მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საკანონმდებლო ცვლილებების ახალ ტალღას, რომელიც საქართველოს...

მამა გიორგი (რაზმაძე): არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საკანონმდებლო ცვლილებების ახალ ტალღას, რომელიც საქართველოს ლიბერალიზაციის კულმინაცია იქნება

257
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიოში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის .. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას უკვე დაუფარავად ემხრობა. ებრაული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ევგენი აფინეევსკის, მიერ ახლახან გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმფრანჩესკოშიპონტიფიკი ამბობს: “ერთი და იმავე სქესის ადამიანებს აქვთ უფლება, ოჯახში იყვნენ. ისინი ღვთის შვილები არიან და მათ ოჯახის შექმნის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ არ უნდა გააუბედურონ…” “ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ, არის სამოქალაქო კავშირის კანონი. ამ გზით ისინი იურიდიულად დაცულნი იქნებიან. მე ამას მხარს ვუჭერდი…” ფილმში ასევე მოყვანილია კონკრეტული მაგალითი, როგორ დაეხმარა პაპი ორ იტალიელ მამაკაცს ოჯახის შექმნაში და ურჩია მათ, შვილები ეკლესიის მრევლად აღეზარდათ. ამით წარმოაჩენენ, როგორი უნდა იყოს დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანი, ნამდვილი მორწმუნე და შემწყნარებელი მრევლი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან არ განასხვავებს, მათ შორის არც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. აფინეევსკის ფილმი რომის კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს.

ცნობისთვის: პაპის მოწოდების შემდეგ უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველომ, როგორც პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანამ, განახორციელოს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მას “ცივილიზებულ სამყაროსთან” მიაახლოებს.

რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში რომის პაპის ესოდენ მკაფიო მხარდაჭერა გარყვნილების მიმართ და რა ცვლილებების აუცილებლობის წინაშე შეიძლება დააყენოს ამ ყველაფერმა სხვა ქვეყნები (მათ შორის საქართველოც, რომელიც დღეს დასავლეთის იდეოლოგიურპოლიტიკურ ორბიტაზეა) _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, ბიოგრაფიულ ფილმში რომის პაპმა განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება უნდა ჰქონდეთ. მისი მოსაზრებით, ისინიც ღვთის შვილები არიან და სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა იდევნებოდნენ. რა გზავნილია ეს განცხადება ქრისტიანული სამყაროსთვის, რას ნიშნავს რეალურად ეს ყველაფერი და რას შეცვლის საქართველოში, რომელიც იდეოლოგიურპოლიტიკურად დასავლეთზე დამოკიდებული ქვეყანაა?

_ დავიწყოთ იმით, რომ თვითონ პაპის ინსტიტუტი, როგორც კათოლიკური სამყაროს ცენტრალური ფიგურისა, დიდი ხანია, ერთგვარ იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომლის საშუალებით გლობალისტური ელიტა აქტიურად ცდილობს, შექმნას დასავლური ქრისტიანული კულტურისა და ლიბერალიზმის სინთეზის გარკვეული მოდელი. ეს არის მცდელობა, მოხსნან იდეოლოგიური ბარიერი ე.წ. ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში და ქრისტიანობასთან თავსებადად აქციონ ისეთი ცნებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას. ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა და დასავლეთში წარმატებით განახორციელეს. რაც შეეხება კონკრეტულად ფილმს, რომელშიც რომის პაპი ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლებაო, სიმართლე გითხრათ, ეს, ალბათ, არც უნდა გვიკვირდეს, იმიტომ, რომ ისინი, კათოლიკურ სამყაროს ვგულისხმობ, დიდი ხანია, ეკლესიას დაშორდნენ და სხვა მიმართულებით წავიდნენ… ეს პროცესი დაიწყო XII საუკუნის პირველ ნახევარში, კერძოდ, 1112-1113 წლებში, როცა განხეთქილება მოხდა და იმ დროიდან არიან ჩვეულებრივი სქიზმატები, ანუ მწვალებლები. ის კი არა, განხეთქილების შემდეგ პაპის დოგმატი აიყვანეს აბსოლუტურ შეუცდომლობამდე და, რასაც ის ამბობდა, კათოლიკებისთვის დოგმატზე მაღლა იდგა. ეს მკრეხელობაა. ახლა მეორე _ რომის პაპი დღევანდელ ვითარებაში, განსხვავებით XII-XIII საუკუნეებისგან, არის ჩვეულებრივი გამხმოვანებელი, ის წარმოადგენს მსოფლიო გლობალისტური მთავრობის ერთგვარ რუპორს, რომელიც, რასაც დაუწერენ, იმას ლაპარაკობს…

რომის პაპი ხელზე კოცნის დევიდ როკფელერს. იქვე დგანან ჰენრი კისინჯერი და ჯონ როტშილდი
რომის პაპი ხელზე კოცნის დევიდ როკფელერს. იქვე დგანან ჰენრი კისინჯერი და ჯონ როტშილდი

_ მის მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის .. სამოქალაქო კავშირის დაკანონებაზე განცხადებაც ნაკარნახევია?

_ რა თქმა უნდა. ეს არ არის მხოლოდ პაპის ან მისი უახლოესი გარემოცვის გონებაში მოხარშული აზრი, ეს არის დროში გაწერილი გეგმა, რომელსაც პაპი, როგორც თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკი, საჯაროდ ამბობს. ზუსტად ამიტომაა იმის ხაზგასმა აუცილებელი, რომ კათოლიკები არ არიან ქრისტიანები, ისინი ქრისტიანულ ეკლესიას კი არ წარმოადგენენ, არამედ განხეთქილებაში მყოფ მწვალებლებს, რომლებიც კონკრეტულ დავალებას ასრულებენ. სხვათა შორის, ინტერნეტში არსებობს კადრები, როგორ ემთხვევა პაპი ხელზე როტშილდებსა და როკფელერებს, ხოლო ვინც არიან როტშილდები და როკფელერები, ყველამ ვიცით კიდევ ვიმეორებ: დღევანდელი პაპის დაქვემდებარებაში არსებული კათოლიკური ეკლესია რეალურად არ არის ეკლესია, ის არის ჩვეულებრივი კორპორაცია, რომელიც ყველა ფორმით, ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს ქრისტიანობის ჩაკვლას მსოფლიოში. რაც შეეხება მამათმავლობის დაკანონების შესახებ განცხადებას, ბევრმა ის გაიგო, როგორც პროპაგანდა და, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადება ისეთი ფიგურის მხრიდან, როგორიც პაპია, მხოლოდ პროპაგანდას არ ემსახურება… ამით, ფაქტობრივად, უგზავნიან სიგნალს სრულიად საქრისტიანოს და, უწინარესად, მართლმადიდებელ სამყაროს, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველამ უნდა იფიქროს კომპრომისებზე ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის მოთხოვნების მიმართ…

_ საქართველოს შემთხვევაში რა კომპრომისებზე შეიძლება იყოს საუბარი? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაიწყება სექსუალური უმცირესობებისთვის .. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებაზე საუბარი

_ თუ დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უცვლელად შენარჩუნდება, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი ამ ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებაზე. მართალია, ეს განხილვები მიტინგების ფონზე ჩაივლის, მაგრამ მერე რა, ასე არ მიიღეს თავის დროზე ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი?! ასე არ მიიღეს ბავშვის უფლებათა კოდექსი?! ახლა ბევრს, ალბათ, წარმოუდგენლად მიაჩნია ეს ყველაფერი და ფიქრობს, რომ საქართველოში მამათმავლების ქორწინების დაკანონებას ვერავინ გაბედავს… ბოლო 5-6 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ქრონოლოგიას გადახედეთ: ვინმე წარმოიდგენდა, რომ გეიაღლუმის ჩატარებას გამოხატვის თავისუფლებად აღიარებდნენ? ვინმე წარმოიდგენდა, რომ მშობელს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაკისრებოდა შვილისთვის თუნდაც მკაცრი შენიშვნის მიცემისა და რაღაც აკრძალვების გამო? დღეს ეს უკვე რეალობაა ამიტომ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დასავლელი მამა-მარჩენლების მითითებით ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზეც დაიწყებენ ლაპარაკს, კანონპროექტსაც დაარეგისტრირებენ და თავიანთ მოკავშირე “პროდასავლურ ოპოზიციასთან” ერთად “შესაშური” ერთსულოვნებით დაამტკიცებენ… სხვათა შორის, ამას წინათ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, თუ არ ვცდები, მდინარაძემ, განაცხადა და შემდეგ პრემიერმაც გაიმეორა, რომ ჩვენი წარმატებული რეფორმების შედეგად 2024 წლისთვის განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზეო. რა თქმა უნდა, საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში, მაგრამ, თუ იდეაში მაინც განვიხილავთ ამ შესაძლებლობას, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონების გარეშე… ისე, მე ამ ყურმოჭრილ ხელისუფლებას ვურჩევ, ჩავიდეს ისრაელში და ნახოს, რა ხდება სოდომისა და გომორას მიწაზე. დღესაც ცეცხლი უკიდია იქაურობას. ეს ისეთი საშინელი ცოდვაა, რომ დაიფერფლა ყველაფერი და დღესაც, ამდენი საუკუნის შემდეგ იმ მიწას ისევ კვამლი ასდის

_ რა ფორმით შეიძლება საზოგადოება დაუპირისპირდეს იმას, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები არ მიიღოს მუდმივად?

_ პირველ რიგში, რადგან სოდომ-გომორაზე ვსაუბრობდი, ვიტყვი, რომ იქვე, იმ მიდამოებში, არის მკვდარი ზღვა, რომელშიც ჩაედინება მდინარე იორდანე. წარმოიდგინეთ, მდინარე, რომელშიც მოინათლა ქრისტე და არის სიწმინდის სიმბოლო, ჩაედინება მკვდარ ზღვაში. ახლა რატომ ვამბობ ამ ყველაფერს: რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ისე პრემიერი, პრეზიდენტი და სხვები პატრიარქს სტუმრობენ, წირვებს ესწრებიან, ეზიარებიან და .. უკვე აღარ ეშინიათ პანდემიის. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ნათელი მაგალითი ფარისევლობისა და იმის, რომ ადამიანი შეიძლება მონათლული იყოს, მაგრამ თავისი ცხოვრების წესითა და საქმით ჩაედინებოდესმკვდარ ზღვაში”. ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ ასეთი ადამიანი სულიერად უკვე მკვდარია. რაც შეეხება გამოსავალს, ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე რეალური გამოსავალი არის ის, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას, თავის მოკავშირე ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად, მომავალ პარლამენტში არ ჰქონდეს სრული პოლიტიკური მონოპოლია, როგორც აქამდე.

_ ეს შესაძლებელი გგონიათ?

_ ამ არჩევნებში, საბედნიეროდ, მონაწილეობს ნორმალური ხალხი, რომელსაც მხოლოდ ეროვნული სულისკვეთება ამოძრავებს. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, მხარი დაუჭიროს ამ ადამიანებს, თუნდაც იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისმოდეს ხალხის ხმა და მხოლოდ ქუჩაში არ ვაპროტესტებდეთ ხოლმე ე.წ. ლიბერალურ გარდაქმნებს. კიდევ გავიმეორებ: ამ არჩევნების შემდეგ დაიწყებენ საკანონმდებლო ცვლილებების ახალ ტალღას, რომელიც იქნება საქართველოს ლიბერალიზაციის კულმინაცია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთი-ორი ან სამი კაცი გვყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. სხვა შემთხვევაში კი მოხდება ისე, როგორც წლების წინათ, როცა საპროტესტო აქციები გაიმართა, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ გარკვეული “კანონები” მაინც დაამტკიცეს. აი, ამ პროცესის გაგრძელებას ვიხილავთ, ოღონდ კიდევ უფრო აუტანელ ფორმებში, იმიტომ, რომ მათ უკვე გადალახეს გარკვეული ბარიერი და ახლა გაცილებით მეტს მოინდომებენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here