მთავარი მსოფლიო მაკრონი მხარს უჭერს პუტინის წინადადებას ევროპაში რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ

მაკრონი მხარს უჭერს პუტინის წინადადებას ევროპაში რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ

349
გააზიარეთ
საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის, განიხილოს რუსეთის წინადადება ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ, _ იუწყება გაზეთი Frankfurter Allgemaine Zeitung-ი, რომელმაც შეისწავლა ელისეს სასახლიდან ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილი წერილი. მეხუთე რესპუბლიკის მეთაურს სურს, გაიმართოს ამ საკითხის არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი განხილვა ყველა იმ სახელმწიფოსთან ერთად, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია აქვთ მოსკოვის მიმართ. ამრიგად, საფრანგეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც დადებითად გამოეხმაურა რუსეთის წინადადებას. 25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ათეულ ქვეყანას, მათ შორის ნატოს წევრებს, შესთავაზა, აეკრძალათ ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების განლაგება. გზავნილში აღნიშნულია, რომ რუსეთი არ განალაგებს რაკეტებს მანამ, სანამ ამას ამერიკის შეერთებული შტატები არ გააკეთებს. ამის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო მოსკოვის წინადადება ზემოაღნიშნული რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ.

საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არის, განიხილოს რუსეთის წინადადება ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ, _ იუწყება გაზეთი Frankfurter Allgemaine Zeitung-, რომელმაც შეისწავლა ელისეს სასახლიდან ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილი წერილი.

მეხუთე რესპუბლიკის მეთაურს სურს, გაიმართოს ამ საკითხის არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი განხილვა ყველა იმ სახელმწიფოსთან ერთად, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია აქვთ მოსკოვის მიმართ.

ამრიგად, საფრანგეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც დადებითად გამოეხმაურა რუსეთის წინადადებას.

25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ათეულ ქვეყანას, მათ შორის ნატოს წევრებს, შესთავაზა, აეკრძალათ ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების განლაგება. გზავნილში აღნიშნულია, რომ რუსეთი არ განალაგებს რაკეტებს მანამ, სანამ ამას ამერიკის შეერთებული შტატები არ გააკეთებს.

ამის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო მოსკოვის წინადადება ზემოაღნიშნული რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here