მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აუცილებლად იქნება ეკლესიაზე შეტევის მეორე ტალღა

მამა გიორგი (რაზმაძე): დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აუცილებლად იქნება ეკლესიაზე შეტევის მეორე ტალღა

“როგორც კი მოახლოვდება შობის მარხვა, ისევ მოვისმენთ მოწოდებებს: არ წახვიდეთ წირვაზე, დარჩით სახლში, კუბოებს ვერ დავითვლით და ა.შ.”

2500
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიის მტრების მოწოდებებს არ უნდა ავყვეთ

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პარლამენტის მიერ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემამლიბერალურიელიტის მორიგი გაწიწმატება გამოიწვია. დაწყებული .. გაერთიანებული ოპოზიციით, დამთავრებული უცხოეთიდან დაფინანსებულიარასამთავრობოორგანიზაციებით, ხელისუფლებას ყველა ერთხმად და ერთი რიტორიკით აკრიტიკებდა. “რელიგიური დისკრიმინაცია”, “უთანასწორობა”, “სეკულარიზმის პრინციპების დარღვევა და დემოკრატიის ხელყოფა” _ ასე აფასებდნენ გაქოფაკებული ნეოლიბერალები ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც, თურმე, მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი წინასაარჩევნო პიარიც იყო, თუმცა კრიტიკისა და ბრალდებების ფონზე მინიშნებები იმაზეც გაკეთდა (ძირითადად, “არასამთავრობოორგანიზაციების მხრიდან), რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებითსაპატრიარქოსთან დაახლოებულ ექსტრემისტულ ჯგუფებსაქეზებდა. მოკლედ, “ოცნებამორიგ პოლიტიკურ საგონებელში აღმოჩნდა, დასავლეთის კარზე მომჩივანმალიბერალურმაბანაკმა კი კვლავ ფინანსურ და პოლიტიკურ დივიდენდებს გამოჰკრა ხელი…  რატომ აშფოთებთ დღეს ქვეყანაში დაბუდებულ პროდასავლურ ძალებს საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა და რა ბერკეტები აქვთ მათ რეალურად ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსახდენად?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, პარლამენტის მიერ საპატრიარქოსთვის 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემამ .. ლიბერალური ელიტა ძალიან აღაშფოთა. ზოგიერთიარასამთავრობოორგანიზაცია ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებასაც გეგმავს და სხვადასხვა საერთაშორისოუფლებადამცველიორგანიზაციებისთვის მიმართვითაც იმუქრებიან. მოდი, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას, რას ემსახურება სინამდვილეში ეს ყველაფერი.

_ შფოთისა და გაღიზიანების მიზეზი გასაგებია: პანდემიის ფონზე “ლიბერალებს” თემა გამოელიათ და მთელი ეს პერიოდი მათთვის, ფაქტობრივად, დაკარგული იყო. წარმოიდგინეთ, მათ არ ჰქონდათ ქუჩაში გამოსვლის, შეკრების, პერფორმანსებისა და პროვოკაციული ღონისძიებების ჩატარების საშუალება, რომელთა საშუალებითაც მუდმივად ახერხებდნენ ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას. მთავარი არის ის, რომ მოაკლდათ გრანტები და დაფინანსება. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომ თურმე ხელისუფლება წინასაარჩევნოდ რაღაც ქულებს იწერს და პარლამენტის გადაწყვეტილებაც ამას ემსახურება, თუ ეს გადაწყვეტილება ზრდის მოსახლეობის კეთილგანწყობას მმართველი გუნდისადმი, .., მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე ყოფილა ეკლესიისთვის ტყის გადაცემის და, თუ მოსახლეობა მომხრეა, მაშინ სად არის .. ლიბერალების მიერ ნაქადაგებიდემოკრატიის პრინციპები”, როცა ხალხის ნებას უპირისპირდებიან და თითის ქნევით იმუქრებიან დასავლეთში ჩივილით?!

სხვათა შორის, ტყის გადაცემა ნიშნავს, რომ ეკლესიის პასუხისმგებლობა იზრდება. ტყე არ არის რაღაც ნივთი, რომელსაც დადებ და პატრონობა არ დასჭირდება. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო _ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეებს საპატრიარქო განაგებდა. ყოველ შემთხვევაში, გასაბჭოებამდე ასე იყო და ეკლესია-მონასტრები ინახავდნენ სოფლებს. ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდანაც ვიცით.

ახლა რატომ არის ეს გადაწყვეტილება კარგი და რა მიზანს ემსახურება: პირველი და მთავარი _ ტყე შენარჩუნდება, ანუ აღარ გაიყიდება და გადამთიელების ხელში არ აღმოჩნდება; მეორე _ უკონტროლოდ არ გაიჩეხება და ვერც საზღვარგარეთ ვეღარ გაზიდავენ, რაც წლების განმავლობაში ხელისუფლების თუ მასთან დაახლოებული პირების მსხვილი ბიზნესი იყო. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ გადარჩება ხეების უნიკალური ჯიშები, რომლებიც დღეს, პრაქტიკულად, გადაშენების პირასაა და მთლიანად ეკოსისტემა უფრო დაცული იქნება. თუმცა ვიღაცისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ქვეყანას შეუნარჩუნდეს თავისი სიმდიდრე _ ტყე, არამედ ის, რომ ატეხოს ხმაური, მერე მოამზადოს ანგარიშები და განგაშით მიმართოს დასავლეთს: არიქა, საქართველოში ბნელი ძალები ისაკუთრებენ ყველაფერსო. ისე, თუ დააკვირდებით, ამ ჩვენს ვითომ პოლარიზებულ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც პარტიები ერთმანეთს ჭამენ და უპირისპირდებიან, ყოველთვის ერთსულოვნებაა ეკლესიის წინააღმდეგ. როცა რაღაც ხმაური იწყება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, ყველა ერთიანდება. სხვათა შორის, ეს მაგონებს ჰეროდესა და პილატეს მტრობას, რომელიც მაშინვე დასრულდა, როგორც კი პილატემ ქრისტე შეიპყრო და ჰეროდეს გადასცა განსასჯელად. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით სახარებიდან… მოკლედ, ზუსტად იმ ცნობილი ამბების მსგავსად დღესაც ემთხვევა ხელისუფლებისა და ვითომ მისი ოპოზიციის აზრები ეკლესიისადმი მტრობის მიმართ. იმიტომ, რომ, როგორც ჰეროდესა და პილატეს აერთიანებდა თავის დროზე ქრისტეს მიუღებლობა, ისე აერთიანებთ მათაც ეკლესიისა და სამღვდელოების გაძლიერების შიში. რაც შეეხება ნეოლიბერალების პროპაგანდის ზემოქმედებას საზოგადოებაზე, მადლობა ღმერთს, ამ განსაცდელის ჟამს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და დადგა არა მხოლოდ ლიბერალებში ან ხელისუფლებაში, არამედ იმ ვაისასულიერო პირებში, ეპისკოპოსებსა და მღვდლებში, რომლებიც ეკლესიას ებრძოდნენ.

_ ვის გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა, არ წასულიყო სააღდგომო წირვაზე და ეკლესიებს კეტავდა. ასეთ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვთ, ანაფორა ეცვათ და სასულიერო პირებად იწოდებოდნენ. ვირუსის გამო თუ მზად არიან, ტაძრები დაკეტონ, უფრო მძიმე განსაცდელის ჟამს რას იზამენ?.. ისე, მე თუ მკითხავთ, ამ ეპიდემიამ არა მხოლოდ სამღვდელოების, მრევლის ლუსტრაციაც მოახდინა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც თავს მორწმუნედ მიიჩნევდა და ყოველდღე დადიოდა ტაძარში, დავინახეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში შეშინდა. ეს, რა თქმა უნდა, რწმენის სისუსტეა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მრევლის უმრავლესობა აღმოჩნდა მტკიცე და შეურყეველი რწმენაში…

_ დავუბრუნდეთ ისევ ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემას. დასაწყისში თქვით, ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებულ პირებს წლების გამავლობაში საზღვარგარეთ გაჰქონდათო ხის მასალა. ვინ იდგა კონკრეტულად ამ ყველაფრის უკან, თუ არის თქვენთვის ცნობილი და დღესაც თუ არის ვინმე ამით დაინტერესებული?

_ ეს ინტერესები არსებობს, იმიტომ, რომ ნაციონალები ახლა არჩევნებში გამარჯვებას ელოდებიან და ცხადია, როცა მოვლენ, უნდათ, მისხალ-მისხალ დაიბრუნონ ყველა ბიზნესი. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ნაციონალები შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებელია ნორმალური ადამიანისთვის, პირველი, რასაც გააკეთებენ, იქნება კონკორდატის გაუქმება. ეს მათ უნდოდათ თავის დროზე და ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ პოლიტიკურ კრიზისში იყვნენ.

რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხე-ტყის ბიზნესს აკონტროლებდნენ: ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილსა და აკაკი ბობოხიძეს, ძმასთან ერთად, მონოპოლიზებული ჰქონდათ ხეტყის ბიზნესი და მილიონებს ატრიალებდნენ. ასეულობით მილიონი ლარის ხის მასალა გაიტანეს იმერეთის რეგიონიდან საზღვარგარეთ. სად წავიდა ეს ფული? რა თქმა უნდა, მათ ჯიბეშიაი, ამას ვერ ელევიან და ამიტომ ყვირიან, თორემ არავინ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ან ვინმეს უფლებები ადარდებს, ან ვინმეს ვინმესთან თანასწორობა

მინდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე პანდემიის თემას და ვთქვა, რომ შეტევა, რომელიც აღდგომის დღეებში ხორციელდებოდა ეკლესიაზე, არ დასრულებულა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აუცილებლად იქნება ამ შეტევის მეორე ტალღა და, როგორც კი მოახლოვდება შობის მარხვა, ისევ მოვისმენთ მოწოდებებს: არ წახვიდეთ წირვაზე, დარჩით სახლში, კუბოებს ვერ დავითვლით და .. ეს გაგრძელდება დიდხანს და ამ თემაზე ყოველთვის ხელოვნურად აწევენ ტემპერატურას

_ ბევრის აზრით, ეს თემა თავიდან ბოლომდე ხელოვნურია. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ინსპირირებული პროვოკაციაა?

_ რთულია ამ თემაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ასეა ან ისე, მაგრამ ის, რომ გარკვეული ეჭვები არსებობს ვაქცინაციის მიმართ, რომელიც შესაძლოა, სავალდებულო იყოს, ფაქტია. რაც შეეხება ეჭვებსა და ვარაუდებს, რომ პანდემია ხელოვნური თემაა, საერთოდ, როდესაც დიდ სახელმწიფოებს, გლობალურ მოთამაშეებს, რაღაც მასშტაბური, ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდებათ, პოლიტიკურ დღის წესრიგში მსგავსი უბედურებების ინსპირირება ხდება. ასეთი იყო, მაგალითად, 11 სექტემბერს ნიუიორკში მომხდარი ვითომ ტერორისტული აქტი, რომლის შემდეგაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, პრაქტიკულად, ქვა ქვაზე არ დატოვა და ასე იყო კიდევ სხვა უამრავ შემთხვევაში. ეს პროცესები საითაც მიდის და რა იქნება საბოლოო შედეგი, ყველასთვის ცნობილია. შედეგი იქნება ის, რაც სახარებაში წერია, რომ ანტიქრისტე ტახტს დაიდგამს და გამეფდება ამ წუთისოფელში

_ ვაქცინაცია ახსენეთ და, რას ფიქრობთ, თუ ის სავალდებულო იქნება, რა გზა დარჩება საზოგადოებას, უარი თქვას მასზე? როგორი ფორმით შეიძლება, ამ პროცესს ხალხი წინ აღუდგეს?

_ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე მართლმადიდებელი ყველა განსაცდელს ღირსეულად გადაიტანს; მით უმეტეს, იმ განსაცდელს, რომელიც მის რწმენასა და უფლისადმი ერთგულებას უკავშირდება. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ფიქრობს და დარდობს მოსალოდნელ ზეწოლაზე სავალდებულო ვაქცინაციის გამო: მისდიეთ მაცხოვრის მცნებებს, იარეთ ტაძრებში, დაიცავით მარხვა, ეზიარეთ, ილოცეთ, ირწმუნეთ და იცხოვრეთ ქრისტიანულად! აი, ეს არის ხსნა და დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ საზოგადოებას ვერაფერი ვერ დაამარცხებს. ვერანაირი დაძალებითა და მუქარით (ვთქვათ, აცრას თუ არ გაიკეთებ, ვერ ისწავლი, ვერ დასაქმდები და ა.შ.) ვერ შეგვაშინებენ, თუ, კიდევ ვიმეორებ, გვექნება ურყევი რწმენა და უფლის სიყვარული…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here