Home რუბრიკები სამართალი ლია მუხაშავრია: ადამიანები მოითმენენ გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობას ვერ ითმენენ, ვერ ეგუებიან

ლია მუხაშავრია: ადამიანები მოითმენენ გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობას ვერ ითმენენ, ვერ ეგუებიან

1379
ლია მუხაშავრია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 20017წლის 7სექტემბერს გამოაქვეყნებული კვლევის მიხედვით,  სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით სიტუაცია გაუარესდა. 2016 წელთან შედარებით 8 საფეხურით ჩამორჩება და 67-ე ადგილს იკავებს.

საქართველოში კორუფციის პრობლემა ყველაზე მწვავედ სასამართლო სისტემაში დგას. სამართლიანობის აღდგენისთვის მოქალაქეები იბრძვიან უკვე მრავალი წელია, თუმცა უშედეგოდ. სასამართლოს ისევ ამშვენებენ ნაციონალური მოძრაობის დროს მოქმედი მოსამართლეები და არამხოლოდ ამშვენებენ არამედ აწინაურებენ კიდეც. მრავალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე დარჩა გამოუძიებელი.

ბიზნესის მიტაცების არაერთი მაგალითი გვქონდა წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად გოგიტა ხიზანიშვილისთვის 2006წელს პროკურატურის სიცოცხლის ხელყოფის მუქარით და ძალადობის შედეგად წართმეული გოგირდის „ჭრელი აბანო“.

ნუგზარ დვალი სამშენებლო კომპანია “ალიონი 99”, ბიზნესმენს ყოველი არჩევნების წინ პირდაპირ სთხოვდნენ “ნაციონალური მოძრაობისათვის” ფულადი დახმარების აღმოჩენას. საბოლოო და კატეგორიული უარის შემდეგ კი მისი კომპანიით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და ნუგზარ დვალი დააპატიმრეს.

სავაჭრო სახლ “საბა”-ს მფლობელის პაატა კაჭარავას საქმე. ნაციონალები” კაჭარავს ქონებით 2006 წელს დაინტერესდნენ _ სს “თბილელექტროაპარატის” ექვსთვიანი შემოწმების შემდეგ, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა ბიზნესმენი ქუჩაში “აიყვანეს”. წაართვეს ერისთავის ქუჩის #8-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (დაახლოებით 3 ჰა) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე, ერისთავის #5-ში მდებარე 29 500 კვადრატული მეტრი მიწა. შპს “მიწა და უძრავ ქონებაში” საკუთარი ინტერესები უგულავას სიდედრს ჰქონდა და საქმეში იკვეთებოდნენ იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნები.

ასე რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობის და დამოუკიდებლობის ხარისხით არც გასულ წლებში ვიწონებდით თავს, 2005 და 2007 წლებში ჩატარებულ “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” კვლევებშიც ყველაზე პრობლემურად დასახელდა. 2009 წლის მაჩვენებლით კი საქართველო ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის ბოლოდან მეხუთე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ყველაზე პრობლემური სფეროს შეფასება ბოლო წლების განმავლობაში არ იცვლება.

ადგილი ჰქონდა ბიზნესიდან დაშინებით და ძალისმიერი მეთოდებით ფულის ამოღებას, ბიზნესის დატერორებას და რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას მკვლელობები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია. საზოგადოებამ ამგვარ მმართველობაზე უარი თქვა და მოლოდინი იმისა, რომ საბოლოოდ გაიწმინდებოდა საქართველო ამგვარი პრობლემებისგან დიდი იყო. ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში მოსვლისას მძიმე მემკვიდრეობა ერგო ამ კუთხით. 20000ზე მეტი საჩივარი, რომელიც ნაციონალების მიერ უკანონოდ წართმეულ ქონებას ეხებოდა და რიგი სია გამოუძიებელი მკვლელობებისა. როგორ გაართვეს თავი საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა ამის განსჯის უფლება გასული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხალხის შეურაწყოფა და დაცინვაა.

უფლებადამცველი და ადვოკატი ლია მუხაშავრია:

-როგორია მართლმსაჯულების ხარისხი  დღესდღეობით საქართველოში ?

– სასამართლოები გადატვირთულია და საქმეების განხილვას უზომოდ დიდი დრო სჭირდება. ეს ალბათ საყოველთაოდ ცნობილია, მოსამართლეთა გადატვირთულობა წარმოუდგენელ დონეს აღწევს. მოსამართლეს ყოველ კალენდარულ დღეს მინიმუმ ერთ გადაწყვეტილებას უნდა წერდეს, ასეთ ვითარებაში მართლმსაჯულების ხარისხზე საუბარი ძალიან რთულია. მოსამართლეები გადატვირთულობის ფონზე ვერ ასწრებენ ობიექტურად რომც იყვნენ დაინტერესებული, საქმის მასალების სათანადოდ შესწავლას და გადაწყვეტილების სათანადოდ გააზრებას. ეს წარმოშობს ძალიან სერიოზულ ხარვეზებს, თუმცა იქ სადაც პოლიტიკურად სენსიტიური საკითხები განიხილება აშკარაა, რომ სასამართლო სცოდავს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საქმეებში. ძალიან ცუდად მიდის იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც საპროცესო კანონმდებლობით მოხდა და წარსულ პერიოდს უკავშირდება და რომელიც ხელისუფლების დაპირებით გამოძიებული იქნებოდა. ძალიან ბევრი საქმეა და ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ სასამართლო ხარისხიანად ფუნქციონირებს.

-შეასრულა თუ არა ამ ხელისუფლებამ დანაპირები, რომელიც მათ ხალხს მისცეს მმართველობაში მოსვლამდე, აღდგა თუ არა სამართლიანობა?

-არათუ ვერ შეასრულა მინიმალურადაც ვერ შეასრულა და ეს ძალიან საწყენია. ადამიანები მოითმენენ გაჭირვებას, მაგრამ უსამართლობას ვერ ითმენენ, ვერ ეგუებიან. სულ მახსენდება იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, რომელიც ვერა და ვერ გაიხსნა, ვერ დადგინდა ვინ იყო დამნაშავე, ისევე როგორც არ იქნა გამოძიებული სათანადოდ მისი შვილის მკვლელობის საქმე. მართალია ის ჯგუფი გასამართლდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქ უფრო მაღალ დონეზე იყო დანაშაული. მეტი ხელმძღვანელი პირი უნდა ყოფილიყო პასუხისგებაში და უამრავი სხვა მკვლელობა, რომელმაც შეაშფოთა საქართველო, 2005წლიდან მოყოლებული 2012ის ჩათვლით. ქუჩაში დახოცილი ადამიანების მკვლელობები, ისინი ხომ მარ გახსნილა და იქ ხომ არ დასრულბულა გამოძიება. ძალიან საწყენია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება არ ხდება და სასამართლო და პროკურატურა დაკავებულია წვრილმანი ქურდობების და გაჭირვებული ადამიანების მიერ ჩადენილი ანგარებითი დანაშაულების გამოძიებით. ცხადია, რომ მოიპარეს და გაძარცვეს იმიტომ, რომ შიოდათ და უკიდურესი გაჭირვება იყო. ასე რომ არის ასობით საქმე. Yყველა ძალიან მტკივნეულია და ყველა ძალიან მაწუხებს.

-წარსულისაგან განთავისუფლებისთვის რა გააკეთა ხელისუფლებამ სასამართლოში, როგორ აფასებთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებს, მაგალითად მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას?

-რამდენიმე მოსამართლე გამწესდა უვადოდ. ეს მოსამართლეები საკმაოდ ახალგაზრდები არიან იმისთვის რომ ამ თანამდებობაზე იყვნენ 20-30წლის განმავლობაში. არცერთი არ არის 50წელზე მეტი ასაკის და მათ უფლება აქვთ იყვნენ 70წლამდე ამ თანამდებობაზე, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. თუ ადრე უფრო ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი შეიცვლებოდა თუ არა პოლიტიკური ნება, სასამართლოს რეფორმა იქნებოდა შეცვლილი, ამ ილუზიას უკვე აღარ ვფლობ. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ უფრო მეტად ქმნის ვითარებას, რომ ეს მოსამართლეები იქნებიან ადგილზე 20-30წელი და თუ ეს კორპუსი ხარისხობრივად არ შეიცვალა მაშინ მივიღებთ იმას, რომ არ გვექნება რადიკალური ცხვლილებები და ამდენი წლის განმავლობაში გვექნება ეს მართლმსაჯულება.

გვანცა ნამიჭიეშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here