მთავარი საზოგადოება ლევან ჩაჩუა: კარდაკარ დაივლიან და შეამოწმებენ _ აბა, რას ასწავლი შვილს, რამეს...

ლევან ჩაჩუა: კარდაკარ დაივლიან და შეამოწმებენ _ აბა, რას ასწავლი შვილს, რამეს ხომ არ უკრძალავ, ხომ არ უშლი გარყვნილ ცხოვრებას, ღამის კლუბებში ნარკოტიკების მიღებას…

13586
გააზიარეთ
ლევან ჩაჩუა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თბილისის ოფისის მიერ მოზარდების უფლებრივ მდგომარეობაზე მცირე ხნის წინათ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს, რომელიც ერთგვარ ლიბერალურ განგაშსა და თავზარდამცემ წიოკს წარმოადგენდა იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში მშობლების 94% აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, მმართველი გუნდის მხრიდან მყისიერი მოქმედებები და ახალახალი რეგულაციების შემუშავებაზე სულმოუთქმელი მუშაობა მოჰყვა. უმალ დაფაცურდნენ დასავლელი მამამარჩენლების საყვედურით ელდანაცემი სახელისუფლოექსპერტებიდა წავიდა მსჯელობა: რაუშველონ” “ბნელ წარსულში ჩარჩენილ ქართველ მშობელს”, რომელიცძალადობასარ იშლის.

ამ გაშმაგებულ მსჯელობაში ყველას ისევ UNICEF-მა დაასწრო და რამდენიმე დღის წინათ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სახელწოდებითბავშვთა უფლებების კოდექსი”. ვრცელი დოკუმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, მალე დამტკიცდება და კანონად იქცევა, ძირითადად აკრძალვებს მოიცავს, მათ შორის აკრძალვებს როგორც სკოლებსა და სხვა საჯარო სივრცეში, ისე ოჯახში. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც, კანონპროექტის თანახმად, დანაშაულად უნდა შეფასდეს, დოკუმენტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძალადობის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და მკაცრი სამართლებრივი ზომებით აღიკვეთოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც. ამგვარ მართლსაწინაარმდეგო ქმედებად კი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მშობლის მიერ შვილისთვის დაწესებული ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილებით ან შენიშვნით გამოიხატება.

მოკლედ, UNIEF-ის მიერ ნაკარნახევი ახალი რეგულაციების შემდეგ მშობელს ისღა დარჩება, ჩუმად იყოს და მოთმინებით შეხვდეს შვილის ყველა გატაცებას, რომელიც თურმე მოზარდობის ასაკში ნორმალურია, მათ შორის, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ნიკოტინისა და სხვა მავნე ნივთიერებების მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოძალადის სტატუსით მართლმსაჯულების წინაშე წარდგება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

რა მიზანს ემსახურება რეალურად და რას მოიტანს ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

_ თანამედროვე დასავლური “ლიბერალიზმი” და გლობალიზმი, რომლებიც იდეის დონეზე არის მამოძრავებელი ამ ყველაფრის, გულისხმობს ერთ მთავარ ასპექტს: ადამიანის აზროვნება, მისი ქცევა და მოქმედება იყოს სრულიად თავისუფალი. ოღონდ აქ საინტერესოა ის, რომ თავისუფლებაში იგულისხმება სრულიად სხვა რამ, რაც რეალურად არის არა ის, რასაც ამ სიტყვის ცნება გულისხმობს, არამედ საპირისპირო რამ. საერთოდ, სიტყვა თავისუფლება გვეუბნება, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის უფალი, როცა ის მეფობს თავის მიდრეკილებებსა და ვნებებზე. სწორედ ამაზეა აგებული ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, რათა შინაგანად ძლიერმა, საღი აზროვნების ადამიანმა გაითავისოს უფლის მცნებები:. არა კაც კლა, არ იქურდო, არ იმრუშო, არა ცილი დასწამო და ა.შ… რაც შეეხება თავისუფლების სხვა გაგებას, თანამედროვე “ნეოლიბერალიზმი”, რომელიც გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, ადამიანს ეუბნება, რომ ყველაფერი პირობითია და არ არსებობს არავითარი სულიერ-ზნეობრივი წესი, რომლის გამოც ადამიანმა უარი უნდა თქვას თავის მოთხოვნილებებზე. ეს კი, თავის ფლობა და თავისუფლება კი არა, აღვირახსნილობაა.

ახლა _ რა მიზანს ემსახურება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები: არც ისე ადვილია ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი დაშვებულია და ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპი მისთვის ზედმეტი ბარგია, ამიტომ საჭიროა გარკვეული სადამსჯელო მექანიზმების შემუშავება, რომლებიც აიძულებს მას, ხელი აიღოს შვილების ნორმალურ აღზრდაზე. შიში და მუდმივი სახელმწიფო ტერორი _ აი, რა არის ის იარაღი, რომლითაც დასავლეთის რიგი ქვეყნების საზოგადოებაში გამალებით მიმდინარეობს გარყვნილი ცხოვრების წესის, სახარებისეული მცნებების საწინააღმდეგო სტანდარტების დანერგვა.

_ ფიქრობთ, რომ აქაც შიშის დათესვის მიზნით მოხდება გარკვეული კანონების მიღება?

_ ცხადია, მაგრამ მანამდე ნიადაგია მოსამზადებელი, პროპაგანდისტული შტურმია განსახორციელებელი საზოგადოების ცნობიერებაზე, რათა ხალხი შეაგუონ ამ ცვლილებებს. საერთოდ, “ლიბერალური” პროპაგანდის მთავარი სტრატეგია არის ის, რომ ყველაფერი ცუდის განზოგადება ხდება. სადღაც ვიღაცამ რომ ცოლი მოკლა, ვიღაცამ შვილი ცემა და ა.შ., რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ ისე წარმოჩინდება, თითქოს ეს ამ ქვეყანაში ყოველდრიური მოვლენაა. მერე შეშფოთებული სახეებით მიდის საუბრები იმის თაობაზე, რომ თითქოს ამას დრომოჭმული ტრადიციები განაპირობებს, რომ თურმე ეკლესიური აღზრდა ევროინტეგრაციის შემაფერხებელია და სხვ. რაც შეეხება შიშის დათესვას, როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი მხრიდან შვილის მიმართ თუნდაც სიტყვიერი შენიშვნის მიცემას ან რამის აკრძალვას შეიძლება სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს, ეს მისთვის, რა თქმა უნდა, დიდი წნეხი და მორალური ტერორი იქნება. საინტერესოა, რა შეფასდება ბავშვზე ძალადობად: ვთქვათ მამამ ან დედამ არასრულწლოვან შვილს მკაცრი შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ცუდად აცვია, ან აუკრძალა ღამის კლუბში წასვლა, თუ იქიდან ნასვამი ან ნარკოტიკით გაბრუებული დაბრუნდა… ეს ძალადობაა?!

_ UNICEF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოზარდი შეიძლება მიდრეკილი იყოს გარკვეული მავნე ჩვევებისადმი, მაგრამ ამას მშობელი გაგებით უნდა მოეკიდოს.

_ რას უნდა მოეკიდოს გაგებით _ ბავშვი რომ ნარკოტიკს მიიღებს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს, გაირყვნება და გაუბედურდება?! თანამედროვე გლობალისტურ დიქტატს სჭირდება ისეთი საზოგადოება, რომელიც შინაგანად იქნება დაცლილი. ყველაზე ადვილი სამართავი ხომ ვნებებს დამონებული, გარყვნილი, გალოთებული და განარკომანებული საზოგადოებაა? რა არის მათთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი: პირველი _ ეს არის ეკლესია და ეკლესიური ცნობიერება, რომელიც პირდაპირ ამხელს თავისუფლების მანტიაში შეფუთულ აღვირახსნილობას და მეორე _ ოჯახი. ამიტომ ხორციელდება ორივე ამ ინსტიტუტზე გაშმაგებული შეტევა. მერწმუნეთ, თუ დროზე არ მოვაშორებთ მართვის სადავეებს ამ მარიონეტ პოლიტელიტას, შორს არ ვართ იმ დროისგან, როცასამართლებრივი მანდატითაღჭურვილი სოცმუშაკები კარდაკარ ჩამოუვლიან ყველა ოჯახს

_ ჩვენმა საზოგადოებამ ამ პროცესს რა შეიძლება დაუპირისპიროს?

_ ჩვენი საზოგადოება დღეს, სამწუხაროდ, მიძინებულია და ხელისუფლება ამას, რა თქმა უნდა. ხედავს. ქართველ ხალხს აღარ აქვს საზოგადო კეთილდღეობაზე ფიქრის დრო. ჩვენი ერთადერთი საფიქრალი დღეს არის ის, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ და რაღაც მივიტანოთ ოჯახში, ხოლო სამშობლო, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, მოცლილი კაცის საქმედ არის მიჩნეული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბევრისგან გამიგია, რომ ის, რაც ხდება, მის ოჯახსა და შვილებს არ შეეხება. აქ ერთი ბიბლიური პასაჟი მინდა მოვიყვანო. როდესაც სოდომი და გომორა გარყვნილებამ მოიცვა, იქ იყო ერთი ღვთისმოშიში კაცი ლოტი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა. ამ კაცს ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა, ორივე ქალწული. როცა უფალმა ქალაქს რისხვა მოუვლინა და დაწვა, ლოტი და მისი შვილები უვნებელი გადარჩნენ, მაგრამ იმ გარემომ, რომელშიც ლოტის ქალიშვილები იზრდებოდნენ, ისეთი დაღი დაასვა მათ ცნობიერებას, რომ სოდომიდან გამოსულებმა მამა დაათვრეს და მასთან დაწვნენ… ანუ, რისი თქმა მინდა: ვერ აღზრდი შვილს ისე, რომ მასზე სოციალურმა გარემომ ზეგავლენა ვერ მოახდინოს. როცა ბავშვს სხვადასხვა ფორმით ესმის ერთი და იგივე პროპაგანდა, მას დიდი გავლენა ექნება მის ცნობიერებაზე. რაც შეეხება კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და რეკომენდაციებს, ტოტალური “ლიბერალური” დიქტატის პარალელურად რომ ხორციელდება, ძირითადი მედიასაშუალებები ასევე ეწევიან ირონიულ პროპაგანდასა და ქილიკს იმის თაობაზე, რომ თურმე არავინ არაფერს გვართმევს, “ქართველობის წართმევაზე” არიან განსაკუთრებით ფოკუსირებულნი. მინდა, მოკლედ გავაცნო საზოგადოებას, რა წერია UNICEF-ის ბოლო ანგარიშში: იმისათვის, რომ თავი დამოუკიდებლებად იგრძნონ, მოზარდებს უნდა მიეცეთ თავისუფლება და ავტონომია, მათ უნდა გამოიმუშაონ გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაშინაც კი, თუ ეს შეცდომების დაშვებასაც გულისხმობს…” ეს კიდევ არაფერი. იქვე, იმავე ანგარიშში შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ დღეს მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოთქვამს მზადყოფნას, შვილს საშუალება მისცეს, დამოუკიდებელ, სექსუალურად აქტიურ ზრდასრულად ჩამოყალიბდეს და ასევე ხელი შეუწყოს მას სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში”. ეს ანგარიში ახლაც დევს გაეროს ბავშვთა ფონდის თბილისის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველას შეუძლია ნახოს…

_ რა იქნება ამ პოლიტიკის საბოლოო შედეგი, როგორ საზოგადოებას მივიღებთ?

_ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა და თვითონ ივანიშვილიც ჯერ კიდევ წლების წინათ აცხადებდა, რომ მისი მიზანია, ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. ეს ნიშნავს, რომ აქაც დამკვიდრდება და მიღებული იქნება ის “სოციალური ნორმები”, რომლებიც ევროპაშია. წახვალ წინააღმდეგი? მოგადგება სოციალური მუშაკი და მოძალადის სტატუსით საბრალდებო სკამზე აღმოჩნდები. მთავარი აქცენტი ახლა კეთდება იმაზე, რომ მშობელს წაართვან შვილის აღზრდის ბუნებრივი უფლება და პრივილეგია. ამ პოლიტიკის შედეგად ძალიან მალე მივიღებთ სრულიად ამორფულ საზოგადოებას, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მართული “ლიბერალური” ელიტის მიერ. ეს საზოგადოება ვერც კი მიხვდება, ისე უკარნახებენ ყველაფერს, მათ შორის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე “ცივილიზებული” ადამიანის სოციალური ქცევა, რა უფლებები უნდა ჰქონდეს მას და ა.შ. აი, ამიტომ ვამბობ ყველგან, სადაც ამის საშუალება მეძლევა, რომ საჭიროა სამოქალაქო სოლიდარობა. ნურავის ეგონება, რომ მის ოჯახს არ შეეხება ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება, კარდაკარ ჩამოივლიან და შეამოწმებენ _ აბა, რას ასწავლი შვილს, ხომ არ უშლი ღამის კლუბებში სიარულს, ხომ არ უბრაზდები ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ნიკოტინის მიღების გამოთუ ამ დამღუპველ კამპანიას წინ არ აღვუდგებით, ლიბერალური ინტერნაციონალის მარიონეტი პოლიტელიტა შვილების აღზრდას ჩამოგვაშორებს და ხელს შეუწყობს აღვირახსნილი, ადვილად სამართავი თაობების ჩამოყალიბებას

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

15 COMMENTS

  1. იმ პირობებში, როდესაც მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ცოცხალი თავით არ ანიჭებს ცალკე სტატუსს და ამავე დროს ქვეყანაში გამეფებული ტოტალური უმუშევრობა, სახელმწიფოს გაუქმებული აქვს მცირე მეწარმეობის შესახებ კანონი, როდესაც არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ ახლადშექმნილ ოჯახებს და ზოგჰადად ისეთი მცირეა ხელფასი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების შესყიდვა მიუღწეველი ოცნებაა, ასევე საბანკო სისტემის ყაჩაღური ქმედებების გამო მრავალი ოჯახი
    საცხოვრებლის გარეშე დარჩა და არც არავინ ფიქრობს აფერისტებისგან დაზარალებულებს აღუდგინონ დაკარგული ქონების ნაწილი მაინც, ქვეყანა სადაც რეჟიმის დროს მრავალი ადამიანი დააყაჩაღეს …ამ ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ მასიურად დაიწყებენ ბავშვების გაყვანას ოჯახებიდან და მათ შემდგომში რა ბედი ეწევათ არავინ უწყის. მთავრობის ,,ფარული საყვარელი”, ფავორიტი პარტიის ,,გირჩის” წარმომადგენელმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ბავშვებს იაფად ყიდიან საქართველოში და ამიტომ ბავშვებით ვაჭრობა უნდა გახდეს ლეგალური და ფასიც მოემატოსო.

  2. კატის კნუტებივით ევროპისგან გამოკვებილო მაღალჩინოსნებო -ხომ არ ჯობია ბავშვების უფლებებზე ოჯახში შფოთის შეტანას თავი ანებოთ და იმაზე იფიქროთ თუ რა ვაჭამოთ და ჩავაცვათ ბავშვებს-საქართველოს მაცხოვრებლებს არ ესწავლებათ შვილების აღზრდა-მოსახლეობის 70-პროცენტი შიმშილობს და მაგაზე მიიღეთ ახალ-ახალი კანონები რომ შიმშილით არ დაიხოცოს ეს ხალხი და გახსენით ფაბრიკა -ქარხნები და ხალხს სამსახური მიეცით და როცა ხალხს აღარ ეშიება თვითონ მიხედავს ყველა თავის შვილებს

  3. Merab Sadagishvili რახან ევროორიენტაცია ავირჩიეთ,ევროპა და ამერიკა გვთხოვს,რომ მაგათნაირები გავხდეთ.თუ უარს ვიტყვით მათ მოთხოვნებზე,მაშინ ისინი აღარ აღშფოთდებიან ხოლმე რუსეთის ქმედებებზე.სულ ეს არის.

  4. მოსაშორებელია ეს მთავრობა ღა უნღა გასამარლღეს როგორც საქართველოს ღა ქართველი ერის მოღალატე. ამაზე მეტი უბეღურება რა უნღა ღამართონ ქვეყანას.
    ბიძინას სახელი არ ახსენოს ვინმე ქართველმა კარგათ. იუღაააა, იუღაა. მონათმფლობელიიიიი

  5. სიკვდილი ყველა საერთაშორისო ,,ორგანიზაციას” მე გერმანიაშიი ვცხოვრობდი და იქაური აღზრდის სტილი რომ ვნახე მივხდვი რომ ეს არის ამორალური, მარაზმი. 1 კლასის მოსწავლეს წიგნში უხატია შიშველი ქალი და კაცი და მათი სქესობრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი პორნოგრაფია იყო.

  6. “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” ეს პრინციპი უფლებას აძლევს ოჯახის უფროსს ტვინი გაასხმევინოს მოძალადეს ვინც სახლში გივარდება შენი შვილების “სწორად აღზრდის” მიზნით და ე წ დემოკრატიის სახელით!

  7. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ!!! გადაგვარდება საქართველო. მშობლის დაჯერება და პატივისცემა მე-5 მცნების დარღვევაა და ყველა, ვინც მშობელს ეურჩება, კარგავს ბედნიერების შანსს. ღმერთო არ დაუშვა და დაგვიფარე!!!

  8. ეროვნული მთავრობაა გადარჩენის ერტადეთი საშუალლება და, რა თქმა უნდა, რელიგია. გამოვაფხიზლოთ ერთმანეთი, ხალხო, ვიღუპებით.

  9. ელემენტალურს დააკვირდით:
    ბავშვები სარგებლობენ ინტერნეტით.ეს ცოდნის მიზნით არის თუ საინტერესო ინფორმაციისა მოძიებით ეს ერთია.მაგრამ სტატიის დამთავრება არც არის საჭირო რომ ისეთი ბინძური რეკლამები აქვთ გაშუქებული, ორი აზრი არ არსებობს, რომ ხილულად მიდის ბავშვების გარყვნა.ეს არ უნდა მოწესრიგდეს,დღისით მზისით ამაზე შეიძლება მისაწვდომი იყოს არასრულწლოვანებისთვის? ვისაც დასჭირფება თუ როგორ უნდა მიხედოს ამ მხრივ საკუთარ ინტიმურ ადგილებს,ამის მოძიებას შესძლებს როგორმე ასე რომ არ აგრიალოთ ყველას თვალწინ ეს უხამსობა.
    აი საიდან დაიწყეს გარყვნა უკვე ბავშვების.შემოდით და თქვით ეხლა გოიმობას ამბობსო.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here