Home ახალი ამბები მსოფლიო მაკრონი: ირანის ატომური შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლა პანდორას ყუთს გახსნის

მაკრონი: ირანის ატომური შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლა პანდორას ყუთს გახსნის

1239
მაკრონი

ირანის შეთანხმებიდან აშშის პოტენციურ გამოსვლას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანულ გამოცემა Der Spiegel განუცხადა, რომ საეჭვოა, ვაშინგტონში მოვლენების ამგვარი განვითარება სურდეთ. აღნიშნული ინტერვიუ გასულ კვირაში გამოქვეყნდა გერმანულ ყოველკვირეულში.

“ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავი ავხადეთ პანდონას ყუთს, ეს შეიძლება ნიშნავდეს ომს, _ იმოწმებს მის სიტყვებს “Der Spiegel”, _ მაგრამ არა მგონია, რომ დონალდ ტრამპს სურს ომი”.

ხელშეკრულება თეირანმა 2015 წელს შეუთანხმა მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და გერმანიას, 2016 წლის იანვარში კი რეალიზაციის სტადიაში შევიდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ირანის საწინააღმდეგოდ მიღებული სანქციების გაუქმებას. სანაცვლოდ თეირანმა ივალდებულა, შეზღუდოს ბირთვული საქმიანობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here