მთავარი დაიჯესტი “მაიდნის პოეტესამ” განაცხადა, რომ გული აუცრუვდა 2014 წლის კიევის მოვლენებზე

“მაიდნის პოეტესამ” განაცხადა, რომ გული აუცრუვდა 2014 წლის კიევის მოვლენებზე

“მაიდანი” იყო შეცდომა. მან ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა”

2610
გააზიარეთ
ევგენია ბილჩენკო

პოეტმა ქალმა ევგენია ბილჩენკომ, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მაიდანზე გამართულ საპროტესტო აქციებში, RT-ს მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გული აუცრუვდა 2014 წლის კიევის მოვლენებზე.

ბილჩენკომ აღიარა, რომ საპროტესტო მოძრაობაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობით დაუკმაყოფილებლობის გამო ჩაება. დღეს კი, მისი აზრით, ვითარება გაუარესდა და დემოკრატიული თავისუფლება უკრაინელებს შეუმცირდა. მაიდნის პრობლემა იყო ის, რომ საპროტესტო აქციაზე გასულ ადამიანებს არ ჰქონდათ სამოქმედო გეგმა. ამის გამო ნაციონალისტურმა ძალებმა, რომლებიც საპროტესტო მოძრაობას მიეკედლნენ, შეძლეს სახალხო აღშფოთების თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოყენება.

“შედეგად მანკიერ წრეში აღმოვჩნდით. ჩვენ ხალხის სასიკეთო განზრახვები გვქონდა, რომლებიც მიითვისეს არა მხოლოდ ნაციონალისტებმა, არამედ ნაციონალისტებისა და ლიბერალების ნაზავმა. დღეს სწორედ ამ სინთეზის წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომ ამჟამად მიმაჩნია, რომ “მაიდანი” იყო შეცდომა. მან ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა”, _ ხაზი გაუსვა ბილჩენკომ.

ბილჩენკომ პოპულარობა მოიხვეჭა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ლექსი _ “ვინ ვარ მე?”, რომელიც ევრომაიდნის მოვლენებს მიეძღვნა, იყო ექსტრემისტული ორგანიზაცია “მარჯვენა სექტორის” მოხალისე. უკრაინული მედია მას “მაიდნის” პოეტს უწოდებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here