მთავარი საქართველო მაგთიკომის აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

მაგთიკომის აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

398
გააზიარეთ
მაგთიკომი

მაგთიკომი სატარიფო პოლიტიკას ცვლის, თუმცა გარკვეული შესწორებით. კერძოდ, კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 18.02.2019-დან ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას მიიღებთ შეუზღუდავად.

ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში; ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება. ნომრის მომსახურების 180 დღის საფასური _ 1 ლარი. მობილური ქსელების გაძვირებაზე ინფორმაცია 21 იანვარს გავრცელდა. “სილქნეტი” სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავდა. მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ მობილური ქსელების ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ არსებობდა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here