Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: საქართველოს მართავს არასრულფასოვნების სინდრომით დაკომპლექსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი

ლევან ჩაჩუა: საქართველოს მართავს არასრულფასოვნების სინდრომით დაკომპლექსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი

999
ლევან ჩაჩუა

თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ მედიასთან საუბარში გიორგი გახარიას გაპრემიერების შესახებ მოსკოვში გაკეთებლი პოზიტიური განცხადებებისიკვდილის კოცნასშეადარა და აღნიშნა, რომსაქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის”. მისი შეფასებით, იმ დროს, როცა ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, მსგავსი განცხადებები კონკრეტული ლიდერის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის და საზოგადოებაში მისდამი ეჭვებს აჩენს, რაც რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად: “საზოგადოდ, ვფიქრობ, რომ აქ, საქართველოში, პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის. ეს უამრავ ეჭვს აჩენს ამ პოლიტიკურ ლიდერზე და მის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის. მსგავსი განცხადება შეიძლება სიკვდილის კოცნა იყოს…”

ბრაიზამ ისიც აღნიშნა, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ბევრია “ჯანსაღი ძალაც”, რომლებიც, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მყარად ინარჩუნებენ პროდასავლურ კურსს და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების გარანტებად რჩებიან…

შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზა, აწ გარდაცვლილ ჯონ მაკეინთან, ჯეიმს აპატურაისთან, დევიდ კრამერთან, ჯონ ბასთან და სხვებთან ერთად, რომლებიც საქართველოში ლიბერალური ისტებლიშმენტის მთავარ ლობისტურ ძალას წარმოადგენდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის იდეას ყოველთვის მწვავედ აკრიტიკებდა. მისი ლოგიკა, ისევე, როგორც კრამერის (და კიდევ სხვა უამრავი აგრესიული ლიბერალის), მდგომარეობდა იმაში, რომ რუსეთთან რიტორიკის შერბილება არ შეიძლება, რომ კრემლის მესვეურებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ა.შ.

რაც შეეხება დასავლეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც ამას წინათ დიდი შვიდიანის სამიტზეც ნათლად გამოხატეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი უკვე დაუფარავად საუბრობენ რუსეთთან დიალოგის აუცლებლობაზე, აშკარაა, რომ მეთიუ ბრაიზაც, კრამერიც და ყველა დანარჩენი მკვეთრი ანტირუსული განწყობების მქონე მაღალჩინოსანი აცდენილი არიან თანამედროვე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების დეკლარირებულ პოლიტიკას.

რას ნიშნავს ბრაიზას შეფასება, რომ კრემლში გაკეთებული პოზიტიური განცხადებები გახარიასთვის, შესაძლოა, “სიკვდილის კოცნა” აღმოჩნდეს და რა გზავნილია ეს დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ამასწინათ მეთიუ ბრაიზამ მედიასთან განაცხადა, რომ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკური ლიდერის სანდოობა და ავტორიტეტი, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობა იტყვის, რომ მასთან პირდაპირი დიალოგის წარმართვა შეიძლება, ყოველთვის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მსგავსი განცხადება, შესაძლოა, “სიკვდილის კოცნააღმოჩნდეს და რეალურად იგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში დესტაბილიზაციის პროვოცირებაზე იყოს გათვლილი. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს: რუსეთთან დიალოგი აუცილებელია და, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი უნდა წარიმართოს ე.წ. დასავლელი პარტნიორების ზედამხედველობისა და მეურვეობის გარეშე. ჩვენ ყოველგვარი შუამავლების გარეშე უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და თითოეული საკითხი, იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თუ სხვა, განვიხილოთ.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომ თურმე რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დიალოგი ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის “სიკვდილის კოცნა” აღმოჩნდება, არა მგონია, ბრაიზამ ყურმოკვრით მაინც არ იცოდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ “ქართულ ოცნებას” სწორედ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ბრაიზასა და სხვა დასავლელი ოდიოზური ფიგურების მიერ ლობირებული კრიმინალური ბანდა _ “ნაცმოძრაობა”, გაესამართლებინა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს იურისდიქციაში დაებრუნებინა.

ბრაიზას, რასმუსენის, კრამერისა და მომაკვდავი ლიბერასტული ინტერნაციონალის რუპორების მლიქვნელობა უსუსური მცდელობაა ამ ძალების მიერ საქართველოში გავლენის შენარჩუნებისა. ბოლო პერიოდში დასავლეთში დაწყებულმა ანტილიბერალურმა მოძრაობებმა გააშიშვლა ნეოლიბერალური ტირანია და საკითხავია, რა უფრო შეიძლება აღმოჩნდესსიკვდილის კოცნა”: დრომოჭმული, ძირგამომპალი ლიბერასტული კურსის გაგრძელება თუ დიალოგის წარმოება რუსეთთან; დიალოგისა, რომლის გარეშე დღეს თვითონდემოკრატიულდასავლეთსაც ვერ წარმოუდგენია კონტინენტზე მშვიდობა და სტაბილურობა. აკი, ამასწინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც განაცხადა, რომ მოსკოვთან დიალოგის გარეშე ევროპის კონტინენტზე მშვიდობა ვერ იქნებაოდღევანდელი ჩვენი რეალობა სწორედ ის მოცემულობაა, როცა ამა თუ იმ პოლიტიკოსისა და პოლიტიკური გუნდის ეფექტიანობა სწორედ რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობით შეიძლება განისაზღვროს. რაც შეეხება ბრაიზებსა და კრამერებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის, ამგვარი მზაკვრული წაქეზებით მათ თავის დროზე სააკაშვილი იქამდე მიიყვანეს, რომ მძინარე ცხინვალი დააბომბინეს. ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რუსეთმა შეძლო ამ ყველაფრის პროვოცირება და ესენი წამოეგნენ თუ სხვანაირად იყო. ამ რიტორიკისა და მასზე აწყობილი პოლიტიკის შედეგი დამანგრეველია, _ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი დაკარგულია. ისე, საინტერესოა, რას გვპირდებიან მიშას მეგობარი ბრაიზები და კრამერები, როცა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებენ და გვმოძღვრავენ, რომ დიალოგზე ფიქრიც კი არ გავბედოთ?!

_ ალბათ, დასავლეთის მხარდაჭერასა და სანქციების გამკაცრებას ან არსებული სანქციების გაგრძელებას გულისხმობენ, როცა კრემლზე ზეწოლაზეა საუბარი. ეს არ იქნება ეფექტიანი?

_ ჩემი აზრით, ბოლო წლებში უკვე დამტკიცდა, რომ ვერანაირი სანქციები, ვერანაირი პრესინგი თუ დიპლომატიური ზემოქმედება კრემლზე იმ შედეგს ვერ მოიტანს, რომელიც დასავლეთს უნდა. ეს ერთი. მეორე _ ევროპა მიხვდა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა არ უღირს რუსეთთან დაპირისპირებად, რადგან ამით მხოლოდ რუსეთი კი არ ზარალდება, თვითონაც არანაკლებ დიდ დარტყმას იღებს. განსაკუთრებით ეს ეხება ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია… აი, ზუსტად ამიტომ გააუქმეს ამასწინათ ყირიმის მოვლენების შემდეგ დაწესებული სანქციები და, ფაქტობრივად, დაივიწყეს ეს თემა. ახლა ჩნდება კითხვა: თუ დასავლეთმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ყირიმის საკითხი დათმო, ცხინვალისა და სოხუმის დასაცავად წავა რამე კონფრონტაციაზე რუსეთთან?

თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: როდესაც ვსაუბრობთ ბრაიზას, კრამერისა და სხვა მსგავსი წამქეზებელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად აცდენილნი არიან თავიანთი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების დეკლარირებულ პოლიტიკას. ერთია მათი განცხადებები კრემლთან დიალოგის უპერსპექტივობაზე და მეორე _ ტრამპის, მაკრონის, მერკელისა და სხვათა პოზიცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, იქნება ეს ირანის თემა, სირია თუ ჩრდილოეთი კორეა, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

_ მიუხედავად იმ ძირეული გარდაქმნებისა, რომლებიც დასავლურ პოლიტიკურ დღის წესრიგშია, საქართველოს ხელისუფლება რატომ რჩება ძველი იდეოლოგიური დისკურსის გამტარებლად?

_ ჩვენი დღევანდელი პოლიტელიტა _ ქოცები და ნაცები, თავიანთი სატელიტებით ძველ, მარგინალურ სისტემას ეკუთვნიან. მათი ძალაუფლების გარანტორი, მათი მფარველი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი დღესაც არის ის სისტემა. ასე რომ, ბუნებრივია, მათ ამ ჭაობიდან ამოსვლა უჭირთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში ჩამოწერილი ვიღაც ბრაიზები და კრამერები, რომლებიც საქართველოშინაცმოძრაობისსისხლიან რეჟიმს ლობირებდნენ, თითის ქნევით გვესაუბრებიანოცნებისხელისუფლების პირობებშიც, თორემ, ჩვენ ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, კრამერის განცხადებებისა და დუჟმორეული ღრიალის შემდეგ მასაც და ბრაიზასაც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა, აეროპორტში მიაბრძანებდა და, სანამ ტრაპზე ავიდოდნენ, თითო პანღურსაც უთავაზებდა. მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც ბოკერია ციხის ნაცვლად პარლამენტში უზის და სამართლიანობაზე ალაპარაკებს, რა თქმა უნდა, ამის გამკეთებელი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოს მართავს არასრულფასოვნების სინდრომით დაკომპლექსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

დღევანდელ საქართველოში ამერიკელს, ინგლისელს, ფრანგს, გერმანელს ყველაფერს უჯერებენ. ასეთი მონური ფსიქოლოგიის ხალხისთვის მისაღებია არა ის, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, არამედ ის, რასაც საქართველოსთვის სასარგებლოდ უცხოეთში მიიჩნევენ. არ ვამბობ, რომ მსოფლიოს გავლენიან ძალებს ანგარიში არ გავუწიოთ, პირიქით, უნდა გავუწიოთ, რაც ბუნებრივი და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა ავანტიურისტულ ხასიათს შეიძენს, უბრალოდ, ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს არ აქვს მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსება და ისინი მუდამ სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურედ რჩებიან. სანამ ამგვარი ცნობიერება იბატონებს, ჩვენს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს!

საერთოდ, საქართველოში, დიდი ხანია, ნორმად იქცა ის სამარცხვინო პრაქტიკა, რომ, ვისაც ფული აქვს, არჩევნებს ის იგებს, ანუ ის არის ხალხის რჩეული და მას ანდობენ ქვეყნის მართვას. სანამ ეს მავნე პრაქტიკა არ დასრულდება და ხალხი ერთხელ და სამუდამოდ არ მივა დასკვნამდე, რომ, ვისაც ფული აქვს, ის კი არ არის ავტომატურად ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენი, მას კი არ უნდა მივცეთ ძალაუფლება ბრმად, არამედ იმათ, ვისაც სუფთა წარსული აქვს, შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია და რეალურად ძალუძს ქვეყნის ამოყვანა ჭაობიდან. მანამდე სულ ამ მოჯადოებულ წრეზე ვივლით. ერთი ნაძირალა წავა და მეორე მოვა.

შეცდომის განმეორება უკვე არჩევანია, არჩევანი!

აქედან გამომდინარე, ყველას _ სრულიად ერი იქნება თუ ცალკეული პიროვნება _ ყოველთვის თავისი არჩევანის შესაბამისად მიეზღვება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here