მთავარი მსოფლიო ლიბერალების ნამდვილი სახე პოლონეთის მაგალითზე

ლიბერალების ნამდვილი სახე პოლონეთის მაგალითზე

535
გააზიარეთ
ლიბერალების ნამდვილი სახე პოლონეთის მაგალითზე

ისინი აღაშფოთა არასრულწლოვანთათვის სქესობრივი განათლების აკრძალვამ. პოლონელმა პარლამენტარებმა ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც მიმართულია პედოფილიასთან ბრძოლისა და არასრულწლოვანებთან სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის წინააღმდეგ.

კანონის ნორმებს შორის ერთ-ერთი კრძალავს სექსუალური განათლების გაკვეთილების ჩატარებას სკოლებში, რადგან, როგორც კანონის ინიციატორები მიიჩნევენ, ასეთი გაკვეთილები “მოსწავლეებს სექსუალური აქტიურობისკენ უბიძგებს”.

მასწავლებლები, რომლებიც სექსუალური განათლების გაკვეთილებს მაინც ჩაატარებენ, დაისჯებიან ხუთწლიანი პატიმრობით.

აიკრძალება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც.

ამ გაბედულმა ნაბიჯმა აღაშფოთა პოლონეთის საზოგადოების, ასევე, სრულიად ევროპის ლიბერალური ნაწილი. ვარშავაში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა საპროტესტო მანიფესტაცია. საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ პოლონეთის სხვა ქალაქებშიც.

წლევანდელ ოქტომბერში გამართულ არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ “სამართალი და სამართლიანობა” რეკორდული მაჩვენებლებით მოიგო და მოიპოვა უმრავლესობა სეიმში _ ქვეყნის ქვედა პარლამენტი. ეს შედეგი კათოლიკური ეკლესიის მრევლის ხმებითაც იქნა მოპოვებული.

პოლონეთში ეკლესია ინარჩუნებს თავის გავლენას საზოგადოებრივ შეგნებაზე. მას კვლავ მხარს უჭერს სოციუმის სხვადასხვა ფენა.

მოდი, ამაში მივბაძოთ ევროპას, რაღა მაინცდამაინც ყველა უკუღმართობაში უნდა შევეჯიბროთ?!

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. თქვენი იდეით სკოლამ და საზოგადოებამ სექსი არ უნდა ასწავლონ რაა_ პროგრამის გარეშე მეგობრებმა უნდა ასწავლონ, ნუ ერთი ორი თუ გეი აღმოჩნდება და სწავლებაში კორექტივებს შეიტანს ხომ ძალიან საინტერსო იდეას აწვდით საზოგადოებას!__თქვენივე შვილებთან ამხელა რისკებზე მიდიხართ და გგონიათ კარგი ოჯახების შვილები გეები არ არიან! და კარგად ასწავლიან.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here