Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალური ტოტალიტარიზმი

ლიბერალური ტოტალიტარიზმი

1700
ლიბერალური ტოტალიტარიზმი

გასულ კვირაში .. აგრესიულმა ლიბერალებმა ქართველ საზოგადოებას აქტიურად შეუტიეს. ყველაფერი კი ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის, წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ დაიწყო. მას სექსუალურ შევიწროებაში საკმაოდ ბევრი ადამიანი სდებს ბრალს.

ჰარვი ვაინშტაინის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ ბევრი ცნობილი ადამიანი ე.წ. ქამინგაუტით გამოვიდა და თავისი გადახრების შესახებ განაცხადა.

ყველას, ცხადია, არ ჩამოვთვლი და არც მათი ცოდვების შესახებ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მოძალადეთა და ძალადობის მსხვერპლთა შორის კევინ სპეისი, დასტინ ჰოფმანი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომიც აღმოჩნდნენ.

მსახიობ ალისა მილანოს მიერ სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც ჰეშთეგ #MeToo (“მეც”)-თი ვრცელდება, ჩაერთო უამრავი ადამიანი, რომლებიც თავსგადახდენილ ამბებს მსოფლიოს უზიარებენ. მათ აღიარებებს, ე.წ. უფლებადამცველების აღფრთოვანებული შეძახილების გარდა, ნორმალური უმრავლესობის შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა. მაგალითად, კევინ სპეისს სერიალში მთავარი როლი აღარ შეასრულებინეს და სტუდენტებმაც მის ლექციებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ ეს ფაქტები ქართულ მედიაში არ გახმაურებულა.

გარკვეული ნაწილი ქართველი “ცნობადებისა”, რომელთა ცხოვრების არსი ნებისმიერი ხერხით საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა, არ ჩამორჩნენ “მოდას” და სხვადასხვა ტელეშოუსა თუ ელექტრონულ გამოცემაში “მკაცრად გაილაშქრეს” ე.წ. მოძალადეების წინააღმდეგ. მათაც “მოახდინეს ქამინგ აუტი” და ბევრი “აღიარებითი ჩვენებაც” გაავრცელეს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა.

ამის დამადასტურებელი კი არის ის, რომ არც ერთ მათგანს, თათია სამხარაძის გარდა, რომელმაც შალვა რამიშვილს უჩივლა, კონკრეტული გვარ-სახელები არ დაუსახელებია. ისინი მხოლოდ იმ მცირე “ისტორიებით” შემოიფარგლნენ, რომელთა მსგავსი ინტერნეტსივრცეში უამრავია.

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თანამდებობის პირ მამაკაცთა მხრიდან ძალადობაზე “მოქვითინე ცნობადების” უმრავლესობა თვითონ ახორციელებდა ძალადობას სხვადასხვა სექსისტური მეთოდით, რათა გარკვეული “წარმატებისთვის” მიეღწია.

ცხადია, ნებისმიერი ძალადობა საშინელებაა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღიკვეთოს, მაგრამ ამ ყველაფერმა საკმაოდ ორგანიზებული, მიზანმიმართული და ფორსირებული ხასიათი მიიღო. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს კამპანია მართულია და იმ ძალებმა დაიწყეს, რომლებიც არანორმალური ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ნამდვილი ფასეულობების წაშლას ცდილობენ.

ასევე მთავარია საკითხი: ვინ მოუწოდებს ადამიანებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. უცხოელებზე არაფერს ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვერაფრით მივიღებ მოწოდებას ნანუკა ჟორჟოლიანისგან, რომელმაც ტელეფონზე შეცდომით დარეკვის გამო მეუღლის ზონდერებს ახალგაზრდა მამაკაცები აწამებინა. ვერ მივიღებ ტოლერანტობისკენ მოწოდებას იმ ადამიანისგან, რომელიც თვითონ აწამებდა (მაგალითისთვის სულხან მოლაშვილის მიერ მის წამებაში დადანაშაულებული გიგა ბოკერიაც კმარა), “აპრავებდა” იმ ბოროტებას, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო გამეფებული (ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე). ვერ მივიღებ ნიკა გვარამიასგან, რომლის “მოღვაწეობა” გენერალური პროკურორის მოადგილეობისას ყველასთვის ცნობილია.

ვერ მივიღებ ვერანაირ დამუნათებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს პირდაპირ ძალადობენ ხალხის ცნობიერებაზე და თავიანთი აგრესიული მოწოდებებით ცდილობენ, მახინჯი ფორმით წარმოადგინონ ადამიანის უმთავრესი უფლება _ სწამდეს უფალი და ცხოვრობდეს იმ კანონებით, რომლებიც უზენაესმა დაადგინა, უყვარდეს, იბრძოდეს, შრომობდეს სამშობლოსა და ოჯახის საკეთილდღეოდ და არა ცხოველური ინსტინქტების სადიდებლად.

ეს აგრესიული ლიბერალები საქართველოს მოსახლეობას ორ ფრონტზე უტევენ. ეს არის ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია და სექსუალური თავისუფლება.

უტევენ, რადგან იციან, რომ ესთავისუფლებებიიწვევს ადამიანის დაცემას, მის მოწყვეტას საზოგადოებისგან, ანგრევს ოჯახს, მეგობრობას, სიყვარულს. სწორედ ამიტომ ცდილობენ, კარგადშეფუთონეს სწრაფი მოქმედების ნაღმები და ახალგაზრდებში გაავრცელონ.

ნარკომანიისა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის, ამ საშინელი ბოროტების შეფუთვა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის, “კლუბური ნარკოტიკის” და ა.შ. სახელით, არის “წამლის ბარიგობის” გამართლება და მას ისეთი საშინელი შედეგები მოსდევს, როგორიც ამ ზაფხულს თაღლითი გიორგი სიგუას მიერ ე.წ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “ჯემ ფესტზის” ჩატარებას მოჰყვა.

რაც შეეხება ძალადობის დაგმობის ეგიდით “პიდარასტების” გაპრავების შეფუთვას, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან დამაფიქრებელია არჩევნების შემდეგ .. აგრესიული ლიბერალების ასეთი გააქტიურება.

მიზანი, ფაქტობრივად, გაცხადდა: ხალხის გაღიზიანებით სურთ, გამოიწვიონ პროვოკაცია, რომლის საბოლოო მიზანი დესტაბილიზაცია და სწორად მოაზროვნე ხალხისთვის სხვადასხვა ფორმით ზიანის მიყენებაა.

პროპაგანდისტული შეტევის ასე ფორსირებულად განხორციელება, სავარაუდოდ, “თავისუფლების ინსტიტუტის” პარტიულ ფრთას შეეძლო, რომელიც სრულად იყენებს მის კონტროლს დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებს. ამ საკითხით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, რათა ეროვნული ფასეულობების მოწინააღმდეგეებს არ მიეცეთ ბინძური გეგმის განხორციელების საშუალება.

საზოგადოების პოლარიზება ნათლად ჩანს იმ რეაქციებიდან, რომლებიც ამა თუ იმ საპროტესტო აქციასა თუ ტელეგადაცემას მოსდევს. უარყოფითი დამოკიდებულების არც ისე კორექტული ფორმით გამოხატვის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ აგრესიული ლიბერალები, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ ტელესივრცეს და ეწევიან თავიანთი ბინძური აზრების პროპაგანდას. ნორმალურად მოაზროვნე ნაწილს კი, ფაქტობრივად, ხელი არ მიუწვდება მსგავს გადაცემებზე და ამიტომ აგრესიული ლიბერალები ღირსეულ პასუხს ვერ იღებენ, რაც საზოგადოების გაღიზიანებს იწვევს.

ამ თემებზე კომენტარს ძალიან ვერიდებოდი, მაგრამ დღეს აუცილებლად ვთვლი, ჩემი მოსაზრება გამოვხატო.

ეს თემებია:

1.ჩარევა ჟურნალიტურ საქმიანობაში;

2.ამა თუ იმ საპროტესტო აქციის კრიტიკა.

კარგად მესმის იმ მკითხველისა თუ მაყურებლის, რომელიც თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ამა თუ იმ გადაცემის ან სტატიის მიმართ. მესმის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიზებულია და ადამიანებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული თვალსაზრისი სხვადასხვა რესპონდენტის მიმართ. აქვთ პოლარიზებული დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მოღვაწეობის მიმართ და, ბუნებრივია, სურთ, თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გაასაჯაროონ, რისთვისაც სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა.

მინდა, ჯერ როგორც მოქალაქემ და შემდეგ ჟურნალისტმა, განვაცხადო, რომ ჟურნალისტებსაც გვაქვს შეფასებები რესპონდენტების მიმართ, მაგრამ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ვალდებულნი, ვიმეორებ, ვალდებულნი ვართ, საზოგადოებას მივცეთ საშუალება, თვითონ წაიკითხოს, უყუროს, უსმინოს იმ მომენტისთვის ყველაზე აქტუალური საკითხის შეფასებას, როგორც თემაში ჩართული ადამიანების მხრიდან, ასევე საზოგადოების გარკვეული წევრების მხრიდანაც.

კი ბატონო, გეთანხმებით, რომ გარკვეულწილად გვეტყობა ჩვენი სიმპათია-ანტიპათია რესპონდენტების მიმართ, მაგრამ იმ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, ბოლომდე გამოხატონ თავიანთი აზრი, ხოლო თქვენ გაძლევთ საშუალებას, გამოიტანოთ დასკვნები.

დარწმუნებული ვარ, კარგად მიხვდით იმას, რისი თქმაც მინდა და სწორად შეაფასებთ, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ფრაზები; “ნუ წერ ამ თემაზე”, “ნუ მოგყავს სტუმრად” ესა თუ ის ადამიანი, “ნუ აშუქებ ამ თემას”. მერწმუნეთ, ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ექიმს უთხრა, ამას არ უმკურნალო, ან ადვოკატს _ ნუ იცავ ამა თუ იმ პიროვნებასო.

ჩვენთვის და ჩვენი პროფესიისთვის გაცილებით უკეთესია, გვითხრათ არა ის, რაზეც ზემოთ ვწერდი, არამედ ის, რა გამოგვრჩა მასალაში ან გადაცემაში. გვითხრათ ის ნიუანსები, რომლებზეც აჯობებდა ყურადღების გამახვილება.

ანალოგიური მდგომარეობაა აქციების მიმართაც. ხშირად მამუნათებენ, რომ ხანდახან ვესწრები აქციას, რომელიც არ მოსწონთ იმის გამო, რომ მასში მონაწილეობენ მათთვის მიუღებელი ადამიანები ან გაისმის მოწოდებები, რომელთა ნაწილიც მიუღებელია. პირდაპირ ვიტყვი, რომ იქ ზოგიერთ პიროვნებასთან ერთად ჩემი პირადი მეგობრებიც არიან და გაისმის ის მოწოდებები, რომელთა ნაწილი მისაღებია. და კიდევ _ ვესწრები აქციას თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ დროს ვმუშაობ _ ვაგროვებ მასალას სტატიისთვის.

არავის არაფერს მოვუწოდებ, რადგან ვიცი, სრულად არაფერი შეიცვლება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად აღიქვამს ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ. ასევე მინდა, ყველას _ პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს და ა.შ., ვისაც რეალურად სურს თავისი აზრის გამოხატვა, მოვუწოდო: ნუ გახდებიან იმ ტელეგადაცემების მძევალნი, რომლებიც თავიდანვე ფაქტების დამახინჯებაზე არიან ორიენტირებულნი.

მერწმუნეთ, ბეჭდური მედია, ფაქტობრივად, თავისუფალია აგრესიული ლიბერალების გავლენისგან და რომელიმე შოუში ნასროლ ლოზუნგს, რომელიც ოპონენტების მიერ მყისვე იხშობა, საგაზეთო სტატიაში მოსაზრებების მკაფიოდ ჩამოყალიბება სჯობს.

ბუნებრივია, ხელისუფლება აქტიურად, ანუ მათთვის შესაძლებელი ღონისძიებების დონეზე, პოლიციის მიერ “პიდარასტების” მასობრივი დაპატიმრება იქნება თუ მკვეთრი საკანონმდებლო ცვლილებები, ვერ და არ ჩაერთვება.

არ მოხდება (და არც უნდა მოხდეს) ნამდვილი დემოკრატიული ფასეულობების გადახედვა, ანუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიზღუდოს ნარკომანიისა და არატრადიციული ორიენტაციის აგრესიული ფორმებით პროპაგანდა, უნდა დადგინდეს საზღვრები ლიბერალიზმსა და აგრესიას შორის.

სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ მმართველმა ძალამ თავის დროზე ზუსტი პრიორიტეტი ვერ (ხაზს ვუსვამ _ ვერ!) აირჩია.

დღეს უმთავრესი პრიორიტეტი, ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია და ასეთ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომელ ძალას დაეყრდნობა ხელისუფლება _ სიაბანდ ცივილურს თუ ეროვნული და ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებს მიმდევარს.

წერილი კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის ამონარიდით მინდა დავასრულო: ჩვენ შევაჩერებთ ქრისტიანულ ფასეულობებზე შეტევას. ჩვენ ვბლოკავთ შეტევებს იუდეურქრისტიანულ ფასეულობებზე”.

ტრამპმა კიდევ ერთხელ შეუტია ბოლო წლებში აშშ-ში ლიბერალური პოლიტკორექტულობის გავლენით დამკვიდრებულ მოცემულობას, როცა საზოგადოების ნაწილი იყენებდა გამოთქმას “ბედნიერ შობას გისურვებთ!” და მის ნაცვლად ერთმანეთს ბედნიერ არდადეგებს უსურვებდა.

ისინი აღარ იყენებენ სიტყვა შობას, რადგან ეს პოლიტიკურად კორექტული არ არის. ჩვენ კვლავ ვამბობთ: ბედნიერ შობას გისურვებთ!” _ განაცხადა ტრამპმა.

მგონი, კომენტარი ზედმეტია.

გია გაბრიჭიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here