მთავარი საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ხელისუფალმა ეკლესიასთან თანხმობით, დავითის მსგავსად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ხელისუფალმა ეკლესიასთან თანხმობით, დავითის მსგავსად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიწვიოს საეკლესიო კრება, რათა ეკლესია განიწმიდოს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს მოღვაწეობა

“ჭყონდიდის ეპარქიაში რაც მოხდა, ეკლესიის წიაღში ჩანერგილი სააკაშვილის მომხრე მაღალიერარქთა ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოძახილია”

516
გააზიარეთ
მამა ბასილი (მკალავიშვილი): ხელისუფალმა ეკლესიასთან თანხმობით, დავითის მსგავსად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიწვიოს საეკლესიო კრება, რათა ეკლესია განიწმიდოს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს მოღვაწეობა

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, პეტრე ცაავას პირადიმრევლისადა მისი მხარდამჭერი მედიასაშუალებების მიერ სასულიერო პირების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია, როცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა, საზოგადოებაში კვლავ აქტიური განხილვის საგანია. სოციალურ ქსელებში (და არა მხოლოდ) წერენ, რომ აღნიშნული ფაქტით ანტიეკლესიურმა ძალებმა, პრაქტიკულად, პრეცედენტი შექმნეს. მეტიც, ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ მომავალში მსგავსი პროვოკაციები გახშირდება და როგორც საპატრიარქოზე, ისე ცალკეულ სასულიერო პირებზე შეტევები კიდევ უფრო გამწვავდება. გვესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი), რომელმაცნაციონალური მოძრაობისმიერ ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული ფიზიკური დევნა საკუთარ თავზე მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად გამოსცადა.

_ მამაო, უწინარესად, მინდა, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე გკითხოთ. ამ დღეებში საზოგადოებამ უმძიმესი კადრები იხილა _ რამდენიმე ადამიანი, ჟურნალისტებთან ერთად, მიუვარდა მეუფეს და ლანძღვაგინებით კარს უმტვრევდა. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ამინ!

რა თქმა უნდა, მეტად არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს გამოძახილია გულგრილი დამოკიდებულებისა საპატრიარქოსგან იმ მტკივნეული პროცესების მიმართ, რომლებიც წარსულში ხდებოდააღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჰარმონიული დამოკიდებულება იყო საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, უფრო მეტიც, საქართველოს მოღალატე სააკაშვილს სახელოვან პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ და დიდ დავით აღმაშენებლს ადარებდნენ. იმ დავითს, რომელმაც რუისურბნისის კრების მოწვევით განწმიდა ეკლესია ქვაბავაზაკთაგან და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ჭყონდიდის ეპარქიაში რაც მოხდა, გამოძახილია ეკლესიის წიაღში ჩანერგილი სააკაშვილის მომხრე მაღალიერარქთა ძირგამომთხრელი ქმედებისა, რომლებმაც გახლიჩეს ეკლესია

ჩემო ქართველო ერო, დღეს ჩვენს ქვეყანას უმძიმესი დღეები უდგას, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. საქართველოს შავი ღრუბელივთ კვლავ თავს დასტრიალებს თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანის, თენგიზ სიგუას მსგავსი სახელმწიფო გადამტრიალებლები, რომლებსაც მართავს სატანური სექტის ლიდერი სააკაშვილი, დღეს ამ დილემის წინაშე აღმოვჩნდით იქიდან გამომდინარე, რომ 1991-92 წლებში არ დაისაჯნენ 1991-92 წლების სახელმწიფოს გადატრიალების მომწყობნი. შეიძლება, საქართველო დამოუკიდებლად ჩაითვალოს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდვნის? ვერ დაგისჯია კრიმინალები, ქვეყნის მოღალატენი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ კარვებში არიან გამაგრებულნი. ხელს ახლებ, ოკეანისგაღმიდან თითს დაგიქნევენ, სამართალდამცავებს ხელს წაუთაქებენ კისერში და ეტყვიან, ეს დემოკრატიააო. საინტერესოა, თავიანთ ქვეყნებში ასეთი თავაშვებულების ქმედებებს როგორ უპასუხებენ, თუმცა ფაქტია: კაპიტოლიუმზე იერიშის მიტანისთვის ასეულობით პირი დააპატიმრეს. ჩვენთან კი, გონებადაბნელებული ოპოზიციის ხედვით, მათი მომხრე ყველა კრიმინალი და ბოროტმოქმედი პოლიტპატიმარია…

_ მარტვილის ინციდენტის შემდეგ საპატრიარქომ არაერთი განცხადება გაავრცელა. ითქვა, რომ ამით ეკლესიის მტრებმა შექმნეს სასულიერო პირებზე ფიზიკური ძალადობის პრეცედენტიმოდი, გავიხსენოთ წარსული. პირველი სასტიკი პრეცედენტი სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა შექმნა თქვენი დაკავებით, როცა ეკლესიის კარი სამხედრო ტექნიკით შეანგრიახომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს ხდება ერთგვარი გაგრძელებაა 17 წლის წინანდელი პროცესებისა?

_ გეთანხმებით, ეკლესიის მტრებმა ძალადობის პრეცედენტი შექმნეს. რაც შეეხება 17 წლის წინანდელ მოვლენებს, რა თქმა უნდა, მეტად მძიმე გასახსენებელია ჩემთვის 2004 წლის 12 მარტი, როცა სააკაშვილის რეჟიმმა გაუგონარი ძალადობა ჩაიდინა. წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე განხორციელდა თავდასხმა ეკლესიაზე და ღამენათევ მრევლს, მათ შორის ხანდაზმულ ქალებს, სასტიკად გაუსწორდა 3000-მდე სპეცრაზმელი, სპეციალურ ფორმებში გადაცმულ “ნაცმოძრაობის” მაღალჩინოსნებთან ერთად. სხვათა შორის, მაშინ იმ უმოწყალო რბევაში მონაწილეობდა ამჟამად მსახიობი, ყოფილი პოლიციელი დავით როსტომაშვილი, ოპერაციას კი ხელმძღვანელობდნენ გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გოგი თავთუხაშვილი, რომლებსაც არაერთი ბოროტება აქვთ ჩადენილი. სწორედ ეს იყო ძალადობრივი შეტევა ეკლესიაზე და ეს ყველაფერი ბოლოს ჩემი დაკავებით დასრულდა კიდევ ათ ადამიანთან ერთად. გეკითხებით _ მაშინ არ იყო თანადგომა საჭირო? მაშინ არ უნდა ყოფილიყო გამოხმაურება? არა, მაშინ დუმდა ერი და ბერი… როცა ეს ხდებოდა და ბევრი ვერ ჭვრეტდა მოსალოდნელ უბედურებას, მრევლთან ერთად დავადექი ქრისტეს ეკლიან გზას, დავიდგი საკმაოდ მძიმე ჯვარი, რის გამოც ენით აუწერელი დევნაშევიწროება გამოვიარე. დღეს უკან მიხედვის არ მეშინია. თამამად გავუსწორებ თვალსმე”-, შემდეგ _ ჩემს ტანჯულ ერს, ჩემს მართლმადიდებლებს, და ბოლოს უფალსა და ყოვლადწმიდა დედას. სწორედ ამ რწმენითა და იმედით ვებრძოდით მსოფლიო მასონურ მანქანას, სოროსის დაჯგუფებას, იმ კონგრესმენებს, რომლებიც უტევდნენ ქრისტეს სჯულს

_ გასაგებია, რომ ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის წინა პლანზე დგანან გარკვეული მედიასაშუალებები, კონკრეტული ადამიანები და მათ შორის პოლიტიკოსებიც, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მარტო ისინი, მით უმეტეს საზოგადოების მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, ასეთი მასშტაბის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ. ვინ და რა ძალები შეიძლება იდგნენ მათ უკან? საიდან იღებენ ისინი ამხელა რესურსს?

_ ამაზე ნაწილობრივ უკვე გაგეცით პასუხი. რა თქმა უნდა, მათ ზურგს უმაგრებენ ბნელი ძალები მზაკვარი სოროსისა და მისი დაჯგუფების სახით, რომელთა უმთავრესი მიზანია, ამოძირკვონ და გაანადგურონ ყოველივე ტრადიციული და ქართველებმა, როგორც თვითმყოფადმა ერმა, არ იარსებონ, რადგან მათი მთავარი დამაბრკოლებელი ძალა მართლმადიდებლობაა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ესენი ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რა მოხდება?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ერთმანეთს ძაღლებივით დაესევიან. სააკაშვილს, მელიას, ბურჯანაძეს, გიორგი ვაშაძეს, ნათელაშვილს პრემიერის სავარძელი მოუნდებათ. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლისთვის დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე, ირმა ინაშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს შეეცილებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძრვანელობას ბარამიძე მოისურვებს, რათა ვერტმფრენებიდან კვლავ განაგრძოს რაკეტების დაშენა საქართველოს მოსახლეობისთვის და ეკლესიების დარბევა, ხოლო ისინი, ვისაც სავარძლები არ შეხვდებათ, განსაკუთრებით ჭიჭყინა, ავყია ქალები: ბოკუჩავა, სამადაშვილი, ხოშტარია, დეკანოიძე, ისეთ ამბავს ატეხენ, ნინო ბურჯანაძე მოგონილი იქნება…

_ გამოსავალს ხედავთ?

_ მოვიშველიებ დიდი ილიას სიტყვებს: ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა”. ამით ყოველივე ახსნილია. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე ეკლესიას. ხელისუფალმა ეკლესიასთან თანხმობით, დავითის მსგავსად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიწვიოს საეკლესიო კრება, რათა ეკლესია განიწმიდოს და ახალი ფურცლით დაიწყოს მოღვაწეობა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მეტად რთულ პირობებში ერგო ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფოს მართვა. მას უფალი მეტად სერიოზულ გამოცდას უტარებს. თუ დაინახავს ხელისუფლების თანადგომას, ერი მის გვერდით დადგება, ღმერთს მინდობილი ადამიანი ყოველივეს შეძლებს. თანამემამულენო, ჩვენი ქვეყნის ბედი სასწორზე იწონება. ინტელიგენციის საღ ნაწილთან, ერის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დავადგეთ უფლის ვიწრო გზას და ღვთის შემწეობით ვიხსნათ საქართველო, გადავარჩინოთ ჩვენი სულები!

_ საზოგადოების დიდი ნაწილი დილემის წინაშეა _ გაიკეთოს თუ არა ვაქცინა, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიწვია გარკვეული უკუშედეგი. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ თვალყურს ვადევნებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ვაქცინასა და ვაქცინაციასთან. ძნელი გასარკვევია, ესა თუ ის პრეპარატი რომელი ნივთიერებით არის დამზადებული, მაგრამ ფაქტია: ვაქცინით აცრამ ბევრ ქვეყანაში უარყოფითი თანამდევი მოვლენები გამოიწვია და ადამიანთა გარდაცვალებით დასრულდა. გაურკვეველია, როგორი ხარისხის ვაქცინა შემოიტანეს საქართველოში. საზოგადოება გაორებულია, ვერ გადაუწყვეტია, რა გააკეთოს. კვლავ ვიმეორებ, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია არჩევანში. დრო გვიჩვენებს, ვის რა მიზანი ამოძრავებს _ ადამიანების დახმარება თუ მათი სიცოცხლის ფასად ხელის მოთბობა. ყოველივე მედიცინის მუშაკებმა უნდა გადაწყვიტონ და ხალხი არ გაიმეტონ.

_ მამაო, თქვენი აზრით, როგორ წარიმართება მოვლენები, როგორც მთავრობაში, ასევე საპატრიარქოში?

_ ვიმედოვნებ, ღმერთი არ დაუშვებს საქართველოში კიდევ ერთ სახელმწიფო გადატრიალებას. გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ სამართლიანად ვისჯებით: სასიკვდილოდ გავიმეტეთ საქართველოს ღვთივკურთხეული პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მართლმადიდებლობის დამცველი აკადემიკოსი გურამ შარაძე, რომელიც დავხვრიტეთ. მათი მკვლელები არ გაგვისამართლებია და ამის გამო ვისჯებით. რაც შეეხება საპატრიარქოში შექმნილ ქაოსს, იმედია, ახალი პატრიარქი მიხედავს და დაასრულებს. ილია II მოხუცია და ვერ აკონტროლებს პროცესებს. ყველა თავის ნებაზეა მიშვებული, ერთი აზრი არ სუფევს. ახალი პატრიარქი საღი გონებით, მიზანმიმართულად, სარწმუნოების საკეთილდღეოდ წარმართავს მოვლენებს. გარწმუნებთ, ბნელი ძალები ვერაფერს გახდებიან, რადგან მართლმადიდებლობა საქართველოში ის უძლიერესი ბასტიონია, რომელსაც ვერავინ შეარყევს.

კარვების ბინადართ შევახსენებ: უაზრო, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ პლაკატებს რომ აფრიალებენ, დიდი ილიას სიტყვები წაიკითხონ, იქნებ მაშინ ჩახვდნენ თავიანთი ქმედების აზრს და გონს მოეგონ: საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯუარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ 15 საუკუნეა გულში ჯვრითა და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა…”.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here