Home ახალი ამბები ლუკ კოფი: საქართველო ნატოს-ს წევრობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დათმობს

ლუკ კოფი: საქართველო ნატოს-ს წევრობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დათმობს

2856

 

ვაშინგტონის Heritage Foundation–ის საგარეო ექსპერტი ლუკ კოფი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე წერს.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ნატო-ს წევრობის საფასურად, დიდი კომპრომისიც უღირთ.

ავტორის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიას გულისხმობს, დროებით არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ ეს საკითხი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდება.

„ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე”, – წერს ლუკ კოფი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე გავრცელდება ნატოს წესდების მეექვსე მუხლის შესწორება. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ანალოგიური შესწორება მიიღეს 1951 წელს, როდესაც ალიანსს საბერძნეთი და თურქეთი შეუერთდნენ.

„ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი ზომა, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება“, – ნათქვამია  Heritage Foundation–ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მომზადებულ ანგარიშში.

პუბლიკაციაში აშკარა აქცენტებია იმაზე, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან სულ უფრო ახლოს არის.

“2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ოკუპაციიდან 20 წელია გასული, ეს თარიღი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც საქართველოს ნატოს წევრობას შეჰპირდნენ.

გარდა ამისა, 2018 წლის ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტი ალიანსს საშუალებას აძლევს, ნატო–საქართველოს ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანოს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს, საქართველო მიიღებს ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, რაც აშშ-საქართველოს ურთიერთობაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია”, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაცია  ორიგინალში, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

https://www.heritage.org/defense/report/nato-membership-georgia-us-and-european-interest

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here