მთავარი საზოგადოება მამა ბასილ მკალავიშვილი: სააკაშვილი გეგმავს, ერთ-ერთი თავისიანი მოაკვლევინოს, დანაშაული დაბრალდება “ოცნებას”, კონკრეტულად...

მამა ბასილ მკალავიშვილი: სააკაშვილი გეგმავს, ერთ-ერთი თავისიანი მოაკვლევინოს, დანაშაული დაბრალდება “ოცნებას”, კონკრეტულად კი _ გიორგი გახარიას, რომელმაც საქართველო იხსნა სახელმწიფო გადატრიალებისგან

“ვეკითხები სააკაშვილის დატოვებულ ლეკვებს, უწყინარ ბატკნებად რომ წარმოაჩენენ თავს: რატომ დახვრიტეს გურამ შარაძე?”

3182
გააზიარეთ
მამა ბასილ მკალავიშვილი

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და იხსენებსნაციონალური მოძრაობისპერიოდს, როცა ამ რეჟიმთან დაპირისპირების გამო სააკაშვილის გარემოცვის წევრებმა: გიგა ბოკერიამ და სხვებმა მასზე შური იძიეს და ციხეში 5 წლით გამოამწყვდიეს.

_ მამაო, როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს?

_ მე, როგორც სასულიერო პირი, რეგულარულად ვაფრთხილებდი მთავრობის წარმომადგენლებს სავალალო შედეგების შესახებ, რომლის მოწმენიც ვართ, მაგრამ ჩემი შეგონება რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობის ზღვარზე აღმოვჩნდით. ყოველივე ამის ავტორია პირსისხლიანი სააკაშვილი, რომელიც მისი მამობილის, ჯორჯ სოროსის, მითითებით მოქმედებს. უკრაინაში დასაჭერად აქვს საქმე და ცდილობს, რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს საქართველოში, რადგან აქ ელოდებიან თავისი ლეკვები “ნაცმოძრაობისა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლების სახით, რომლებიც ყველანაირ ხერხს მიმართავენ არეულობის გამოსაწვევად, რითაც ისარგებლებს სააკაშვილი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ჩემს ინტერვიუებში ვურჩევდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, უარი ეთქვა ნაციონალებთან კოაბიტაციაზე, ჩამოეშორებინა რესპუბლიკელები. მან კი მათი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაგვისვა, ხოლო მის მეუღლე თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტი უბოძა. ახლა კი ორთავენი ივანიშვილის განქიქებით არიან დაკავებულნი. თინა ხიდაშელმა ურცხვად ისიც კი განაცხადა, მთავარი პროკურორი რომ ვყოფილიყავი, გახარიას აქამდე დავაპატიმრებდიო. გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი სარწმუნოებისგან შორს დგანან, მთელი არსებით მამათმავალთა დამცველნი არიან. სწორედ ამ გაუთვლელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა არეულობამდე.

_ მამაო, საზოგადოებამ ვნახეთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე ვიდექით. თქვენ, როგორც მრავალჭირვარამგამოვლილს, დღევანდელი მოვლენები წარსულს ხომ არ გაგონებთ?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ: ჩვენ ვიწვნიეთ 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება, როცა არჩეული პრეზიდენტი მუხანათურად განდევნეს სამშობლოდან; ვნახეთ, როგორ უღალატა მას გარემოცვამ, შემდეგ როგორ მოკლეს. ამ პროცესებს მოსკოვიდან დირიჟორობდა შევარდნაძე, რომელსაც იქ დასაჭერად ჰქონდა საქმე და რომელიც შემდეგ მისმა ლეკვებმა ზარ-ზეიმით ჩამოიყვანეს საქართველოში და პრეზიდენტად დასვეს. იმ საცოდავებმა ვერ გათვალეს, რომ შევარდნაძე პირველად მათ მოიშორებდა. მართლაც, ჯერ გია ჭანტურია გაისტუმრა იმქვეყნად, შემდეგ _ გია გულუა, შოთა კვირაია და ჯაბა იოსელიანი. ყველა მოიშორა, ვისაც მოაკვლევინა ზვიად გამსახურდია, რამეთუ არ გამჟღავნებულიყო პრეზიდენტის მკვლელი. ამის შემდეგ დაიწყო ზვიადის მომხრეთა საშინელი ტერორი: ციხეებში გამომწყვდევა, სამსახურებიდან დათხოვნა, ეკლესიებიდან მორწმუნეთა გამოყრა. ერთადერთი მღვდელი ვიყავი, რომელმაც შევიფარე საქართველოსთვის თავდადებულნი, მაგრამ მეც არ დამინდეს _ ჩემივე აშენებული ეკლესიიდან პოლიციის ძალით გამოგვდევნეს. ამისთვის მივიღეთ უფლისგან სასჯელი, რადგან ამის შემდეგ წყვდიადში მივაბიჯებთ. დღემდე ვერ გაგვიხარია.

გლდანის ეკლესიის დარბევა
გლდანის ეკლესიის დარბევა

_ იქნებ 2003 წელიც გაგვეხსენებინა

_ როგორც ვიცით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ძალისმიერი მეთოდით შევარდნაძემ გაუმზადა გზა. სანამ ეს სატანის მსახურნი, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში შეიჭრებოდნენ, მე ჩემი მრევლით გურამ შარაძესთან ერთად პარლამენტის წინ 5 დღის განმავლობაში ვიდექი, რათა ისინი არ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ნაძირალა სააკაშვილმა შეძლო ხალხის გარკვეული ნაწილის გადაბირება და ჩვენ უძლურნი აღმოვჩნდით. იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგობას ვუწევდით (მით უმეტეს კაცთმოძულე სააკაშვილი მწარედ ვამხილე) შურისძიებამაც არ დააყოვნა _ 5 წლით გამომაწყვდიეს ციხეში, ბატონი გურამ შარაძე კი დღისითმზისით შუაგულ ქალაქში დახვრიტეს. სააკაშვილის დატოვებულ ლეკვებს ვეკითხები, უწყინარ ბატკნებად რომ წარმოაჩენენ თავს: რატომ დახვრიტეს გურამ შარაძე?

გლდანის ეკლესიის დარბევა
გლდანის ეკლესიის დარბევა

ამის შემდეგ გამოვიარეთ სააკაშვილის 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმი, რომელმაც რა ტანჯვა-წამება გამოატარა ჩვენს ერს, ყველამ ვიცით. ყოველივე ამის გახსენება მიწევს, რადგან 1990-იანი წლებიდან დღემდე ბევრჯერ დავდეთ ერის ბედი სასწორზე. აქედან გამომდინარე, სარწმუნოება და ყველა საბედისწერო მოვლენა ჯაჭვივით ერთმანეთზეა გადაბმული.

_ რადგან ასე ქრონოლოგიურად მივყვებით, მგონი, მოვედით დღევანდელ განსაცდელთანაც.

_ ამჯერადაც მსგავსი განსაცდელის წინაშე ვდგავართ. იყო პარლამენტში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. აქ შეიძლება რამდენიმე ეტაპი განვიხილოთ, რომლებიც თავიდანვე კარგად გათვლილი და დაპროგრამებული იყო, რადგან სააკაშვილი გაწვრთნილია ასეთ საქმეში. პირველ დღეს, როცა შეძლეს ხალხის მობილიზება, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნის გამო შეიძლება ყოფილიყო საპროტესტოდ მისული, მაგრამ შემდეგ განვითარებულ მოვლენებში საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები კი არა, სააკაშვილის მიერ მართული პიროვნებები იხილა, რომლებმაც წააქეზეს მოტყუებული ახალგაზრდები და პირდაპირ იერიშზე გადავიდნენ. 3 საათის განმავლობაში იცავდა პოლიცია თავს, პარლამენტის შენობას. ვხედავდით სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდების მცდელობას. ბუნებრივია, აუცილებელი შეიქნა გავეშებული ხალხის შეტევის შეჩერება. აქციები გაგრძელდა რუსთაველზე და ნაციონალთა ბნელი ძალების მარათონად გადაიქცა. სამშობლოს სიყვარულის მცნებას ძალიან დაშორდნენ. ჭეშმარიტი ხალხი მალევე შემოეცალათ, სამაგიეროდ, ნარკომანები და მამათმავლები მიემატათ.

გლდანის ეკლესიის დარბევა
გლდანის ეკლესიის დარბევა

მივმართავ ახალგაზრდებს, რათა გააცნობიერონ, რომ სატანური სექტისა და მამათმავლების გვერდით დგანან. არ ეგონოთ, სააკაშვილის ხელისუფლებაში კვლავ მოსვლის შემთხვევაში თანამდებობებს დაურიგებენ. პირიქით, ისე მოიშორებენ, როგორც ეს შევარდნაძემ გააკეთა. დროზე მოეგეთ გონს, დაუბრუნდით თქვენს საქმეს!

_ მამაო, რას გვეტყვითნაცმოძრაობისაქტიური წევრების როლზე?

_ რომელ აქტიურ წევრებზეა ლაპარაკი, პოლიციას რომ შეატოვეს აქციის მონაწილეები და თვითონ უსაფრთხო ადგილას მიიმალნენ? “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” (პრინციპში ერთნი არიან) იმ ცოლ-ქმარს ჰგვანან, რომლებიც წამდაუწუმ ჩხუბობენ და რიგდებიან. მათი ლიდერები ტურებივით დგანან აქციის გარშემო და ჟურნალისტებს ელოდებიან, ინტერვიუ რომ მისცენ და ტელევიზორში გამოჩნდნენ.

მინდა, ერთი საიდუმლო გაგანდოთ: სააკაშვილი გეგმავს, ერთერთი თავისიანი მოაკვლევინოს, დანაშაული დაბრალდებაოცნებას”, კონკრეტულად კი _ გიორგი გახარიას, რომელმაც საქართველო იხსნა კიდევ ერთი გადატრიალებისგან.

_ რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ განცხადებას?

_ ეს სააკაშვილის ჩვეული წესია. 2012 წელს სააკაშვილმა არჩევნების წინ ბრძანება გასცა, მოეკლათ ძმები ახალაიები, მაგრამ მათ შეიტყვეს და განერიდნენ საქართველოს. შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ, დაგიდასტურებენ.

_ მამაო, 2006 წელს ციხის ბუნტის დროს პატიმარი იყავით, ბუნტის შესახებ ინტერვიუებში ხშირად ახსენებთ ბოკერიას

_ ეს იყო წინასწარ გათვლილი ბუნტი, რომელიც დაიგეგმა ორი კვირით ადრე შავნაბადას რეზიდენციაში. დაგეგმვაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ძმები ახალაიები და მთავარი მონსტრი, რომელსაც დაევალა ბუნტის ხელმძღვანელობა _ გიგა ბოკერია. ციხეში ის ნიღბით იყო მოსული, ბრძანებებს იძლეოდა: ესროლეთ, ჩაცხრილეთ! მართლაც, 7 გარდაცვლილი მიიყვანეს “რესბალნიცაზე”. სხვა პატიმრებთან ერთად ყველა მიცვალებული მორგში შევასვენეთ. ერთმა პატიმარმა, გვარად ღვინიაშვილმა, ვერ აიტანა მიცვალებულთა ყურება, გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აი, ეს არის ბოკერიას ნამდვილი სახე, რვა კაცის მკვლელის, დღეს პარლამენტთან რომ დგას და ხელისუფლებაში დაბრუნებას შტურმითა და გადატრიალებით რომ ცდილობს. ამ ინფორმაციას ელენე თევდორაძეც დაგიდასტურებთ. საინტერესოა, რატომ არ იჭერენ ბოკერიას?!

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

ბოკერია ქვებით დაგვდევდა მართლმადიდებლებს, რომლებიც ებრძოდნენ იეღოველთა საზიზღარ სექტას, ადამიანობის მტრებს, ქართული გენის აღმოსაფხვრელად მოგზავნილთ. ბოკერიებმა გზა გაუხსნეს უზნეო, ამორალურ დაჯგუფებებს და ისინიც ისე გათავხედდნენ, აღვირახსნილობისა და გადაგვარებულობის პროპაგანდის უფლებას ითხოვენ. ამიტომ ქართველი ხალხისა და მართლმადიდებელთა სახელით მოვითხოვთ პარლამენტარებისგან, სასწრაფოდ გააუქმონ ანტიდისკრიმინაციული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვას ვერ ასცდებიან! მოგიწოდებთ, პარლამენტარებო, რომლებსაც გტკივათ ჩვენი ერის ტკივილი: ყოველივე ეროვნულის, სარწმუნოების დამღუპველი კანონების შემომტანი და სოროსის გრანტებით ნაკვები ბოკერია უნდა დაისაჯოს. მას ხშირად შეახსენეთ, რომ 8 კაცის მკვლელია. მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება _ დაწყებული ზვიად გამსახურდიას მკვლელობით, დამთავრებული .. 20-21 ივნისის მოვლენებით და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.

_ დღეს ძალიან გააქტიურდნენ ლგბტ წარმომადგენლები

_ კვლავ გიმეორებთ: მათი გააქტიურების მიზეზი პარლამენტართა არაქრისტიანული საქციელია, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში გამოიხატა. ამით მათ გზა გაეხსნათ _ გამოვიდნენ ქუჩებში და ცდილობენ, მოაწყონ საჩვენებელი მსვლელობები. ამ საბედისწერო კანონის ერთ-ერთი ნაწილია ე.წ. იუვენალური იუსტიცია, რომელიც მიმართულია ბავშვთა ზნეობრივი გადაგვარებისკენ. ჩვენი ასაკის ხალხი ვაცნობიერებთ, მაგრამ ბავშვი, რომელიც ხშირად უყურებს ჰომოსექსუალების, პედოფილებისა და სხვების უზნეო საქციელს, გაუცნობიერებლად მათ ტყვეობაში ვარდება. აი, ამას გვიმზადებენ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედებაო.

დავით პაიჭაძე და გიგა ბოკერია გლდანის ეკლესიის მრევლის წინააღმდეგ
დავით პაიჭაძე და გიგა ბოკერია გლდანის ეკლესიის მრევლის წინააღმდეგ

მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს: ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ერის იდენტობის, ზნეობის საპირწონედ არ გვჭირდება თქვენი ევროპა! გაითვალისწინეთ ერის აზრი და არა ვიღაც 100-მდე გადაგვარებულის. გრცხვენოდეთ, პარლამენტარებო, რადგან თქვენ მიერ მიღებული იუვენალური კანონები შავ ლაქად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გაიხსენეთ 2013 წლის 17 მაისი _ რამდენი ათასი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე. ჩვენ შეგნებულად ვერიდებით ზედმეტ ხმაურს, დაძაბულობას, რათა მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. გაითვალისწინეთ, თქვენ ხალხმა აგირჩიათ და ხალხივე გადაწყვეტს თქვენს ბედს მომავალ არჩევნებზე. სწორედ ეს გააქტიურებული ლგბტ-ები დაიყენეს გვერდით დღესაც რუსთაველზე, ამიტომ არის ხალხი გამწარებული.

_ მამაო, რას იტყვით საპატრიარქოზე?

_ ეს მართლაც მწვავე და მტკივნეული საკითხია. უღირსი სასულიერო პირების მომრავლებამ, რომლებსაც წლების განმავლობაში მართავდნენ ბოკერია და ძმანი მისნი, მათმა მზაკვრულმა გეგმებმა კატასტროფამდე მიგვიყვანა. “ნაცმოძრაობასისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ მისი ამოძირკვა ძნელია. ყოფნაარყოფნის ზღვარზე დაგვაყენა კოაბიტაციამ. ერი დაბნეულია, გამოსავალს ეძებს.

უღირსი სამღვდელოება სააკაშვილს მისტირის. მაშინ, როცა “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში უნდა შეჭრილიყვნენ, მეუფეები _ გრიგოლ ბერბიჭაშვილი და პეტრე ცაავა მზად იყვნენ, შეჰყოლოდნენ, რადგან სააკაშვილი მათ პატრიარქობას ჰპირდებოდა.

იმის ნაცვლად, რომ მამათმავლებსა და სექტანტებს მიხედონ და ქვეყანა სულიერად გადაარჩინონ, ზოგი მათგანი ჩემი განკითხვით არის დაკავებული. ამას წინათ საპატრიარქოს ტელევიზიით გამოვიდა ეკუმენისტი მღვდელი (თემქის ბიჭვინთის სახ. ეკლესიის) ვინმე დავით კონჯარია და რა არ მიწოდა, თითქოს მე საბერძნეთის ვიღაც განკვეთილ ეპისკოპოსს ვემორჩილები. შევახსენებ სჯულის კანონის უცოდინარ მღვდელს, რომ მე დროებით (სანამ თქვენნაირებისგან არ განიწმინდება საპატრიარქო) ვემორჩილები საბერძნეთის ძველ მესტილეთა წმიდა სინოდს, მთავარეპისკოპოს კალენიკეს მეთაურობით და არა ახალ მესტილეთა ეკლესიას, რომლებიც ყველა დღესასწაულს კათოლიკებთან ერთად აღნიშნავენ და რომლებთანაც თქვენ გაქვთ ევქარისტული კავშირი. თქვე კაი დედმამიშვილებო, ქვეყანა თავზე გვენგრევა და ნაცვლად იმისა, რომ ერი და ბერი გააერთიანოთ და დაიცვათ წინაპართა მონაპოვარი, არაფერს აკეთებთ და განიკითხავთ მათ, ვინც მუხლჩაუხრელად შრომობს ერისა და სარწმუნოებისთვის.

_ მამაო, როგორ აფასებთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უარს ჩვენთვის სანქციების დაწესებაზე?

_ მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მან ამით თავი დაიზღვია მომავალი პროვოკაციისგან. რუსებმა მსოფლიოს გააგებინეს, ქართველი ჟურნალისტი როგორ აგინებდა რუსეთის პრეზიდენტს და მან ეს დაითმინა. მისი ეს დათმენა იყო გაფრთხილება, რომ, თუ მსგავსი რამ განმეორდება, მაშინ რუსეთი აუცილებლად იმოქმედებს და ამ შემთხვევაში მას ვერავინ გაამტყუნებს. აქ კვლავ სააკაშვილის მზაკვრული ჩანაფიქრია. თვითონ ხომ ლანძღავდა პუტინს: ხან ქონდრისკაცს უწოდებდა, ხან _ ლილიპუტს. ამჯერად მისი დავალებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს უნდა ეგინებინა რუსეთის პრეზიდენტი. მას რატომღაც გათვლილი ჰქონდა, რომ ამ პროვოკაციით რუსეთს წონასწორობას დააკარგვინებდა და მერე ამით თვითონ ისარგებლებდა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი მალე კიდევ მოაწყობს ესკალაციას. ამის წინა პირობაა რუსთაველზე დღესაც მიმდინარე უსაფუძვლო, უმიზნო, უგუნური პრინციპებით შეპყრობილი პირების აქცია. მათ უფლება არ აქვთ, ერის ბედი გადაწყვიტონ, არ წარმოადგენენ იმ ძალას, ერის მისწრაფებებს რომ გამოხატავს. ეს უნდა გააცნობიერონ და დაიშალონ. ერი ბრკოლდება.

დასასრულ _ ერთიც მინდა აღვნიშნო: 8 ივლისს სამშობლოს, სარწმუნოების ერთგულთა მიერ რუსთაველზე გამართულ აქციაზე გამოჩნდა, ვინ ვინ არის: ვინ გადადო გვერდით პირადული და უპირატესობა ქვეყნის, სარწმუნოების, ზნეობის, ქართული მენტალიტეტის დაცვას მიანიჭა. ჩემი მრევლიც იქ იდგა და ყოველთვის იქ იქნება, როდის და სადაც გაუჭირდება ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას.

იმ დღეს გამოჩნდა, ვის უნდა მისცეს ხალხმა ნდობის მანდატი 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე.

ვევედროთ უფალს, ამდენი გასაჭირის შემდეგ გვეღირსოს ხელისუფლებაში მორწმუნე ხალხი, რომლებიც საერთაშორისო “უფლებადამცველთა” ორგანიზაციების თითის ქნევით შემოგზავნილ დირექტივებს თავს არ დაუხრიან, მხოლოდ ღვთის იმედით იმოქმედებენ. დაგლოცოთ უფალმა!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. Kargi ra mamao wen eklesias mixede da xalxs dgedagame ilocet rom gmertma weundos da wegindor tu rame codvebi caudenia cven samgdeloebas ikmatet tkveni saakmeararis pilitika

  2. Mama Basil rogor pativs gcemt. Tkven yovektvis simartles(tundac charchoebshi mokceuls ) gveubnebit.

    upalma daglocot tkveni simartlistvis da mogvaceobistvis!!! upali paravdes sakartvelos!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here