მთავარი საზოგადოება ლეგალიზებული სიკვდილი

ლეგალიზებული სიკვდილი

გააზიარეთ
კაზანტიპი

სამი წლის წინათ, 2014 წელს, ანაკლიაში .. კაზანტიპის რესპუბლიკის დღეობა თუ ღრეობა აღვნიშნეთ და ისედაც დანაწევრებული ქვეყანა ერთი თვის განმავლობაში არაოფიციალურად, მაგრამ დავანაწევრეთ და თავშესაფარი სწორედკაზანტიპის რესპუბლიკასმივეცით.

რეალურად კი ეს იყო გარყვნილების პიკი. დავადასტურეთ, რომ ყოველგვარი გარყვნილება ჩვენთვის მისაღებია და მერე რა, რომ ფრაზაქართველობას ვკარგავთუკვე გაიცვითა და საღადაოც კი შეიქნა. მთავარი იყო ის, რომ 2014 წელს ანაკლიაში ნახევრად ან მთლიანად შიშველს გაგევლო, მერე კი ფოტო სოციალურ ქსელი აგეტვირთა და მაგარი ტიპი იყავი. ის ზღაპარი თუ გახსოვთ, ბავშვი რომ იყვირებს, “მეფე შიშველია”… სწორედ ასე იყო მაშინაც, სიშიშვლე კარგ ტონად მიიჩნეოდა და მხოლოდ ბავშვი თუ იყვირებდა, შიშველიაო, თორემ ზრდასრულს რომ ეთქვა, გოიმად ჩათვლიდნენ

ახლა კი იგივე ანაკლია, იმავე ადგილზე ე.წ. ჯემ-ფესტს მასპინძლობს. 24 საათის განმავლობაში მუსიკა ისმის და 24 საათის განმავლობაში ნებისმიერს, ვინც ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვდება, შეულია “იძიგძიგოს…” ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ ფესტივალზე ძალიან დიდი რაოდენობით იქნებოდა ნარკოტიკი, თავიდანვე იყო, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ხელები შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაწმინდა _ აგერ ხართ, კეთილი ინებეთ და უზრუნველყავით, რომ ნარკოტიკი ფესტივალის ტერიტორიაზე არ მოხვდესო. შსს-მაც ამოაცვა პატრულის თანამრომლებს შორტები (ზღვისპირსა და ფესტივალს ხომ უნდა აჰყოლონენ) და ასე, შორტებიან-კეპკიანი პოლიციელები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა (სწორედ უმრავლესობა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ) მარიხუანით, ბიოთი ან სხვა ნარკოტიკული საშუალებებით გაბრუებული დადის. ეს ყველაფერი კი დიდი ტრაგედიით დასრულდა _ 4 აგვისტოს, გამთენიისას, ანაკლიაში 22 წლის ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა. ექიმების დასკვნით, მას ე.წ. ბიო ჰქონდა მიღებული და სიკვდილის მიზეზიც ეს იყო. სიმართლე გითხრათ, ამ ფაქტის შემდეგ გვეგონა, რომ შსს მოითხოვდა ფესტივალის დახურვას ან კონტროლს გაამკაცრებდა, ან რაიმე პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავდა, მაგრამ მწარედ შევცდით. მომხდარიდან ერთ დღეში ზუგდიდის საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს, თუმცა ამჯერად, საბედნიეროდ, გადავრჩით _ ექვსივეს უმკურნალეს და შინ გაუშვეს.

“ექიმები მზად არ აღმოჩდნენ ამ ნარკოტიკისთვის, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა”, _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სუბელიანმა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ უნდა სცოდნოდათ ექიმებს ბიონარკოტიკის შემადგენლობა, რომელსაც ძლიერი ზემოქმედებისთვის ათას რაღაცას ურევენ მომხმარებლები _ ბენზინსა და ტუალეტების საწმენდს, ე.წ. კროტით დაწყებული, ქიმიური ელემენტებით დამთავრებული და, შესაბამისად, პრაქტიკულად ყველა ბიონარკოტიკი სხვადასხვა შემცველობისაა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების მიუხედავად, არასამთავრობოები კატეგორიულად მოითხოვენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას, მეტიც: მათ სურთ, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს ამ თემაზე სამსჯელოდ. ანუ, ახლა, როცა ოდნავი თავისუფლება მოიპოვეს, ახალგაზრდებმა აიშვეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… და, ნარკოტიკების ლეგალიზაცია რა შედეგამდე მიგვიყვანს, არავინ იცის.

“ხომ ხედავთ, რას აკეთებს პოლიცია? ისინი ეძებენ, ვის უდევს ნარკოტიკი ჯიბეში, რათა მერე დაიჭირონ და ციხეში ჩასვან. ნარკოტიკი ლეგალიზებული რომ იყოს, პოლიცია მხოლოდ წესრიგის დაცვაზე გააკეთებდა აქცენტს და უფრო მშვიდად იქნებოდა ყველა. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია ჩატარდეს და არამხოლოდ მარიხუანის, არამედ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზება მოხდეს”, _ ეს განცხადებაც სუბელიანისაა.

აქ მხოლოდ იმის დასკვნა, რომ სუბელიანს კაიფი უნდა და ამ ყველაფრის “გაპრავება” სურს, სისულელეა. არასამთავრობოები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკი კარგია, რომ ცხოვრებას ლამაზ ფერებში გიჩვენებს და, რაც ყველაზე საინტერესოა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ნათია თავართქილაძის ფოტოს საინტერესო კომენტარები აქვს. ახალგაზრდები წერენ, რომ თურმე 22 წლის ბავშვი ბედნიერი მოკვდა. გესმით ხომ, სადამდე მივედით?! ნარკოტიკით სიკვდილი თურმე ბედნიერებაა და ხელისუფლება ამ ბედნიერებას უკრძალავს ხალხს.

როგორც ჩანს, ახალგაზრდების აღტყინების სათავისოდ გამოყენებას აპირებს ოპოზიცია.

“ჩვენ წავიკითხეთ არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზაციას ეხება, და ეს პროექტი არის ძალიან დახვეწილი და პარაქტიკულად ხარვეზების გარეშე. ჩვენი პარტია მზად არის, რიგგარეშე სხდომის მოწვევას მხარი დაუჭიროს და ამ თემაზე ვიმსჯელოთ. საბოლოდ ხომ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოხდეს”, _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ.

როგორც ჩანს, ერთი ადამიანის სიკვდილი და ექვსის სასწაულით გადარჩენა არ კმარა იმისთვის, რომ მივხვდეთ, ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების დაშვება მომავალი თაობისთვის საკონტროლო გასროლის ტოლფასი იქნება. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, განსაკუთრებით საწყის წლებში, ნარკოტიკი პრაქტიკულად ლეგალიზებული იყო, რადგან ყველგან იყიდებოდა და ნახევარი საქართველო წამალზე “იჯდა”. რა მივიღეთ ამ ყველაფრისგან, თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ: გადაგვარებული ერი, წამლის ფულის გამო დახოცილი ახალგაზრდები, კაიფში გაპარული ბიჭები და ასევე კაიფში გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოები. მაშინ ნარკომანობა “კაი ტიპობად” ითვლებოდა და ნარკომანი “მაგარი კაცი” იყო. ეს მოგვიტანა სრულმა თავისუფლებამ და მერე რა, თუ რამდენიმე ასეული ახალგაზრდა შეეწირა ამ ყველაფერს…

ახლაც ანალოგიურ ვითარებაში ვართ, ახლაც იმ უფსკრულის პირას ვდგავართ, 1990-იან წლებში რომ ვიდექით, და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ, ნარკოტიკების ლეგალიზაციის ფონზე, დღევანდელი თაობის დიდი ნაწილი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. სხვათა შორის, ნარკოტიკების ლეგალიზაციას არც ევროკავშირი გვთხოვს და არც ამერიკა. ეს იმ დონორების მოთხოვნაა, რომლებიც საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ და მიზნად ერის გადაგვარება, გადაშენება აქვთ დასახული. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ყველგან უხილავი მტერი გველანდება, მაგრამ ქართული არასამთავრობოების ერთერთმა მთავარმა დონორმა ჯორჯ სოროსმა იმდენი მოახერხა, რომ აფრიკის ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკებით, პროსტიტუციითა და იარაღის გაყიდვით მოსახლეობა გაანახევრა, ახალგაზრდებს მომავალო დაუკარგა და ახლა იქ 10 წლის მეძავიც და 10 წლის მეომარიც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია.

ახლა არ თქვათ, საქართველოში ამას ვერ შეძლებენო. საქართველოში მოახერხეს ის, რომ ერთმანეთი დავხოცეთ; საქართველოში მოახერხეს ის, რომ ხელისუფლებას ერი ჯერ კრიმინალად გამოაცხადებინეს, მერე გააუპატიურებინეს; საქართველოში მოახერხეს ის, რომ შიმშილობის ზღვრამდე მისულ მოსახლეობას ცხენის საკვებს აჭმევდნენ და რატომ გგონიათ, რომ ამას ვერ მოახერხებენ?! პროსტიტუციის ლეგალიზებას არ ითხოვენ არასამთავრობოები თუ… იარაღის ტარების უფლება ვისაც აქვს, კი დადის იარაღით და ამბობს, რომ დამჭირდეს, გავისვრი კიდეცო. გაიხსენეთ, რომელი იარაღით იყო მისული პარლამენტარი ოთარ კახიძე აქციაზე (თანაც მის მიერვე დაანონსებულსა და თანაც მშვიდობიანზე) და როგორ თქვა შემდგომ, აგრესიული რომ ყოფილიყო ვინმე, მისგან უნდა დამეცვა თავიო. იარაღით თავდაცვა, სროლის გარდა, სხვა რამეს თუ ნიშნავს, ნამდვილად არ ვიცი.

ჯემფესტიიყო ნარკოტიკების შესაძლო ლეგალიზაციის ტესტი, რომელიც ვერ ჩავაბარეთ და ვერც ჩავაბარებდით. შანსი იმისა, რომ ნარკოტიკი ვინმეს თავისუფლად მოეხმარა, სწორედ ამ ფესტივალზე იყო და მივიღეთ სამწუხარო შედეგი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის _ ფესტივალი გრძელდება, არასამთავრობოები კატეგორიულად ითხოვენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას და

ანაკლიაში “თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტიც დააკავეს. ბაქარ ყურშიას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ბრალდება.

“დღევანდელი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, ფლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო თავის კანონს ასრულებს, მაგრამ ეს არ უწყობს ხელს ტურიზმის ან საფესტივალო ბიზნესის განვითარებას, იმიტომ, რომ ადამიანები, თუკი შეშინებული იქნებიან, რომ ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ შეიძლება პოლიცია უდარაჯებდეს და აკავებდეს, ალბათ, არ მოისურვებენ ამ ფესტივალზე მისვლას”, _ განაცხადა დაკავებულის მეგობარმა და “თანაენჯეოელმა” დავით სუბელიანმა.

ყურშიამ კი დანაშაული აღიარა და მზად არის, სასჯელიც მოიხადოს….

დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.

ბესო ბარბაქაძე

Загрузка...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here