მთავარი პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ

ლევან ჩაჩუა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ

1846
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

2%-იანი მხარდაჭერის მქონე რესპუბლიკურმა პარტიამ ნაცებსა და ევრონაცებთან მწვავე პოლიტიკურ ჭიდილში მყოფმეოცნებეხელისუფლებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის წლების წინათ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმების ინიციატივით მიმართა და ამ პროცესის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა. განცხადებაში, რომელიც თავდაპირველად პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა (და შემდეგ უკვე მედიაშიც გავრცელდა), ხაზგასმულია, რომ დღევანდელ ვითარებაში აუცილებელია კონკორდატის გაუქმება, რადგან იგი, თურმე, ქვეყანაში მთელი რიგი მიმართულებებით პროგრესს აფერხებს: “ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. აშკარაა ორმხრივიპარტნიორობისსარგებლიანობა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფერხდება უფრო დიდი რამ _ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21- საუკუნეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი ხდება…”

რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში ყურადღება არა მხოლოდ საარჩევნო პროცესებზე, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზეცაა გამახვილებული. კერძოდ, მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ განათლების სფერო, როგორც ქვეყნის განვითარების უმთავრესი ფუნდამენტი, “საპატრიარქოს და მისი მართული ჯგუფების მხრიდან მუდმივად განიცდის რეგრესიული ხასიათის ინტერვენციას”, აფერხებს განათლების სისტემაში ძირეული რეფორმების არა თუ განხორციელებას, არამედ დაწყებასაც კი.

ცნობისთვის: სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება 2002 წლის 14 ოქტომბერს დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეთანხმება დღეს გარკვეულ ძალებს (და არა მხოლოდ რესპუბლიკელებს) სერიოზულად აშფოთებთ და საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის, რეიტინგისა თუ ავტორიტეტის გამუდმებული ზრდის ფონზე ხელისუფლებისგან მის გადახედვას ითხოვენ…

რა მიზანს ემსახურება რესპუბლიკელების განცხადება კონკორდატის გაუქმების თაობაზე და რა ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში ამ შეთანხმების გაუქმება? “საქართველო და მსოფლიოესაუბრება მოძრაობაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუას.

_ ბატონო ლევან, რესპუბლიკური პარტია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების _ კონკორდატის გაუქმების ინიციატიცით გამოვიდა. ამ პარტიის წარმომადგენლების აზრით, ეს შეთანხმება ქვეყანაში პროგრესს აფერხებს მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, განათლების სფეროს რეფორმებს. რა მიზანს ემსახურება ეს ინიციატივა?

_ ნებისმიერი მსგავი ინიციატივა, იდეა თუ კომენტარის დონეზე გაკეთებული განცხადება, რომლებსაც პერიოდულად ავრცელებენ 2%-იანი პარტიები, ნაკარნახევია გარედან. სწორედ გარე ძალების აქტიური მხარდაჭერითა და წაქეზებით ცდილობენ ისინი პროცესების ზედაპირზე ტივტივს. ალბათობა იმისა, რომ დღევანდელ ვითარებაში კონკორდატი გაუქმდეს, არ არსებობს. კონკორდატი კი არ უნდა გაუქმდეს, პირიქით, უნდა განმტკიცდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უახლოეს პერიოდში ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი განათლების სისტემის გამართვა და სახელმწიფოს ღირსეული განვითარება.

რაც შეეხება რესპუბლიკელების ინიციატივას და მის რეალურ მიზანს, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. ლიბერალური პროპაგანდა კონტროლს დაქვემდებარებული მედიის საშუალებით ცდილობს ეკლესიის დაკნინებას და უწმინდესის რეიტინგის მაქსიმალურად დაცემას. სამწუხაროდ, ხელისუფლებაშიოცნებისმოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მასირებული შეტევა ხორციელდება მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე, ვიდრე ესნაცმოძრაობისკრიმინალური რეჟიმის პერიოდში იყო. ეტყობა, ლიბერალური ინტერნაციონალის მარიონეტებმა გადაწყვიტეს, უშედეგო ბინძური პროპაგანდის მაგივრად პირდაპირი შეტევები განახორციელონ. საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობა მოარგონ თავიანთ ინტერესებს და ისეთი კონსტიტუციური მოცემულობა შექმნან, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ძირეულ გარდაქმნაზე ორიენტირებულ ლიბერალურ რეპრესიებს კანონის ძალას შესძენს. ეს მოდელი თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალიზმისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც საზოგადოების ცხოვრების წესზე თავსმოხვეული იდეოლოგიური სისტემის დანერგვაზე წინააღმდეგობას აწყდებიან, მაშინვე იწყებენ ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ამ წინააღმდეგობის ძალისმიერი მეთოდებით დაძლევას შეუწყობს ხელს. ხდება სრული უგულებელყოფა მოსახლეობის უმრავლესობის სულიერზნეობრივი ღირებულებებისა და სათავეში მოკალათებული პოლიტელიტა აკანონებს ისეთ ამკრძალავ რეგულაციებს, რომელთა შემდეგაც უმრავლესობის ნება და ამ ნების ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ხდება კრიმინალიზებული, ხოლო აგრესიული უმცირესობის მიერ თავსმოხვეული დღის წესრიგის დასამყარებლად განხორციელებულ რეპრესიებს კანონიერების სახე ეძლევა. ეს არის ზუსტად ის, რაც ფართო მასებში აჩენს ძალიან დიდ წინააღმდეგობას და ამ წინააღმდეგობის გამოვლინებაა დასავლეთში მზარდი ანტილიბერალური მოძრაობები.

_ მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ვხედავთ, რომ მსოფლიო ლიბერალური ელიტა მიდგომებს არ ცვლის. ამის ნათელი მაგალითი ჩვენც ვართ: პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ გარედან ნაკარნახევრეფორმებს”, მათ შორის განათლების სისტემაშიც. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ ხელისუფლებაში მოსვლის სანაცვლოდ მათ იმთავითვე ხელი მოაწერეს ლიბერალური სისტემის განვითარებისთვის საჭირო რეფორმების გატარებას, ამიტომ ვუწოდებ მათ ასე ხშირად მარიონეტებს. რომც უნდოდეთ, უძლურნი არიან, გარედან თავსმოხვეულ “რეფორმებზე” თქვან უარი, თორემ ფორმალურად, რეიტინგისთვის მაინც შეეცდებოდნენ ფასადურ ცვლილებებს. კიდევ ვიმეორებ: თანამედროვე დასავლურ ნეოლიბერალურ დიქტატურას არ აინტერესებს, კანონი შეესაბამება თუ არა საზოგადოების მორალს, ანუ ადამიანები ეთანხმებიან თუ არა მიღებულ კანონებს, მათთვის მთავარია, ხალხს ეშინოდეს და შიშისგან იყოს დამუნჯებული. თუმცა, დადუმებული საზოგადოება არ ნიშნავს კმაყოფილ საზოგადოებას, ყოველი დატერორებული საზოგადოების მიღმა ყოველთვის არის ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ერთხანს შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ის აუცილებლად ამოხეთქავს. ახლა განათლების სისტემაში მიმდინარე ე.წ. რეფორმებზეც ვიტყვი: ყოველთვის ჩნდება კითხვა _ რატომ არის ეს სფეროლიბერალურიძალების განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების საგანი? ვფიქრობ, აქაც ყველაფერი ნათელია. მათ შეუძლიათ, მოისყიდონ და თავიანთ აქტივში გააერთიანონ ზრდასრული მოქალაქეები; შეუძლიათ, გარკვეული ფინანსური კეთილდღეობის სანაცვლოდ ასობით და ათასობით ადამიანი შემოიკრობონ, მაგრამ იციან, რომ ეს არ იქნება მათი იდეური დასაყრდენი, ერთგული ელექტორატი. ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულირება ძალიან ადვილია ადრეული ასაკიდან, როცა მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. განათლება და საგანმანათლებლო დაწესებულებები აყალიბებენ მოზარდის სულიერ-ზნეობრივ და მენტალურ მსოფლმხედველობას. წარმოიდგინეთ, როგორ მომავალ თაობებს მივიღებთ, თუკი ჩვენს შვილებს ბავშვობიდან შეაგუებენ, ნორმად მიიღონ ისეთი ზნედაცემული და გაუკუღმართებული ცხოვრების წესი, როგორიცაა მამათმავლობა, სქესის შეცვლა, 50-ზე თუ 60-ზე მეტი სახეობის .. გენდერული იდენტობის არჩევის უფლება, ხოლო ქრისტიანული ცხოვრების წესი გასაღდება სიბნელედ და მშობლებს ამის წინააღმდეგ მოქმედების არანაირი უფლება არ ექნებათ. იტყვი რამეს და იქვე აამოქმედებენანტიდისკრიმინაციულ კანონს”, ან .. იუვენალურ იუსტიციას _ “ბავშვის უფლებათა კოდექსს”.

_ და, როგორ ფიქრობთ, რეალურ ზეგავლენას მოახდენს ახალგაზრდების ცნობიერებაზე ეს პროპაგანდა?

_ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა თქმა უნდა, ასეთ ძლიერ პროპაგანდას მსხვერპლი ბევრი ეყოლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: რაც უფრო მძლავრი იქნება წნეხი, რაც უფრო რეპრესიულ ხასიათს შეიძენს და შეავიწროებს ადამიანებს, მით უფრო გამძაფრდება საზოგადოებაში არსებული და ჯერ კიდევ ბოლომდე არგამოვლენილი ანტილიბერალური განწყობა. ამას ვერაფერი შეაჩერებს და მერწმუნეთ, კარგია, რომ რეპუბლიკელების პირით მმართველი ელიტა უკვე პირდაპირ, ასე დაუფარავად საუბრობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო მოქმედებებზე. სხვათა შორის, ამ დღეებში ნათლად დავინახეთ, რომ “მეოცნებე” ხელისუფლება და მასთან ქუჩაში მოკინკლავე ვითომ ოპოზიცია ტანდემში მოქმედებენ ეკლესიის წინააღმდეგ…

_ რას გულისხმობთ?

_ თითქმის არც ერთი აქცია არ ჩატარებულა ისე, რომ ვინმე არ გამომხტარიყო და უწმინდესი არ შეურაცხეყო ან ეკლესიისთვის არ დაეცინა და გაექილიკებინა. არაფერს ვამბობ იმ ე.წ. პერფორმანსებზე, რომელიც “გირჩის” სექტამ ჩაატარა ივანიშვილის ვითომ ხატებით. რა შუაშია ივანიშვილი და ხატი, ეს ხომ აშკარა პროვოკაციაა?! “გირჩი”, ისედაც ყველამ იცის, რაც არის, მთავარი ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქციაა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს ასეთ უმსგავსობაზე და “ნაცმოძრაობის” გარშემო გაერთიანებულ აგრესიულ ჯგუფებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევს. წარმოგიდგენიათ, რას უზამდნენ, კონსერვატიული ფლანგის რომელიმე ორგანიზაცია რომ გამოდიოდეს ქუჩაში 200 კაცით, იწყებდეს პარლამენტის პიკეტირებას და შეუარცხყოფდეს პოლიციას?..

იდეოლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლებასაც და ე.წ. ოპოზიციასაც გასაყოფი არაფერი აქვთ. ორივეს მართავს სოროსის გრანტით ნაკვები და ნასაზრდოები პოლიტიკური პაიკები, რომელთა ძალაუფლების ერთადერთი წყარო დასავლეთის ლიბერალური ელიტაა. ამ ხალხს სულ არ ანაღვლებს საქართველოს მოსახლეობის აზრი და მდგომარეობა, მათთვის ჩვენი საზოგადოება არის “ბნელ საბჭოთა წარსულში” ჩარჩენილი მარგინალური უმრავლესობა, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და არც შეეკითხებიან. აი, ეს არის საქართველოს დღევანდელი გულსაკლავი რეალობა.

_ ამ რეალობის შეცვლა როგორ წარმოგიდგენიათ?

_ აქ ისევ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქვეყანას რეალური პოლიტიკური ალტერნატივა სჭირდება. ამის გარეშე, ვფიქრობ, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი ვერ დაიძლევა და არჩევნებსაც აზრი არ აქვს. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს და ქვეყნის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ. ივანიშვილმა კი თქვა ამას წინათ, არანაირი მესამე ძალა საჭირო არ არის, “ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავსო, მაგრამ ის თვითონ აფინანსებს და ახდენს ნაცების ალტერნატიული ერთგვარი მოჩვენებითი ძალის დემონსტრირებას…

_ ხედავთ დღეს ამის ნიშნებს?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ის ისე დაბალ კლასსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობაზეა გათვლილი, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მოვა დრო და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, სახარებაში ხომ წერია: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს…” ასე რომ, საქართველოს დღეს სჭირდება მოუსყიდავი, კომპეტენტური, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი პიროვნებების ერთობა და არა სისტემის მიერ მართული ე.წ. მესამე ძალა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here