მთავარი საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ამ ხელისუფლებას ევროკავშირი, როგორც გველი, ისე ჰყავს სულში ჩაბუდებული

მამა გიორგი (რაზმაძე): ამ ხელისუფლებას ევროკავშირი, როგორც გველი, ისე ჰყავს სულში ჩაბუდებული

“ბრიუსელში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე უკვე განიხილეს, როგორ უნდა დაშალონ საქართველოს ეკლესია სინოდებად”

5962
გააზიარეთ
მამა გიორგი (რაზმაძე)

მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და დაძაბული წინასაარჩევნო ციებცხელების ფონზე ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ოთხწლიანი პერიოდი შეაფასა და 31 აგვისტოსმეოცნებე ხელისუფლებასევროპარლამენტის მიერ დოკუმენტის იმპლემენტაციის ხარისხზე მომზადებული რეზოლუცია ოფიციალურად გააცნო. შეხვედრაზე, რომელსაც როგორც ოპოზიციის, ისე უცხოეთიდან დაფინანსებულიმესამე სექტორისწარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ხელისუფლებამ შენიშვნები მიიღო დასავლელიპარტნიორებისგანშეთანხმებით ნაკისრი რიგი ვალდებულებების ეფექტიანად არ თუ ვერ შესრულების გამო, თუმცა რეზოლუცია ახალ რეკომენდაციებსაც შეიცავდა და, მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უმცირესობების უფლებების წამოწევაზე, მათი დაცვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების ამუშავებასა და ამ მხრივ ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე გამახვილდა.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მომავალი დიდწილად სწორედ ამ “რეკომენდაციების” შესრულებაზე, ანუ ლგბტ პირებისთვის “თავისუფალი გარემოს” უზრუნველყოფასა და მათთვის, როგორც ხელშეუხებელი ჯგუფებისთვის, გარკვეული საკანონმდებლო პრივილეგიების შექმნაზე იქნება დამოკიდებული (ეს კი თავისთავად გულისხმობს პარლამენტის მიერ უმკაცრესი სადამსჯელო მექანიზმების შემუშავებას “დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”). ცნობისთვის: ზემოაღნიშნული რეზოლუციის გამოქვეყნების პარალელურად ევროკავშირმა საქართველო 45 მილიონი ევროთი დააფინანსა. მართალია, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თანხა ეკონომიკურ რეფორმებს მოხმარდება, მაგრამ დიდი ალბათობით იგი უმცირესობების უფლებების გასაძლიერებლად გათვლილ პროექტებზე დაიხარჯება. გარდა ამისა, ევროკავშირი მზადაა, დაფინანსება მნიშვნელოვნად გაუზარდოს ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს…

როგორ აისახება დასავლეთის “რეკომენდაციები” უახლოეს მომავალში ხელისუფლების პოლიტიკაზე და რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს უმცირესობების უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვა, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეკომენდაციებით მიმართა. საუბარია ლგბტ პირების უფლებების გაძლიერებაზე და კიდევ უფრო ეფექტიან დაცვაზე. თქვენი აზრით, რას შეიძლება იგულისხმებოდეს უფრო ეფექტიან დაცვაში, რას ითხოვენ რეალურად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან და არის კი ხელისუფლება ამ ყველაფრის შემსრულებელი?

_ საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ იმას, რის გამოც და რისთვისაც იგი თავის დროზე მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში. ამ შემთხვევაში საუბარია მამათმავლობის დაკანონებაზე და “ქართულ ოცნებას” ვალდებულება აქვს აღებული ევროკავშირთან, რომ ნებისმიერი მათი “რეკომენდაცია” ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთს რიგში ჰყავს “ნაციონალური მოძრაობა” და საკმარისია, ხელისუფლებამ რამე, როგორც საჭიროა, ისე არ ან ვერ შეასრულოს, მის შესაცვლელად უკვე მზად არიან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ის არის, რომ ხალხს ნელ-ნელა აჩვევენ ამ უბედურებას. საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ისე გესლავენ და წამლავენ იმ შხამით, რომელსაც თანამედროვე დასავლური ლიბერალიზმი ჰქვია, ვერც თვითონ და ვერც მათი მშობლები ვერ აცნობიერებენ, რეალურად რა ტრაგედია ტრიალებს, ამიტომაა დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადუმებული ხელისუფლების მოღალატეობრივ ქმედებებზე და ეს გასაკვირიც აღარაა; ამიტომაა, რომ ხალხს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ხმის ამოღების სურვილიც არ აქვს, არა თუ ძალა, როცა ქვეყანას თავზე ამხობენ.

_ ამბობთ, რომლიბერალურმაპროპაგანდამ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეცვალა მენტალურად?

_ ამ ხელისუფლებას ევროკავშირი, როგორც გველი, ისე ჰყავს სულში ჩაბუდებული. თავის მხრივ, ხელისუფლება, დიდი ხანია, საკუთარ მოსახლეობას ფარული გენოციდის რეჟიმში ამყოფებს. ვგულისხმობ იმას, რომ მილიონებს ხარჯავენ, რათა ხალხს ნელ-ნელა ჩაუნერგონ ისეთი რამ, რაც, პირდაპირ რომ გააცხადონ, საზოგადოების აფეთქებას გამოიწვევს. ასე იყო ნარკოტიკების ლეგალიზაციის შემთხვევაშიც და არა მხოლოდ…. სხვათა შორის, ეს თემა, განსხვავებით ანტიდისკრიმინაციული კანონისგან, ისე მოამზადეს, რომ ბოლოს, როცა ოფიციალური ლეგალიზება მოხდა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიკარგადიყო დამუშავებულილიბერალურიმედიის მიერ; იმიტომ, რომ ახალგაზრდობას წლების მანძილზე უჩიჩინეს ერთი რამ და ბოლოს დაარწმუნეს: თურმე ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი, ანუ მოიხმაროს თუ არა ნარკოტიკი. აი, ესაა პროპაგანდის ძალა და, როცა ისინი უფრო მეტ ეფექტიანობაზე საუბრობენ, ამ პროპაგანდის გაძლიერებასა და გამძაფრებას გულისხმობენ. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ, როგორც ნარკობარიგებმა დაადუმეს საზოგადოება, ისე დაადუმონ ლგბტ “ლიბერალებმაც”, როცა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებაზე დაიწყება საუბარი…

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოკლედ შევეხები ერთ მნიშვნელოვან თემას: მოგეხსენებათ, “ლიბერალური” ძალები, დიდი ხანია, ეკლესიის გახლეჩვას და მის წიაღში გარკვეული დაპირისპირებების პროვოცირებას ცდილობენ. ამას წინათ სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელში ერთერთ შეხვედრაზე უკვე იყო განხილვის საგანი, თუ როგორ უნდა დაშალონ საქართველოს ეკლესია სინოდებად და სხვადასხვა მიმართულებად, როგორც ეს თავის დროზე საბერძნეთში გააკეთეს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც ისაა, რომ თვით საპატრიარქოშია გარკვეული ჯგუფი სასულიერო პირებისა, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში. დღეს ისინი ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან და მერე გაცილებით გააქტიურდებიან…

_ ვინ არიან ეს საულიერო პირები და რა ძალებს ემსახურებიან?

_ ესენი არიან ის პირები, რომლებიც წარამარა დარბიან ამერიკაში და იქ ვიღაცებს ანგარიშებს აბარებენ; იქიდან ჩამოსულები კიდევ ლამის ყოველ ღამეს “რუსთავი 2”-ის ეთერში სხედან და, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მტრებს აძლევთ ხელს, იმას ლაპარაკობენ… სასულიერო პირს, რომელიც სტინგის კონცერტზე მივა და იქ ისე იცეკვებს, რომ ხალხი შეეხვეწება: მამაო, გაჩერდით, სირცხვილიაო, იმას შეიძლება, სასულიერო პირი ერქვას?! არ მინდა, კონკრეტული პიროვნებები დავასახელო, მაგრამ გამგები გაიგებს, თუმცა მოვა დრო, ისინი თვითონაც არ დამალავენ ბოროტ ზრახვებს. ისე, მაინტერესებს, სად არის ინტელიგენცია _ ხელოვანები, სპორტსმენები, ფილოსოფოსებიყველა იყიდა ივანიშვილმა?! როცა ქვეყანას თავზე გვამხობენ, რატომ ხმას არავინ იღებს? პირდაპირ ეკლესიებს რომ მოსთხოვენ მამათმავლებისთვის ჯვრის დაწერასა და დაქორწინებას, მერე დადგნენ და იყვირონ. როდის უნდა გამოფხიზლდეს ეს ხალხი?

_ დავუბრუნდეთ ისევ ევროკავშირის ახალ რეკომენდაციებს. თქვენი აზრით, ხელისუფლება, რომელსაც წინ ჯერ საპრეზიდენტო, მერე კი საპარლამენტო არჩევნები აქვს და ხალხის მხარდაჭერა სჭირდება, გაბედავს იმ მოთხოვნების შესრულებას?

_ ხელისუფლებისთვის მთავარი არა ხალხის, არამედ დასავლეთის მხარდაჭერაა, აქედან გამომდინარე, მას, დიდი ხანია, ხალხისა და დასავლეთის მსახურებას შორის არჩევანი გაკეთებული აქვს. რაც შეეხება ლგბტ პირების უფლებების “უფრო ეფექტიანად დაცვას”, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პარლამენტი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე დაიწყებს საუბარს. აი, ნახავთ, საშემოდგომო სესიებზე თუ არ წამოწიეს ეს საკითხი.

_ კი მაგრამ, ამ პროპაგანდისა და პოლიტიკის პირობებში ხალხს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლების შეცვლის? როგორ ფიქრობთ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები რას მოიტანს?

_ ჯერ ერთი, როგორც გითხარით, მოტივაციას მე ვერ ვხედავ, მაგრამ დავანებოთ ამას თავი: ვინ არის ნორმალური კანდიდატი წარმოდგენილ პიროვნებებს შორის? სალომე ზურაბიშვილი? ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ თქვა: ამდენი უსახური ეკლესია თბილისს არ უხდება და, მე რომ მოვალ, შევეცდები, ყველაფერი შევცვალოო?! ეს ის ქალია, რომელიც თავის შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად და რომელსაც, უბრალოდ, სძაგს მართლმადიდებლობა. ისიც საკითხავია, სხვა კანდიდატები რით არიან უკეთესი. საერთოდ, რომელმა არჩევნებმა უნდა შეცვალოს საქართველოში ვითარება, როცა ქართველი თავის თავს არ ეკუთვნის. მე იმედსა და გამოსავალს დღევანდელ ვითარებაში ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ სოროსის ფონდი და ამ ფონდიდან დაფინანსებული .. არასამთავრობო ორგანიზაციები საბოლოოდ უნდა აიკრძალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არაფერს აქვს _ არც არჩევნებს და არც სხვა გზით სათავეში საღი ძალების მოყვანის მცდელობას.

აქვე მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ამასწინანდელ ვიზიტს თბილისში და იმ განცხადებას, რომლითაც მან “ლიბერალებს” ცივი წყალი გადაასხა. ხშირად გვესმის პოლიტიკური ძალებისგან შეფასებები, რომ, თუ ხელისუფლება დასავლეთის მითითებებს ზედმიწევნით არ შეასრულებს, ნატოს ვერ ვეღირსებითო. იმ ვიზიტის ფარგლებში კი ყველაფერს ფარდა აეხადა და ძალიან გასაგებად, მკაფიოდ ითქვა ერთი რამ: საქართველო დღევანდელ ვითარებაში ვერ გახდება ალიანსის წევრი. ახლა, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რას უფრთხილდება საქართველოს ხელისუფლება: ალიანსში შესვლის იმ პერსპექტივას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს?! ვის ატყუებენ და ასულელებენ?! საქართველოს არანაირი ევროატლანტიკური მომავალი არ აქვს, საქართველოს ისინი არც განიხილავენ იმ სივრცეში

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. უფალო შეგვიწყალენ და დაგვიფარე სრულიად საქართველო და ქართველი ერი ბოროტი ძალებისაგან,ამინ!!!❤

  2. კაია ესე ღიად და აშკარად საუბარი ამ მართლაც უბედურებაზე მარა საკმარისი არა,ასე თითო კაცად ალბათ არავითარ შეგონებას აზრი არ აქვს,ჩემი აზრით დროა უფრო მაშტაბურად მოხდეს ხმის აწევა და უფრო დიდი ტრიბუნიდან რადგან ქვეყანა დაღუპვის პირზეა მისული და ეს საპატრიარქოდან უნდა მოხდეს რო ხალხი ადგეს ფეხზე,ჩემი მოკრძალებული პატივისცემა საპატრიარქოს მაგრამ უკვე დროა რაღაც რადიკალური მოქმედება დაიწყოს როგორც არაერთხელ მომხდარა ისტორიის მანძილზე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here