ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, როცა მის ქვეყანაზე დასავლეთისგან შეწყდება წნეხი, ხოლო სუვერენიტეტი გარანტირებული იქნება. ასე უპასუხა ბელარუსის ლიდერმა ტელეარხ “სი–ენ–ენის” ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა რესპუბლიკაში მეორე პრეზიდენტი.
“ვფიცავ, მე არ ვაპირებ პრეზიდენტობას სიკვდილამდე. ვფიცავ! ყველაფერი დამოკიდებული იქნება ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე, თუკი თქვენ, თქვენი პატრონები დასავლეთში, არ ჩაერევით ჩვენს საქმეებში და ჩვენ ვიქნებით მშვიდად და თავდაჯერებით, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, მერწმუნეთ, ყველაფერი უფრო ადრე მოხდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, მაგრამ, თუ თქვენ გაბედავთ, კიდევ ერთხელ, როგორც გასულ წელს, ჩაერიოთ ჩვენს საქმეებში, ძალიან ცუდი იქნება”, _ განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
tass.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ