Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალიზმი, მართლმადიდებლობა და ქართული დემოკრატია

ლიბერალიზმი, მართლმადიდებლობა და ქართული დემოკრატია

946
ირაკლი უბილავა

ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაციის პირობებში მართვა ხორციელდება არა პოლიტიკური ინსტიტუციების მეშვეობით, არამედ პერსონალურად, საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ლიდერის ნებასურვილის შესაბამისად.

ქართველი საზოგადოებაც, დასავლური საზოგადოებისგან განსხვავებით, თავისი კოლექტივისტური ბუნებიდან და პატრიარქალურობიდან გამომდინარე, აქცენტს ძლიერ, ქარიზმულ ლიდერზე აკეთებს. ამიტომ, საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ბოლო წლების განამვლობაში _ თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებიდან დღემდე, მმართველობის ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში (მთლიანობაში 8-9 წელს მოიცავს) ქართველი ხალხი მაქსიმალური ძალაუფლებით აღჭურვავდა თითოეულ პოლიტიკურ ლიდერს. ეს ლიდერი, მისი ძალაუფლების შემაკავებელი ფაქტორის არარსებობის პირობებში, “ირყვნებოდა”, უჩნდებოდა კანონზე მაღლა დგომის ამბიცია და მისი მოღვაწეობა ორინეტირებული იყო მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციაზე, შენარჩუნებასა და პირად გამდიდრებაზე. სწორედ მოცემული გარემოების გათვალისწინებით, აღნიშნული მმართველობითი ციკლის დასრულებისა და ახლის დადგომის პერიოდში არსებული პოლიტიკური ლიდერის და მასთან აფილირებული ელიტის ჩანაცვლება ხდებოდარევოლუციურიან მასთან მიახლოებული პროცესებით, რითაც პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება უბრუნდებოდა მის საწყის მდგომარეობას. დღესაც ზუსტად იგივე მეორდება _ დღევანდელი ხელისუფლების გადარჩევისა და ახლის არჩევის შემთხვევაშიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. აი, ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს საქართველო და ქართველი ხალხი ორ ათეულ წელზე მეტია.

ქართული ტრადიციულკოლექტივისტური საზოგადოებისა და დასავლური ლიბერალურინდივიდუალისტური საზოგადოებების სოციალური ორგანიზების ობიექტური, სოციოლოგიურკულტუროლოგიური ანალიზი ცხადყოფს: სოციოკულტურული ფუნქციონირების არც ერთი სფერო არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში შესაძლებელი იყოს მმართველობის ლიბერალურ დემოკრატიულიპოლიარქიული სისტემის დანერგვა.

მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ქართველებმა, რომ დემოკრატიული მმართველობის ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც, ინგლისელ სოციოლოგ .ფილდის თქმით, “უზრუნველყოფს მოსახლეობის დიდი მასის ეფექტიან ზემოქმედებას მმართველობის პროცესზე”?

როგორც საქართველოს უახლესმა პოლიტიკურმა ისტორიამ გვიჩვენა, ტრადიციულკოლექტივისტურ და პატრიარქალურ საზოგადოებაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ლიბერალური მოდელის დანერგვის მცდელობამ ვერ გაამართლა. შესაბამისად, ქართველმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს დემოკრატიის იმ მოდელის შემუშავებასა და პრაქტიკაში რეალიზაციაზე, რომელიც მისაღები იქნებოდა საზოგადოებრივი მოწყობის, კოლექტივისტური სოციალური ფორმებისთვის. ამ მხრივ საყურადღებოა პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური პროექტი საქართველოში მმართველობის დემოკრატიული სისტემის დანერგვის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტივისტური, პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატიული მმართველობითი სისტემების ერთგვარ სინთეზს. ალექსანდრე ჭაჭია, თავისი კონცეფციის მიხედვით, რომელსაც იგი გადმოსცემს ერთერთ საგაზეთო პუბლიკაციაში, საზოგადოებას სთავაზობს სახელისუფლო ელიტის წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებას. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: “…კანონი უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ყოველი მორიგი არჩევნების დროს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იქნება პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გასული მოღვაწეობის შეფასების საკითხიცთუ ამომრჩეველთა ორი მესამედი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმიანობას უარყოფითად შეაფასებს, მაშინ ყველა ეს მოღვაწე დაპატიმრებული უნდა იქნას იმავე ვადით, რა ვადითაც ისინი ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, ქონების კონფისკაციით. ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებისკენ ლტოლვა განპირობებული იქნება არა პირადი გამდიდრების სურვილით, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით. ქვეყნის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდებიან არა თაღლითები, არამედ კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის განვითარება და მზად არიან, თავიანთ საქმიანობაზე პასუხი აგონ”.

შეფასებითი დემოკრატიის აღნიშნული კონცეფციით, თითოეულ ამომრჩეველს მიეცემა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება არსებული ხელისუფლების მიმართ, ხოლო მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ჯამი საბოლოოდ გამოავლენს ერის, საზოგადოების უმრავლესობის კოლექტიურ ნებას. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, გაზრდის სახელისუფლო პოზიციების მქონე პოლიტიკური ლიდერისა და მმართველი ელიტის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ, დემოკრატიული სისტემის მოცემული მოდელის მიხედვით, არაკონკურენტუნარიან პოლიტიკურ გარემოში საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირდაპირი დემოკრატიის ფორმების გამოყენებით, უშუალოდ გააკონტროლონ მათ მიერ არჩეული და დაქირავებული სახელისუფლო ელიტა და, ამასთანავე, უზრუნველყონ საკუთარი მონაწილეობა მმართველობით პროცესში, რასაც დღეს, ფაქტობრივად, მოკლებულნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ განხილული მმართველობითი პროექტი შეესაბამება ქართველთა საზოგადოებრივი ორგანიზების სოციო-კულტურულ სპეციფიკას, ჩემი ღრმა რწმენით, იგი მოითხოვს გარკვეული ტიპის შევსებასა და სრულყოფას. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ყოველი არჩევნები ტარდება ისეთი პოლიტიკური ლიდერებისა და მმართველი ელიტების მოღვაწეობის პირობებში, რომელთა პოლიტიკური ორიენტირი მიმართულია მხოლოდ სახელისუფლო პოზიციების შენარჩუნებასა და ძალაუფლების უზურპაციაზე (საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს), ასეთ ვითარებაში კი არჩევნების გაყალბების ალბათობა ძალიან მაღალია, რასაც, სხვათა შორის, ადასტურებს გასული წლების საარჩევნო პრაქტიკაც, ამიტომ არ არის გამორიცხული, არსებული ხელისუფლების პირობებში შეფასებითი დემოკრატიის პროცედურების შესრულებისას, მისი მაკონტროლებელი ორგანოს არ არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებამ, მმართველმა კლასმა საზოგადოებას წარუდგინოს მიღებული კოლექტიური გადაწყვეტილების მისთვის მისაღები შედეგი.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ ლიბერალურ-ინიდივიდუალისტურ საზოგადოებებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მმართველობის კონკურენტუნარიან გარემოში პოლიტიკური თამაშების დღის წესრიგის, მათ შორის, საარჩევნო პროცესის სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას ახორციელებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტის ინტერესების დამცველი ავტორიტეტული შუალედური სოციალური ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ასოციაციების მეშვეობით. დასავლური ლიბერალური სოციუმებისგან განსხვავებით, საქართველოში ხელისუფლებასა და ტრადიციულ-კოლექტივისტურ საზოგადოებას შორის შუალედური რგოლის ფუნქციას ვერ ასრულებენ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ მიერ პროპაგანდირებული ლიბერალური ღირებულებების ასპექტები ძალიან შორს დგას ქართველი საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ორიენტირებთან და აზროვნებით პარადიგმასთან, რაც განაპირობებს მათ მიმართ უნდობლობასა და დაბალ ავტორიტეტს.

თანამედროვე საქართველოში ერთადერთი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც გამოირჩევა ნდობის მაღალი ხარისხითა და ავტორიტეტულობით, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი, იტვირთოს შუალედური რგოლის ფუნქცია უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებსა და საზოგადოებას შორის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ეკლესიის მკაცრი პოზიცია მარიხუანის კულტივაციაზე, როდესაც სახელისუფლო ელიტა იძულებული შეიქნა, უარი ეთქვა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საკითხის საკანონმდებლო ორგანოში განხილვაზე, რის გამოც იგი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნა. სწორედ ამიტომ გამართლებულად ვთვლი, საზოგადოებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ნდობის ძალიან მაღალი მაჩვენებლიდან და მისი ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი სამართლებრივად დაიტვირთოს, რათა მონიტორინგი და კონტროლი გაუწიოს შეფასებითი დემოკრატიის პროცედურების განხორციელებას, რითაც ხელი შეეწყობა საზოგადოების უმრავლესობის ნების გამოვლენას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიული მმართველობის მოცემული მოდელის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დემოკრატიის, როგორც ხალხის მმართველობითი სისტემის, სრულყოფილი რეალიზაცია, რითაც უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებში მოქცეული ელიტური ჯგუფები ორმაგი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებიან. ერთი მხრივ, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას განახორციელებს სასულიერო ხელისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების საქმიანობას უშუალოდ ხალხი გააკონტროლებს. სხვა შემთხვევაში, ქართველ საზოგადოებას მოუწევს უპასუხისმგებლო და ხალხის წინაშე არაანგარიშვალდებული პოლიტიკური ელიტების მმართველობის მახინჯ ფორმასთან შეგუება.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here