მთავარი საზოგადოება ლევან ჩაჩუა: საზოგადოება უნდა გაემიჯნოს ხელისუფლების მატრაბაზობას, თუ ფარისევლები არ ვართ

ლევან ჩაჩუა: საზოგადოება უნდა გაემიჯნოს ხელისუფლების მატრაბაზობას, თუ ფარისევლები არ ვართ

ფეკალიები წყალში ტივტივებს, მარგალიტები სიღრმეშია და არ ჩანს

1277
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

ამა წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირაშრომის კოდექსშიცვლილებას, რომლის მიხედვით, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც გამოცხადდა. “შრომის კოდექსშიშევიდა ცვლილება: “12 მაისი _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის _ წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე _ იმედის დღე”.

“ერი მოხარულია, რომ დღევანდელი დღე იქნება წილხვედრი, საქართველო იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი – მოხარული ვარ, რომ ამას ჩვენი პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს”, _ განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ გამართულ ცერემონიაზე. “თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმა დედამ. მას წილად ხვდა ივერია და იმ დღიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთან არის”, _ ბრძანა ილია მეორემ. 2018 წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ არის, მორწმუნე ქართველებისთვის არახალი ამბავია, პრობლემა ლიბერალებს აქვთ, საქართველოში მცხოვრებ ლიბერალებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც “წილხვდომილობის დღის” დაწესებით რისი თქმა სურდა, ბევრმა ვერ გაიგო… ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე პოლიტიკური გაერთიანებაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა გვესაუბრება.

_ ხელისუფლებამ “წილხვდომილობის” დღის დაწესებით საქართველოს მოსახლეობის კონსერვატორულ ნაწილს კოჭი გაუგორა _ ქვეყნის მოსახლეობის 80 პრცენტი განწყობილია ეკლესიის, ღვთისმშობლის, უფლის რწმენითა და პატივისცემით. მათ სწამთ და ძვირად უღირთ წინაპრების ღვაწლი, ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის და ისიც იცის, რომ “წილხვდომობა” მოსახლეობის დიდ ნაწილს მოესალბუნებოდა… ეს ერთ-ერთი კარგად გათვლილი პიარნაბიჯია ამ ხელისუფლების…

_ იქნებ ჩამოთვალოთ, რა ნაბიჯები აქვთ გათვლილი

_ პრემიერმინისტრმა ევროპაში რაც განაცხადა, შევეცდები მის ზუსტ ციტირებას: “ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჩვენ ვამაყობთ ამით, ეს იყო პროგრესისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. თუ ჩვენი კანონმდებლობა რაიმე კუთხით კიდევ უნდა გაძლიერდეს, მზად ვართ, რომ მივიღოთ თქვენი რეკომენდაციები, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს რეკომენდაციებს და გამოხატვის უფლების აღსრულებაში სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას და ყველას მიეცემა საშუალება, თანაბრად გამოხატოს საკუთარი უფლებები და თავისუფლება”. პრემიერმა ამ განცხადების შემდეგ გააკეთა მორიგი განცხადება: “ჩვენ დავაკმაყოფილებთ როგორც ეკლესიის გამოხატვის უფლებას, ასევე სხვადასხვა სექსუალური უმცირესობის გამოხატვის უფლებას”. ჩვენი ხელისუფლება დემოკრატობანას გვეთამაშება. მას სურს, დაანახვოს ყველას, როგორი სახისა და დონის დემოკრატია გვაქვს. მას სურს, დაანახვოს ყველას, რომ საქართველოში გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, როგორი მრწამსისაც არ უნდა იყოს ის. ვიღაცას სურს, ღვთისმშობლის წილხვდომილი იყოს? _ იყოს; ვიღაცას სურს, ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს? არავინ არ უშლის. კანონი საუკეთესო გვაქვს, ეს საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიაა _ გინდა, პრაიდი ჩაატარე; გინდა, საეკლესიო დღესასწაული. ის, რაც აქ ხდება, ყოვლად დაუშვებელია.

_ დაუშვებელია, მაგრამწილხვდომობისთვისნახევარ მილიონ ლარზე მეტი უკვე გამოეყო სამ სამინისტროს, დღესასწაულიც შედგა და ხელისუფლებასაც არავინ არაფერი არ უთხრა

_ დღესასწაული შედგა, მაგრამ საზოგადოებას უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან ასეთ ფარისევლობას ქართველი საზოგადოება არ “ჭამს”. თუმცა საშიშია, რომ მსგავსი ფარისევლური გამოხდომებით, ივანიშვილის მიერ სხვადასხვა ტაძრის მოხატვისა და დაფინანსების წინ წამოწევით, ხალხმა იმედი არ დაკარგოს და გული არ აიცრუოს ეკლესიაზე.

_ როგორ უნდა დაანახვოს საზოგადოებამ ხელისუფლებას, რომ მისი ფარისევლობის არ სჯერა?

_ ჩვენ ხელისუფლების მატრაბაზობას არ უნდა შევეგუოთ, არ უნდა დავთანხმდეთ იმას, რომ, როცა ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღეს აღვნიშნავთ რუსთაველზე, მათ პარალელურ ქუჩაზე სახელმწიფო კანცელარიის წინ გეიაღლუმი ჩაატარონ, იქ, სადაც სამღვდელოება გალობით აღნიშნავს უდიდესი სიწმინდის _ ოჯახის დღეს, მათ ვერ უნდა იბოგინონ. ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ხალხსა და ეკლესიას ვერ შეურაცხყოფს. ჩვენ გვახსოვს კვირიკაშვილის პრემიერობისას როგორ ამბობდნენ _ “გამომრევლებული ბრბო” და “გამოციანიდებული ეკლესია”. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ ქართველები, ვისაც ღირსება აქვს, ვინც არ არის ფარისეველი, ვინც სინდისს ფეხს არ დააბიჯებს, ვინც 17 მაისს ჩაიარა რუსთაველზე, აღნიშნა “ოჯახის სიწმინდის” დღე და დაგმო ლგბტ ღონისძიება კანცელარიასთან. აი მაშინ სულ სხვაგვარად წავა ამ ხელისუფლების საქმე.

_ 17 მაისს აღარ აღნიშნავენ უმცირესობის დაცვის დღეს

_ ვიცი, 17 მაისს არა, მაგრამ უკვე კვირეულის ჩატარებას აპირებენ 18-23 ივნისს, რაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა მას შემდეგ, რაცწილხვდომობისდღესასწაული დააწესეს. ამით ხელისუფლებამ განაცხადა _ ჩვენ მორწმუნეებს, კონსერვატორებს პატივი გეცით, ახლა თქვენც აიტანეთ

ჩვენი მარიონეტი ხელისუფლება, ერთი მხრივ, კონსერვატორ საზოგადოებას იმადლიერებს; მეორე მხრივ, იღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და მსოფლიოს აჩვენებს, როგორი დიდი ნაბიჯი გადადგა “დემოკრატიისკენ”, ამით უსაფრთხოების გარანტიას იღებს ყველასგან, რათა სოდომიის პროპაგანდაში ხელი არ შეეშალოს. საზოგადოება უნდა გაემიჯნოს ხელისუფლების მატრაბაზობას, თუ ფარისევლები არ ვართ. სიმართლე ნახევრად არ უნდა ვთქვათ, რადგან ნახევარსიმართლე ბოროტებასა და სიცრუეზე მეტი დანაშაულია. სიმართლე კი არის ის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის, გადაგვარებული სექსუალური ურთიერთობების მომხრე ხელისუფლება უნდა ვამხილოთ. ბოლომდე უნდა ვამხილოთ საქართველოს ხელისუფლება ფარისევლობაში და მისგან არ უნდა მივიღოთ გადმოგდებული “სიკეთეები”.

_ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ არის, ყველა ქართველმა კარგად იცის, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ რომელი საქართველო იგულისხმა: განახევრებული, დაუძლურებული და გაელგებეტებული?

_ საქართველოს მოსახლეობა პატივს სცემს ღვთისმშობელს. ჩვენ ვართ ქრისტიანი მართლმადიდებლები, მაგრამ უხამსობის, ნარკომანობის ჭაობში ჩაკარგული საქართველო ვერ იქნება “წილხვედრი” და ვერც ქართველი საზოგადოების ნაწილი ვერ გახდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ორგანიზაციები, რომლებიც გულუხვად ფინანსდებიან უცხოეთიდან, ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ კარგად დაფინანსებულნი არიან და მეტად ჩანან, ვიდრე ჩვენ… ფეკალიები წყლის ზედაპირზე ტივტივებს, მარგალიტები სიღრმეშია და არ ჩანს.

_ ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზეწილხვდომობასგამოიყენებს, იტყვის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მაგრამ მაინც ვახერხებთ ჰომოსექსუალების სიმშვიდის უზრუნველყოფასო

_ აუცილებლად გამოიყენებენ, სწორედ ამაზე აქვთ ეს ყველაფერი გათვლილი, “წილხვედრობაც” ამისთვის სჭირდებდათ, ისინი ხომ თავისუფალი არ არიან, მარიონეტები არიან და იძულებულნი ხდებიან, ყველა ფრონტზე ითამაშონ, კონსერვატორულზეც და ლიბერალურზეც. ხელისუფლების წარმომადგენლებს ზუსტად ეგ ჰქონდათ გათვლილი _ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის გული მოეგოთ და მეორე ხელით ლიბერალების დაკვეთა შეესრულებინათ.

_ ორი ღმერთის მსახურება არასდროს არავის არ გამოსვლია. ჩვენი ხელისუფლება ორ ღმერთს ემსახურება და ორ სკამზე ჩამოჯდომას ცდილობს

_ არც საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვა ორი ღმერთის მსახურება და ორ სკამზე ჯდომა. “შუშის სასახლეში მყოფი ჩვენი “მმართველი” სულიერი და პოლიტიკური მემკვიდრეა როსტომ ხანისა, რომელიც აშენებდა ხიდებს, ემსახურებოდა ეკლესიებს და პარალელურად შემოჰქონდა მამათმავლობის სიბინძურე. მან დაახრჩო კათალიკოს-პატრიარქი, რომელიც ამხელდა და ეუბნებოდა: “ქრისტიანთა მამინაცვალი ხარ და მუსლიმანთა მამა”. როსტომ ხანმა გაუხსნა გზა ანგარებას, მამათმავლობასა და ქართველებისთვის მანამდე უცხო მრავალ სხვა ადამიანურ მანკიერებას. როსტომ ხანმა ცხოვრება ცუდად დაასრულა. ის დღეს შაჰაბასის გვერდით არის დასაფლავებული. ასეთი დასასრული ექნება ყველა იმ ქართველს, რომლებიც ქვეყანასა და თანამემამულეებს უღალატებენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here