Home სხვადასხვა დაიჯესტი მაკრონმა რუსეთთან დიალოგის პერსპექტივაზე ისაუბრა

მაკრონმა რუსეთთან დიალოგის პერსპექტივაზე ისაუბრა

756
მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ “Point”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზსა და მოსკოვს განსხვავებული შეხედულებები აქვთ უკრაინის საკითხზე, მაგრამ არსებობს შეხების წერტილები. ციტატები ინტერვიუდანროიტერმაგამოაქვეყნა:

“საფრანგეთმა გზა მისცა რუსეთისა და საფრანგეთის სამოქალაქო საზოგადოებების დიალოგს, _ განაცხადა მაკრონმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვერსალში 29 მაისს გაიმართა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა შესახებ ორივე ქვეყნის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა: სირიაში ვითარების მოწესრიგება და კლიმატის პოლიტიკა.

“თუ ვლადიმერ პუტინი დამეხმარება, წინ წავიწიო (ქიმიური იარაღისა და ჰუმანიტარულ საკითხებში), ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ შეხების წერტილები”, _ ხაზი გაუსვა საფრანგეთის ლიდერმა.

უფრო ადრე მაკრონს არაერთხელ უთქვამს, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის მხარდაჭერა უკრაინის კრიზისის მოსაწესრიგებლად.

“საფრთხე კარსაა მომდგარი _ ომი ჩვენს კონტინენტზე. სირიაში ომია, მაგრამ ევროპაშიც მოსალოდნელია… საფრანგეთი და გერმანია კვლავაც ძალისხმევას არ დაიშურებენ მინსკის შეთანხმებათა რეალიზაციისთვის”, _ თქვა მან ელისეს სასახლეში ელჩების წინაშე გამოსვლისას. მაკრონმა მხარეებს მოუწოდა, დაიცვან ზავის პირობები, რომელიც დონბასში დაიდო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here