Home რუბრიკები საზოგადოება მადლობა ქართველ მედიკოსებს

მადლობა ქართველ მედიკოსებს

224

რადგან წყეული ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ჭეშმარიტად გმირული შემართებით იბრძვიან და წარმატებებსაც აღწევენ

ჩვენ, ამ სამადლობელი წერილის ავტორები, ადრეც კარგად ვხედავდით მედიკოსების შემართებას, მათ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. ისინი, როგორც ფრონტზე ჯარისკაცები, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, ერკინებიან წყეულ ვირუსებს და ამარცხებენ კიდეც. ყოველივე ეს ჩვენ ნათლად ვიხილეთ, როცა, ვირუსებით დაავადებულები, სამკურნალოდ თითქმის ერთდროულად მოვხვდით ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო დავით აღმაშენებლის ქსენონში. აქ მედიკოსებისა და დამხმარე პერსონალის უმაღლესმა პროფესიონალიზმმა, ჩვენ ვიტყოდით, ენციკლოპედიურმა განსწავლულობამ, პაციენტების მიმართ, მკურნალობასთან ერთად, უაღრესად თბილმა დამოკიდებულებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ, პაციენტები, სამკურნალო პრეპარატების გარდა, არანაკლები სიძლიერით ვიკურნებოდით გულისხმიერებით, სითბოთი, შეუნელებელი ყურადღებით. ყოველივე ამის გამო, პაციენტთა თხოვნით, სიმართლის მესაჭე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” დახმარებით, გვინდა, უღრმესი მადლიერება გამოვხატოთ მედიკოსებისა და დამხმარე პერსონალის მისამართით; აი, ისინიც: განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ჯალაღონია, ქალბატონები _ ნატალია თორთლაძე, ნანა ძიძიგური, მაია მაჩიტიძე, ლია ასათიანი, აზა გიგავა, ლელა ჯინჭარაძე, ეკა აფხაძე, თინათინ ასათიანი, მეგი კუპრაძე, მეგი მეფარიშვილი, ბატონი ნიკა ციბაძე.

უღრმესი მადლობა მათ, სიცოცხლის გადარჩენისათვის თავდადებულ მებრძოლებს!

პაციენტთა სახელით:

ზაალ ებანოიძე, პოეტი;

მორის თვალოძე, ბიოლოგიის დოქტორი;

გივი გურეშიძე, ისტორიის დოქტორი, პოლიტოლოგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here