Home სხვადასხვა დაიჯესტი ლიგურია რეფერენდუმს ამზადებს

ლიგურია რეფერენდუმს ამზადებს

1745
ლიგურია

კიდევ ერთმა იტალიურმა რეგიონმა, რომელიც ანტირუსული სანქციების გამო დაზარალდა,  რომისგან უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოინდომა: იტალიის ლიგურიის ოლქმა, ვენეტოსა და ლომბარდიის კვალზე, შეიძლება ჩაატაროს რეფერენდუმი ავტონომიის საკითხზე.

ეს განუცხადეს “იზვესტიას” პარტიის “ჩრდილოეთის ლიგის” ხელმძღვანელობაში. მათ სურთ, მოიპოვონ მეტი უფლებამოსილება საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. იტალიელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ პანდორას ყუთი ახდილია, რეფერენდუმების აღლუმი მხოლოდ დაიწყო.

რეფერენდუმის ჩატარების იდეა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს იტალიის ჩრდილოეთის ოლქების მოქალაქეთა შორის. “ჩრდილოეთის ლიგის” პრესმდივანმა ჯანლუკა სავოინიმ დააანონსა, რომ პლებისციტი ლიგურიაში მალე გაიმართება. ოლქის მმართველ პარტიასთან “წინ, იტალია” ერთად, ისინი შექმნიან კოალიციას.

ოლქის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფართო დამოუკიდებლობის მინიჭებას მხარს უჭერს. ვენეტოსა და ლომბარდიაში ჩატარებულმა ხმის მიცემამ დაადასტურა ამ კურსის სისწორე.

პრესმდივანმა ისიც თქვა, რომ პარტია “ჩრდილოეთის ლიგას” მხარს უჭერს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობა. ახალი რეფერენდუმის მთავარი ამოცანაა ავტონომიის მოპოვება და რომის პოლიტიკის ბევრი პუნქტის მიმართ სრული უთანხმოების დემონსტრაციაა.

იტალიის კონსტიტუციის 116-ე მუხლი ნებას რთავს რეგიონებს, ცენტრალურ ხელისუფლებას მოსთხოვონ მეტი ავტონომია. ამ უფლებით ახლახან ისარგებლეს ვენეტოსა და ლომბარდიაში. 23 ოქტომბერს იტალიის ამ ყველაზე მდიდარი ოლქების მოსახლეობამ ჩაატარა რეფერენდუმი ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოებისა და მეტი ავტონომიის მოთხოვნით.

ლომბარდია, რომელშიც შედის ქვეყნის ჩრდილოეთის დედაქალაქი მილანი, ვენეტო, ტურისტული ცენტრით _ ვენეციით ყველაზე წარმატებული რაიონებია: მათი ერთობლივი მშპ იტალიის მთელი ეკონომიკის 30 პროცენტს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ აქ გამართულ რეფერენდუმს სერიოზული შედეგები არ მოჰყვა და მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომს მაინც გაუჭირდება იტალიის 15 მილიონი მოქალაქის (რომელიც ფაქტობრივად, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედია) მოთხოვნის იგნორირება. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ხმის მიცემაში მონაწილეთა თითქმის 90-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა მეტი ავტონომიის იდეას.

მეზობელ ლიგურიაში თითქმის იგივე მდგომარეობაა. მდიდარი ოლქი ძალიან დააზარალა ანტირუსულმა სანქციებმა. ლიგურიის ოლქის მმართველობის მინისტრმა ედუარდო რიკსიმ, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე 2017 წლის აპრილში, განაცხადა, რომ გენუას (ლიგურიის დედაქალაქს) სურს, საზღვაო კავშირი დაამყაროს ყირიმთან და, ამასთან ერთად, მოითხოვს რესტრიქციების გაუქმებას, რომლებიც ვნებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

იტალიელი პოლიტოლოგი ჯულიეტა კიეზე მიიჩნევს, რომ ვენეტოსა და ლომბარდიაში გამართული სახალხო არჩევნები და ლიგურიაში პლებისციტისთვის მზადება ამ რიგის ბოლო მოვლენები არ არის. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მომავალი წლის დასაწყისიდანვე ანალოგიური პროცედურები დაიწყება სიცილიაში, სარდინიასა და ტოსკანაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here