Home ახალი ამბები საქართველო მამა ბასილი (მკალავიშვილი): საშინელება, რომელიც დღეს უკრაინაში ხდება, ამერიკაში დაიგეგმა

მამა ბასილი (მკალავიშვილი): საშინელება, რომელიც დღეს უკრაინაში ხდება, ამერიკაში დაიგეგმა

514

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალები ყველაფერს აკეთებენ ომში საქართველოს ჩასათრევად. ომის პროპაგანდის ავანგარდში ომწაგებული პარტიაა _ “ნაცმოძრაობაყველა საშუალებით ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს უკრაინის სამხედრო ძალითაც დახმარების აუცილებლობაში.

“ნაცმოძრაობასთან” ერთად ომის პროპაგანდას 24-საათიან რეჟიმში ეწევა ლიბერალური მედიაც. კეზერაშვილის მიერ ქვეყნისთვის მოპარული ფულით დაფინანსებული “ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მთავარი” საზოგადოებას სიცრუით კვებავენ. მოსახლეობას ატყუებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს; ატყუებენ, რომ ეს ომი რუსეთისთვის სრული კრახია და “დასანგრევად განწირულ იმპერიას” უკრაინასთან ერთად ჩვენც უნდა შევუტიოთ… არადა, ომის დაწყებიდან ოთხი კვირის თავზე აშკარაა, რომ საქართველოზე 12-ჯერ მრავალრიცხოვანმა და ძლიერმა უკრაინამ, ევროპის უდიდესმა სახელმწიფომ კატასტროფა განიცადა _ ქვეყანა დატოვა მილიონობით ადამიანმა და სახელმწიფო, პრაქტიკულად, მოიშალა. რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერას, მიმდინარე ომმა ცხადყო, რომ არც უკრაინას, არც მოლდოვას და, ბუნებრივია, არც საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში მათ “ცივილიზებული სამყარო” დაიცავს. ამის ნათელი მაგალითია ნატოს პოზიცია _ ამ ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ვერ მიაწვდიან შეიარაღებას უკრაინას, რადგან ეს გამოიწვევს პირდაპირ დაპირსპირებას რუსეთთან…

რატომ სურთ საქართველოში გარკვეულ ძალებს რუსეთთან ომი და რა გათვლები შეიძლება ჰქონდეთ მათ იმ შემთხვევისთვის, თუ მართლა ჩაითრევენ ქვეყანას ამ დაპირისპირებაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი):

_ ის საშინელება, რომელიც დღეს ხდება, ათეული წლების წინათ დაიგეგმა ამერიკაში, საიდანაც იმართება ყოველივე. შეგახსენებთ ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვებს: “კომუნიზმის დანგრევის შემდეგ დასავლური სამყაროს პირველი მტერი მართლმადიდებლობაა”. ვიცით, როგორ ანადგურებდნენ ამერიკელები მართლმადიდებლურ ქყვეყნებს. ჯერ გაანადგურეს იუგოსლავია, დაბომბეს სერბეთი, კრედიტებით გააკოტრეს საბერძნეთი და სხვ.; შემდეგ წაეპოტინნენ უკრაინას. ამერიკასა და დასავლეთს ძალიან აწუხებთ ძლიერი მართლმადიდებელი ქვეყნები. უკრაინაში მიმდინარე ომი მიზანმიმართული მზაკვრობაა, რადგან აღზევებულია სატანა და ბინძური საცეცებით ცდილობს, ფესვები მსოფლიო მასშტაბით გაიდგას, დაამყაროს წყობა, რომელშიც განადგურებული იქნება ყოველაფერი მორალური, ზნეობრივი, სარწმუნოებრივი, ტრადიციული. ადამიანებს ზომბებად აქცევენ, მათგან ამოშანთული იქნება ენა, თვითმყოფადობა. დაისადგურებს ქაოსი. მე, როგორც ღვთის მსახური, 1990-იანი წლებიდან ვგრძნობდი საფრთხეს, განსაცდელს, რადგან გააქტიურებული იყო მრავალი ქვეყნიდან განდევნილი სოროსი, რომელმაც შემოგზავნა საქართველოში იეღოველთა სექტა გიგა ბოკერიას მფარველობის ქვეშ, რის სანაცვლოდაც გრანტებით ასაჩუქრებდნენ. იმხანად ჩემს მრევლსა და ბატონ გურამ შარაძესთან ერთად ვებრძოდი მსოფლიო ბოროტების მანქანას, რის გამოც ბატონი გურამი დახვრიტეს, მე კი ციხეში გამომაწყვდიეს. ვმადლობ უფალს, ღმერთმა მოგვივლინა მამა ვახტანგი (მარგიანი), რომელმაც იტვირთა ჩემი მოვალეობა და იმ შეჭირვების ჟამს ეკლესიური რიტუალების ჩატარება არ შეწყვეტილა…

საზოგადოება ვერ მიმხვდარა, რატომ დაიწყო ეს საშინელი ომი. უკრაინა პოლიგონია. წამქეზებლები კულუარებში დგანან, აწვდიან უკრაინას საბრძოლო იარაღს და შესცქერიან, როგორ ხოცავენ ერთმანეთს მართლმადიდებლები. მთავარი სამიზნე რუსეთია, რათა დაასუსტონ, დაშალონ და მერე იბატონონ. აგულიანებენ ზელენსკის, ნობელის პრემიას და რას არ ჰპირდებიან, რაც შეიძლება მეტი ხალხი რომ დაიხოცოს.

დღეს, ფატქობრივად, მთელი დასავლეთი ებრძვის რუსეთს და აგრესორს უწოდებს, მაშინ, როდესაც თვითონ არის აგრესორი. მისი მიზანია, სხვისი ხელებით დაშალოს რუსეთი, შემდეგ კი სხვა ქვეყნების მართვა ადვილი იქნება. სხვა ქვეყნების დაპყრობა-აოხრება არახალია ამერიკისთვის: სერბეთი, ვიეტნამი, ავღანეთი, ერაყი, ლიბია რომელი ერთი ჩამოვთვალთ. სადისტურად დასაჯეს სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი. მეტად დასანანია და სამწუხარო, რომ უკრაინაში იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, პატარები. მეტი გონიერება მართებს უკრაინის პრეზიდენტს, აკვიატებული პრინციპებით, რომელიც ხალხს აზიანებს, ფონს ვერ გავა. ახლა ამერიკა და დასავლეთი მიზანმიმართულად აქებენ მას, მაგრამ გავა დრო და ისტორია თავისას იტყვის…

 აქვე შეგახსენებთ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის _ ბაიდენის სიტყვებს: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, კულტურა აქვს იმ ერს, რომელიც იცავს ლგბტ საზოგადოების ინტერესებს”. მომავალმა თაობამ ასეთ ამერიკასთან უნდა იმეგობროს? ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყირიმში ტრადიციულად იმართებოდა მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო კაზანტიპის ფესტივალები, უკრაინის დედაქალაქში _ ლგბტ აღლუმები, იეღოველთა სექტის წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი შეკრებები.

ყველა შეჭირვებულს უნდა ეხმარებოდე და ჩვენი მთავრობაც ამ მხრივ მაქსიმუმს აკეთებს, რადგან ჩვენც ვიწვნიეთ ეს განსაცდელი. გავიხსენოთ აფხზეთიდან დევნილები. რა გაჭირვებით გამოიარეს უღელტეხილი; ყინვაში, თოვლში, შიშველი ფეხებით, აუტანელი ტანჯვა-წამებით, სანამ სამშვიდობოს გააღწევდნენ. იმხანად დუმდა დასავლეთი, ამერიკა. ჩვენს ტკივილს არავინ აღიქვამდა. პარადოქსია, რომ საქართველოს მოღალატენი, რომლებმაც 9 წელი სული ამოჰხადეს ერს, 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაიქცნენ და რატომღაც უკრაინაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ყველა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მოღალატეთა ყველა საიდუმლო შეხვედრა, ოპერაცია უკრაინაში იგეგმებოდა. კანონდამრღვევებს, კრიმინალებს ახლაც ნიშნავენ თანამდებობებზე. დღეს საქართველოს მოღალატენი, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანას გადაადგმევინონ ნაბიჯები, რომელთა სავალალო შედეგს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ. საინტერესოა, რა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველომ რუსეთს, როცა ჩვენი ტერიტორიის 20% მის ხელშია სააკაშვილის წყალობით, რუსების ხელშია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები. შევეკითხოთ საქართველოზე “მზრუნველ” პატიმარ პრეზიდენტყოფილს _ დარჩა რაიმე გასასხვისებელი? ან რა ომში ჩაბმაზეა საუბარი? ამას რა შედეგი მოჰყვება, ძნელი გასათვლელი არ არის. ისედაც დაბეჩავებულ, ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში სწორედ ამაზე ოცნებობენ. რუსეთის გაღიზიანება კარგ არაფერს მოგვიტანს, ეს ვიწვნიეთ 2008 წლის აგვისტოში… ვნახეთ დახოცილი პირტიტველა ბიჭები, მთავარსარდალი სააკაშვილი კი _ მიწაზე მხოხავი.

_ ბოლო პერიოდში ლიბერალური ოპოზიცია ეწევა პროპაგანდას, რომ, თურმე, ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, უკრაინასთან ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. მსგავსი ფრაზებით ლაპარაკობენ ბოკერია, უგულავა, ბარამიძე და სხვები, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში ეკლესია დაარბიეს. გვახსოვს ყველა ის საშინელება, რომლებიც თქვენი დაკავებისას მოხდა _ სამხედრო ტექნიკით როგორ შეანგრიეს ტაძრის კარილიბერალური პროპაგანდა დღეს საზოგადოებაზე რეალურად მოქმედებს?

_ ერთხელ კიდევ შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის წყალობით რესპუბლიკელები და სხვები პარლამენტში მოხვდნენ, მოირგეს თბილი სავარძლები და მერე მოღალატეებად იქცნენ. კოაბიტაცია ამერიკიდან იყო თავსმოხვეული. ხელისუფლების დიდი შეცდომა არის ის, რომ, როცა დამარცხდა “ნაცმოძრაობა”, მაშინვე უნდა გაეუქმებინათ. ისევ ჩვენ გავაძლიერეთ და ვიმკით ამის შედეგს. ეს ორჯონიკიძეები შეგნებულად არ ეუბნებიან ხალხს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ახლა საქართველოს მცდელობას, დაიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი. რომელ ეროვნულ ინტერესებზეა საუბარი, როცა ეს სულგაყიდულების სატანაური სექტა ერის ყოველგვარ გასაჭირს თავისი ბინძური ზრახვების ასასრულებლად იყენებს. ორი წელია, მსოფლიო ღვთის სასჯელის მორევში ჩაიძირა. სწორედ ამ დროს აწყობდნენ ე.წ. ოპოზიციონერები ხალხმრავალ აქციებს, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბათ და დაეინფიცირებინათ. ახლა კი ეს ომი გამოიყენეს მიზნის მისაღწევად. პარლამენტის ყოველ სხდომაზე აწყობენ არეულობას, ურთიერთდაპირისპირებას. სამშობლოს მსოფლიო ასპარეზზე უარყოფით კონტექსტში, ცრუ ბარალდებებით წარმოაჩენენ, რაც, სამწუხაროდ, პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ ჩაიდინა. გიგა ბოკერიამ რა ბოროტებაც ჩაიდინა ერისა და საზოგადოების წინაშე, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ დაუსჯელი დადის დასავლეთის მფარველობის ქვეშ; უგულავა, ბიუჯეტის გამფლანგველი, აქეთ იმუქრება, ბარამიძერომელი ერთი ჩამოვთვალო.

რაც შეეხება ჩვენი ეკლესიის დარბევას, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს _ რად უნდოდა ერთი მღვდლის დაპატიმრებას .. ხელისუფლების 3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ჟანდარმი, როცა ქალაქში მარტო დავდიოდი? მაგრამ ქართველთმოძულე სააკაშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა და ერს ტერორი დაატეხა თავს

_ მმართველი გუნდი წნეხს არა მხოლოდ შიგნით, გარე ძალებისგანაც განიცდის, მას დასავლეთიდანაც აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და არ გაამწვავა ურთიერთობა მოსკოვთან. გაუძლებსოცნებაამ წნეხს? ხომ არ ფიქრობთ, რომ დაკომპლექსდებიან და, ადრე თუ გვიან, მაინც შეასრულებენ კოლექტიური დასავლეთის ანტირუსულ მითითებებს, რაც ჩვენთვის იქნება საზიანო?

_ მეტად საინტერესო შეკითხვაა. ფაქტია, ჯერჯერობით შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან, მიუხედავად გარე თუ შინაური მტრების უდიდესი წნეხისა. თუ იმის აღიარება ეჩოთირებათ, რომ ჩვენი ტანჯული ერი აქამდე რწმენამ, უფალმა მოიყვანა, მაშინ მთავრობაში არ უნდა იყვნენ. მათ არ სცოდნიათ საქართველოს ისტორია.

მადლობას ვუხდი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ერთხელ დათმო თანამდებობა ოჯახის სიწმიდის დასაცავად. თანადგომა, სიყვარული, პატივისცემა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომელსაც მის მიმართ გამოხატავს მადლიერი ერი. თხოვნა მაქვს მასთან _ გაათავისუფლოს 5-6 ივნისის მოვლენების გამო დაპატიმრებული მართლმადიდებლები. მათ თავი დადეს ერის იდენტობისა და რწმენის დასაცავად. მივესალმები ახალშექმნილ კონსერვატიულ პარტიას, მათი ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” წარმომადგელებს, რადგან ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდიან და დგანან მართლმადიდებლობის დაცვის სადარაჯოზე. გავამხნევებ მათ _ გაუძელით, ბიჭებო, ლიბერალების შემოტევას, იყავით მხოლოდ უფალზე მინდობლნი; გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად ჩვენი ცხოვრება არის შრომა, მოთმინება, განსაცდელი, როგორც იესო ქრისტემ გაატარა… დასასრულ, ვიტყვი, რომ ეკლესია ყველაფერის წარმმართველი, საზოგადოების გამომაფხიზლებელი და გამაერთიანებელია. როცა ქვეყანა ჩიხში ექცევა და განსაცდელი ელოდება, სჯულის კანონით ეკლესიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ხელისუფლებასთან ერთად, ღმრთის შემწეობით, ქვეყანა ფეხზე უნდა წამოაყენოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here