Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ვრჩები ისევ იმ აზრზე და მას ვერავინ შემაცვლევინებს, რომ...

მამა გიორგი (რაზმაძე): ვრჩები ისევ იმ აზრზე და მას ვერავინ შემაცვლევინებს, რომ შფოთი მართლმადიდებელ სამყაროში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შეიტანა

7580
მამა გიორგი (რაზმაძე)

ბოლო პერიოდში ქართველი სასულიერო პირების ნაწილის მიერსაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს (რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან სჯულის კანონის უხეშ დარღვევასა და უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის თვითნებურად მინიჭებას უკავშირდება) უკვე მოჰყვა ლიბერალური ისტებლიშმენტის ისტერიკა და კბილთა ღრჭენა.

როგორც ხდება ხოლმე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მამა გიორგის (რაზმაძის) ინტერვიუ (წინა, 34-ე ნომერში გამოქვეყნებული) მიჭრა-მოჭრა და ტექსტი სიუჟეტში ისე დაალაგა, რომ მასალის შესავალში მოყვანილი კონკრეტული სიტყვები, რომელიც რედაქციის პოზიციაა, რესპონდენტის ნათქვამ ფრაზად წარმოაჩინა. ამის შემდეგ ისევ გაისმა ყბადაღებული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თურმე ნებისმიერი მსგავსი კრიტიკა ბართოლომეოსის თუ დასავლეთიდან მართული სხვა პირების მიმართ კრემლიდანაა ნაკარნახევი. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად და მინიშნებებით ისიც ითქვა, რომ მსოფლიო პატრიარქის კრიტიკა წმინდა სინოდისა და პირადად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხრიდან კონკრეტული რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს (სიუჟეტში ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ თითოეული სასულიერო პირი, რომელიც ბართლომეოსის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს, მკაცრი საეკლესიო სასჯელით, ანუ განკვეთით უნდა დაისაჯოს). კიდევ უფრო მკაცრი და შეუვალი იყო კონკრეტული მაღალი იერარქის პოზიცია. კერძოდ, საგანგებო განცხადებაში, რომელიც წინა კვირას დმანისი-ტაშირისა და ირლანდია-ბრიტანეთის ეპისკოპოსმა ზენონმა გაავრცელა, გარკვეული გაფრთხილებებიც იკითხებოდა: “თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსოფლიო საპატრიარქო არ იღებს ინფორმაციას საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებებზე, ცდება…” “ვინც მოსკოვს არ შეუშინდა, მისთვის გაცილებით მარტივი არის, პასუხი მოსთხოვოს თბილისს და მოუწოდოს საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, წმინდა სინოდს რეაგირებისკენ…”

რაც შეეხება ისევ კონკრეტულ მედიაპროპაგანდას, ზემოაღნიშნულ სიუჟეტში, რომლითაცრუსთავი 2”-მა, ფაქტობრივად, დღის წესრიგი დაადგინა და წმინდა სინოდს რეაგირების გეგმა უკარნახა (კარნახში მხოლოდ მცდელობა იგულისხმება), ნათქვამი იყო, რომ მამა გიორგის ინტერვიუმ სამღვდელოება ერთობ გააოცა. თუმცა იმავე სიუჟეტში არც ერთი გაოცებული სასულიერო პირი, გარდა ისევრუსთავი 2”-ისა და მსგავსი პროპაგანდისტული (საინფორმაციო) საშუალებების მიერ თეოლოგად შერაცხილი პიროვნებებისა, ნაჩვენები არ ყოფილა. არც იმის ახსნა და გარკვევა უცდიათ, რატომ და რა მიზეზით აკრიტიკებს ესა თუ ის მღვდელმსახური მსოფლიო პატრიარქს

რამ გააღიზიანა კონკრეტულად ლიბერალური მედია და რატომაა მისთვის ბართოლომეოსის მიმართ დასაბუთებულად გამოთქმული კრიტიკა მიუღებელი, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, თქვენი ინტერვიუს დიდი ხმაური და მითქმამოთქმა მოყვა. როგორც ჩანს, ამ ამბავმა თვით მსოფლიო საპატრიარქომდეც მიაღწია. “რუსთავი 2” ამტკიცებს, რომ ამ ინტერვიუმ სასულიერო პირები გააოცა, ზოგიერთი ვაილიბერალი კი უკვე განკვეთაზეც ლაპარაკობს. რას იტყვით ამ ყველაფერზე?

_ უწინარესად, მინდა, სწორედ ამ სკანდალს და, გარკვეულწილად, ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არავის და, მათ შორის, არც მსოფლიო პატრიარქს, არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად მიანიჭოს რომელიმე ქვეყნის ეკლესიას ავტოკეფალია, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეული კამპანიის შემდეგ ცოტა სხვანაირად წარმოჩნდა. ანუ, მასალის შესავალში იყო სიტყვები, რომ მსოფლიო პატრიარქი არის მსოფლიო აფერისტი და ა.შ., მაგრამ კონკრეტულად ეს სიტყვები არა მე, არამედ თქვენ და თქვენს რედაქციას ეკუთვნოდა, ლიბერალურმა მედიამ კი ეს ყველაფერი სხვანაირად გააშუქა და ამით საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიძლება შეცდომაშიც შეიყვანა; თუმცა მე კიდევ ვიმეორებ: ჩემი პოზიცია არასოდეს დამიმალავს არც მსოფლიო პატრიარქის და არც სხვა რომელიმე სასულიერო პირის მიმართ და, თუ რამე არ მომწონდა, ბევრისგან გასხვავებით, ყოველთვის პირდაპირ მითქვამს.

რაც შეეხება ჩემ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ბართოლომეოსის მისამართით, ცხადია, ვრჩები ისევ იმ აზრზე და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რომ შფოთი მართლმადიდებელ სამყაროში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შეიტანა. ამას ამბობს ათონის მთა, რომელიც არის ბურჯი მართლმადიდებლობის და მეტიც, ეს ამბები რომ დაიწყო, იქიდან პირდაპირ მოუწოდეს მონასტრის წინამძღვრებმა უკრაინელ ხალხს, რომ დედაეკლესიას დაუბრუნდნენ. გარდა ამისა, იყო იერუსალიმის პატრიარქის საუბარიც ამაზე გამოქვეყნებული და იქაც საკმაოდ მკაფიოდ გამოითქვა მოსაზრებებიანუ, მსოფლიო პატრიარქის პოზიცია მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ის ეწინააღმდეგება სჯულის კანონს და ამაზე სასულიერო პირები, უკვე დიდი ხანია, საჯაროდ ლაპარაკობენ. ისე, მსოფლიო პატრიარქი რატომ გახდა დღეს ლიბერალებისთვის ასეთი მტკივნეული წერტილი, ცოტა გაუგებარია!” “რუსთავი 2”- ბართოლომეოსი რომ არ აინტერსებს და რეალურად ეკლესიაში ვითარების დაძაბვითაა დაინტერესებული, ყველასთვის ცხადია. დანარჩენი ადამიანის გონებისთვის მიმინდვია განსასჯელად. თუმცა კიდევ ვიმეორებ: ძალიან ცუდია და გულდასაწყვეტია სასულიერო პირებისგან, როცა ჯერ საქმის ვითარებაში არ არიან გარკვეულები და უკვე მიდის მსჯელობა, იმის მოსმენა, რომ ვიღაც უნდა დაისაჯოს…

_ ისე, “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტშიც ითქვა, რომ სასულიერო პირები გაოგნებული არიან ამ ინტერვიუთი.

_ გაოგნებული იქნებიან ის სასულიერო პირები, რომლებიცნაციონალური მოძრაობისფრთა იყვნენ და დღესაც მზე და მთვარე მათზე ამოსდით. მეტი რა უნდა ვთქვა, უკრაინის ეკლესიაზეც იმავეს გავიმეორებ: ეკლესიის წიაღში სქიზმის შემოტანა, ეს არის მწვალებლობა და ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს სჯულის კანონის მიხედვით. თანაც ვიღაცას რომ ჰგონია, მსოფლიო პატრიარქს უფლება აქვს, ავტოკეფალია მიანიჭოს… მსოფლიო პატრიარქობა იმას არ ნიშნავს, რომ რომის პაპივით ერთი ხელის მოსმით წყვეტდეს ყველაფერს. რაც შეეხება ისევ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, თავის დროზე, როცა ამერიკამ და მთლიანად დასავლეთმა კოსოვო აღიარა, ვლადიმერ პუტინმა ძალიან მკაფიოდ განაცხადება, რომ პანდორას ყუთი მათ არ გაუხსნიათ და შემდეგ ამას მოჰყვა საქართველს ორი კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობა. მე არ მინდა, დღესაც დაახლოებით მსგავსი რამ განმეორდეს და კიდევ რაღაც დავკარგოთ… ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკა გაცილებით მეტად ერევა ეკლესიის საქმიანობაში, ვიდრე პირიქით… ისე, ერთი რამ მაინტერესებს: სასულიერო პირებს საპატრიარქომ მოგვიწოდა, გარკვეულ მედიასაშუალებებთან მოვრიდებოდით ურთიერთობას. ნუთუ ეს მხოლოდ რიგით მღვდლებს ეხება?!

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია. მე ვემორჩილები საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევას და ინტერვიუს არ ვაძლევ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, მაგრამ მოწოდება ყველას უნდა ეხებოდეს და ყველა ერთნაირად უნდა დაემორჩილოს ამ მოწოდებას.

_ უკრაინის არაკანონიკურმა პატრიარქმა ფილარეტმა წინა კვირას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო მათ დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს და უკრაინის ეკლესიასთან ევქარისტულ კავშირს დაამყარებს. მოდი, კიდევ ერთხელ გასაგებად ავუხსნათ საზოგადოებას, რას ნიშნავს ევქარისტული კავშირი და რატომ არ შეიძლება ამ კავშირის დამყარება უკრაინის ეკლესიასთან.

_ არ შეიძლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკრაინის ეკლესია დღეს არის სქიზმაში, ანუ განხეთქილებაში და პირადად ფილარეტი ანათემასაა გადაცემული. სხვათა შორის, ეს ანათემა ბართოლომეოსმა დაამტკიცა თავის დროზე. …ფლორენციის უნიიდან სამასი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც არ ყოფილა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ, რადგან რუსეთის ეკლესიამ არ მიიღო მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობა, რომელიც კიდევ გავიმეორებ, ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურების მიერ იყო მოწყობილი, დღეს დღის წესრიგში ისევ დადგა უკრაინის ეკლესიისთვის გარკვეული კანონიკური სტატუსის განსაზღვრის საკითხი, თუმცა ეს პროცესი გრძელდება და ხვალზეგ მსგავსი პრობლემების წინაშე შეიძლება სხვა ადგილობრივი ეკლესიაც აღმოჩნდეს. სხვათა შორის, სააკაშვილმა ერთხელ აღიარა და ეს ცნობილი ფაქტია, საქართველოს ეკლესიის რეფორმის გეგმა რომ მაჩვენეს ბრიუსელში, თმები ყალყზე დამიდგაო. ახლა თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილს თმები ყალყზე რომ დაუდგა, რა შეიძლება ყოფილიყო.

რაც შეეხება ევქარისტულ კავშირს, ეს არის საკრალური მნიშვნელობის მომენტი, როცა ადამიანი ქრისტეს სისხლისა და ხორცის თანაზიარი ხდება. კიდევ ვიმეორებ: სჯულის კანონში გარკვევით წერია, რომ მართლმორწმუნე კაცს არ აქვს სხვა სჯულის ადამიანებთან და სქიზმაში მყოფებთან არც წირვის ჩატარების, არც მათი ლოცვებში მოხსენიებისა და არც სხვა რამ ლიტურგიკულ პროცესში მონაწილეობის უფლება. ამის დარღვევა სასულიერო პირის მიერ განკვეთით, ხოლო საერო პირის მიერ 25 წელი უზიარებლობით ისჯება. ასე რომ, ეს ძალიან სათუთი და საფრთხილო თემაა. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. არ შეიძლება, სიმართლის თქმას მუდმივად მოვერიდოთ იმის გამო, რომ ვიღაცასთან დაპირისპირება არ გვინდა. საზოგადოდ, მტერი როცა გაქებს, კონკრეტულ შემთხვევაში “რუსთავი 2”-ს ვგულისხმობ, ესე იგი, ძალიან ცუდად ცხოვრობ; მაგრამ, როცა პირიქითაა _ მტერი შენს რაღაც “დანაშაულზე” საუბრობს და შენს მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ესე იგი, სწორი კურსი გიჭირავს. დასასრულ იმასაც ვიტყვი, რომ დღეს უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here