Home სხვადასხვა დაიჯესტი მაკრონი შიშობს, რომ შენგენის ზონა დაიშლება

მაკრონი შიშობს, რომ შენგენის ზონა დაიშლება

992
მაკრონი შიშობს, რომ შენგენის ზონა დაიშლება

Reuters იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები გააფრთხილა შენგენის ზონის დაშლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნები მზად არ იქნებიან სოლიდარობისთვის კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

“ფსონზე დევს ევროპული პროექტის გადარჩენა”, განაცხადა მაკრონმა ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

“რისკი, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით, არის შენგენის ზონის დასასრული”, აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

რაც შეეხება სოლიდარობას, ის არც ადრე ყოფილა და არც ახლა არ არის.

მაკრონი შიშობს, რომ შენგენის ზონა დაიშლება

“იტალიას ხელს არ აძლევს ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებისა და მთავრობების მიერ ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეთანხმებული შემაჯამებელი დოკუმენტი პანდემიასთან ბრძოლის ზომების შესახებ”, იუწყება წყარო იტალიის მთავრობიდან.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის სამიტს არ შეუთანხმებია დოკუმენტი პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის, პირველ რიგში, იტალიისთვის კონკრეტული დახმარების შესახებ. ამის ნაცვლად სამიტმა დაავალა ევროკომისიასა და ევროჯგუფს, 14 დღის განმავლობაში შეიმუშავოს ევროკავშირის ეკონომიკის მხარდაჭერისა და აღდგენის გეგმა კარანტინის გაუქმებისშემდეგ.

რა, როგორ და როდის იქნება შემუშავებული და ვისი ინტერესების გათვალისწინებით, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

vz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here