მთავარი სამართალი ლევან ჩაჩუა: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ქვედანაყოფები

ლევან ჩაჩუა: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ქვედანაყოფები

8349
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

27 ივლისს საქართველოს მთავრობამ, “ბავშვის უფლებათა კოდექსისფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური მხარდაჭერითა და თანადგომით მორიგი გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო _ ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე 200-მდე სოცმუშაკი მომზადდება, მომზადების პროცესს კი უშუალოდ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში და ასევე მათ მიერ მოწვეული სპეციალისტები გაუწევენ კოორდინაციას.

პროექტის ფარგლებში, სულ რაღაც, ორ კვირაში (ტრენინგის ხანგრძლივობა ორი კვირაა) მომზადებას კოდექსის 200-მდე კოორდინატორი და დაახლოებით ამდენივე იურისტი გაივლის (ტრენინგები სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსაც ჩაუტარდებათ). როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში განმარტავენ, ტრენინგების მიზანი არა მხოლოდ კადრების მომზადება, არამედ ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი პრაქტიკაში განხორციელებაა, რაც, უწინარესად, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეულის შექმნას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის _ სოფიო კილაძის განმარტებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას; მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებსა და პროგრესისთვის აუცილებელ მიმართულებებს დაუსახავს.

რას ნიშნავს დღეს საქართველოსთვის უცხოეთიდან დაფინანსებული მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. სოცმუშაკების მომზადებას გულისხმობს და რა შედეგები მოჰყვება უახლოეს მომავალში ამ პროცესებს?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე _ ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, ხელისუფლებამ, “ბავშვის უფლებათა კოდექსისფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სოცმუშაკების მომზადება აქტიურად დაიწყო. ამჟამად ტრენინგებს 200-მდე პირი გადის. პროექტს ფინანსურად გაეროს ბავშვთა ფონდი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. რას ნიშნავს დღეს ეს თითოეული ოჯახისთვის და რა გველოდება ამ ყველაფრის კვალდაკვალ უახლოეს მომავალში?

_ პირველი, რაც ყოველთვის თვალშისაცემია, არის ის, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებისას ყველანაირად ცდილობენ საზოგადოების ყურადღების სხვა, უმნიშვნელო თემებზე გადატანას, რათა მაქსიმალურად ფარულად, უხმაუროდ განახორციელონ თავიანთი გეგმა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ნაკარნახევია გარედან. თუმცა, მადლობა ღმერთს, არსებობენ ისეთი საინფორმაციო საშუალებები, როგორიც თქვენ ხართ; არსებობენ საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები და პარტიები, როლებიც მუდმივად არისხებენ განგაშის ზარებს ნებისმიერ მსგავს მოვლენაზე.

არ მინდა, ისედაც მძიმე თემის დრამატიზება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ცუდი პერსპექტივა ემუქრება თითოეულ ოჯახს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, რა ნაღმებია ჩადებული ამ .. ბავშვის უფლებათა კოდექსშისხვათა შორის, ამ “კოდექსის” მიღებისას “ლიბერალები” ერთხმად აცხადებდნენ, ცვლილება კარგია, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად პრაქტიკაში მის ეფექტიანად განსახორციელებლადო. გულისხმობდნენ იმას, რომ კადრები არ ჰყავდათ და ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ოჯახებიდან ბავშვების მასობივად გამოტაცება. დღეს ზუსტად ეს პროცესი ხორციელდება და, როგორც ჩანს, არც ისე წარუმატებლად. არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს მალე ეყოლება იუვენალური ფაშისტების ახალი ქვედანაყოფები. ეს იქნება ცხოვრებაში განხორციელებული ტერორი, რომელიც შიშის ზარს დასცემს თითოეულ ოჯახს და, რაც დრო გავა, ეს ტერორი კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს.

_ საქართველოში, უკვე ორ თვეზე მეტია, “ბავშვის უფლებათა კოდექსიამოქმედდა. ამ ხნის განმავლობაში თუ იყო ოჯახისთვის ბავშვის წართმევის თუნდაც ერთი კონკრეტული შემთხვევა?

_ ერთ-ერთი შემთხვევა ახლახან მოხდა. მე და ბატონ გურამ ფალავანდიშვილს დაგვიკავშირდა ოჯახი, რომელიც შველას ითხოვდა. ადგილზე მისულებს დაგვხვდა უმძიმესი სურათი: აქვითინებულმა დედამ გვიამბო, ცივსისხლიანმა სოცმუშაკმა პატრულის მეშვეობით როგორ გამოსტაცა ხელიდან 3 წლის ბავშვი (ნიკოლოზი, რომელიც დედასთან ჩახუტების გარეშე ვერ იძინებდა) და როგორ გაასხვისეს ის უცხო ოჯახში ისე, რომ დედა-შვილს ერთმანეთის ნახვაც კი აუკრძალეს. საბრალო დედამ არც იცის, მისი ერთადერთი შვილი როგორ იძინებს, რას ჭამს ან რა გარემოში იმყოფება.

_ მიზეზი რა იყო, რატომ წაართვეს?

_ არასათანადო სოციალური პირობები. სოცმუშაკმა ჩათვალა, რომ ოჯახი ვერ უზრუნველყოფდა ბავშვს სრულფასოვანი პირობებით, გამოიძახა პატრული და, დედა-შვილის წივილ-კივილის მიუხედავად, პოლიციელებმა (რომლებიც შეძრა ამ სისასტიკემ, მაგრამ იძულებულები იყვნენ, კანონი აღესრულებინათ) ისტერიკაში მყოფი 3 წლის ნიკოლოზი ძალით გაამწესეს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ერთერთ ოჯახში, რომელიც ბავშვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებს დაფინანსებას. თუ სახელმწიფოს ამ პროგრამაში ჩართული ოჯახების დაფინანსების საშუალება აქვს, მაშინ უშუალოდ ამ ბავშვების მშობლებს დაეხმაროს, რათა საკუთარ ოჯახურ გარემოში ჰქონდეთ უზრუნველყოფილი გარემო, რაღა პოლიციის ძალით აშორებენ შვილებს მშობლებს და უნგრევენ ფაქიზ ფსიქიკას?! თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყოველივე სხვა მიზანს ემსახურება და ჩვენ უკვე დავრწმუნდით არაერთხელ, რომ ამ (გამორჩეულად ლამაზი და ჯანმრთელი) ბავშვების ოჯახებისთვის წართმევა არის მავანთა ინტერესში.

_ ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს?

_ ალბათ, მათ ინტერესში, ვინც ამ ბავშვებით ვაჭრობს სხვთა შორის, პირველი სოცმუშაკი, რომელიც მივიდა იმ ოჯახში და ნახა, როგორ ეხუტებოდა ჩვილი დედას და არ შორდებოდა, თქვა: გამორიცხულია, ამ ბავშვს ოჯახიდან ვერ წავიყვანო. ამის გამო ის სამსახურიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს და მიიღეს ახალი, ცივსისხლიანი ზონდერი, რომელმაც პატრულის დახმარებით ბავშვი წივილკივილით გამოჰგლიჯა დედას ხელიდან. აი, ასეთი 200 ზონდერის შერჩევითა და გაწვრთნით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება. ეს არის ტრაგედია, ეს არის იუვენალური ფაშიზმი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც სათავეში მოვა ეროვნული ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზონდერმა სოცმუშაკებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი!

რაც შეეხება ქალბატონ სოფიო კილაძეს, რომელსაც თურმე ღამე არ სძინავს ბავშვთა მდგომარეობაზე ფიქრით, სჯობს, თავის ახალდანგრეულ ოჯახსა და შვილებს მიხედოს, მეტის თქმისგან ამჯერად თავს შევიკავებ… ვის შვილებსა და ოჯახებზე საუბრობენ ეს გრანტებსა და თანამდებობებზე გაყიდული მონები?! სხვათა შორის, 6 აგვისტოს, 14 საათზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციას სოციალური სააგენტოს წინ, მიცკევიჩის ქუჩაზე და ყველას გვარებითა და სახელებით ვამხელთ, ვინც სამი წლის ნიკოლოზის მოტაცებაში მონაწილეობდა. საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს, რათა აუცილებლად დავუბრუნოთ პატარა ანგელოზი დედის კალთას. თუმცა, არა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზეა საჭირო რეაგირება, არამედ იუვენალური ფაშიზმი სრულიად უნდა აღვგავოთ ჩვენი ქვეყნიდან. ამის დამკანონებელნი და განმახორციელებელნი _ ყველანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, იქნება ესსოცმუშაკი”, ოფიცერი თუ პარლამენტარი, რომელმაც ამ ფაშიზმის კენჭისყრისას თვალი დახუჭა ან, მით უმეტეს, ხმა მისცა.

_ “ბავშვის უფლებათა კოდექსისკვალდაკვალ ბოლო პერიოდში გახშირდა შვილების მიერ მშობლების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ფაქტები. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც შვილიშვილმა 80 წლის ბაბუას უჩივლა ელემენტარული შეინიშვნისა თუ აკრძალვის გამო; 14 წლის მოზარდმა ბაბუა და ბიძა დააჭერინარა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს ამ ტერორის წინააღმდეგ და პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას აგრძნობინოს თუნდაც პოლიტიკური საფრთხე, რომელიც მას ამ ყველაფრის გამო ელოდება?

_ რა გითხრათ, ვისურვებ, რომ ჩვენი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ჩვენ საზოგადოებად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერად ვერ ჩამოვყალიბდით, რისი ნიშანიც არის ის, რომ სულ ველით და ვოცნებობთ, სხვა როდის გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. არადა, პირიქითაა _ “სხვამუდმივად ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. რაც შეეხება შვილების მიერ მშობლების პასუხისგებაში მიცემის ფაქტებს, ნელნელა ვიღებთ თანამედროვე პავლიკ მოროზოვების თაობას. ციხეებში უკვე მომრავლდა ოჯახის წევრების მიერ დასმენილი პატიმრები. სასამართლოს ყველაზე მეტი გამამტყუნებელი განაჩენი .. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთა მიმართ გამოაქვს. როგორ უნდა განვითარდეს მოზარდი სრულფასოვნად, როდესაც მამა, დედა ან დედმამიშვილი დაასმინა პოლიციაში ან, მით უმეტეს, დააჭერინა?! ხვდებით ახლა, რა საზოგადოებას აშენებს ჩვენიდემოკრატიულიხელისუფლება?! აქვე მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც ზოგი საკუთარი უსუსურობითა და სიზარმაცით, ზოგიც შეგნებულად და სხვათა დავალებით წერენ სოციალურ ქსელებში, რომ არაფერს აღარ აქვს აზრი, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება, წინ უარესი გველის და ა.შ.

ჯერ ერთი ამ პესიმიზმით ისინი სხვასაც აავადებენ და ამით, პრაქტიკულად, “ლიბერალების” საქმე კეთდება; მეორე _ ჩვენც ვიცით, რომ არჩევნებში გაყალბების დიდი ალბათობაა, მაგრამ განა სხვა გზა დღევანდელ ვითარებაში არსებობს?! 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის შეგროვებული პოლიტაჯაფსანდალის მოსაყვანად რომ გადავდეთ თავი და ვიბრძოლეთ, მაშინ არ იყო გაყალბების დიდი ალბათობა? თუ მიშას დემოკრატიის იმედი ჰქონდა ზოგიერთს? როგორც უნდა სდომოდათ სააკაშვილსა და მის უცხოელ ლობისტებს არჩევნების გაყალბება, ისინი დარწმუნდნენ, რომ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუებოდა, ამიტომაც გაუწიეს ანგარიში ერისა და ბერის ერთობას. დღეს უფრო მეტად გვმართებს მობილიზება, რადგან ყველა მიხვდა, რომოცნებაცდანაცმოძრაობაცგარედან მართული ერთი სისტემის ორი მხარე ყოფილა, რომლებისგანაც აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ. არ დავიზაროთ და თუნდაც ქართველობის 1% (30 ათასი კაცი) მაინც დავდგეთ ღირსეულად. რასაც გააყალბებენ, მაგასაც ვანახვებთ!

უიმედო და ხელჩაქნეულ საზოგადოებაში საუკეთესო ნიადაგია ლიბერალური ფაშიზმისთვის, რაც, სამწუხაროდ, უკვე სამი ათწლეულია, ფეხს იკიდებს საქართველოში. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტი ეროვნულ-ეკლესიური ადამიანი შევიდეს პარლამენტში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. პირველი ნაბიჯი ამ ქმედების აღსაკვეთად სწორედ პოლიციელების მხრიდან უნდა გადადგმულიყო. სამსახურის დაკარგვის ფასადაც კი უარი უნდა თქვან ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. თუ ყველა პოლიციელი ასე მოიქცევა, აქვე დასრულდება დრამა

  2. Diax axla yvelaze metad gvchirdeba ertad yofna da erovnuli interesebis, erovnuli girsebis da sxva faseulobebis dacva, nu ganvewyobit pesimisturad movixadod pirnatlad da wrfelad chveni moqalaqeobrivi tu moraluri Bali…

  3. Parlamentshi oposiziuri partiebidan shesuli tito– orola adamiani igive parlamentarta ojaxebisatvis iqneba sasargeblo,qveynisa da xalxisatvis ara! yvela am xelisuplebisa da mayi sistemisatvis imushavebs,rom samsaxiri ar dakargon!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here