Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ზიარება მონანულს, მარხულს ეკუთვნის. შიმშილობა ეკლესიურად აკრძალულია

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ზიარება მონანულს, მარხულს ეკუთვნის. შიმშილობა ეკლესიურად აკრძალულია

“მწვალებელ სააკაშვილს საპატრიარქოში ჰყავდა თაყვანისმცემელი იერარქები, რომელთაც მისი სურათები კელიაში კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული”

336

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დღითიდღე მძიმდება, რევოლუციის საფრთხე კვლავ რეალურია. ქვეყნის ნომერი პირველი დესტრუქციული ძალა გადატრიალების პროვოცირებას ყველა საშუალებით ცდილობს. 9-წლიანი მკვლელი რეჟიმი პოლიტიკური მეორედ მოსვლისთვის ყველაფერს იკადრებს. ის, რომ სააკაშვილის გარემოცვა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მსხვერპლსაც არ მოერიდება, უკვე აშკარაა. ამ პროცესში მათთვის დაბრკოლება (არც მორალური და არც პოლიტიკური) არ არსებობს. ძალადობა, სისხლი და დაპირისპირება მათი უცვლელი სტილია, უცვლელია სტრატეგიაც, რომ სიცრუითა და დეზინფორმაციით საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის აწევა სცადონგთავაზობთ ინტერვიუს გლდანის ივერიის ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვართან, მამა ბასილთან (მკალავიშვილთან), რომელიც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ერთერთი პირველი ამოიღო სამიზნეში

_ მამაო, 2 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში რთული ვითარებაა. პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. ყველაზე მთავარი და, ალბათ, საგანგაშოც, რაც ამ პროცესებში იკვეთება, არის ის, რომ დანაშაულებრივი ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობისლიდერები უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და საჭიროამშვიდი რევოლუცია…” როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?

_ ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობაა სააკაშვილის “მოღვაწეობის” პირველი დღიდანვე, და დაძაბულობა იქნება მანამ, სანამ არ მიეზღვება მას თავის ბანდასთან ერთად, რასაც იმსახურებენ. შეძრწუნებული ვარ. დღეს დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ფაქტობრივად, ცირკის არენად ვიქეცით, სადაც ყოველდღიურად იმართება საცირკო წარმოდგენები. ავტორია საქართველოსა და უკრაინის დამსახურებული მსახიობი, ჯამბაზი და ჯალათი სააკაშვილი, რომელსაც უკრაინაში შენობის სახურავზე დასდევდნენ დასაჭერად, რესტორნიდან თმებით გამოათრევდნენ ხოლმე და ა.შ. ახლა მორიგი წარმოდგენა დადგა _ ჩაჯდა ტრაილერის რძისა და არაჟნის კონტეინერში და შემოიპარა საქართველოში. მგზავრობისას იმდენი არაჟანი მიირთვა, საპატიმროში შესვლისთანავე შიმშილობა გამოაცხადა. დაკავების მომენტში ხინკლებს მიირთმევდა, თან არაყს აყოლებდა. პოლიციას თავი დააჭერინა და საკმაოდ მხიარული (მომღიმარე) განწყობით დაიმკვიდრა ადგილი კეთილმოწყობილ ციხეში. შიმშილობის იმიტაციით საკმაოდ იღებდა ორგანიზმისთვის საარსებო კალორიებს.

ჯამბაზი სააკაშვილი სიგიჟესაც კარგად ითავსებს. 2003 წელს ძალისმიერი მეთოდებით პარლამენტში შევარდა; გიჟმა “ურალის” მარკის მანქანით ეკლესიის კარი შელეწა; ტელევიზია დაარბია; ციხეში ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდა; თავისი ხალხი დაბომბა პატარა ბავშვებთან ერთად… არ იფიქროთ, იმიტომ განვიკითხავ, ჩვენი ეკლესია რომ დაარბია, არა. დარბევის წინა დღეს, 11 მარტს ჩემი მრევლის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად სახალხო დამცველის ოფისის ეზოში ვამხილე სააკაშვილი, ვთქვი, რომ მის პრეზიდენტობას სავალალო შედეგი მოჰყვებოდა. მართლაც _ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იეღოველთა სექტა, რომელიც ბატონმა გურამ შარაძემ გააუქმებინა ხელისუფლებას, სააკაშვილმა რეგისტრაციაში გაატარა. ბატონი გურამი გამუდმებით ამხელდა სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს, რის გამოც ილია ჭავჭავაძის 100 წლისთავის დღეს ქალაქის ცენტრში, ქუჩაში დახვრიტეს. მე კი, ერთ მღვდელს, არ მაპატიეს სარწმუნოების დაცვა, არ მაპატიეს, რომ მარტო ვებრძოდი მსოფლიო ბოროტების მანქანას და 5 წელი გისოსებს მიღმა მამყოფეს რაც შეეხება იმას, რომ დანაშაულებრივი ბრბო დესტაბილიზაციას ცდილობს, არა, უკვე ახორციელებს არეულობას და აცხადებს, საჭიროა “მშვიდი” რევოლუციაო, იქნებ თქვენ ამიხსნათ, რას ნიშნავს მშვიდი რევოლუცია…

_ რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმმა აკეთა, ცხადია, არავის დავიწყებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია: არჩევნებზე მათ შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდათ. 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზეც შეძლეს რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა. თქვენ, როგორც რეჟიმის მიერ დაზარალებული სასულიერო პირი და დარბეული ტაძრის წინამძღვარი, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, რისი შედეგია ის, რომ ამდენი წლის შემდეგაც ქვეყნის პირველი დესტრუქციული ძალა ისევ პოლიტიკური პროცესების ავანგარდშია?

_ გეთანხმებით, ფაქტია, მათ გარკვეული შედეგი ჰქონდათ არჩევნებში. მიზეზზე ლაპარაკი ცოტა შორიდან დავიწყოთ. 2012 წელს ბატონმა ივანიშვილმა ქვეყანას ჯალათი მოაშორა _ მკვლელი სააკაშვილი, რაც მიუღებელი იყო ოკეანის გაღმელთათვის, საზოგადოდ, დასავლეთისთვის _ მათთვის, ვინც თავგამოდებით იცავენ ლგბტ პირების უფლებებს. მათ საქართველოს მიზანმიმართულად მოახვიეს თავს .. კოაბიტაცია, რითაც ისარგებლეს ნაცსექტის წარმომადგენლებმა და ძალის მოკრება დაიწყეს, რადგან ქვეყნის მართვის ყველა რგოლში, ყველა დაწესებულებაში სააკაშვილის წიწილები დარჩნენ. ამას ხელი შეუწყო ხელისუფლების ჰუმანურობამ და შედეგი აშკარაა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მმართველი პარტიის გარდა, სხვა ე.წ. პარტიები _ ყველანი ერთნი არიან თავიანთი ამბიციებით. რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობა” იქნება ავანგარდში, რადგან ჩვენს ქვეყანას ღალატი შინაური მტრებისა თუ მომხვდურთაგან ლაიტმოტივად გასდევს, შინაური მოღალატენი კოლოსალურად ფინანსდებიან საზღვარგარეთელი მფარველებისგან. სწორედ ეს იყო ძირითადი იარაღი 14 ოქტომბერს, როცა თავისუფლების მოედანზე გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა, 50–100 ლარად მოსყიდულებმა მოიყარეს თავი. ხალხის სიმრავლე ბევრს არაფერს წყვეტს, მთავარია, რისთვის დგახარ, რას მოითხოვ, რა მიზანი გამოძრავებს. მათი მოთხოვნები და ღრიალი ყოველგვარ ობიექტურ რეალობას მოკლებულია.

_ სააკაშვილის პატიმრობასა და მის ყბადაღებულ შიმშილობაზეც გკითხავთ. სამწუხაროდ, აღმოჩდნენ სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი იერარქებიც, რომლებიც მას ხან დავით აღმაშენებელს ადარებენ, ხან დემეტრე თავდადებულს და .. ზოგმა ქრისტესაც კი შეადარა. რას ფიქრობთ ამ ადამიანებზე, მათ საქციელზე და, საერთოდ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ მწვალებელ სააკაშვილს საპატრიარქოში ჰყავდა თაყვანისმცემელი იერარქები, რომლებსაც მისი სურათები კელიაში კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული და მასზე ლოცულობდნენ. როცა მათი მამა-მარჩენალი კიევში გადასახლდა, მის გზას გაჰყურებდნენ. სამწუხაროდ, საპატრიარქოში ბევრი განიხილავდა სააკაშვილს აღმაშენებლის, დემეტრე თავდადებულის დარად. ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებელნი იყვნენ. სააკაშვილს რამე ქრისტიანული რომ ჰქონდეს, ამდენ სისაძაგლეს ჩაიდენდა? ან ქვეყანას, რომელსაც თავისად თვლის, ასე მოექცეოდა? მეუბნებით, ზოგი ქრისტესაც ადარებსო, ახლა მე გეკითხებით, ღვთისმსახურად, ქრისტეს სჯულის დამცველად შეიძლება ჩაითვალოს ის სასულიერო იერარქი, რომელიც ასეთ მკრეხელობას წარმოთქვამს? ახლა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აზიარა სააკაშვილი. ეს ზიარება კანონიკურად არ ჩაითვლება, რადგან ზიარება მონანულს, მარხულს ეკუთვნის. შიმშილობა ეკლესიურად აკრძალულია. ზიარების მიმღები ცოდვებს ინანიებს. სააკაშვილს იმდენი მკვლელობა აქვს ჩადენილი, უწინარესად, ერის წინაშე უნდა შეინანოს და შენდობა ითხოვოს. შენდობა ითხოვოს შვილმკვდარი მშობლების წინაშე, უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდების ხსოვნის წინაშე. მე არ ვიცი, სააკაშვილმა რა შენდობა სთხოვა მეუფე ნიკოლოზს, რა ცოდვები მოინანია, ეს აღსარების საიდუმლოა, მაგრამ პატიმარი, რომელსაც არანაირი სინანული არ გააჩნია, ზიარების ღირსი არ არის.

_ მამაო, რას ფიქრობთ, ვინ აგულიანებს სააკაშვილს ასეთი გაუწონასწორებელი ნაბიჯების გადასადგმელად, ნუთუ მას არ ჰყავს მრჩეველი?

_ სააკაშვილი ისეთი გაუწონასწორებელი პიროვნებაა, მისი საქციელის გაკონტროლება შეუძლებელია. ისე, იქნებ ახლა საპყრობილეში მაინც ჰქონდეს იმდენი დრო, რომ დაფიქრდეს, გააცნობიეროს, რამდენი ბოროტება ჩაიდინა, რამდენი ადამიანი გაამწარა, რამდენის დედა ძაძებით შემოსა, რამდენი ბავშვი ობლად დატოვა… ეს ერთი და მეორე: როგორ ბედავს სააკაშვილის დამცველი აღვირახსნილი ბრბო საკუთარი თავის პატრიოტად გამოცხადებას, როცა ქვეყანას ტერორში ამყოფებს? დაიღალა ხალხი, დაიღალა საქართველო, შფოთავენ წინაპართა სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად მიიტანეს სამშობლოს სამსხვერპლოზე. პარლამენტის წინ, გამზირზე, სადაც იკრიბებიან და არის ერთი გნიასი, 9 აპრილს ხომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დაიღუპნენ. ნუთუ არ შეიძლება აიკრძალოს იმ პატივმისაგებელ ადგილას ასეთი გაუთავებელი წივილ-კივილი?… დავდოთ პირობა, რომ ყოველი ჩვენგანი სათუთად შევინახავთ მათი სულების სამყოფელს. რაც შეეხება სააკაშვილის გარემოცვას, სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს ვგულისხმობ, აშკარაა, რომ ისინი ახლა ისე არიან დაბოღმილი და გაბოროტებული, ყველაფერს იკადრებენ _ პროვოკაციებს, არეულობებს, ომსაც კი… სხვათა შორის, მინდა გავიხსენოთ, 2007-2008 წლებში სააკაშვილი პიროვნულად როგორ შეურაცხყოფდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს _ “ლილიპუტი”, “ქონდრისკაცი”. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და პასუხმაც არ დააყოვნა. მივიღეთ ომი, რომელმაც მოგვიტანა ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავიანთ აქციებზე ისინი ისევ ლანძღავენ რუსეთს, შეურაცხყოფენ მის დროშას და ისევ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ პუტინს. რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ძალიან მარტივი რამისთვის _ ისევ დაძაბონ ვითარება, გაამწვავონ და კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყოს.

მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საპატრიარქოში ილია მეორესთან

_ მედიაც ხომ დიდ როლს ასრულებს ამ ყველაფერში?

_ ცხადია. საქართველოში, საუბედუროდ, მორალურად მოშლილი ტელევიზიების უმეტესობა ნაციონალების გავლენის ქვეშაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მათ ეთერებში რეგულარულად გამოდიან ევროპულიფერადი სარწმუნოებისდამცველები და საზოგადოებას ჭკუას არიგებენ. მიზანი გასაგებია, გათვლა კეთდება იმაზე, რომ მოგვისპონ ოცსაუკუნოვანი სარწმუნოება და ქართველი ერი ლგბტთა დამცველად აქციონ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, თქვენი ნებართვით, მივმართო ინგა გრიგოლიას, რომელმაც თქვა: “ასე როგორ უნდა მოექცე შენს პრეზიდენტს… როგორც მოკლეს პირველი პრეზიდენტი…” ვეკითხები გრიგოლიას: როგორ ბედავთ და საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას, აიგივებთ სააკაშვილთან, როგორ სპეკულირებთ მისი სახელით?! იქნებ მოიგონოთ, როგორ დაუშინეს ჭურვები მას, როგორ გააძევეს სამშობლოდან; როგორ უღალატეს, როგორ გაწირესეს ერთი და მეორე _ დაგავიწყდათიმედისდარბევა, მიწაზე რომ ხოხავდით, ფეხშიშველი ჩირგვებში რომ იმალებოდით თავის გადასარჩენად?! ახლა ამ უბედურების ავტორს ტელესტუდიიდან ეკეკლუცებით და ერთგულებას ეფიცებით? შეიკრიბეთ ერის მოღალატეთა სექტის სადგომში და ერთმანეთს ეცილებით ე.წ. პატრიოტები სხვის განკითხვაში. გრიგოლია, გონს მოეგე, ეცადე, მოთოკო ზღვარგადასული ემოციები და დაიბრუნო პატივისცემა ერისა!

_ მიდის საუბრები იმაზეც, რომ მუდმივი დესტრუქცია ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მათ შორის პეტრე ცაავას გარემოცვის მიერ ჭყონდიდში დატრიალებული ამბებიც, ეკლესიის გახლეჩვის მცდელობაა. სქემა და სცენარიც გასაგებია _ ალბათ, ყველაფერი ისე და იმგვარად უნდა მოხდეს, როგორც, ვთქვათ, უკრაინაშირეალურია ეს ყველაფერი?

_ ეკლესია წარმართველი ძალაა ერის ყოფიერებისა. ეკლესიის ჩამოშლა ერის რღვევას მოასწავებს. ნაციონალებმა პირდაპირი იერიში მიიტანეს ეკლესიაზე. მე ვგრძნობდი ყოველივეს და ვაფრთხილებდი საპატრიარქოს. არ მომისმინეს, ამიტომ განზე გავდექი და განვაგრძე ღვთისმსახურება. უკრაინის ეკლესია წარსულ წლებში რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა. მას ავტკეფალია არ ჰქონია. რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირების შემდეგ უკრაინის ეკლესია ორად გაიყო, ერთი ნაწილი რუსეთის ეკლესიას გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება, რაც მსოფლიო პატრიარქმა დაუდასტურა. დღეს, ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი: ნაწილი რუსეთს ემორჩილება, ნაწილი _ უკრაინას. პეტრე ცაავას მიზანი იყო, თუ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ის პატრიარქის სავარძელს დაიკავებდა. ეს არასოდეს მოხდება, მოსაყდრე მეუფე შიოა და მისგან ელის ერი ეკლესიის განწმენდას უღირსთაგან…

_ ბოლოს გამოსავალზეც გკითხავთ, ბოლო არჩევნებმაც ცხადყო, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 40-50%, უბრალოდ, არ მონაწილეობს მიმდინარე პროცესებში. ხალხი აზრს ვერ ხედავს რომელიმე მოქმედი ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაში. ადრე ვამბობდით, რომ ეს ნიჰილიზმია და ყველას ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ არის, საზოგადოება რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას ელოდება, რეალურ ძალას, რომელიც ლიბერალური დასავლეთიდან მიღებულ ბრძანებებსა და დირექტივებზე არ იქნება დამოკიდებული. ხედავთ დღეს ასეთი ძალის ფორმირების შესაძლებლობას?

_ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს, ეს არახალია, ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გაურკვევლობაშია, ვერ გადაუწყვეტია, ვის დაუჭიროს მხარი, მაგრამ არჩევენები, ფაქტობრივად, სათანადოდ ჩატარდა. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა ელოდება ალტერნატიულ ძალას, რომელიც არ დაემორჩილება დასავლეთის მითითებებს და იმოქმედებს ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც ლოგიკურია. ვხედავ ამ ძალას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით, ის თავის ხალხს უფრო უსმენს, ვიდრე დასავლეთის ბრძანებებს. მთავარია, კურსს არ გადაუხვიოს, მხოლოდ ღმერთზე დამოკიდებულებით იმოქმედოს, რადგან, თუ ღმერთი რაიმეს შესრულებას დაგავალებს, მის აღსრულბაშიც მოგაგებს შემწეობას. აღვნიშნავ, რომ დღევანდელ უმძიმეს პერიოდში ქვეყნის მართვა ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდისთვის მეტად მძიმე ჯვარია, თანაც დიდი გამოცდა, რადგან ღმერთმა თუ არ შეგიჭირვა, ძნელია, გაიგო, ღმრთისა ხარ თუ ბარაბასი. წმიდა მათეს სახარებაც გვამცნობს: “…ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.”

ბოლოს, მინდა მივმართო გიული ალასანიას, რომელიც, ეს დღეებია, განცხადებას განცხადებაზე აკეთებს. მესმის, რომ დედა ხართ (ყველა მშობლისთვის შვილი უძვირფასესია) და მიმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ერთადერთ შვილს მიკლავენ, მიშველეთო, მაგრამ თქვენი შვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. არადა, ის ისეთივე პატიმარია, როგორც სხვა. უფლის სამსჯავროზე ყველანი წარვდგებით. ისე, ქალბატონი ირინა ენუქიძე არ იყო დედა?! ქალბატონი ია მეტრეველი და ბატონი თამაზ მოლაშვილი არ იყვნენ მშობლები? ვაზაგაშვილები არ იყვნენ მშობლები?! რომელი ერთი ჩამოვთვალო. ხალხს თვალებში ნაცარს აყრით და აცხადებთ, ჩემი პატრიოტი შვილი თავგანწირული იბრძოდა ცხინვალის ომში და 20% რუსეთმა წაგვართვაო… იქნებ დაფიქრდეთ ყოველივე ამაზე და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. იქნებ, შეწყვიტოთ და მართლა შეინანოთ ყველაფერი, რაც დაუშავეთ საქართველოს, რაც დაუშავეთ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს!..

_ რაც შეეხება ისევ შიმშილობის თემას, რომელზეც ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, სააკაშვილს სოლიდარობა ათეულობით ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის, ოპოზიციის 10 დეპუტატი პარლამენტში შიმშილობს. მათი აზრით, ხელისუფლებას ამით სერიოზულ პოლიტიკურ დისკომფორტს შეუქმნიან და აიძულებენ, “ნაცმოძრაობისმოთხოვნები შეასრულოს?..

_ ვიცოდი, რომ სააკაშვილი შიმშილობას გამოაცხადებდა, ვინაიდან ის არ ენდობა თავისიანებსაც კი, რადგან თავადაც შეუგზავნია მოწამლული საჭმელი პატიმრებისთვის, პირადად ჩემთვისაც. მარხვაში მოწამლული ხორციანი საჭმელი შემომიგზავნეს ციხეში. სააკაშვილმა იცის, რომ მასაც ანალოგიურს გაუკეთებენ და ამიტომ გამოაცხადა შიმშილობა, თუმცაღა უკვე გითხარით, ორგანიზმის არსებობისთვის საჭირო საკვებს იღებს, რაც შიმშილობაში არ შედის. ერის სახელით მივმართავ ხელისუფლებას: მეტის დათმენა აღარ შეიძლება, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას. თქვენ ქართველი ხალხის უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაგიდასტურათ თანადგომა, რის გამოც ხელისუფლება ვალდებულია თითოეული ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფეხქვეშ გავთელოთ წინაპართა რუდუნებით ნაკოწიწები, სიცოცხლის ფასად დაცული ერის მენტალიტეტი, იდენტობა, სარწმუნოება, რომელსაც არად აგდებენ დესტრუქციული ძალებიბელადისმეთაურობით. შეჭირვებულმა ხალხმა რომელი ერთი გადახარშოს _ ეკონომიური სიდუხჭირე თუ ამ ზღვარგადასული, გადამეტებული კოაბიტაციით გაძლიერებული, გატუტუცებული, ფსიქიკურად შეშლილი ბრბოს უმართავი, ქვეყნის დამაქცევარი ქმედებები? ასეთ დამნაშავეებს წარსულში თვითონ ხალხი ასამართლებდა: სააკაშვილისთვის თავისუფლების მოთხოვნა კი არა, საღად მოაზროვნე ადამიანი ნიურნბერგის მსგავსი პროცესის ჩატარებას მოითხოვდა სააკაშვილის კრიმინალური ბანდის განსასჯელად. ჩვენთვის არც ევროპა, არც ამერიკა არ შეიწუხებს თავს, პირიქით, ქართველთა ურთიერთდაპირისპირება ხელს აძლევთ.

ქვეყნისა და სარწმუნოების დაუძინებელი მტრები ნაციონალების სახით აცხადებენ, რომ არ მოისვენებენ, სანამ არ ჩამოშლიან სისტემას და საწადელს არ მიაღწევენ. თუ მათ ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავთ (ამ რაოდენობით ხომ არ განისაზღვრება საქართველოს მოსახლეობა), დანარჩენი ხომ სამი მილიონი ვართ? ჩვენ რა დავაშავეთ? მოთმენასაც საზღვარი აქვს. ნუთუ არ შეიძლება ამ კრიმინალებს სათანადო ადგილი მიუჩინონ? ყველამ ერთად ვუთხრათ დასავლეთს, რომ ღმრთისმშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა მონა არ გახდება, ვუთხრათ, კანონის უზენაესობის შესახებ, ვუთხრათ, რომ არანაირი დროებითი რეგალიების საპირწონედ არ დავდებთ ჩვენს ოცსაუკუნოვან მონაპოვარს. დიდი ილია ბრძანებს: “საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის შეარყევინაგულში ღრმად და მკვიდრად განბნეული ჯვარინათელი ბნელზე ვერ შეაცვლევინა”. ეს ყველაფრის მთქმელია.

ბატონო ირაკლი, თქვენ თუ ამ მანქურთებს დაუთმობთ ჩვენს ბედკრულ, მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს და ღმრთის რისხვაც არ აგვცდება!

მოვითხოვთ, სახელმწიფო მართვის სტრუქტურებიდან, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებიდან დაითხოვონ თბილად მოკალათებული ნაციონალები, რომლებიც შიგნიდან ანგრევენ ქვეყანას, ყოველივე ქართულს! საერთოდ, აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა”! ეს უნდა აღსრულებულიყო ჯერ კიდევ 2012 წელს. სამშობლოს, სარწმუნოების ინტერესები თავდადებას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here