Home ახალი ამბები მსოფლიო ლიბერალიზმის ჩამავალი მზე

ლიბერალიზმის ჩამავალი მზე

1497
ლიბერალიზმის ჩამავალი მზე

ლიბერალიზმის კრიზისს საბაზო მიზეზი აქვს, კერძოდ კი ის, რომ გაფუჭდა ის მანქანა, რომელიც ლიბერალიზმის ეკონომიკურ ექსპანსიას უზრუნველყოფდა და მის იდეოლოგიას გზას უკვალავდა.

დოლარის ემისია უკვე ვეღარ იწვევს ეკონომიკის ზრდას, დაგროვებული ვალები კი ერთნაირად აწვება სახელმწიფოსა და ობივატელს. ეკონომიკურმა ვარდნამ და მოქალაქეთა შემოსავლების შემცირებამ ევროკავშირში შეიძლება 50 პროცენტს მიაღწიოს, აშშ-ში _ 60 პროცენტს.

საქმე ის არის, რომ ლიბერალიზმის “გამარჯვება” დაკავშირებული იყო “განვითარებული” ქვეყნების საზოგადოებრივ წყობილებაში “საშუალო” კლასის, სამომხმარებლო მიდრეკილებების მქონე ადამიანების დომინირებასთან. მანამდე კი საზოგადოებაში სოციალური სტაბილურობის საფუძველი იყო კონსერვატიული იდეები, რომლებიც ყალიბდებოდა ოჯახებში და რომლებსაც მხარს უჭერდა ტრადიციული რელიგიები. გასაგებია, რომ ბანკირებს ეს არ მოსწონდათ, რადგან კონსერვატიული იდეოლოგიური მოდელები უკიდურესად კრიტიკულად იყო განწყობილი პროცენტიანი სესხების მიმართ, მაგრამ, რადგან სოციალური სტაბილურობის დარღვევას ვერ გარისკავდნენ, იძულებული იყვნენ, ეთმინათ.

ვითარება შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც “რეიგანომიკა” გაჩნდა, ანუ დაიწყო მოთხოვნის სტიმულირების საკრედიტო პროცესი და შესაძლებელი გახდა საკითხის ამ გზით გადაწყვეტა. ამ მექანიზმმა, რომელიც აგებული იყო კერძო ვალის რეფინანსირებაზე, შესაძლებელი გახადა მყარი “საშუალო” კლასის შექმნა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო, ასრულებდა “სოციალური” ღუზის როლს და უზრუნველყოფდა ტიპურ ქმედებას.

საშუალოკლასი, რომელსაც ღარიბებისგან განსხვავებით რაღაც საკუთრება აქვს, მაგრამ ამ საკუთრების დაცვის საშუალება არ გააჩნია, დაინტერესებულია ძლიერი სახელმწიფოს არსებობით, მაშინაც კი, თუ მას ბანკირები აკონტროლებენ.

სწორედ ამ პერიოდიდან, ანუ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, დაიწყო ყოველგვარი ლიბერალური უმსგავსობანი _ გეიაღლუმებიდან მოყოლებული, იუვენალური იუსტიციით დამთავრებული. სწორედ ეს არის ლიბერალური იდეოლოგიის აქტიური განვითარებისა და ევროპაში მისი აღზევების პერიოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს მარტივად ასახსნელი პრინციპი: თუ გსურთ, იცხოვროთ ჩვენი “საშუალო” კლასის სტანდარტებით, მხარი დაუჭირეთ ლიბერალურ იდეოლოგიას! რეალურად იგულისხმებოდა (“საშუალოკლასისთვის) გარანტირებულიჯიპი და სახლისტიპის სტანდარტები, რომლებიც პედერასტული ფასეულობებით იყო შენიღბული.

ხალხმაც დაიჯერა! იწამა და ენდო. მით უფრო, რომ შვილებსა და შვილიშვილებზე ზრუნვა აუცილებელი არ იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა “ლიბერალურ ფასეულობებს”. მათ (შვილებმა, შვილიშვილებმა) თვითონ უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე (თუკი საერთოდ გაჩნდებიან!), ყველამ მომხმარებლობისთვის დაიწყო ცხოვრება და “ბედნიერების ტალღებმა” დაფარა ევროპა, უფრო ზუსტად, ევროსაბჭოს ქვეყნები და ისინიც, რომლებსაც მათთან შეერთება სწყურიათ.

ბუნებრივია, ხალხს დაუმალეს, რომ ეკონომიკური მოდელი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ “აყვავებას”, დაუსრულებელი არ არის. დიახ, ხანგრძლივია (თითქმის 40 წელიწადს გაგრძელდება), მაგრამ სასრულია. და, თანაც, ეს ვადა უკვე ამოწურვის პირზეა მისული. ამ დროში “ლიბერასტების” ორი თაობა გაიზარდა. მათ არაფრის გაკეთება არ იციან, კატეგორიულად უარობენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, მათ შორის, შვილების ყოლაზე, რომლებსაც საკუთარი გადარჩენისთვის თავადვე მოუწევთ ბრძოლა უმიზნობისა და არნახული სიღატაკის პირობებში…

აი, რა არის ლიბერალიზმის ექსპანსიის ახლანდელი შეჩერების და მისი, საკმაოდ სწრაფი უკანდახევის მიზეზები უახლოეს მომავალში. აი, რატომ იქნება ცუდად საქმე დასავლეთ ევროპაში, სადაც ყოფილი “საშუალო” კლასის ლიბერალ და ღატაკ წარმომადგენლებს შთანთქავენ კონსერვატიული მიგრანტები, რომლებსაც თუნდაც გამრავლება არ დავიწყებიათ. აი, რატომაა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უკვე თავი წამოყო უფრო სასტიკმა და აშკარა ნაციონალიზმისკენ გადახრილმა კონსერვატიზმმა. ლიბერალიზმი ძალიან ძვირი დაუჯდება ევროპას, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპას. სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა (მაგალითად, ნორვეგია და შვედეთი) “ახალ აფრიკადდაახალ ხალიფატადგადაქცეული, მსოფლიო რუკიდან სამუდამოდ გაქრეს. ვერავინ ვერაფერს უშველის, რადგან ბიბლიურ ფასეულობებზე უარის თქმა (ანუ, რელიგიური თვალსაზრისით, სულის გაყიდვა) ყოველთვის ძალიან ძვირი ჯდება!

გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა მოხდება “ლიბერალიზმის” წასვლის შემდეგ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი რამდენიმე ათწლედის განმავლობაში “ანცობდნენ”. შემდეგ კი, რადგან ქანქარა სხვადასხვა მხრისკენ ერთნაირად მოძრაობს და საბოლოო წერტილს მიადგება, თავს იჩენენ ის სასტიკი კონსერვატიული ძალები, რომლებიც აქამდე საფარში ისხდნენ, ახლა კი ზედაპირზე იწყეს გამოსვლა.

უწინარეს ყოვლისა, ეს არის აგრესიული ნაციონალიზმი (ფაშიზმი), რომელსაც ვხედავთ უკრაინასა და ბალტიისპირეთში და არანაკლებ აგრესიული მუსლიმანური ფუნდამენტალიზმი. მათი მორევა საკმაოდ გაჭირდება, რადგან ყოფილი ლიბერალები, რომლებიც აღშფოთდებიან ყბადაღებული “ჯიპისა და სახლის” პერსპექტივის დაკარგვით, იოლად მოექცევიან ახალი გავლენის ქვეშ. შემდეგ კი, როცა გაარკვევენ, რომ ესეც არ მუშაობს, თავს წამოყოფს კომუნიზმი, რომელიც ევროპაში ყველას დიდი ხნის გარდაცვლილი ჰგონია. ასე რომ, ბანკირებისა და ლიბერალების დამარცხებას ძალიან დიდი შედეგები მოჰყვება მსოფლიოში.

მიხეილ ხაზინი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here