მთავარი დაიჯესტი მაკრონი: კმარა აშშ-ის ვასალად ყოფნა, ევროპას თავისი არმია უნდა ჰყავდეს!

მაკრონი: კმარა აშშ-ის ვასალად ყოფნა, ევროპას თავისი არმია უნდა ჰყავდეს!

284
გააზიარეთ
მაკრონი

აშშ _ ეს არის ჩვენი ისტორიული მოკავშირე და კვლავაც ასე იქნება. ეს არის მოკავშირე, რომელთანაც ჩვენ ვიღებთ ყველა რისკს განსაკუთრებით რთული ოპერაციების ჩატარებისას, მაგრამ იყო მოკავშირე, არ ნიშნავს, რომ იყო ვასალი”, _ განაცხადა ტელეარხ TF1-ის ეთერში ავიამზიდშარლ დე გოლისბორტზე მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ევროპული არმიის შექმნის პერსპექტივის კომენტირებისას საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედრო სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებზე საფრანგეთის დამოკიდებულებას ბოლო უნდა მოეღოს. მაკრონს მტრები პირდაპირ არ დაუსახელებია, მაგრამ ილაპარაკა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთისა და ჩინეთის ხომალდების ყოფნაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია დამოუკიდებლობა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ყველა სამხედრო შემადგენელში _ ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კოსმოსში. მან აღნიშნა: “ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები, მათ შორის, არც აშშ-ზე. ზოგიერთ სფეროში ჩვენ ძალიან დამოკიდებულები ვართ და ეს კარგი არ არის”.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში რადიო Europe1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: “შეუძლებელია ევროპელების დაცვა, თუ არ შევქმნით ნამდვილ ევროპულ არმიას”… მაკრონის აზრით, ევროპამ თავი თვითონ უნდა დაიცვას. ევროპა დამოკიდებული არ უნდა იყოს ვაშინგტონზე და უნდა შეეძლოს, დაუპირისპირდეს ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-საც კი. ანალოგიურ განცხადებებს მაკრონი აკეთებდა 2018 წლის განმავლობაში. ამავე აზრისაა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ინიციატივას “შეურაცხმყოფელი” უწოდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here