Home ახალი ამბები მსოფლიო ლიტვის კულტურის მინისტრი: 26 წლის განმავლობაში ლიტვაში კულტურა განადგურდა

ლიტვის კულტურის მინისტრი: 26 წლის განმავლობაში ლიტვაში კულტურა განადგურდა

824
ლიანა რუოკიტე-იონსონი

ასე მკვეთრად შეაფასა ლიტვის კულტურის მინისტრმა ლიანა რუოკიტეიონსონმა რადიოსადგურ Ziniu Eadijasის ეთერში გამოსვლისას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, _ იუწყება RuBaltic.

მინისტრმა “აბსურდული დეზინფორმაცია” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მისი უწყების დაფინანსება 18 მილიონი ევროთი შემცირდა. ლიანა რუოკიტე-იონსონმა თქვა, რომ იგი ოპტიმისტია და ქვეყნის მთავრობის ასეთი ქმედების არ სჯერა. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სფერო მინისტრთა კაბინეტის ხუთ პრიორიტეტს შორისია და იგი (მთავრობა) “არ გაწირავს კულტურას”. ამის მიუხედავად, საერთო სიტუაცია მან დაახასიათა, როგორც “ნულოვანი”. “ბოლო 26 წლის განმავლობაში კულტურის სექტორი, სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად განადგურდა. ჩვენ ნულოვან პოზიციაზე ვიმყოფებით. ბევრ პოლიტიკოსს არავითარი კავშირი არ აქვს კულტურასთან”, _ აღნიშნა მინისტრმა. ანუ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რამე თუ არ იღონეს, “ქვეყანა გაქრება პირისაგან მიწისა”. ლიანა რუოკიტე-იონსონის თქმით, “კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ეს კი სკანდალია”.

ცოტა ხნის წინათ ლიტვის მთავრობამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს “ცვლილებების კალათის” შექმნა, რომელიც ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას ერთბაშად რამდენიმე სფეროში.

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი სამინისტროს ხარჯზე შეივსება ეს “კალათა”. კულტურის სამინისტროში შიშობენ, რომ სწორედ მათ შეუმცირებენ დაფინანსებას. კულტურის მოღვაწენი ყველაზე მეტად შეაშფოთა საპარლამენტო ფრაქცია “სამშობლოს კავშირი ლიტვის ქრისტიანი დემოკრატების” დეპუტატის _ ვიტაუტას კიარნაგისის პოზიციამ. ახლახან მან განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ უარი უნდა თქვას 17,5 მილიონ ევროზე თავისი წლიური ბიუჯეტიდან. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო უწყებების ეკონომიის ხარჯზე “გარდაქმნების კალათში ჩაიდება 259 მილიონი ევრო. 2018 წელს უნდა გაიზარდოს თავდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაფინანსება”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here