Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ვეკითხები ხელისუფლებას _ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ...

მამა გიორგი (რაზმაძე): ვეკითხები ხელისუფლებას _ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს აუცილებლად მოსთხოვს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას?

ევროკომისარი ფინანსური ჯარიმებით დაემუქრა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ლგბტ-თემს თავზე არ დაისვამენ

871
მამა გიორგი (რაზმაძე)

თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ, რომელიც მსოფლიოში .. სექსუალური უცმირესობების უფლებების აქტიური დამცველია და ქრისტიანული სწავლების კრიტიკითა და შეურაცხყოფით გამოირჩევა, 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ლგბტთა უფლებების არაღიარების შემთხვევაში სამართლებრივი მექანიზმებით უნდა ისჯებოდნენ. მისი თქმით, იმ ქვეყნებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ლგბტთა უფლებებს, ფინანსური ჯარიმები უნდა დაეკისროთ და შესაბამისი ზომები კანონმდებლობაში უნდა გაიწეროს: “ეს არის გზა, რომლითაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ზეგავლენა შესაძლებელია. თუ თქვენ არ სცემთ პატივს კანონის უზენაესობას, მაშინ ფინანსების ნაწილს არ მიიღებთ. თანასწორობა არის ევროკავშირის ღირებულება, თუ ღირებულებების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, მაშინ ევროკავშირმა არ უნდა დაგაფინანსოს. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ადამიანებმა იციან, რომ ჩვენ სწორად ვმოქმედებთ, რადგან არავინ ირჩევს, როგორი დაიბადება…”

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი უცხოეთიდან დაფინანსებული ლიბერალები საზოგადოებას არწმუნებენ თანამედროვე დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების უალტერნატივობაში. ხელისუფლებაც და ე.წ. პროდასავლური ოპოზიციაც ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ საქართველოს არავინ აძალებს ლგბტ პირთა უფლებების დაცვას, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას, მათთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის საკუთარი ნება-სურვილისამებრ მითითების უფლების მინიჭებას და ა.შ., მაგრამ ჰელენ დალის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ზუსტად ამგვარ ცვლილებებს ითხოვს, როგორც მისი წევრი, ისე წევრობის მსურველი სახელმწიფოებისაგან.

რას ნიშნავს თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის მიერ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული განცხადება საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენ დალიმ ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ლგბტთა უფლებებს და არ მოქმედებენ მათ გასაძლიერებლად, ფინანსური ჯარიმები უნდა დაეკისროთ. მან დასჯის კონკრეტულ მექანიზმებზეც ისაუბრაჩვენ, მართალია, ევროკავშირის წევრი არ ვართ, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე სწორება ამ გაერთიანებისკენ გვაქვს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს განცხადება?

_ სიახლე, ალბათ, არავისთვისაა, რომ “ლიბერალური” დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა, სულ უფრო აგრესიული ხდება იმ ხალხებისა და ქვეყნებისადმი, რომლებშიც პოლიტიკური ელიტა მათი მსახურია, მაგრამ საზოგადოება არ იღებს “ნეოლიბერალურ” გარდაქმნებს. ამის მაგალითები ევროკავშირშიც არსებობს და მსოფლიო გლობალისტური მაფიისთვის ეს მთავარი პრობლემაა. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკომისრის აგრესიულ განცხადებას, რომურჩიქვეყნები ფინანსური ჯარიმებით უნდა დაისაჯონ, რა თქმა უნდა, აქაც იგულისხმება კონკრეტული სახელმწიფოების კონკრეტული ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც, თავისი კულტურული თუ მენტალური ტრადიციებიდან გამომდინარე, შეუთავსებლობა აქვს ნეოლიბერალურ ფაშიზმთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ხაზი უნდა გავუსვათ, იმიტომ რომ, დასჯაზე როცა საუბრობენ, საუბრობენ არა ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ რამე ქმედებაზე, ხელისუფლებაში მათ ყველგან თავიანთი ყურმოჭრილი მონები უზით, არამედ საუბრობენ კონსერვატიული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ზომებზე. აი, ეს არის რეალური ქვეტექსტი ამ ყველაფრის.

ახლა _ რატომ არის მაინცდამაინც სადამსჯელო მოქმედებები აუცილებელი: ამას მარტივი მიზეზი აქვს _ ლიბერალურმა პროპაგანდამ, რომელსაც ისეთი მედიაგიგანტები აწარმოებენ, როგორებიცაასიენენ”-, “ბიბისიდა .., მსოფლიოში კრახი განიცადა. არათუ ვერ იმუშავა იმ 24-საათიანმა პროპაგანდისტულმა სიბინძურემ, რომ, თურმე, მამათმავლობა ნორმაა, სქესი თუ გენდერი არჩევითია და .., არამედ პირიქით _ ამ ყველაფერმა გამოიწვია უკუშედეგი. ამის გამოვლინებაა ის, რომ მრავალწლიანი დუმილის შემდეგ დასავლურმა საზოგადოებამ მეტნაკლებად გადალახა შიშის ფაქტორი და დაიწყო ნაციონალისტური ძალების გაძლიერება. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ე.წ. ლიბერალური დღის წესრიგი მაინც დარჩა უცვლელი და განუხრელად გაგრძელდა რეპრესიები, რომლებიც მათი დასასრულის ნიშანია… ისე, მასშტაბურად თუ შევხედავთ ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ალენ დალესის მიერ დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებული ცნობილი დოქტრინის განხორციელების მცდელობა, რომლის მიზანიც კულტურული მრავალფეროვნების მოშლა და ადამიანის ძირფესვიანი გარდაქმნაა, ამის შედეგად მას უნდა მოეპოვებინააბსოლუტური თავისუფლება”, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი თავისუფალი უნა ყოფილიყო ყოველგვარი ზნეობრივი, მორალური და ადამიანური პრინციპებისგან

_ დღევანდელ ვითარებაში რეპრესიები და სადამსჯელო მოქმედებები აძლიერებს ლიბერალურ დღის წესრიგს თუ პირიქით? ეს ერთი. და მეორე _ საქართველოზე, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოზე, როგორ მოქმედებს ეს პროცესები?

_ გაძლიერებაზე ზედმეტია საუბარი, იმიტომ, რომ ევროპაში ყველაზე აქტიური ანტილიბერალური მოძრაობები დაიწყო მაშინ, როცა ისინი ზენიტში იყვნენ. გამომდინარე აქედან, ევროკომისრის განცხადებები სადამსჯელო მოქმედებებზე ერთგვარი ისტერიკაა, რომელიც მათ დაბნეულობასა და უსუსურობაზე მიანიშნებს. რაც შეეხება საქართველოზე შესაძლო გავლენას, საქართველოში, დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება აქტიური ლიბერალური გარდაქმნების წელი. ამ გარდაქმნებს ახალი მოწვევის პარლამენტში ნაცები და ქოცები ერთობლივად განახორციელებენ. მინდა, შევეკითხო ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის გვარწმუნებს, რომ, თურმე, ჩვენ არავინ არაფერს არ გვაძალებს ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ: რას ნიშნავს თანასწორობის საკითხებში ევროკომისრის განცხადება?

ვეკითხები ბატონ პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს: თუ თავს არაფერს არ გვახვევენ, რას ნიშნავს ეს გამწარებული რიტორიკა, რომ ქვეყნები, რომლებიც მამათმავლობას არ აღიარებენ, ფინანსურად უნდა დაისაჯონ? პასუხი აქ ისედაც გასაგებია, მაგრამ თქვენი პოზიციაა საინტერესო: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს აუცილებლად მოსთხოვენ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონებას?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ, როგორც კი ჩაწყნარდება პოლიტიკური კინკლაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ჩვეულებრივი სპექტაკლია, როგორც კი ისინი შეთანხმდებიან და პარლამენტში ძალაუფლებას გადაინაწილებენ, “დემოკრატიული რეფორმებისახალ ტალღას ვიხილავთ. ეს შეიძლება ერთ და ორ თვეში არ მოხდეს, მაგრამ ამ პარლამენტში აუცილებლად დადგება ჰომოსექსუალებისთვის ქორწინების უფლების რამე ფორმით დაკანონების საკითხი. რა ფორმითაც არ უნდა შეფუთონ ეს ყველაფერი და რა სახელიც არ უნდა მოუფიქრონ, ერთი რამ მათ, როგორც ჩანს, მაინც ავიწყდებათ _ თუ ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხელი აიღო თავზე და უმართავი პროცესები დაიწყო, რაც აუცილებლად მოხდება, ევროპის ვერანაირი შეშფოთებააღშფოთება ვერ უშველით. ამიტომ მინდა, მივმართო ხელისუფლებას და გავაფრთხილო, რომ კიდევ ერთხელ ნუ შეეცდებიან ქართველი ხალხისთვის თავზე ლაფის დასხმას, თორემ ძალიან სამარცხვინოდ დაასრულებენ, იმაზე გაცილებით სამარცხვინოდ, ვიდრე გარანტირებული აქვთ დასრულება

დაფინანსების შეწყვეტის მუქარას რაც შეეხება, ქალბატონმა დალიმ უნდა იცოდეს, რომ ჭეშმარიტი ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანები ფულზე არ იყიდებიან და მათ წინააღმდეგ რიტორიკა, რომ დაფინანსებას შეგიწყვეტთო, აბსოლუტურად უადგილოა… ეს მათ ეშინოდეთ დაფინანსების შეწყვეტის, ვინც, წლებია, სოროსის გრანტებით იკვებებიან და ამ გრანტების სანაცვლოდ მზად არიან, ჩირქი მოსცხონ საკუთარ ქვეყანას

_ ლიბერალურ წნეხსა და მუქარებზე რადგან ვსაუბრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებზეც შეგეკითხებით. თუკი ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდება, ეს დამატებითი წნეხი შეიძლება იყოს საქართველოსთვისდემოკრატიული რეფორმებისგანხორციელების კუთხით? ბაიდენი, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტობისას აცხადებდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც არ აღიარებენ ლგბტთა უფლებებს, “უნდა ზღონ არაადამიანურობისთვის…”

_ ბაიდენის გაპრეზიდენტება არათუ წნეხი იქნება, არამედ ერთგვარი განაჩენი ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციებისა და ტრადიციული კულტურის დამცველია. გაიხსენეთ, კაცი საჯაროდ ამბობდა, ფეხებზე მკიდია თქვენი ტრადიციებიო… საერთოდ, ვფიქრობ, რომ მომდევნო ორი-სამი წელი გადამწყვეტი იქნება იდეოლოგიური ბრძოლის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ჩვენს ხელისუფლებას სწორება აქვს 2024 წელზე. ანუ, იმ მომენტისთვის საქართველომ უკვე უნდა მოიპოვოს ევროკავშირის წევრობა, რაც უამრავ წინმსწრებ პროცესს გულისხმობს. ახლა ჩვენ ევროკავშირში და, მით უმეტეს, ნატოში რომ არავინ მიგვიღებს, სხვა საკითხია, მაგრამ მცდელობები ნამდვილად იქნება. ასე რომ, ესენი ნემსის ყუნწში გაძვრებიან, როგორმე ლიბერალური დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა რომ არ მოაკლდეთ. ფინანსურ დახმარებაზე არაფერს ვამბობ, რომელიც სინამდვილეში დახმარება კი არა, არამედ არის ვალი და ამ პოლიტიკის შედეგად სადამდე მიაღწია საქართველოს საგარეო ვალმა, ყველამ ვიცით…

_ გამოსავალს ხედავთ?

_ გამოსავალს ვხედავ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში, რომელიც ღვთის მოშიში და ურყევია, თავისი რწმენიდან გამომდინარე. აგრეთვე, ძალიან დიდი როლი აკისრია ეკლესიას, რომელმაც უნდა შეკრას ჩვენი საზოგადოება…

_ არის დღეს ეკლესია ამისთვის მზად?

_ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება ჯანსაღი ძალა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად დაიცავს ეროვნულ თვითმყოფადობას. ამაში დარწმუნებული იყავით, ხოლო იმ ცალკეულ სუბიექტებს, რომლებიც გარკვეული მიზნით არიან შემძვრალი ეკლესიის წიაღში, ძალიან მალე დაერქმევათ თავიანთი სახელები. მთავარია, საზოგადოება არ იყოს დაქსაქსული, რაც პირდაპირი ინტერესია ქვეყანაში სხვადასხვა სახის იდეოლოგიურ-პოლიტიკური ექსპერიმენტების მოსურნე ძალების. ჩვენ ისტორიულად ბევრს გავუძელით და კიდევ გავუძლებთ; ასე რომ, საქართველო, ადრე თუ გვიან, გადაიტანს ამ საშინელ სახადს, სახელწოდებით ლიბერალური ტირანია. ისინი აუცილებლად ჩაბარდებიან ისტორიას, როგორც კაცობრიობის მტრები, როგორც უზნეობისა და ბოროტების მქადაგებლები, რომლებმაც, ვაღიაროთ, ძალიან დააზიანეს კაცობრიობა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here