მთავარი პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: მოუსყიდველი, ღირსეული მამულიშვილების მხარდაჭერის შემთხვევაში რეალურად ჩნდება შანსი, აქტიურ ფაზაში...

ლევან ჩაჩუა: მოუსყიდველი, ღირსეული მამულიშვილების მხარდაჭერის შემთხვევაში რეალურად ჩნდება შანსი, აქტიურ ფაზაში გადავიყვანოთ ბრძოლა ძირგამომპალი მართვის სისტემის დემონტაჟისთვის!

997
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი რომ არ იქნება და თითოეულ ჯანსაღ ძალას, რომელსაც ძირეული ცვლილებები სურს ქვეყანაში, სერიოზული ბრძოლა მოუწევს თავისი ხმების დასაცავად, ამთავითვე ცხადია. ამის ნათელი დადასტურებაა, ერთი მხრივ, ხელისუფლების და, მეორე მხრივ, მისი მოკავშირე .. პროდასავლური ოპოზიციის მიერ პოლიტიკური სპექტრის სრული მონოპოლიზაცია, რომელიც ორ ძალას შორის წლების წინათ კოაბიტაციის სახელით მიღწეული შეთანხმების შედეგია. თანმდევ მთავარ შტრიხს წარმოადგენს დანარჩენი ძალების სრული საინფორმაციო ბლოკადა, რომელიც, ტრადიციულად, ყველა არჩევნებზე გვიჩვენებს, რომნაციონალური მოძრაობისადაქართული ოცნებისტანდემისთვის მიუღებელია ძირეული ცვლილებები, მეტიც, .. ლიბერალური მედია, რომლის ერთ ნაწილს ხელისუფლება, ხოლო მეორე ნაწილს მის მიერვე შეკოწიწებული ოპოზიცია _ ნაცები და ევრონაცები _ აკონტროლებენ, ერთგვარი პროპაგანდისტული შტურმით ცდილობს, ეროვნულ ძალებს ჩაუშალოს წინასაარჩევნო კამპანია.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა” ერთ-ერთია იმ ჯანსაღ და ავტორიტეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომელიც, მიუხედავად აშკარა უთანასწორობისა ლიბერალურ დღის წესრიგთან ბრძოლაში, მათ შორის ფინანსური რესურსების ფლობის, საინფორმაციო ველის კონტროლისა და სხვა თვალსაზრისით, კონსერვატიული ფლანგის ინტერესებს ღირსეულად წარმოადგენს. ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს, თუმცა მთავარი უპირატესობა, რომელიც აღნიშნულ ძალას ხელოვნური წინააღმდეგობის მიუხედავად აქვს კონკურენტებზე, მის მიმართ საზოგადოების ფართო მხარდაჭერა და თანადგომაა…

რა არის დღევანდელ ვითარებაში კონსერვატიული ბანაკის მთავარი პოლიტიკური გზავნილი საზოგადოებისადმი, რა სტრატეგიას ირჩევენ ლიბერალური დიქტატის წინააღმდეგ საბრძოლველად და რას შეცვლის მომავალი არჩევნები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრებაქართული იდეისდამფუძნებელი და თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ ბატონო ლევან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი 31 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდება. თქვენ, როგორც კონსერვატიული ფლანგის ერთერთ გამორჩეული ლიდერი, რა ცვლილებებს ელოდებით მომავალი არჩევნების შემდეგ?

_ ჩვენ, ფაქტობრივად, დახურული გვაქვს საინფორმაციო ველი _ ეს ერთგვარი ომია ჩვენ წინააღმდეგ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სრულიად კონსერვატიულ საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკურ სპექტრში “ქართული იდეა” ერთადერთი ძალაა, რომელიც არ იმართება სისტემის მიერ. ეს არის იმის მიზეზი, რომ სრულ საინფორმაციო ბლოკადაში ვართ. რაც შეეხება მოლოდინს, ვფიქრობ, ერთერთი უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ არსებული პოლიტიკური სისტემა ძირგამომპალია, არის ის, რომ ლიბერალური დღის წესრიგის ორივე მხარე _ ნაცებიც და ქოცებიც _ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. მათ, პრაქტიკულად, ათეულობით მილიონის დახარჯვა უწევთ ძალაუფლების შესანარჩუნებლად; მეორე მხარეს კი არის უფულო და უსახსრო ბანაკი, რომლის ერთადერთი ძალა საზოგადოების მხარდაჭერაა. ისე, მოლოდინი ძირეული ცვლილებების დაწყებაზე გაცილებით დიდი იყო საზოგადოებაში, სანამ არსებობდა იმედი, რომ ეროვნული ძალები გაერთიანებას შეძლებდნენ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა

_ რამ შეუშალა ამ პროცესს ხელი?

_ ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: “ქართულმა იდეამ” და პირადად მე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთობა შემდგარიყო. ამისთვის არაერთი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ ყველა ჭეშმარიტ ეროვნულ ძალას, რომლებთანაც შესაძლებელი იყო გაერთიანება, ყოველგვარი ამბიციის გარეშე მოვუწოდებდით, რომ დიდი გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ვთავაზობდით წამყვან პოზიციებს.

_ რა გიპასუხეს?

_ სამწუხაროდ, ზოგი საერთოდ არ ჩაერთო არჩევნების ბატალიებში და ზოგმაც სულ სხვა, ე.წ. პრაგმატული გათვლა გააკეთა. შეუერთდა კონკრეტულ პარტიას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ივანიშვილთან. ახლა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, გამგები ისედაც გაიგებს… თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ქართულმა იდეამშეძლო თავისი გუნდის დაკომპლექტება ღირსეული მამულიშვილებით, რომლებსაც აქვთ საკმაო ავტორიტეტი, კომპეტენცია და, რაც მთავარია, სუფთა წარსული. მათ რამდენიმე დღეში წარვუდგენთ საზოგადოებას. მომავალი პარლამენტი, დიდი ალბათობით, ყველაზე ოდიოზური იქნება, ვიდრე ოდესმე ჰყოლია საქართველოს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ ე.წ. ლიბერალური ფლანგი, რომელსაც ადრე მხოლოდ ნაცები და ქოცები წარმოადგენდნენ, ახლა უფრო ფართო სპექტრისაა… ეს ყველაფერი ივანიშვილის ინტერესშია და ამის უკან იმალება დიდი მზაკვრობა, ამიტომ არის აუცილებელი ეროვნული ადამიანების ყოფნა მომავალ საკანონმდებლო ორგანოში, თუნდაც მინიმალური წარმომადგენლობით, რათა ჩანასახშივე მოხდეს ანტიქართული კანონპროექტების გამოვლენა და მათი ჩაგდება. სულ რაღაც, 20 ათასი ხმაა საჭირო, რომქართული იდეასაპარლამენტო პარტია გახდეს, ხოლო 100 ათასი ხმის მიღების შემთხვევაში პარლამენტი ვერც ერთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ქართული ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ამიტომ თქვენი გაზეთის მკითხველი ღირსეული საზოგადოების მხარდაჭერას ამ არჩევნებზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტში ატეხავს განგაშს ამა თუ იმ მავნებლური კანონპროექტის გატანაზე, არამედ პარლამენტს გარეთაც ფართო სამოქალაქო ფრონტს გავშლით და ყველაფერს გავაკეთებთ ძირეული სისტემური ცვლილებებისთვის…

_ .., ქართული ინტერესების საზიანო კანონშემოქმედების ხელშემშლელი ძალა იქნებით?

_ ბოლო წლებში საქართველო იქცა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესების გადაკვეთის წერტილად და ტელემედიის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები სწორედ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ მარიონეტებს წარმოადგენენ. ცხადია, ყველა იმ ინიციატივას თუ კანონპროექტს, მიმართულს ქართული ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ, ჩანასახშივე ჩავშლით.

_ თქვენს საარჩევნო პროგრამაზე ვისაუბროთ. თქვენქართული იდეისსაპარლამენტო სიის პირველი ნომერი ხართ. რას ჰპირდებით ამომრჩეველს? რა იქნება ის საწყისი ნაბიჯები, რომლებსაც პარლამენტში შესვლის შემთხვევაში გადადგამთ?

_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა კანონი მხოლოდ ქართველი ერის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს საარჩევნო პროგრამას, “ქართული იდეის”’ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი ასპექტებია:

* კონსტიტუციის 52-მუხლის მე-2 პუნქტშირეფერენდუმის გზით კანონის მიღების ან გაუქმების წესისაღდგენა;

* არსებული სახით ანტიდისკრიმინაციული კანონის, ასევე მშობლებისთვის შვილების ჩამომრთმევი იუვენალური იუსტიციისა და ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსის გაუქმება;

* ჩვილთა მკვლელობის (აბორტის) აკრძალვა. დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით კი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური შეღავათებისა და დახმარების განსაზღვრა ახალდაქორწინებულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის;

* მიწის, წყლის, ტყისა და სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებაზე უარის თქმა. უკანონოდ გასხვისებული წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია;

* სოფლის შესანარჩუნებლად (განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში) და ასაღორძინებლად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის დაზღვევა (აშშ, იაპონიის მაგალითზე) და სუბსიდირება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტის ხელშეწყობა. შიდა ბაზარზე იმპორტირებული (უხარისხო) პროდუქციის ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ჩანაცვლება;

* მოქალაქეობის, ბინადრობისა და მიგრანტების მიღებაზე მკაცრი საემიგრაციო კონტროლის დაწესება;

* ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება;

* სააფთიაქო, სამშენებლო, საწვავისა და სხვა მონოპოლიების გაუქმება. ოფშორული კომპანიების ხელში არსებული ბიზნესების კანონიერების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება;

* ანაკლიის პორტის პოტენციალის სასწრაფოდ გამოყენება ჩვენი ქვეყნის მსოფლიო დონის ეკონომიკური და სტრატეგიული განვითარებისათვის;

* საგანმანათლებლო პროცესში მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის გაზრდა. განათლების სისტემის მაღალ სტანდარტებზე აყვანა, თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახვა;

* თავისუფალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური ჟურნალისტიკის განვითარებისთვის მასმედიის აღვირახსნილობის (სიცრუის, უზნეობისა და ცილისწამების ტირაჟირების) კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა;

* აზარტული თამაშების, ნარკომანიისა და პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე უარის თქმა;

* ნარკო და სექსტურიზმის რეგიონულ დერეფნად გადაქცევის ნაცვლად, საკურორტობალნეოლოგიური, საოჯახო და მომლოცველობითი ტურიზმის განვითარება. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში გამართვა;

* ვეტერანებზე, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა;

* ბანკების მიერ მოსახლეობის ძარცვისა და ქუჩაში გასახლების აღკვეთა;

* დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;

* გაბერილი ჯარიმების, საურავებისა და გადასახადების გონივრული განაკვეთის განსაზღვრა მოსახლეობის გადამხდელუნარიანობის გათვალისწინებით;

* ღირსეული საპენსიო უზრუნველყოფა;

* ორგზის პარლამენტარობის შემთხვევაში არჩევნებში შემდგომი მონაწილეობის აკრძალვა;

* ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი სექტების ფუნქციობის შეჩერება. შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის კანონში ხარვეზების აღმოფხვრა და სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის გაზრდა;

* სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან; ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;

* საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების დაცვა და მოვლა-პატრონობა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ისტორიული მესაკუთრეობის აღდგენა;

 _ დასასრულ, საზოგადოებაში არსებულ განწყობებზეც გკითხავთ. იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში ეროვნული ძალები მონაწილეობენ და ამით არჩევანის რეალური ალტერნატივა არსებობს, საზოგადოების გარკევეულ ნაწილში ნიჰილიზმი მაინც იგრძნობარით არის ეს უნდობლობა განპირობებული და რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ თუ ვერ გადაუწყვეტიათ, წავიდნენ თუ არა არჩევნებზე?

_ არ გვაქვს ილუზია, რომ ამ არჩევნებით პოლიტიკური დღის წესრიგი ძირეულად შეიცვლება, მაგრამ, თუ ჩვენ გავჩერდებით, ბოროტება კიდევ უფრო გაძლიერდება. ნიჰილიზმს რაც შეეხება, ნებისმიერი სახის ნიჰილიზმს დღეს საზოგადოებაში “ნაც-ქოცები” აღვივებენ. დღევანდელ ვითარებაში თუ ვინმეს აძლევს ხელს ხელჩაქნეული საზოგადოება, ზუსტად ეს ორი მორალურად გაკოტრებული ძალაა. აი, ეს არის რეალობა და ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საზოგადოებას: ქართული იდეისთვისხმის მიცემა ნიშნავს მანკიერი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის აქტიურ ფაზაში გადასვლას, რომელიც ჩვენი ბრძოლით, ძალისხმევითა და თავგანწირვით მივა თავის ლოგიკურ შედეგებამდე!

შემოხაზეთ #4!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here