Home ახალი ამბები მსოფლიო მაკრონი: ნატო აღარ სჭირდება მსოფლიოს!

მაკრონი: ნატო აღარ სჭირდება მსოფლიოს!

548
მაკრონი: ნატო აღარ სჭირდება მსოფლიოს!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 19 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების საკითხების მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო აღარ სჭირდება მსოფლიოს, რადგან ის უკვეარააქტუალური სტრუქტურაა”.

“მიუხედავად იმისა, რომ ვერც რუსეთმა და ვერც დასავლეთმა ბოლომდე ვერ გადახარშეს “კომუნიზმის დასასრული”, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკვე აღარ არის აქტუალური სტრუქტურა”, _ ეს ფრაზა გაისმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბაგეთაგან უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის კონფერენციის მიმდინარეობისას.

“ნატოს შექმნის მომენტიდან დღემდე ნატო ძალიან შეიცვალა”, _ განაცხადა მაკრონმა და ყველას შეახსენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებთან დაპირისპირების მიზნით, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

“ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას იდეოლოგიის ან იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც აღარ არსებობს, ჩვენ ვებრძვით გეოპოლიტიკურ ლოგიკას, რომელიც უკვე აღარ არსებობს და რომელიც განაგრძობს ევროპის დაძაბვას”, _ განაცხადა მაკრონმა, რომელსაც, ამასთანავე, არ დავიწყებია რევერანსი აშშ-ის მიმართ: “მე ევროპის სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ავტონომიას ვიცავ არა იმიტომ, რომ ნატოს წინაამდეგი ვარ ან ეჭვი მეპარება ჩვენს ამერიკელ მეგობრებში, არამედ მდგომარეობის გამო, რომელშიც იმყოფება დღეს მსოფლიო”.

tsargad.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here