მთავარი საზოგადოება ლევან ჩაჩუა: ქართველი ერი ფესვებმოწყვეტილ, მდაბალ ვნებებს დამონებულ აღვირახსნილ მასად უნდათ, რომ...

ლევან ჩაჩუა: ქართველი ერი ფესვებმოწყვეტილ, მდაბალ ვნებებს დამონებულ აღვირახსნილ მასად უნდათ, რომ აქციონ

ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, სახელად “ბავშვის უფლებათა კოდექსი”

2644
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

საქართველოს პარლამენტის მიერ თავის დროზე ხმათა უმრავლესობით მიღებულიბავშვის უფლებათა კოდექსი” 1 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდა. ცვლილება, რომელიც კანონმდებლებმა გასული წლის 20 სექტემბერს მესამე მოსმენით (85 ხმით ერთის წინააღმდეგ) დაამტკიცეს, ძალაშია. მეტიც, “კანონთანერთად ამოქმედდა და უკვე უფლებამოსილებას ახორციელებენ შესაბამისი სამსახურებიც, რომლებიც, ძირითადად, უცხოეთიდან დაფინანსებული მესამე სექტორით დაკომპლექტდა და თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტისა თუ სოფლის დონეზე 24-საათიან მონიტორინგს უწევსბავშვის უფლებებს”. მზად არის ომბუდსმენის აპარატიც და მასთან არსებული სპეციალური ჯგუფებიც. ამ პროცესზე საერთო ზედამხედველობას გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღინიშნა, რომ ეს კანონი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ კანონს აუცილებელი ცვლილება უწოდა და დასძინა, რომ მისი ძალაში შესვლა მალე დაეტყობა ქვეყანას…

შეგახსენებთ: ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელსაც წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდის ვრცელი ანგარიში, რომ დღეს თურმე საქართველოში მშობლების 80-90% (განსაკუთრებით მამები გოგონების მიმართ) აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, პარლამენტმა მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. დეპუტატებმა კი ამ კანონს დემოკრატიის ტრიუმფი და გამარჯვება უწოდეს.

როგორ დაეტყობა ქვეყანას ამ კანონის ამოქმედება და რა ზემოქმედება შეიძლება განხორციელდეს ტრადიციულ ოჯახებზე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, 1 ივნისიდანბავშვის უფლებათა კოდექსიოფიციალურად ამოქმედდა, მაგრამ მედიაში ამაზე გასაგები მიზეზების გამო ყურადღება არ მახვილდება. ხელისუფლებაში მოკლედ განმარტეს, რომ ეს ცვლილება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯიაროგორ ფიქრობთ, რას მოიტანს ეს კანონი, რა შეიცვლება უახლოეს მომავალში?

_ მოკლედ ვიტყვი იმას, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს: ეს არის თავის დროზე გააზრებულად და მიზანმიმართულად შემუშავებული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც პოლიტიკურმა მოძალადეებმა კანონი დაარქვეს. ტრაგიკომიზმი ამ პროცესში იყო ის, რომ კანონი მიიღეს დემოკრატიის სახელით მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. გახსოვთ, ალბათ, მაშინ, როცა პარლამენტში კენჭისყრა მიდიოდა, გარეთ იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგი, მაგრამ ხელისუფლებისთვის ამას ხელი არ შეუშლია, იმიტომ, რომ მათთვის გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ხალხის აზრი. კანონის მიღებას წინ უსწრებდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი კვლევა, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ მოზარდი შვილების ნებისმიერ ქცევასა თუ გატაცებას; მათ შორის, გარეგნობის უჩვეულოდ შეცვლას, სასიყვარულო ურთიერთობებს, თამბაქოს, ალკოჰოლის, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას და ა.შ.

ამ კანონით მოზარდობისა და გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებს უპირისპირებენ მშობლებს და კანონით წაქეზებულებსათავისუფლებენოჯახის ტრადიციულკულტურული ზეგავლენისგან, რომელიც ახალგაზრდობის ლიბერალური ზომბირების მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გეგმა, როგორ და რა ფორმით უნდა დააკისრონ სისხლისსამართლებრივი პასუხისგება მშობლებს, რომლებიც შეეცდებიან, შვილებისთვის ლიბერასტული იდეოლოგიური ზეგავლენის თავსმოხვევას შეეწინააღმდეგონ. ხელისუფლებამ და მართულმა მედიამ წარმატებით მოახერხეს, საზოგადოებისთვის დაევიწყებინათ მსგავსი თემები .. გავრილოვის პროვოკაციით და შემდეგ _ კორონავირუსით, რომლებითაც საერთოდ გადაფარეს ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი. ხელისუფლებისა და კოაბიტირებული ოპოზიციის .. ლიბერალური მედია ყველანაირად ცდილობს, საზოგადოებას ეპიდემიის გარდა სხვა საკითხზე ფიქრის საშუალება არ მისცეს. მუდმივად ვხედავთ პოლიტიკური კინკლაობის სპექტაკლს ორ ძალას შორის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ ერთი რეჟისორი ჰყავს. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებმა რეალური პრობლემების დანახვა ვეღარ მოახერხონ. არადა, ძალიან მალე სავალალო რეალობის წინაშე დავდგებით, რომელსაც თითოეული ოჯახი და მშობელი იგრძნობს.

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ფორმით შეეხება ეს კანონი ოჯახებს? რა იქნება მისი ყველაზე ხილული და თვალშისაცემი უარყოფითი მხარე, რომელსაც ჩვეულებრივი ქართული, ტრადიციული ოჯახი პირისპირ შეეჯახება?

_ თვით დასავლური, განსაკუთრებით ევროპული პრაქტიკაა ამის ნათელი დასტური. დღევანდელ გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში (უკვე რუსეთშიც დაიწყეს) ყოველწლიურად სოციალურ მუშაკებს ათასობით ბავშვს ართმევენ ოჯახებს იმის გამო, რომ მათზე თურმე მშობლები ძალადობენ; და იცით, რა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად? მაგალითად, ის, რომ მშობელმა მოზარდ შვილს ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარება აუკრძალოს, არ გაუშვას ღამის ბარში, შენიშვნა მისცეს გარეგნული იერის გამო (ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ტატუები…), გააკონტროლოს მისი პირადი სივრცე და .. აი, ამ პრაქტიკას ნერგავენ აქაც და ამაზეა ეს კანონი გათვლილი.

ჩვენ მივიღებთ თანამედროვე პავლიკ მოროზოვებისთაობას. სახელმწიფოსგან სრულითავისუფლებით”‘(სინამდვილეში აღვირახსნილობით) წაქეზებული ასობით ბავშვი ელემენტარული შეზღუდვის გამოც კი დაასმენს დასამართლებრივპასუხისგებაში მიაცემინებს თავის მშობლებს. ეს არ არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი და თქვენ ნახავთ ამ კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში უმძიმესი სტატისტიკა გვექნება, ისეთივე, როგორიც ქვეყანამ ე.წ. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის ამოქმედებიდან უმოკლეს დროში მიიღო, როცა ციხეები გადავსებულია ცოლების მიერ აბსურდული მიზეზებით დასმენილი ქმრებით. ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლო სისტემას სწორედ ე.წ. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულების მიმართ გამოაქვს. ცოლთან თუ ოჯახის სხვა წევრთან ელემენტარული შელაპარაკების ან ხმის აწევის გამოც კი უკვე მრავალი ადამიანი გამოკეტეს ციხეში. აქ არ არის საუბარი ცალკეულ შემთხვევაზე, როცა ლოთმა ან ნარკომანმა ცოლი სცემა, დაასახიჩრა ან მოკლა. ასეთი ქმედება კანონით ისედაც ისჯება და სულაც არ არის საჭირო ოჯახის დამანგრეველი კანონის გამოყენება. ოჯახის გარეთ რომ ჩაიდინოს ვინმემ ძალადობა, პასუხს არ აგებს?! მაგრამ აშკარაა, რომ ყველანაირად ხელს უწყობენ და აქეზებენ ცოლის მიერ ქმრის, დის მიერ ძმის, შვილის მიერ მშობლის დასმენას ელემენტარული ოჯახური უთანხმოებისას. როგორ ფიქრობთ, ციხიდან გამოსული ქმარი (მამა) დაუბრკოლებლად შეძლებს იმ ოჯახში დაბრუნებას და ჩვეულებრივ ცხოვრებას, საიდანაც ციხეში გაამწესეს? ეს კანონი ხომ პირდაპირ ოჯახების დანგრევისა და განადგურებისკენაა მიმართული?! ან როგორ შეძლებს სრულფასოვან განვითარებას მოზარდი, რომელმაც საკუთარ მამას, დედას ან დედმამიშვილს პოლიციაში უჩივლა და ციხეში გაამწესებინა?! ხვდებით, რა საზოგადოებას აშენებს ჩვენი დემოკრატიული ხელისუფლება?! ოჯახების დანგრევის ხელშეწყობითა და მოზარდების გათავხედებით ქართველი ერი ფესვებმოწყვეტილ, მდაბალ ვნებებს დამონებულ აღვირახსნილ მასად უნდა აქციონ. ასეთი ნახირის მართვას მერე რაღა შეუშლის ხელს?! სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიისა და ოჯახის, როგორც ძლიერი საზოგადოების ქვაკუთხედის, წინააღმდეგ.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი სოფიო კილაძე და სხვები დემაგოგიას უწოდებენ განცხადებებს, რომ ეს კანონი ოჯახების დანგრევისკენ, ტრადიციული ქართული ღირებულებების მოშლისკენ მიმართული ნაბიჯია. რას უპასუხებთ მათ?

_ ეს კანონი ე.წ. სოციალურ მუშაკს უფლებას აძლევს, ოჯახს ბავშვი წაართვას არა მხოლოდ “ძალადობის” შემთხვევაში, არამედ “არადამაკმაყოფილებელი სოციალური” მდგომარეობის მოტივითაც. ვთქვათ, რომელიმე ოჯახის შემთხვევაში “სოცმუშაკი” ჩათვლის, რომ მშობლებს არ აქვთ ბავშვის გასაზრდელად სრულფასოვანი პირობები, მას, უბრალოდ, შვილს წაართმევენ. ახლა წარმოიდგინეთ, რა ხდება: მოდის დატრენინგებული სოცაგენტი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ათვალიერებს სახლს და გეუბნებათ, რომ თქვენ არ გაქვთ სათანადო სოციალური პირობები ბავშვის ნორმალურად გასაზრდელადამის შემდეგ საქმეში ერთვება სახელწიფო ძალადობრივი მანქანა, ბავშვს (ბავშვებს) იძულებით ჩამოართმევენ ოჯახს და გადასცემენ სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ რომელიმე ოჯახს, რომელსაც ბავშვისთვის აუცილებელი თანხა ჩაერიცხება.

თუ სახელმწიფოს აქვს საშუალება და აფინანსებს ამ პროგრამაში ჩართულ ოჯახებს, მაშინ პირდაპირ მშობლებს დაეხმაროს, რომ ბავშვებს თავის ოჯახურ გარემოში, მშობლებსა და და-ძმებთან ერთად ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სოციალური გარემო, რაღა პოლიციის ძალით უნდა დააშორონ შვილები მშობლებს და მისცენ სხვას?! ოჯახები, რომლებიც დაფინანსების გამო არიან ჩართულნი ასეთ პროგრამაში, განა მშობლებზე უკეთ შეძლებენ ბავშვების აღზრდას და შეუქმნიან იმ მზრუნველ და სიყვარულით სავსე აუცილებელ გარემოს, რომელიც ასე სჭირდება ბავშვის ფაქიზ ფსიქიკას?! რა თქმა უნდა _ არა!

_ გამოსავალს ხედავთ? როგორ და რა ფორმით შეიძლება, საზოგადოებამ დაიცვას თავისი ინტერსები?

_ არსებობს ერთადერთი გამოსავალი: ვისთვისაც ეკლესია და ოჯახი ძვირფასია, უნდა გაერთიანდეს! მხოლოდ ქრისტეში ერთობით შეკავშირებული ერი შეძლებს ბავშვთა გამრყვნელი კოდექსის გაუქმებას; ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის, მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის, ნარკოტიკების ლეგალიზაციისა და სხვა თავსმოხვეული ლიბერალური დღის წესრიგის შეცვლას. როცა ერთიანობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ რეალურ ქმედით ერთობას და არა იმას, რომ იდეოლოგიურად ყველა ერთ აზრზე ვიყოთ და მხოლოდ სოციალურ ქსელში ვამტკიცოთ ეკლესიის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული. სულ უფრო ხშირად გაისმის გაცვეთილი ფრაზა: “ლიდერი გვინდა, ლიდერი, რომელიც გამოგვიხსნის!”. მონას და მხოლოდ მონას ეჩვენება, რომ სხვა გააკეთებს მის გასაკეთებელს და თვითონაც ეშველება…

ასე, რომ ყველაფერი ჩვენს ძალისხმევასა და შემართებაზეა დამოკიდებული.

პავლე მოციქული მოგვიწოდებს: “ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით” _ რომ.(12,11).

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბ-ნო ლევან, სავსებით ვიზიარებ თქვენი სტატიის პათოსს, მაგრამ მაპატიეთ, თუ ვერ დაგეთანხმებით ყბადაღებული პავლიკ მოროზოვის იმ ბავშვების აღრევაში, მამებს თავიანთი გარყვნილების დასაცავად რომ აბეზღებენ: „ჩვენ მივიღებთ თანამედროვე პავლიკ მოროზოვების’თაობას. სახელმწიფოსგან სრული “თავისუფლებით”(სინამდვილეში აღვირახსნილობით) წაქეზებული ასობით ბავშვი ელემენტარული შეზღუდვის გამოც კი დაასმენს და “სამართლებრივ” პასუხისგებაში მიაცემინებს თავის მშობლებს“. პავლიკ მოროზოვმა მამა დააბეზღა სოციალისტური სახელმწიფოსა და სახალხო ქონების გადასარჩენად, გარყვნილი ბავშვები კი იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. პავლიკ მოროზოვის მოქმედება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შეგნებით მოქმედება იყო; გარყვნილი ბავშვების მოქმედება – ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი „შეგნებით“ (შეუგნებლობით) მოქმედება. გახსოვთ, ალბათ, სახარების ის ადგილი, სადაც იესო ამბობს, ჩემი მამა და ძმები ისინი არიან, ვინც ჩემთან არიანო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here