Home რუბრიკები საზოგადოება მალხაზ ბახია: საქართველოში უნდა დაფუძნდეს “სახელმწიფო საბჭო” და ამ ორგანიზაციას უნდა შეუერთდეს...

მალხაზ ბახია: საქართველოში უნდა დაფუძნდეს “სახელმწიფო საბჭო” და ამ ორგანიზაციას უნდა შეუერთდეს ჭაჭიას პოლიტიკისა და მისი იდეის გამტარებელი ადამიანები

337

მას შემდეგ, რაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ისედაც ეკონომიკურსოციალურპოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა თავდაყირა დადგა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მანამდეც ნეგატიურად იყო განწყობილიქართული ოცნებისმიმართ, სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისი ჩამოსვლით გამოწვეულმა არეულდარეულობამ დეპრესიაში ჩააგდოგაზეთსაქართველო და მსოფლიოში”, ჩვენდა გასაკვირად, გახშირდა ზარები იმ ადამიანებისა, რომლებსაც სურთ, ამარეულდარეულქართულ პოლიტიკაში ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია გამოჩნდესგვესაუბრება აბაშის რაიონის სოფელ მაიდნის მკვიდრი, ამიერკავკასიის ჯარების გადამდგარი პოლკოვნიკი მალხაზ ბახია.

_ 1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო საქართველოში და შემდეგ შევარდნაძის დამქაშებმა ყველაფერი ეროვნულის მოსპობა გადაწყვიტეს, ჩვენი ქვეყნის საქმე უკან-უკან მიდის, ეს ფაქტია და ამაზე აღარ ვდავობთ.

შევარდნაძის დაწყებული ქვეყნის ნგრევა სააკაშვილმა განაგრძო. ამ უკანასკნელმა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააფუჭა, სისხლში ჩაახშო ეროვნული სულისკვეთება.

საქართველოში არ არსებობს საწარმო, ფაბრიკა, ქარხანაუმუშევრობამ მოიცვა ქვეყანა, შიმშილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლებები, უკვე 30 წელიწადია, ამერიკის მთავრობასთან კეკლუცობის მეტს არაფერს აკეთებენ. კეკლუცობენ იმისთვის, რომ ფული მოიპოვონ და ეს ფული თვითონვე ჩაიჯიბონ. ყველამ კარგად ვიცით, ამერიკა და ევროპა ჩვენი ქვეყნის მმართველებს ფულს ქარხნებისა და ფაბრიკების ასაშენებლად არ აძლევენ. ეს ფული მონობის საფასურია. ამერიკას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი განვითარება, კულტურა, ეროვნული საგანძური და ამას საქართველოშიმოღვაწეამერიკის ელჩები ხან პირდაპირ გვეუბნებიან და ხანაც ირიბად.

ამერიკა-ევროპას არ სურს და საქართველოში აღარ არსებობს მეცნიერებათა აკადემია, გაუქმებულია ასობით კვლევითი ინსტიტუტი, უმაღლეს სასწავლებლებში რას ასწავლიან ახალგაზრდებს, არავინ იცის და, შესაბამისად, ქვეყანასაც დაეტყო უსწავლელი თაობების კვალი. აღარ არსებობს სპორტი, არადა, ქვეყანას თავის დროზე ეს მთავარ პრიორიტეტად ჰქონდა. სკოლა სკოლას აღარ ჰგავს და საბავშვო ბაღი _ საბავშვო ბაღს… დაიქცა ქვეყანა ამერიკაევროპის იმედად

საქართველოში არც ერთი უწყება სათანადო დონეზე არ მუშაობს. თუკი ვინმეს რამე საქმე ჰქონია სამინისტროსთან, სულერთია, რომელთან, ყველა იტყვის, რომ არაკომპეტენტური, საქმის უცოდინარი კადრებითაა დაკომპლექტებულიო; და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, წლებია, გრძელდება. რასაც ახლა ვამბობ არახალია, ყველა ხელისუფლების პრობლემაა.

საშინელებაა, უყურებდე, როგორ იღუპება ქვეყანა და ვერაფერს აკეთებ. მართლა ვერაფერს ვაკეთებთ, არადა, ვუყურებთ, რომ ახალგაზრდები, პლანის მოწევის გარდა, არაფერზე არ ფიქრობენ და საქმეც არა აქვთ.

საშველი რა არის? მე თითქმის ზეპირად ვიცი ქართველი პოლიტიკოსის ალექსანდრე ჭაჭიას ყველა ინტერვიუ თუ გამოსვლა.

შეხედეთ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათი უმეტესობა ხომ დეგენერატია _ პედერასტი, ლესბოსელი, ხეპრე, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ თავიანთი ხალხების ეროვნულ ინტერესებზე. ყველა გაჰყვირის ადამიანის უფლებებზე, თუმცა სულაც არ აინტერესებთ ადამიანის ბუნებრივი, ფუნდამენტური უფლებები _ სიცოცხლის უფლება, შრომის, ჯანდაცვისა და განათლების უფლება, არც ხალხების უფლება, იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების, წესჩვეულებების, აღმსარებლობის შესაბამისად; თავს გვახვევენ ადამიანის უფლებების გაგებას, როგორც ცხოველური ინსტინქტების, ყველაზე ქვენა გრძნობების რეალიზაციას, რომლებსაც მსოფლიოს ყველა რელიგია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, ვინაიდან ცდილობს, იხსნას ადამიანების საზოგადოება გაპირუტყვებისგან. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულღირებულებებს”, დავიღუპებით! ხალხებისთვისევროპული ფასეულობებისნიღბით ამ პირუტყვული ინსტინქტების თავსმოხვევით ძალები, რომლებიც აკონტროლებენ დასავლურ სამყაროს, ზრდიან დეგენერატების თაობას, ქმნიან დეგენერატთა პოლიტიკურ კლასს, რომლისგანაც აყალიბებენ პარტიებს, მთავრობებს, პარალელურად კი ხელში იგდებენ დაქვემდებარებული ქვეყნების რესურსებს. ახალგაზრდებზე დასავლური პროპაგანდის გავლენის სიძლიერე აკრძალვების უარყოფაშია. “ძირს მონობა! ყველაფერი დასაშვებია!” _ გაჰყვირიან ეს პროპაგანდისტები. ეს მოწოდება ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ტრადიციულ საზოგადოებაში ბავშვობიდან ესმით: “ეს არ შეიძლება! ეს აკრძალულია! ეს არ შეეფერება ადამიანს! ეს კაცს არ ეკადრება!”. ტრადიციული საზოგადოება ხომ ადამიანურ მორალზეა აგებული, მორალი კი, ფაქტობრივად, აკრძალვების სისტემაა. და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ: “მორალური ნორმები, ტრადიციები, ადათწესები _ ეს ყველაფერი სისულელეა, ატავიზმი, წარსულის გადმონაშთი! ყველაფერი შეიძლება!”. მორალური ნორმების უარყოფა, ზნეობრივი აკრძალვების გაუქმება ადამიანებს აქცევს პირუტყვებად, რომელთა მართვაც ძალიან ადვილია. ერი ნახირად რომ არ იქცეს, საჭიროა სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს გამხრწნელი გავლენისგან დაიცავს, არ დაუშვებს უზნეობის პროპაგანდას, გარყვნილებას, იზრუნებს ერის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ასეთი სახელმწიფო კოლონია ვერ იქნება,” _ ამბობს ალექსანდრე ჭაჭია.

ქვეყანა ფეხზე რომ დადგეს, უფრო ზუსტად, საქართველოში სიცოცხლე რომ ჩქეფდეს, გლეხებს, მოსამსახურეებს, ხელოსნებსა და, საერთოდ, შრომისა და დასაქმების მსურველ ადამიანებს ცხოვრების სტიმული რომ მიეცეთ, ამისათვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მეზობელ ქვეყანასთან მჭიდრო კომუნიკაცია.

დღემდე ვერ გაიგეს მონადქცეულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ უკვე მთელი ევროპა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება-დათბობას ცდილობს, რადგან ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ორიენტირებულია თავისი მოსახლეობისა და ქვეყნის დაცვაზე, თავს არავის ესხმის, არ სურს ცუდი არავისთვის, უბრალოდ, ვერ იტანს, როცა ერჩიან და თავს იცავს აგრესიისგან. ამერიკა თავდამსხმელი ქვეყანაა, ამერიკა მონებს ეძებს, ეს ასე რომ არ იყოს, რა ჯანდაბა უნდა, აბა, ჩვენგან, ასე შორეულ ამერიკას?!

თუკი რამ სიბინძურე არსებობს, თუკი რამ საძულველი და სამარცხვონო არსებობს, ისეთი სამარცხვინო და საშინელი, ეშმაკსაც რომ გააკვირვებს, ევროპა-ამერიკიდან შემოდის ამ ძირძველ, უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანაში და ეს, წლებია, გრძელდება. გადააგვარეს და გადააჯიშეს თაობები, მოსპეს ახალგაზრდები. ქვეყანა იღუპება, დიდი დროც არ გვაქვს იმისთვის, რომ რაიმე გამოვასწოროთ.

თქვენ მეკითხებით, რისი გაკეთება შეუძლია ალექსანდრე ჭაჭიას, თუკი ქვეყანა დაღუპვის გზაზეაო. გიპასუხებთ: ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია რუსეთთან დაამყაროს ის ურთიერთობა, რომელიც სჭირდება ქვეყანას. ეს არ იქნება რუსეთის მონობა, ეს იქნება ღირსეული პარტნიორობა. ალექსანდრე ჭაჭია სჭირდება ქვეყანას. საქართველოში უნდა დაფუძნდესსახელმწიფო საბჭოდა ამ ორგანიზაციას უნდა შეუერთდეს ჭაჭიას პოლიტიკისა და მისი იდეის გამტარებელი ადამიანები. გაზეთისაქართველო და მსოფლიომთელი თავისი კოლექტივით უნდა იყოსსახელმწიფო საბჭოსშემადგენლობაში.

სამეგრელოში თქვენი გაზეთი პოპულარულია და არა მხოლოდ სამეგრელოში, ურთიერთობა მაქვს თითქმის ყველა კუთხის ღირსეულ, პატრიოტ ადამიანებთან და ყველა ამბობს, რომ “საქართველო და მსოფლიო” არის ერთადერთი გაზეთი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სიმართლე დავინახოთ, სიმართლე ვიცოდეთ; ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. თქვენი გაზეთი მიკერძოებული არ არის, ამიტომ ხალხს უყვარხართ და ფიქრობენ, რომ, თქვენ თუ რაიმე სახელმწიფოებრივ საქმეს ჩაუდგებით სათავეში, ყველაფერი კარგად იქნება.

ალექსანდრე ჭაჭია

ქართულმა ოცნებამდა მისმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოსპო ქვეყანა საბოლოოდ. ისინი გაურიგდნენ ნაცებს, ეს ვითომ ორი პარტია, ერთ პარტიად იქცა. ამერიკამ და ჩვენმა ხელისუფლებებმა ერთობლივად გაგვანადგურესოქროს აკვანშიგამოზრდილი ქართველები.

_ ასეთ ვითარებაში, ასეთ საზოგადოებაში, როგორც თქვენ ამბობთ, “განადგურებულ, გაცამტვერებულ, დაღუპვის პირას მყოფქვეყანაში, რისი გაკეთება შეუძლია ალექსანდრე ჭაჭიას?

_ ძირითადად, სამეგრელოში ვარ, თითქმის ყველა რაიონში მაქვს საქმეც და მყავს ნაცნობებიც… რამდენიმე ხნის წინათ ზუგდიდში ვიყავი, ბაზარში მომიწია შესვლა. ნათქვამია კიდეც: თუკი რაიმე ამბის გაგება გინდა, ან ბაზარში უნდა მოისმინო, ან ორღობეში, ან წყაროს პირასო…” ჩვენი პოლიტიკოსებიც ხომ ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიისას ბაზრებში შესვლას და ხალხის აზრი მოსმენას?! ჰოდა, მეც შევედი ზუგდიდის ბაზარშიროგორც ერთი, ყველა ამბობდა, რომ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ალექსანდრე ჭაჭია.

ალბათ, გაგიკვირდათ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუკი ჩემი თვალითა და ყურით არ დავინახე და მოვისმინე, სხვის ნათქვამსა და გაგონილს არ ვიტყვი ხმამაღლა, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს მოსახელობის დიდ ნაწილს სურს, ალექსანდრე ჭაჭია იხილოს ქართულ პოლიტიკაში.

_ თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ჩანს, რომ, ალექსანდრე ჭაჭია ქართულ პოლიტიკაში თუ გამოჩნდება, ალტერნატივა არ ეყოლება

_ დიახ, მას არ ეყოლება ალტერნატივა და მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორედ ის ნაწილი, რომელიც არჩევნებზე არ დადის და რომლის მოზიდვასაც ასე ძალიან ცდილობენ დღეს მოქმედი პარტიები, ალექსანდრე ჭაჭიას გაჰყვებიან. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სტკივა დაკარგული ტერიტორიები, გულიდან მოწყვეტილი აფხაზეთი და სამაჩაბლო და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ არჩევნებზე არ დადის ხალხი. მიზეზი არჩევნებზე წაუსვლელობისა არის ის, რომ არც ერთ პარტიას, არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია და არ აქვს აფხაზეთში დაბრუნების გეგმა. ეს გეგმა და მისი განხორციელების შესაძლებლობა ალექსანდრე ჭაჭიას აქვს.

ბატონმა ალექსანდრემ დიდი ხნის წინათ თქვა: გალიდან წამოსული ხალხის სასწრაფოდ დაბრუნება საკუთარ სახლებში შესაძლებელია, მაგრამ როგორც ჩანს, არავის აინტერესებს. ის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამას ვითავებთ, თუ ვერ შევასრულებთ დაპირებას, პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე და მზად ვართ, ამისთვის დავისაჯოთ…”

ბატონი ალექსანდრე ეროვნული მოძრაობიდან მოდის. მას უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. დღეს თუკი რომელიმე ქართველზე ვიტყვით, რომ გამოცდილი, მცოდნე და საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსია, ეს ალექსანდრე ჭაჭიაა.

არსაიდან მოსული ხალხი მართავს ჩვენს ქვეყანას. .. შრომის წიგნაკს პარლამენტში ხსნიან, მინისტრის პოსტზე იწყებენმოღვაწეობასდა სწორედ ამან დაღუპა ეს ქვეყანა. ვიღაცამ სადღაც ისწავლა, რეკომენდაციებით ჩამოვიდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრეს ესა და ეს აქა და აქ უნდა დანიშნოო და უსიტყვოდ დანიშნესდაიღუპა ეს ქვეყანა, პირველ რიგში ნეპოტიზმით და მერე _ ამერიკაევროპიდან ხელდასმული ადამიანების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნით.

ალექსანდრე ჭაჭია ამბობს და ხალხიც ეთანხმება: “პარტიული ლიდერები ვერ ახერხებენ სათანადო ავტორიტეტის მოპოვებას ან მალე კარგავენ მას. პარტიები, პარტიული გუნდები ყალიბდება არა ქვეყნის განვითარების იდეების სარეალიზაციოდ, არამედ ადამიანთა ჯგუფის მომგებიანად დასაქმების მიზნით. პოლიტიკა ბიზნესად იქცა, ამიტომაც ჩვენ ხშირად ვხედავთ გარიგებებს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის, ერთი და იმავე სახეების გადასვლას პარტიიდან პარტიაში. ჩვენ ხომ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან ერთმანეთის საწინააღმდეგო დასახელების მქონე ხუთექვს პარტიაში. იდეოლოგიის, სტრატეგიული მიზნების არარსებობამ, პარტიული ლიდერების უპრინციპობამ მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვია. ეს, სხვათა შორის, მათ ნაკლებად აღელვებთ. მათ იციან, რომ შეიძლება შეხვიდე პარლამენტში, თუ ამერიკელებს მოეწონები, და ისინი ხელისუფლებას მითითებას მისცემენ ამა თუ იმ პარტიის შეყვანის თაობაზე. ამიტომ ბოლო წლებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ ამერიკელებისთვის მზადყოფნა და უნარი, შეესრულებინათ მათი მითითებები უკეთ, ვიდრე ამას მოქმედი ხელისუფლება აკეთებს”.

_ სიმართლე გითხრათ, სულ მესმის: “ამ ქვეყანას სტალინი სჭირდება”. თქვენ კი გადაწყვიტეთ, რომ ქვეყანას ალექსანდრე ჭაჭია სჭირდება

_ მე კი არა, ეს ხალხმა გადაწყვიტა… ალექსანდრე ჭაჭია ის კაცია, რომელიც სტალინსაც და ყველას, ვინც სტალინივით სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, პატივს სცემს. ჭაჭიას არ ეშინია სტალინის ხსენების, ჭაჭია ის კაცია, რომელიც ზვიად გამსახურდიასაც დიდებით მოიხსენიებს და უფრო მეტიც, ძეგლი დაუდგა ეროვნული მოძრაობის გმირს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს. ასე რომ, ალექსანდრე ჭაჭია სჭირდება ამ დაღუპვის პირას მდგომ ქვეყანას!

ზუსტად ვიცი, რომ ბატონი ალექსანდრე ამ ქვეყანას ააყვავებს, თან იცით, როგორ? _ ეკონომიკას გააძლიერებს, ფაბრიკაქარხნებს ააშენებს; რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ყველა იმ დარგს გააძლიერებს და ეს მოხდება არა მითოსური ამერიკის, რომელსაც ამდენი წელიწადია, ვეხვეწებით, არამედ მეზობელი რუსეთის ფედერაციის დახმარებით და ისე ღირსეულად, რომ თავმოყვარეობა არ შეგველახება.

ამის მაგალითად მოვიყვან ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვებს: საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც მას ისტორიულად ერგო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ბუნებრივი პირობების, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობის, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის, მენტალობის გამო. საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების _ მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, გრიგორიანობისა და ისლამის ძირითადი განშტოებების _ სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილასამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური არსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შემეცნებისთვისიდეალურ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტები განთავსდებიან”, _ ეს სიტყვები თავმოყვარე ქართველს ეკუთვნის.

ამბობენ, ივანიშვილი “რუსის კაციაო”… კაცის კაცი რა უნდა იყოს და თანაც ძალიან მეეჭვება, უფრო ზუსტად, ვერც ვხედავ ივანიშვილის მცდელობას რუსეთთან, ერთმორწმუნე ერთან, ურთიერთობის მოგვარების. აი, ალექსანდრე ჭაჭია არავის კაცი არ არის. ის საქართველოს კაცია, ნამდვილი, ეროვნული ქართველი კაცია და ზუსტად ვიცი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას ისე დაარეგულირებს, რომ არც ერთი ქართველის თავმოყვარეობა არ შეილახება, მონებად არ ვიქცევით და კაცის კაცები არ გავხდებით.

თქვენთან საუბარს ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვებით დავასრულებ: “თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც არჩევანის უფლება და საშუალება გააჩნია. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ასეთი საშუალება, უნდა გვქონდეს აუცილებელი _ სახლი, სამსახური, ხელფასი, პენსია, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვიყენოთ არჩევანის უფლება. ღარიბი ადამიანი არ შეიძლება იყოს თავისუფალი, იგი ყველაფერზე წავა სამსახურისა და ხელფასის გამო. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მივიღეთ მსოფლიოში მოგზაურობის თავისუფლება. დიახ, ეს თავისუფლებაა, როდესაც შეგიძლია შენი სიამოვნებისთვის წახვიდე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამის საშუალება მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს აქვს, ხოლო როდესაც ერის ნახევარი მიემგზავრება ლუკმაპურის საშოვნელად, ეს თავისუფლება არაა, ეს მონობაა”.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here