავსად, ნერწყვი მოსდის ადგილობრივი დედაეკლესიის გაყოფასა და დანაწევრებაზე, კონსტანტინოპოლს განცხადებით მიმართა და მათი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაც ოფიციალურად მოსთხოვა.

მოთხოვნას, მართალია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საფუძველი არც უკრაინის ეკლესიის მიმართ არსებობდა და გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკურიდეოლოგიური სარჩულით იქნა მიღებული, ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ყველაფერია მოსალოდნელი. მით უფრო, რომ მსოფლიო საპატრიარქომ დბარის განცხადებისთვის პასუხის გაცემას დუმილი და პირში წყლის ჩაგუბება ამჯობინა, რაც მისი მხრიდან ირიბ თანხმობასა და ანაფორას შეფარებული თვითმარქვია არქიმანდრიტისთვის მწვანე შუქის ანთებას შეიძლება ნიშნავდესგაგრძელდება თუ არა ბართოლომეოსის მიერ რუსეთის ეკლესიის გახლეჩვით დაწყებული პროცესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სივრცის დარღვევით და გამოიყენებს თუ არა მსოფლიო საპატრიარქო ამ ბერკეტს საქართველოზე რამე ზეგავლენის მოსახდენად _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ამას წინათ აფხაზეთში მოღვაწე თვითმარქვია სასულიერო პირმა დბარმა მსოფლიო საპატრიარქოს მიმართა, რომ უკრაინასთან ერთად მათი ავტოკეფალიაც აღიაროს. ცხადია, ამ მოთხოვნას, სრულიად აფხაზეთისსამღვდელოებაცუერთდება. როგორ ფიქრობთ, არსებობს კი დღეს საფრთხე, რომ საქართველოს ეკლესიის კანონიკური სივრცე რამე ფორმით დაირღვეს?

_ ერთი რამ ფაქტია: მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა უკრაინის სახით ძალიან ცუდი პრეცენდენტი შექმნა და მსგავს პრეცენდენტებს, როგორც წესი, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე გაგრძელება. ჩვენ ამაზე, დიდი ხანია, ვსაუბრობთ და მე, პირადად, ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ დასავლეთის ლიბერალური ძალები, აქ იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური წრეები, მართლმადიდებელ სამყაროში დიდ განხეთქილებას ამზადებენ. ბართოლომეოსი ოდიოზური ფიგურაა და მისივე ქმედებები, მისივე გადაწყვეტილებები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. მეტსაც გეტყვით: ბართოლომეოსი პირდაპირ იმართება ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურებისგან და ყველა მისი გადაწყვეტილება ყოველთვის შეთანხმებულია ამ ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან.

_ რა გაძლევთ ამ ყველაფრის თქმის საფუძველს, რომ მსოფლიო პატრიარქს ამერიკის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს სპეცსამსახური მართავს?

_ ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით: იერუსალიმის პატრიარქი რომ ეკურთხოს, სამი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, ესენია: იორდანია, პალესტინა და ისრაელი. ამჟამინდელ პატრიარქ თეოფილეს იორდანია და პალესტინა თანხმობას აძლევდნენ, მაგრამ ისრაელი წინააღმდეგი იყო. ადგა თეოფილე და ჯერ კონსტანტინოპოლში ჩავიდა ბართოლომეოსთან, მერე იქიდან ორივე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდა. დაწყებული თავდაცვის მინისტრით, დამთავრებული სხვა მაღალჩინოსნებით, ყველას ეწვივნენ და ბოლოს, აი, რა მოხდა _ იერუსალიმში დაბრუნებულ თეოფილეს ნახევარ საათში ისრაელის ხელისუფლებამ მიართვა ბრძანებულება, რომ ის უკვე ოფიციალურად აღიარებულია იერუსალიმის პატრიარქად. ეს რას ნიშნავს? _ ეს ნიშნავს, რომ ბართოლომეოსი პირდაპირ იმართება ისრაელისა და ამერიკის სპეცსამსახურების მიერ; კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ: ბართოლომეოსი მტერია მართლმადიდებლობის!

_ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე უარის გამო ერთგვარი შურისძიება ხომ არ არის?

_ ამ კრებაში მონაწილეობაზე, რუსეთის გარდა, კიდევ რამდენიმე საპატრიარქომ თქვა უარი და მათ შორის ჩვენც, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა გადავიდა რუსეთზე. გამომდინარე აქედან, ის, რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა, არის ერთგვარი სადამსჯელო მოქმედებები, თუმცა რუსეთი, ალბათ, მათი ერთადერთი სამიზნე არ არის. ცოტა ხანში შეიძლება იგივე სცადონ ბელარუსშიც და, დარწმუნებული ვარ, იქაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მათაც უნდათ დამოუკიდებლობა. მერე, ალბათ, იმავეს ეცდებიან აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და .. ეს არის ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩვისა და მასში შფოთის შეტანისკენ. აი, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ემსახურება, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ და მთავარ საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საქართველოს ეკლესიის წიაღში გვყავს ეპისკოპოსები, რომლებიც მართლმადიდებლობის მტრების წისქვილზე ასხამენ წყალს. კარგად იცის მრევლმა და სრულიად საზოგადოებამ, რომელ ეპისკოპოსებზეც ვსაუბრობ, მხედველობაში მყავს ის ეპისკოპოსები, რომლებიც ყველანაირად ამტკიცებენ და მათ შორის ინტერნეტშიც დებენ მოწოდებებს, რომ თითქოს ჩვენ თუ ახლა მხარს არ დავუჭერთ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, მერე რუსეთი თვითონ დაარღვევს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ სივრცეს. დღეს საქართველოს საპატრიარქო არის ორ ცეცხლს შუა. ერთ მხარესაა რუსეთი, მეორე მხარეს _ მსოფლიო საპატრიარქო, თუმცა შფოთი, ამ შემთხვევაში, დაიწყო ბართოლომეოსმა და, სამწუხაროდ, ეს პროცესები მხოლოდ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებით არ დასრულდება

_ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის არაღიარებასლიბერალურიპროპაგანდა აუცილებლად გამოიყენებს საპატრიარქოს წინააღმდეგ. იქნება ბრალდებები, რომ ეს რუსეთიდანაა ნაკარნახევი, რომ კრემლის გავლენა დიდია ჩვენს ეკლესიაზე და .. არის კი მზად საპატრიარქო ამ კამპანიისთვის?

_ კიდევ ვიმეორებ: ყველაფერი ის, რაც დღეს თითქოს საკამათოა, უნდა დავუჭიროთ თუ არა მხარი უკრაინის ეკლესიას, წერია სჯულის კანონში და ნებისმიერი საპატრიარქო უნდა დაემორჩილოს ამ კანონს. რომელ ლიბერალურ ფრთას თუ დაჯგუფებას რა აზრები მოსდის და საით მიუწევს გული, ეკლესია გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით ვერ მიიღებს.

რაც შეეხება ბრალდებებსა და კამპანიას, საპატრიარქოსთვის ეს სიახლე არ არის. ლანძღვასა და ცრუ ბრალდებებზე ისინი უარს არასდროს იტყვიან, იმიტომ, რომ ამაში უხდიან ფულს და ამისთვის გაუხსნეს ოფისები. ისე, სადმე რომელიმე “უფლებადამცველი” არასამთავრობო ორგანიზაციისგან მოგისმენიათ რელიგიური კონფესიების კრიტიკა? ვთქვათ, ბაპტისტების ან კათოლიკეების, ან სომხური ეკლესიის, იეჰოველების… ნებისმიერი აიღეთ, ვინმეს ლანძღავენ, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა? ამათ მოწოდებებსა და ბრძოლას ვითომ თავისუფლებისთვის უნდა შევხედოთ, როგორც მიზანმიმართულ ანტიმართლმადიდებლურ კამპანიას, რომელსაც დღეს შეიძლება, რუსეთის ეკლესია ჰყავს სამიზნეში ამოღებული, ხვალ სერბეთის ეყოლება, ზეგ კიდევ _ ჩვენი. ეკლესიამ ისინი, უბრალოდ, უნდა ამხილოს. დუმილი და თავშეკავება მხილებისგან ახლა ზედმეტია, იმიტომ, რომ ეკლესიის მტრები დღეს, როგორც არასდროს, ისე არიან გააფთრებული…

_ ფიქრობთ, რომ ეკლესია საკმარისად არ ამხელს მათ, ვინც უნდა ამხილოს?

_ კიდევ ვიმეორებ; დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში არიან კონკრეტული სასულიერო პირები, ეპისკოპოსების სახით, რომლებიც არათუ ამხელენ ეკლესიის მტრებს, პირდაპირ მათ წისქვილზე ასხამენ წყალს. შეგნებულად აკეთებენ ამას თუ გაუაზრებლად, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია. ისე, იმ სასულიერო პირისგან, რომელსაც ნაციონალებზე ამოსდის მზე და მთვარე და ვერც კი მალავს სიმპათიას ამ პარტიის თავკაცებისადმი, რა მხილებასა და სიმართლის თქმას ელოდებით?! ან კაცს, რომელიც ერთი ერთზე გაიმეორებს “ლიბერალების” რიტორიკას, _ დასავლეთია ჩვენი ხსნაო და, ვინც გააკრიტიკებს, რუსეთის აგენტიაო, _ რა უნდა მოსთხოვო…

_ სხვათა შორის, ამას წინათახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამერთერთი სასულიერო პირის მიერ სალომე ზურაბიშვილის გაკრიტიკების გამო ცესკოს მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა, ანუ სამღვდელოებას სიმართლის თქმა უკვე სამართლებრივადაც ეზღუდება.

_ ცხადია, ესენი ყველა მხრიდან უტევენ ეკლესიას, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ მაინტერესებს: მეუფე პეტრემ რომ გააკრიტიკა იგივე ზურაბიშვილი და ნაციონალებს უჭერს მხარს, ამაზე რატომ არ აპელირებენ?! ეს რა, არ იყო დარღვევა? ან კიდევ ზოგიერთი სასულიერო პირი სააკაშვილს ლოცვებში რომ იხსენიებდა, ამოუღიათ ხმა ოდესმე?! სინამდვილეში აქ საქმე ისაა, რომ ამათ აფრთხობენ და აღიზიანებენ კონკრეტული ავტორიტეტული სასულიერო პირები, თორემ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება, ბაქრაძე თუ ვაშაძე, სულერთია.

რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ქალი რომ თავის შვილის ნათლიას გაჰყვება ცოლად, რომელ ფასეულობებსა და ღირებულებებზეა საუბარი?! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ვაშაძე, ბაქრაძე და სხვები საერთოდ არაფრის გამკეთებლები არიან. მოკლედ, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, _ ასეა დღეს ჩვენი საქმე, ყველა ერთმანეთზე უარესი და საშინელია. ამიტომ ვამბობ ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მომეცემა, რომ უნდა მოაქუჩო დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ძალები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, და ერთად გაუშვა სადმე სხვა პლანეტაზე. მერე იქ, უნდათ, არჩევნები ჩაატარონ და უნდათ, ცოცხი დააყენონ პრეზიდენტად, თუმცა მათი გამშვები და გამსტუმრებელი დღეს რომ არავინაა, ესეც ფაქტია

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

4 COMMENTS

  1. რა არის საინტერესო – რატომ არის პატრიარქის ან ეგზარქოსის დანიშვნის თუ არჩევის წესი რელიგიის საკითხი ? სად და როდის თქვა ქრისტემ რო უკრაინის პატრიარქი აუცილებლად რუსეთის პატრიარქმა დანიშნოს, თორემ თუ მსოფლიო პატრიარქმა დანიშნა – დედას ვუტირებ და ჯოჯოხეთში ვუკრავ თავსო 🙂

    • ჩემო კობა, არ გეწყინოთ და თქვენი კომენტარიდან ჩანს, რომ არ გესმით პრობლემის სიმძაფრე! დიახ სოროსულ-ტროცკისტულმა მრავალსურნელებამ უკვე რამდენიმეჯერ სცადა მართმადიდებლობის ამოძირკვა. ყველაზე დიდი ბრძოლა მართმადიდებლობის წინააღმდეგ მათ 1919 წლის 1 მაისს გამოცემული ლენინის დეკრეტის შემდეგ დაიწყეს. დაიწყო არნახული ტერორი, ყველანაირი საზიზღარი და უკეთური ხერხებით ებრძოდნენ მღვდლებსა და ეკლესიას. მაგრამ წაქცეული ეკლესია 1939 წლის სტალინის ბრძანებულების წყალობით მკვდრეთით აღსდა! მაშინ ეკლესიის მტრებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ მართმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა წამითაც კი არ შეუწყვეტიათ! სოროსელ-ნეოტროცკისტებმა ეს ბრძოლა ახლა უფრო დიდი მაშტაბებით განაახლეს!
      მაღალი ღმერთი ფარავდეს ჩვენს ეკლესიას და ყველა მართალ-კეთილსინდისიერ ადამიანს!!!

  2. ყოველივე ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა არიან ეს ადამიანები ღირსი იყვნენ ,,ჩემი,, მოძღვარი და ზიარება ჩავაბარო ვინმეს ,რომ უფალთან დამაახლოვონ….არ ვიცი დავიბენი….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here