მთავარი სპორტი მაიკლ ჯორდანი _ მისი უჰაეროვნესობა

მაიკლ ჯორდანი _ მისი უჰაეროვნესობა

23
გააზიარეთ

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში (1984-1998) თამაშობდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA-) კლუბჩიკაგო ბულზისშემტევი მცველის პოზიციაზე, NBA- 6-გზისა და ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონია.

ბავშვობა და სიჭაბუკე

მაიკლ ჯორდანი დაიბადა 1963 წლის 17 თებერვალს ნიუ-იორკში. მომავალი ვარსკვლავის ოჯახში 5 ბავშვი იზრდებოდა. მაიკლი ბავშვობაში გატაცებული იყო ბეისბოლით. 12 წლის იყო, როცა სკოლის გუნდთან ერთად უმცროსთა ლიგის გათამაშების ფინალში გავიდა. მალე ჯორდანოების ოჯახი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გადავიდა და მაიკლი კალათბურთმა გაიტაცა. 15 წლის დამწყები კალათბურთელის სიმაღლე 175 სმ იყო, მოგვიანებით კი 198 სმ-ს მიაღწია. ძალიან სწრაფი იყო და გულმოდგინედაც ვარჯიშობდა. შედეგად მათჩენში საშუალოდ 28 ქულას აგროვებდა. პარალელურად დაკავებული იყო ბეისბოლით, მძლეოსნობით, ამერიკული ფეხბურთით. მაიკლის შეუპოვრობამ ნაყოფი გამოიღო და მე-11 კლასში ის სკოლის კალათბურთელთა გუნდში ჩარიცხეს, რომელშიც უკვე თამაშობდა მისი ძმა. ჯორდანმა 23-ე ნომერი აირჩია და ამ ნომრით ითამაშა კარიერის ბოლომდე. 1980 წელს მაიკლი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავე სასწავლებლის კალათბურთის მოთამაშე გახდა.

NEW YORK, UNITED STATES: Chicago Bulls’ Michael Jordan holds up the Most Valuable Player trophy which he earned in leading the Eastern Conference to victory in the NBA All-Star Game at Madison Square Garden 08 February. Jordan won his third MVP award by scoring 23 points as the Eastern Conference All-Stars beat the Western Conference 135-114. AFP PHOTO Tim CLARY (Photo credit should read TIM CLARY/AFP via Getty Images)

კარიერა

ჯორდანმა უნივერსიტეტის გუნდში სამი წლის განმავლობაში ითამაშა და შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდა. შემდეგ აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და 1984 წელს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სწავლის დასრულებამდე 1 წლით ადრე ჯორდანმა უნივერსიტეტი მიატოვა და NBA-ს კლუბ “ჩიკაგო ბულსში” გადავიდა. შეუპოვარი შრომის შედეგად მაიკლმა მალე მოიპოვა კალათბურთის გულშემატკივრების სიყვარული. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან ერთ თვეში ჯორდანი პოპულარული სპორტული ჟურნალის, SPORT ILLUSTRATED-ის, გარეკანზე მოხვდა ამბიციური მინაწერით: “ვარსკვლავი იბადება”. 1984 წელს ჯორდანთან პირველი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა კომპანია Nike-მ _ სპეციალურად ახალგაზრდა კალათბურთელისთვის გამოუშვა სასპორტო ფეხსაცმელი AIR JORDAN-ი “ჩიკაგო ბულზის” ტრადიციულ შავ-წითელ ფერებში.

მაიკლ ჯორდანი MVP-ის 6 ბეჭდით

გუნდის დებიუტანტი NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში სასტარტო ხუთეულში მოხვდა. ამან გაანაწყენა ლიგის ვეტერანები, რომლებიც ბურთს აღარ აძლევდნენ ახალგაზრდა კალათბურთელს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა. ამასთანავე, ის შედეგიანობის მიხედვით მესამე კალათბურთელად გამოცხადდა და ლიგის საუკეთესო მოთამაშეების მეორე ხუთეულში მოხვდა. მაიკლის წყალობით “ჩიკაგო ბულზი” ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად გავიდა პლეი-ოფში. მეორე სეზონში ჯორდანი ტრავმას იშუშებდა, მაგრამ პლეის-ოფერთ- მატჩში 63 (!) ქულის დაგროვება შეძლო.

1989-1990 წლების სეზონში მაიკლი გუნდის კაპიტნად აირჩიეს, გუნდს კი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები შეემატნენ.

გუნდის ახალი მწვრთნელი ფილ ჯექსონი კოლექტიური თამაშის მიმდევარი გახლდათ, მაიკლს კი სურდა, თავისუფალი ყოფილიყო თავის მოქმედებებში. მწვრთნელმა და მოთამაშემ კომპრომისი მოძებნეს და გუნდიც გარდაიქმნა. ჯორდანს პირველად მიანიჭეს ყველაზე ღირებული კალათბურთელის (MVP) ტიტული და ბედნიერებისგან იტირა. მომდევნო სეზონმა ჯორდანს MVP-ის მეორე ტიტული მოუტანა. სპორტსმენმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მუსკულატურა და ახლა შიშის ზარს სცემდა მათ, ვინც ადრე ჩაგრავდა.

მაიკლ ჯორდანმა დიდი კალათბურთი ხელოვნების რანგში აიყვანა. ტრიუკები, რომლებსაც ის აკეთებდა მოედანზე, მაყურებელს აღაფრთოვანებდა, განსაკუთრებით _ ნახტომები, რომელთა გამოც მას ჰაეროვანი მაიკლი შეარქვეს. 1991-1992 წლების სეზონში კალათბურთელმა MVP-ის მესამე ტიტული დაიმსახურა. 1992 წელს მონაწილეობდა ბარსელონაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წელს განაცხადა, რომ თავს ანებებს კალათბურთს, რადგან მისადმი ინტერესი დაკარგა.

კარიერის დასრულების აღსანიშნავად “ჩიკაგო ბულზმა” გადაწყვიტა, ქანდაკება დაედგა სპორტსმენისთვის სტადიონ “იუნაიტედ-ცენტრის” შესასვლელთან.

1994 წლის გაზაფხულზე სპორტსმენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ბეისბოლის კლუბ “ჩიკაგო უაიტ სოკსთან” და ეს ახსნა იმით, რომ მის გარდაცვლილ მამას სურდა, თავისი ვაჟი ბეისბოლის ლიგის მოთამაშედ ეხ-იხილა. მაგრამ მოკლე ხანში, 1995 წელს, კვლავ დაბრუნდა NBA-ში, “ჩიკაგო ბულზში”.

ეს სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა _ გუნდი გათამაშებას ფლეი-ოფში გამოეთიშა. შემდეგ სეზონში კი მაიკლმა უკვე მეოთხედ მოიპოვა ფინალის MVP-ის ტიტული, 1997-1998 წლებში _ მეხუთედ, 1998-1999 წლების სეზონში კი _ მეექვსედ. და ეს საუკეთესო მომენტები იყო მის ცხოვრებაში.

1999 წლის იანვარში ჯორდანმა მეორედ განაცხადა პროფესიონალური სპორტიდან წასვლის შესახებ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა NBA-ში, ოღონდ კლუბ “ვაშინგტონ უაიზარდის” გენერალურ მმართველად და მოთამაშედ. მაიკლმა ამ კლუბში 2 წელიწადი გაატარა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი მაჩვენებლები, NBA-ში დაბრუნების შემდეგ მაიკლ ჯორდანი 40 წლის კალათბურთელთა შორის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ იქცა. მაიკლ ჯორდანი მოედანზე ბოლოს 2003 წელს “ფილადელფია-76”-თან მატჩში გამოვიდა, შეხვედრის ბოლოს მან მაყურებლის 5-წუთიანი ოვაცია დაიმსახურა.

მაიკლ ჯორდანის ბოლო მატჩი

სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ჯორდანი მონაწილეობდა ცნობილი ადამიანების საქველმოქმედო გოლფ-ტურნირებში. შემდეგ ის მოტოსპორტით დაინტერესდა. 2004 წლიდან მფლობელია პროფესიონალური გუნდისა სახელწოდებით “მაიკლ ჯორდანი მოტოსპორტი”. ამასთანავე, მან შექმნა ტანსაცმლის საკუთარი მარკა.

ESPN-ის ექსპერტთა აზრით, მაიკლ ჯორდანი ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია, თვითონ მაიკლი კი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად კობი ბრაიანტს მიიჩნევს.

გულშემატკივრები მაიკლ ჯორდანს “კალათბურთის ღმერთს” უწოდებენ. როლანდ ლაზენბიმ კი თავისი წიგნი ასე დაასათაურა: “მაიკლ ჯორდანი. მისი უჰაეროვნესობა”.

მაიკლ ჯორდანი და ივეტ პრიეტო

პირადი ცხოვრება

ცნობილი კალათბურთელის პირველი რჩეული იყო ხუანიტა ვანოი. წყვილმა 1989 წელს იქორწინა. მათ სამი შვილი ჰყავთ: ჯეფრი მაიკლი, მარკუს ჯეიმსი და ჟასმინი. 2006 წელს ხუანიტა და მაიკლი განქორწინდნენ. ხუანიტამ 168 მლნ დოლარი მიიღო. 2013 წელს კი მაიკლმა იქორწინა კუბელ მოდელ ივეტ პრიეტოზე. გამოცემა “ფორბსის” ექსპერტთა აზრით, მაიკლ ჯორდანი ყველაზე მდიდარი კალათბურთელია მსოფლიოში, მისი ქონება დაახლოებით 2 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

მაიკლ ჯორდანი ხუანიტასთან და შვილებთან ერთად
მაიკლ ჯორდანის სტატუა

მაიკლ ჯორდანის მიღწევები:

* NBA- 6-გზის ჩემპიონი (1991, 1993, 1996, 1997, 1998 წწ.);

* ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1984, 1992 წწ.);

* NBA- 5-გზის MVP.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here