Home ახალი ამბები მსოფლიო ლონდონი მდიდარ უცხოელებს მეწველ ძროხებად მიიჩნევს

ლონდონი მდიდარ უცხოელებს მეწველ ძროხებად მიიჩნევს

1141
ლონდონი მდიდარ უცხოელებს მეწველ ძროხებად მიიჩნევს

დასავლეთმა ბევრი წლის წინათგამოათაყვანარუსეთის მოქალაქეები (ყოფილი სსრკისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეებიც), რომლებმაც საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერას უცხოეთში გადახვეწა და იქ ბიზნესის კეთება ამჯობინეს, ახლა კი სურთ, სამშობლოში დაბრუნდნენ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რუსმა დიპლომატმა “ფეისბუკში” დაწერა ზარებზე მავანი შეძლებული რუსებისა, რომელთა შვილებიც ცხოვრობენ ლონდონში. მათ განაცხადეს, რომ სურთ ბავშვების დაბრუნება რუსეთში, რადგან ინგლისში “სამედიცინო დაზღვევა გაუნულეს” და არ არსებობს “არანაირი ვალდებულებები”.

“თქვენ თქვენივე ფულით გამოგათაყვანეს მრავალი წლის განმავლობაში. თქვენ გამოთაყვანდით და ოქროთი იხდიდით გახრწნასა და ილუზიაში, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაგეჭირათ თქვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, – აღნიშნა მარია ზახაროვამ. _ ახლა კი ბევრმა ქვეყანამ, რომლებშიც თქვენ ჩაიტანეთ ფული, შეიძინეთ უძრავი ქონება და ააწყვეთ ბიზნესი, კარზე მიგითითათ. ეს სისასტიკეა სიტყვებით _ “არაფერი პირადული, უბრალოდ, ბიზნესი”.

25 მარტს ერისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბევრ რამესთან ერთად საგადასახადო ცვლილებების შესახებაც ილაპარაკა.

“შემოსავალი და დივიდენდები, რომლებიც უცხოეთში გადის _ ოფშორულ იურისდიქციაში, ადეკვატურად უნდა დაიბეგროს. ამჟამად ეს 2%-ია, არადა, რიგითი მოქალაქეები, მცირე ხელფასიანებიც კი, საშემოსავლოს გადასახადს 13%-ს იხდიან. ეს, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა. ამიტომ მათთვის, ვისაც თავიანთი შემოსავლები საზღვარგარეთ გააქვთ, გადასახადი უნდა იყოს 15%”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ამას დასჭირდება რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს შორის შეთანხმების კორექტირება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. Gmerto cjhven qartvelebs gvekoleba rodesme aseti premierministri tu presidenti?? tavisi samshoblos, rusetis, aseti mosikvarukle adamiani ar hkoliat stalinis shemdeg. chven qartvelebma davagot piri da vukurot sxvebs ikneb lukma gadmogvigdon ara?? magram aci asec agar ikneba.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here