მთავარი პოლიტიკა ლიბერასტული მასმედიის ვირეშმაკობანი

ლიბერასტული მასმედიის ვირეშმაკობანი

598
გააზიარეთ
ლიბერასტული მასმედიის ვირეშმაკობანი

წინამდებარე წერილი მნიშვნელოვანწილად თქვენი მონამორჩილის მიერ გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიის (“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვტირი მე”) მთავარი თემის გაგრძელებად შეიძლება მიიჩნიოთ. იმ წერილის მთავარი თემა კი გემახსოვრებათ, რომსაქართველოს პატრიოტთა ალიანსისმიერ 15 სექტემბერს აშშის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია იყო; ამ წერილის შექმნის მიზეზი კი ქართული ლიბერასტული მედიის მიერ ზემოთ ხსენებული აქციის ვირეშმაკულადგაშუქებაა”.

აშშ-ის საელჩო საქართველოში გარკვეულწილად საბჭოთა “ობკომის” მსგავსი რომ არის და აშშ-ის ელჩები საქართველოში “ოკუპანტი” საბჭოეთის ცე-კას მეორე მდივნებს (რომლებიც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში კრემლიდან იყო გამოგზავნილი _ ეროვნებით აუცილებლად რუსი) რომ უფრო ჰგვანან (რომლებიც დღიდან საელჩოს დაარსებისა მეტ-ნაკლებად განაგებდნენ “თავისუფალი” საქართველოს შინაურ საქმეებსა თუ საგარეო პოლიტიკას), ვიდრე “დამოუკიდებელ” საქართველოში გამოგზავნილ “მეგობარი” ქვეყნის დესპანებს, ეს ამბავი, რომ იტყვიან, არახალია. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ პირველ წლებში, ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი რუსეთის ფაქტორის გამო, დღევანდელთან შედარებით უფრო ნაკლებად, ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან (დაჩოქილი და ლამის დაშლილი რუსეთის პირობებში) დღემდე აშშ ერთპიროვნულად განაგებს მის მიერვე კოლონიზებულ საქართველოს, იქამდეც კი, რომ, ხატოვნად თუ ვიტყვით, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაეყარათ ჩაიში, ამასაც აშშ-ის ელჩს ეკითხებოდნენ და ეკითხებიან საქართველოს ხელისუფალნი _ ედუარ შევარდნაძით დაწყებული, ბიძინა ივანიშვილით დასრულებული.

ერთადერთი გამონაკლისი იყო “დინების საწინააღმდეგოდ მცურავი” ზვიად გამსახურდია, რომელიც აშშ-ის მდუმარე თანხმობით მოაშთეს კიდეც საქართველოს ე.წ. შემოქმედებითმა ინტელიგენციამ და ჯაბა იოსელიანის შეიარაღებულმა კრიმინალურმა ბანდამ. მადა ჭამაში მოდისო და, მდუმარე თანხმობა კი არა, აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, რიჩარდ მაილსის, უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით მოუწყვეს ე.წ. ვარდების რევოლუცია ედუარდ შევარდნაძეს და თბილისში ჯორჯ ბუშის მიერ ბაღდადურის ცეკვისა და აშშ-ის ელჩების მასობრივი დაბრმავება-დაყრუების ფონზე საქართველოში სულით ავადმყოფი, სადისტი მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დამყარდა. სააკაშვილის რეჟიმმა მოგვიტანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი; სოხუმ-ცხინვალის უკვე დე იურედაც დაკარგვა; 2011 წლის 26 მაისი; აღარაფერს ვამბობ, პრაქტიკულად, ციხედ ქცეულ საქართველოზე და ამ ციხეში ათასობით ნაწამებ-გაუპატიურებულ-მოკლულ პატიმარზე; ქუჩებში ჩაცხრილულ ახალგაზრდებზე… და ეს კოშმარი, ვინ იცის, იქნებ 9 წელიწადზე მეტ ხანსაც გაგრძელებულიყო, რომ არა იმხანად “წინააღმდეგობის მოძრაობის” (დღეს “პატრიოტთა ალიანსი”) მიერ მოპოვებული და გამომზეურებული ე.წ. ციხის სკანდალური კადრები. სწორედ ამ კადრებმა განაპირობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის” მარცხი, მიუხედავად მიშ-ნაცების ყოვლისშემძლე მფარველის _ აშშ-ის საელჩოს ძალისხმევისა. ე.წ. ციხის კადრებმა ქართველი ერის ისეთი ძალისა და მასშტაბის აღშფოთება გამოიწვია, რომ აშშ მიხვდა, _ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა დიდ სისხლისღვრას ნიშნავდა და ამიტომ აშშ-ის საელჩომ აღიარა “ნაციონალური მოძრაობის” მარცხი, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ ნაცები ე.წ. კოაბიტაციის “შემოგდებით” სრულ პოლიტიკურ (იქნებ, ფიზიკურსაც) განადგურებას გადაარჩინა… სწორედ ავადსახსენებელი კოაბიტაცის გამოა, რაც დღეს გვჭირს _ აშშისა და, საზოგადოდ, დასავლეთის მიერკულტივირებულიკოაბიტაცია არა თუ მხსნელად მოევლინათ, არამედ პოლიტიკურ საფლავში მწოლიარე ნაცები, რომლებსაცმიწის მიყრაღა აკლდათ”, ნელნელა მოღონიერდნენ და აქეთ გვემუქრებიან კონტრრევოლუციით.

სწორედ ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ) თქვენმა მონა-მორჩილმა ჯერ კიდევ 2015 წლის 22 სექტემბერს თბილისში, რიყეზე აშშ-ის ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, ცნობილ ძეგლთან მოვაწყვე საპროტესტო აქცია-პერფორმანსი _ აშშ-ის პრეზიდენტის (რომელსაც პიროვნულად არაფერს ვერჩოდი და ახლაც არაფერს ვერჩი) ძეგლი პროტესტის ნიშნად თეთრად შევღებე. ამ სიმბოლური აქტით სწორედ ზემოხსენებული ჩაისა და შაქრის ამბავი გავაპროტესტე. მსგავსი ქმედება ან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ან ფულად ჯარიმას და მეგონა, თვით ფაქტი მედია-ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ აი აქ შევეჩეხე მედიის ვირეშმაკობას. რიყის პარკის დაცვის წევრს, რომელსაც ჩემი “მალიარობა” არ დაუნახავს, თვითონ ვაუწყე მომხდარის შესახებ. უნდა გენახათ მისი დაბნეული გამომეტყველება. სახეზე “ეწერა” _ “გაკრასკე? ჰოდა, წადი რაღა! ახლა რა ვქნა, ხომ დავკარგავ სამსახურს?!” ვუთხარი, რაც უნდა გაეკეთებინა _ პატრული გამოვაძახებინე; ერთბაშად სამი ეკიპაჟი მოვარდა. ახლა მათი სახეები უნდა გენახათ _ სასამართლოში დარეკეს და იქიდან ელოდნენ პასუხს, რომელ საათზე გამასამართლებდნენ(?!). ამ ლოდინში 3-4 საათი გავიდა. ბოლოს ვიღაცამ (ჩემი აზრით, სუსიდან) დარეკა და იქვე, მოპირდაპირე მხარეს ამიყვანეს გამომძიებელთან (პატარა გოგონა იყო) დაკითხვაზე და ახლა იქ დაიწყო აბსურდის მეორე განყოფილება _ ვცდილობდი, როგორმე სასამართლოს წინაშე წარვმდგარიყავი, ის პატარა გოგონა კი პირიქით _ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და ბოლოს გაიტანა კიდეც თავისი _ არც დამაპატიმრეს და არც დამაჯარიმეს. რატომ? ამას მოგვიანებით მივხვდი _ სასამართლოს ნებისმიერი განაჩენი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგანაც დამაჯარიმებდნენ თუ დამაპატიმრებდნენ, ორივე შემთხვევაში უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, რომელსაც ჩემი კოლეგა ჟურნალისტები დაესწრებოდნენ. ეს ერთი. მეორე და მთავარი _ როგორც განსასჯელი, ბოლო სიტყვის უფლებას იმისთვის გამოვიყენებდი, რომ ხმამაღლა განმეცხადებინა კოაბიტაციისა და ჩაიში შაქრის ჩაყრის შესახებ. აი რატომაც არ შედგა სასამართლო, მაგრამ მასმედია? ვინმე დაიჯერებს, რომ “რუსთავი 2”-მა, გნებავთ, ინგა გრიგოლიამ ვერ გაიგო ჩემ მიერ მისტერ რეიგანის “შეურაცხყოფის” შესახებ?

არც ერთმა ტელევიზიამ, “ობიექტივის” გარდა, გაზეთებიდან კი “საქართველო და მსოფლიოსა” და “ასავალ-დასავალის” გარდა, არავინ გააშუქა ჩემი “თავხედობა”… აი, ახლა კი მივადექი წინამდებარე წერილის მთავარ სათქმელს:

პოსტსაბჭოთა სივრცეში არსად გამართულა ისეთი მასშტაბური საპროტესტო აქცია აშშ-ის საელჩოსთან, როგორიც 15 სექტემბერს თბილისში გაიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, “პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქციას თამამად შეიძლება ვუწოდოთ უპრეცედენტო და, თუ მონაწილეთა რაოდენობასაც გავითვალისწინებთ _ 15 ათასს, გრანდიოზულიც. გავკადნიერდები და თავს უფლებას მივცემ, პარალელი გავავლო ჩემ მიერ გამართულ 4 წლისწინანდელ პერფორმანსსა დაპატრიოტთა ალიანსისმიერ ორგანიზებულ აქციას შორის _ ორივე აქცია მასშტაბით განსხვავდება, თორემ სულისკვეთება, გნებავთ, შინაარსი, ორივეს ერთნაირი აქვს _ არ გვინდა კოაბიტაცია, არ გვინდა ამერიკის დირექტორობა და ..

ჩემი არ იყოს, “პატრიოტთა ალიანსიც” მედიის ვირეშმაკობის მსხვერპლი აღმოჩნდა. მართალია, აქციის სრული იგნორირება ვერ გაბედეს (როგორი “ნიჭიერი” ოპერატორებიც უნდა ჰყავდეთ ლიბერასტულ ტელევიზიებს, 15 ათასი კაცის დამალვა შეუძლებელია), სამაგიეროდ, “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა”, ინგა გრიგოლიამ თუ ვახო სანაიამ, გიორგი გაბუნიამ თუ ეკა კვესიტაძემ ვირეშმაკობას მიმართეს და “პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე სრულფორმატიანი თოკ-შოუ არ გააკეთეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავს “რეაქციაში” ორივე მხარე უნდა მიიწვიო და მხოლოდ ირმა ინაშვილი დადებდა ბეჭებზე ზემოთ ჩამოთვლილ ლიბერასტებს ნებისმიერ სტუდიაში. ამიტომაც ამ მიშას ჯიბის ჟურნალისტებმა “ვანოს შოუში” სუკისნომრიანი აგენტის, ლევან ბერძენიშვილის, უნიჭო ღადაობა არჩიეს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს…

მინდა, მკითხველს შევახსენო ჩემი წინა სტატიიდან ეპიზოდი ირმა ინაშვილისთვის მოულოდნელი მხარდაჭერის შესახებ, რომელიც 10 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე ტურებით სავსე დარბაზში აღმოუჩინა პრეზიდენტ ტრამპის მიერ თბილისში წარმოგზავნილმა უცნობმა ქართველმა _ როგორც ჩანს, დასავლეთში და, კერძოდ, ამერიკაში ნეოლიბერასტებსა და ნეოკონსერვატორებს შორის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ვინ _ ვის: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრენი, რომელთა რიგებს დონალდ ტრამპიც მიეკუთვნება, თუ .. ქორები, რომლებიც პენტაგონსა თუ სენატკონგრესში უმრავლესობაში არიან?! ანალიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის ალბათობაზე დღეს უკვე სერიოზულად ლაპარაკობენ. რა, ერთი და ორი პრეზიდენტი “გაუგორებიათ” იანკებს?!

პენტაგონის ზოგიერთი გენერალი კი სერიოზულად განიხილავს რუსეთზე ბირთვული დარტყმის შესაძლო ვარიანტებს. აქედან გამომდინარე, ის, რაც პატარა საქართველოში დღეს ხდება, ზემოხსენებული დაპირისპირების ოდნავ სახეცვლილი მინი-მოდელია. ჩვენთანაც ასეა: ვინ _ ვის: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეპატრიოტთა ალიანსითუ სააკაშვილბოკერიები, არასამთავრობო სექტორი და ვირეშმაკა მედია, რომელთა მიზანი საქართველოს ნატოში ნებისმიერ ფასად, თუნდაც ახალი ტერიტორიების დაკარგვის ფასად ინტეგრაციაა? ამ ჭიდილშიპატრიოტთა ალიანსისმიერ დეკლარირებული .. სამხედრო მიუმხრობლობა ხვალ შეიძლება საკმარისი აღარ იქნეს და პირიქით _ სამხედროპოლიტიკური მხარდამჭერის ძიება შეიძლება იყოს საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა.

გაქაჩავს “პატრიოტთა ალიანსი” ამდენს? ამას დრო გვიჩვენებს…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. 20 სექტემბერს სად იყვნენ და რატომ მიიღეს სკოლაში მომავალითაობების დამანგრეველი კანონი!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here