Home ახალი ამბები მსოფლიო ლიბერალებმა უკრაინელების არჩევანზე გნიასი ატეხეს

ლიბერალებმა უკრაინელების არჩევანზე გნიასი ატეხეს

511
ლიბერალებმა უკრაინელების არჩევანზე გნიასი ატეხეს

დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში არც ერთ პრეზიდენტსა და პარტიას არ მიუღიათ ისეთი დონის მხარდაჭერა, როგორიც ვლადიმერ ზელენსკიმ და მისმა ცოტა ხნის წინათ შექმნილმა პოლიტიკურმა გაერთიანებახალხის მსახურმამიიღო. საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 42%-მა. მანამდე უკრაინელთა 70%-მა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას სახელმწიფო მეთაურის პოსტზე, _ წერს გამოცემა Die Weltის ჟურნალისტი ფილიპ ფრიტცი.

მეორე ადგილზე 13%-ით გავიდა “პრორუსული” “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისთვის”. მისი ხელმძღვანელი იური ბოიკო ამ შედეგში ხედავს ნიშანს, რომ კრიზისებით გაწამებული უკრაინა, ბოლოს და ბოლოს, დაადგება მშვიდობიანი და ნორმალური განვითარების გზას. 8%-ით მესამეა ექსპრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობა”.

“ამჟამად უკრაინაში შეინიშნება ორი ტრენდი, რომლებიც არის სხვა ევროპულ ქვეყნებში, _ აღნიშნავს სტატიის ავტორი. _ პირველი: პოლიტიკაში ლიდერებად სულ უფრო ხშირად ერთვებიან მოყვარულები; მეორე _ პოპულარობას იხვეჭს ელიტების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა. უკრაინაში არსებული პოლიტიკური სისტემით უკმაყოფილება ისე დიდია, რომ სხვა პარტიებმა, როცა მიხვდნენ, ადამიანებს ცვლილებები სურდათ, “ხალხის მსახურის” რიტორიკა გადმოიღეს და გააუმჯობესეს კიდეც. ამასთანავე, ზელენსკის პარტია არ ემსახურება ვიღაცის კონკრეტულ ინტერესებს, არ ხლეჩს საზოგადოებას და მიმართავს მოსახლეობის სხვადასხვა ფენას”, _ წერს ფრიტცი. მისი აზრით, ეს შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც.

ამჟამინდელი პრეზიდენტის მომხრეთა უმრავლესობა პროევროპელია, თუმცახალხის მსახურსბევრმა მისცა ხმა იმ იმედით, რომ კიევი მოსკოვს დაუახლოვდება. ამასთანავე, უკრაინელები დაიღალნენ ომით ქვეყნის აღმოსავლეთში. ზელენსკი თავის პოლიტიკას, ალბათ, ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით გაატარებს. თუ ის უარს იტყვის თავისი წინამორბედის, პეტრე პოროშენკოს, თანამიმდევრულ პოზიციაზე და წავა კომპრომისზე კრემლთან, ეს იქნებაპრობლემა სრულიად ევროპისთვის”. “ეს იქნება მკაფიო სიგნალი იმისა, რომ შეიძლება წარმატებით გადაკეთდეს საზღვრები ევროპაში. ეს ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, მომავალში უარი არ თქვას ესკალაციაზე”, _ ვარაუდობს ფრიტცი.

მეორე გერმანული გამოცემა კი იმაზე წუხს, რომ დასავლეთი ხელს ვეღარ შეუშლის უკრაინისა და რუსეთის დაახლოებას.

უკრაინელებმა სენსაციურად განდევნესძლიერნი ამა ქვეყნისანი”, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები წლების განმავლობაში მფარველობდნენ და ეხმარებოდნენ რუსეთთან კონფლიქტში და ახლა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დასავლეთი უკვე ვეღარ შეძლებს, წინ აღუდგეს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დაახლოებას, ამიტომ უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდაშერცხვეთარა მხოლოდ ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებს, არამედმოქმედ პირებსაცბრიუსელსა და ბერლინში, _ მიაჩნია სტატიის ავტორ ბრუკჰარდ ევერტს. _ უკრაინაში ჩატარებულმა ბოლო არჩევნებმა წარმოაჩინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს, მთავრობამ “საბოლოოდ დაკარგა მოსახლეობის ნდობა”. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის თავისებური მაჩვენებელი იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტის მიმართ დასავლეთის ყოყოჩა და ცალმხრივ პოზიციას ბოლო მოეღება”, _ წერს Neue Osnabrucker Zeitung-ი. რაკი უკრაინის პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ფორმალურად ხელს არაფერი უშლის, გარდაქმნების გზას დაადგეს. “ფორმალურად იმიტომ, რომ პარლამენტში, დიდი ალბათობით, კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთთან შერიგების მოწინააღმდეგე ცოტა იქნება, _ წერს გერმანული გამოცემის ჟურნალისტი, _ მარტივი ენით რომ ვთქვათ, დასავლეთი უკვე ვეღარ შეძლებს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დაახლოებისთვის ხელის შეშლას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here