Home სხვადასხვა დაიჯესტი ლტოლვილმა მუსლიმებმა გერმანიას სახე შეუცვალეს

ლტოლვილმა მუსლიმებმა გერმანიას სახე შეუცვალეს

897
ანგელა მერკელი

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა აღიარა, რომ არ ჰყოფნის წარმოსახვის უნარი ერთ მთავრობაში მწვანეების მხარდამხარ მუშაობის წარმოსადგენად.

პოტენციურ უმცროს პარტნიორებთან მოლაპარაკების დაწყებამდე “ქრისტიან-დემოკრატებმა” ერთმანეთში საერთო ენის გამოსანახავად დიდი დრო და ენერგია დახარჯეს. ამიტომ იყო, რომ ანგელა მერკელის “ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა” და “ბავარიის ქრისტიან-დემოკრატთა კავშირმა”, რომლის ლიდერია ჰორსტ ზეეჰოფერი, დადეს კომპრომისული ხელშეკრულება ლტოლვილების შესახებ. ამ შეთანხმებას გერმანიის მედიამ ფართო რეკლამა გაუკეთა.

ზეეჰოფერმა კოალიციაში მონაწილეობის უპირველეს პირობად წამოაყენა ლტოლვილების მიღების ზემო საზღვრის დაწესება _ 200 ათასი ადამიანი წელიწადში. კომპრომისმა, რომელიც დათქმების მთელი რიგით იყო წარმოდგენილი, ორივე პოლიტიკოსს მისცა საშუალება პოლიტიკური სახის ფორმალურად შესანარჩუნებლად. ექსპერტების აზრით, “კომპრომისული შეთანხმება” იმ ქაღალდის ფასიც არ ღირს, რომელზეც დაწერილია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი შეფასება, რომლის თანახმად, მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომელიც ოჯახების გაერთიანებას გულისხმობს, 2018 წლის დასაწყისისთვის გერმანიაში გადმოსახლდება 280 ათასამდე მიგრანტი სირიიდან და ერაყიდან. ამ სტატუსის გამოყენების უფლება აქვს ლტოლვილების არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებს. 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის ივნისამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ 230 ათასი ასეთი ნებართვა გასცა, მათ შორის, 102 ათასი _ სირიელებისა და ერაყელებისთვის.

გერმანიის ხელისუფლების მიგრაციული პოლიტიკის შედეგად გერმანიაში იცვლება მუსლიმური დიასპორის სტრუქტურა: უწინდელი წარმოდგენა, რომ გერმანელი მუსლიმები არიან თურქები, დღევანდელ რეალობას სრულად არ შეესატყვისება. ოფიციალური მონაცემებით, გერმანელი მუსლიმების უმრავლესობა (2,3 მილიონი ადამიანი) წარმოშობით თურქია; მათ შემდეგ 800 ათასი ახლო აღმოსავლელი მუსლიმია (ძირითადად, არაბები), 500 ათასი მუსლიმი წარმოშობით ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა.

მუსლიმური ფაქტორი სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გერმანიის პარტიების რიტორიკაზე. “ქრისტიან-დემოკრატების” წინასაარჩევნო მიტინგზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას და მეზიერმა განაცხადა, რომ გერმანიაში შეიძლება ოფიციალურად შემოიღონ მუსლიმური დღესასწაული.

Fondsk.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here