Home რუბრიკები სპორტი ლეგენდარული “წითელი მანქანის” კაპიტანი

ლეგენდარული “წითელი მანქანის” კაპიტანი

417
ლეგენდარული “წითელი მანქანის” კაპიტანი

საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ლეგენდარულ ნაკრებწითელი მანქანისადა არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის კაპიტანი, უამრავი სპორტული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მმართველი პარტიაედინაია როსიადან” _ ვიაჩესლავ ფეტისოვი 1958 წლის 20 აპრილს დაიბადა მოსკოვისპირა სოფელ დეგუნინოში. 1960 წელს სოფელი მოსკოვის შემადგენლობაში შევიდა. ვიაჩესლავის მშობლები საავიაციო ქარხნის მუშები იყვნენ. ოჯახში კიდევ ერთი ვაჟი იზრდებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა: 1985 წელს ძმები ავტოავარიაში მოყვნენ და ანატოლი დაიღუპა

ვიაჩესლავ ფეტისოვი დღეს
ვიაჩესლავ ფეტისოვი დღეს

ვიაჩესლავი ყინულის მოედანზე მამამ მიიყვანა და მას შემდეგ ჰოკეით დაავადდა. 12 წლის იყო, ცსკა-ს (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) ბავშვთა გუნდში რომ ჩაირიცხა.

სახელგანთქმულ ცსკაში

არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვიაჩესლავ ფეტისოვმა პირველად 1975 წლის 15 მაისს ითამაშა, 17 წლისამ, დებიუტი ჩელიაბინსკის “ტრაქტორთან” არც ისე წარმატებული იყო და ყმაწვილი ახალგაზრდულ შემადგენლობაში გადაიყვანეს.

მცველი ფეტისოვი ცსკა-ს ლიდერი 1977-78 წლებში გახდა. არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა 19 წლის ჭაბუკი გამოცდილი ევგენი ციგანკოვის გვერდით დააყენა. შედეგად წყვილი _ ფეტისოვიციგანკოვი _ საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში.

* ცსკა შემადგენლობაში ვიაჩესლავ ფეტისოვმა 478 მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში (16 სეზონი) და 14-ჯერ მოიგო ოქროს მედალი.

ვიაჩესლავ ფეტისოვი მეუღლესთან ერთად
ვიაჩესლავ ფეტისოვი მეუღლესთან ერთად

საბჭოთა კავშირისნაკრებში

1977 წელს ფეტისოვი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვიდა და ჩემპიონობა მოიპოვა. ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც საბჭოთა ჰოკეისტებმა კანადელები დაამარცხეს (6:4), ფეტისოვი ტურნირის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიაჩესლავი ქვეყნის მთავარ გუნდში გამოიძახეს და კვლავ შესანიშნავად ითამაშა, ამჯერად დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე _ მის ანგარიშზე იყო 3 გოლი და 3 გადაცემა. შემდეგ წელიწადს ფეტისოვი გუნდის ლიდერი იყო. სულ კი 147 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და 150 ქულა მოაგროვა _ 52 გოლი და 98 გადაცემა; საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით 2-ჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები, 7-ჯერ _ მსოფლიო ჩემპიონატი, 9-ჯერ _ ევროპის ჩემპიონატი.

“წითელ მანქანაში” (ასე შეარქვეს საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებს კანადელმა ჟურნალისტებმა) ფეტისოვი თამაშობდა სახელგანთქმულ ხუთეულში ფეტისოვიკასატინოვი, მაკროვილორიონოვიკრუატოვი.

„წითელი მანქანის“ ლეგენდარული ხუთეული: თავდამსხმელი სერგეი მაკაროვი, მცველი ალექსეი კასატონოვი, თავდამსხმელი იგორ ლარიონოვი, მცველი ვიაჩესლავ ფეტისოვი და თავდამსხმელი ვლადიმერ კრუტოვი
„წითელი მანქანის“ ლეგენდარული ხუთეული: თავდამსხმელი სერგეი მაკაროვი, მცველი ალექსეი კასატონოვი, თავდამსხმელი იგორ ლარიონოვი, მცველი ვიაჩესლავ ფეტისოვი და თავდამსხმელი ვლადიმერ კრუტოვი

20 წლისამ კინაღამ დაასრულა კარიერა

1978 წელს ფეტისოვი ნაკრებთან ერთად ნიდერლანდებში ჩავიდა. ფრენის შემდეგ ჰოკეისტი ფეხს ვეღარ ამოძრავებდა, ამიტომ სასწრაფოდ დააბრუნეს მოსკოვში. ექიმებმა ნერვული დაბოლოებების დაზიანება დაუდგინეს. სჭირდებოდა ოპერაცია, რომლის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, შეიძლებოდა, ხეიბარი დარჩენილიყო. ვიაჩესლავს დაეხმარა ცნობილი ექიმი-ფიზიოლოგი იაკობ კოცი, რომელმაც უოპერაციოდ დააყენა ფეხზე, თუმცა აღდგენით პროცედურებს 6 თვის განმავლობაში იტარებდა.

ვიაჩესლავ ფეტისოვი
ვიაჩესლავ ფეტისოვი

NHL-ში

1988 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, NHL-ის (ჰოკეის ნაციონალური ლიგა, რომელშიც კანადისა და აშშ-ის პროფესიონალური კლუბები თამაშობდნენ) კლუბ “ნიუ-ჯერსი დევილზის” მენეჯერი ლუ ლამორელო მოსკოვში ჩავიდა და საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტთან მილიონდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ვიაჩესლავ ფეტისოვი ზემოხსენებულ კლუბში უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა, რადგან NHL-ში მისი წასვლის წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი ვიქტორ ტიხონოვი, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა საბჭოთა ჰოკეის სამყაროზე.

* ფეტისოვმანიუჯერსისშემადგენლობაში 341 მატჩი ჩაატარა და 19 შაიბა გაიტანა.

ვიაჩესლავ ფეტისოვი და უეინ გრეტცკი
ვიაჩესლავ ფეტისოვი და უეინ გრეტცკი

დეტროიტის სახელგანთქმულირუსული ხუთეული

1994 წელს 34 წლის მცველი მეორე პროფესიონალურ კლუბ “დეტროიტ რედ უინგზში” გადავიდა, რომელშიც სპეციალურად შექმნეს “რუსული ხუთეული”. ფეტისოვსა და იგორ ლარიონოვს შეუერთდნენ ვიაჩესლავ კოზლოვი, ვლადიმერ კონსტანტინოვი და სერგეი ფიოდოროვი. ამ წამყვანმა ხუთეულმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ყველა ჰოკეისტის სანუკვარი პრიზი _ სტენლის თასი. აღსანიშნავია, რომ ფეტისოვი სტენლის თასს მესამედაც დაეუფლა, ოღონდ “ნიუ ჯერსის” მწვრთნელის რანგში.

1999 წელს ფეტისოვმა გამოსათხოვარი მატჩი ითამაშა და მწვრთნელობა დაიწყო. რუსეთის ნაკრები მისი ხელმძღვანელობით სოლტ-ლეივ-სიტის ზამთრის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

პოლიტიკა

ვიაჩესლავ ფეტისოვი არჩეული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად და ფედერაციის საბჭოს წევრად. იყო სპორტის სახელმწიფო კომიტეტის წევრი. არის გაეროს კეთილი ნების ელჩი არქტიკისა და ანტარქტიდის ეკოლოგიის დაცვის საკითხებში.

პირადი ცხოვრება

ვიაჩესლავ ფეტისოვი 1989 წელს დაქორწინდა ლადლენა სერგიევსკაიაზე (ცნობილი ფეხბურთელის, ვაგიზ ხიდიატულინის, ცოლყოფილი); ჰყავთ ქალიშვილი ანასტასია, რომელიც 1991 წელს ნიუ-იორკში დაიბადა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here