Home სხვადასხვა დაიჯესტი ლგბტ-ს დამატებული ერთი ასო და ჯვარზე გაკრული მართლმადიდებლობა

ლგბტ-ს დამატებული ერთი ასო და ჯვარზე გაკრული მართლმადიდებლობა

2460
ლგბტ

უკვე ვიუწყებოდით, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მეთერთმეტე გეიაღლუმი გაიმართა. ამით აღშფოთებულმა ბულგარელებმა ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქში _ სოფიაში, პლოვდივში, ვარნაში, ბურგასსა და რუსეში _ მოაწყვეს ამ აღლუმის საწინააღმდეგო და ტრადიციული ღირებულებების მხარდამჭერი მსვლელობები.

სტატიაში, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, დასაბუთებულად არის წარმოჩენილი, რომ ჰომოსექსუალიზმის შეტევის შედეგად, სექსუალური უმცირესობების ბრძოლა სხვებზე უმეტესი უფლებების მოსაპოვებლად წარმატებით მიმდინარეობს. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაშიშვლებული გამოჩენის მოყვარულ ექსჰიბიციონისტებს მხარი დაუჭირა შვეიცარიის მთავრობამ. მათაც არ დააყოვნეს და მოაწყვეს ფესტივალი “სხეულები და თავისუფლება” _ უგარყვნილესი დონის საქვეყნო დემონსტრაცია.

შვედეთში განიხილავენ ნეკროფილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომლის საფუძველზე მოქალაქეებს უფლებას დართავენ, გარდაცვალების შემდეგ თავიანთი სხეული ჟინის დასაკმაყოფილებლად და სიამოვნების მისაღებად უანდერძონ არატრადიციული სექსუალური ჯგუფის წევრებს. ექსპერტების ვარაუდით, შვედეთის “ტოლერანტული” საზოგადოებრივი მრწამსიდან გამომდინარე, საკანონმდებლო დონეზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ამგვარი “მომსახურების” მოყვარულთა რაოდენობა ბევრი იქნება.

გერმანიაში მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებთან სქესობრივი აქტის დამყარება ცხოველებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

დანიაში კი ყოველგვარი მეცნიერული კვლევის გარეშე სასამართლომ გაამართლა ზოოფილი, რომლისთვისაც პასუხი უნდა მოეთხოვათ ცხოველების მიმართ ასეთი ამორალური ქმედების გამო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ზოოფილია, ფაქტობრივად, დაკანონებულია.

ყველა აქ ჩამოთვლილი გადახრა და გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ბევრი სხვა სახე დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არის შეტანილი. ამ კლასიფიკაციაში 1992 წლამდე შეტანილი იყო ჰომოსექსუალიზმიც, მაგრამ შემდეგ არა მხოლოდ ამოიღეს, არამედ მისი რეკლამირებაც კი დაიწყეს. ყველაზე ცნობილი და გავრცელებული სარეკლამო აქცია გეიაღლუმებია. თავდაპირველად მათ აშშ-ში ატარებდნენ, შემდეგ _ დასავლეთ ევროპაში, “დემოკრატიული გარდაქმნების” შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაშიც გავრცელდა.

ბულგარეთში გამართული გეიაღლუმების ისტორია, რომელიც 2008 წელს იღებს სათავეს, თვალსაჩინო და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელია. პირველი “აღლუმის” მონაწილეებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, 88 თავდამსხმელი დააკავეს. მაშინ გეიაღლუმის მონაწილეთა რაოდენობა მათ წინააღმდეგ გამოსულებზე რამდენჯერმე ნაკლები იყო. 2011 წელს მსვლელობაში ორი მოტოციკლისტი შეიჭრა, მათგან ერთი დააპატიმრეს.

2012 წელს გეიაღლუმის წინააღმდეგ გამოვიდა ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელმაც ჰომოსექსუალიზმი არაბუნებრივ ვნებად მიიჩნია, “იგი უეჭველად ვნებს პიროვნებას, ოჯახსა და საზოგადოებას”, _ ნათქვამია სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, და შემდეგ: “ვევედრებით მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, არ მისცეთ უფლება თქვენს შვილებსა და აღსაზრდელებს, მონაწილეობა მიიღონ ან დაესწრონ ამ მავნე დემონსტრაციას, რომელიც არღვევს ბულგარეთის მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებებს და ქმნის შეცდენის, დაძაბულობისა და კონფლიქტების წარმოქმნის პირობებს”.

სამაგიეროდ გეიაღლუმს მხარი დაუჭირა დასავლეთის 12 ქვეყნის საელჩოებმა. აღლუმი არა მხოლოდ გაიმართა, არამედ შეკრების ადგილად დაუმკვიდრეს საბჭოთა არმიის ძეგლის წინა მოედანი, რასაც მამათმავლები მანმადე დაჟინებით მოითხოვდნენ. მონაწილეებს ეახლა და გამარჯვება მიულოცა პირადად აშშ-ის ელჩმა ჯეიმს უორლიკმა. მაგრამ მისი საზეიმო განწყობილება დიდხანს არ გაგრძელებულა _ აღლუმის მონაწილეებს დამპალი ხახვის თავები დაუშინეს, რომელთაგან ორი ამერიკის ელჩს თავში მოხვდა.

წლეულს გეიაღლუმი უფრო ფართო მასშტაბით გაიმართა. მსვლელობის გარდა, კიდევ 42 ღონისძიება მოეწყო _ კინო და ფოტოგამოფენები სექსუალურ უმცირესობათა “გაუსაძლის” პირობებზე, დისკოთეკები, კონცენტები, იმავე მიმართულების თეატრალური წარმოდგენები და “ღია გაკვეთილი ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის ბაჩას მიხედვით”.

ბაჩა, როგორც განმარტავენ, არის “ურთიერთნდობისა და პატივისცემის ცეკვა”.

განვმარტოთ, რას ნიშნავს მათი გაგებით “ნდობა და პატივისცემა”.

საბერძნეთში დამკვიდრებულ ავღანელ და პაკისტანელ მიგრანტებში პოპულარულია თამაში სახელწოდებით “ბაჩა-ბაზი” (თამაში ბიჭთან ერთად). “ამ თამაშის დროს მამაკაცების საზოგადოების წინაშე ცეკვავს ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი. შემდეგ ეწყობა თავისებური აუქციონი და ის, ვინც სხვაზე მეტს გადაიხდის, ღამეს ამ ბიჭთან გაატარებს.

პარალელი: 80-იან წლებში ჰომოსექსუალებმა ნიუ-იორკის კვარტალ ჰარლემში შექმნეს ცეკვა, რომელსაც პედერასტებსა და მათ მიმდევრებს ასწავლიდნენ.

ერთი შხამიანი ძირიდან არის ეს ორი როკვა ამოზრდილი.

ბლოგერი ვლადიმერ ტულინი დაესწრო სოფიაში გამართულ რეგიონულ დიალოგს “ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში _ ლგბტი-ის უფლებები და თანასწორობა”. ექსპერტი წერს: “ვიცოდი, რომ აბრევიატურა ლგბტ ნიშნავდა “ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების ერთობას”, მაგრამ რას ნიშნავს ბოლო ასო “ი”? გაირკვა _ “ინტერსექსის” აღმნიშვნელი ყოფილა. ვიფიქრე, რომ ესენი არიან მოქალაქენი, რომლებიც სექსუალურ კავშირს ამყარებენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. შევცდი. “ინტერსექსელებს” თურმე უწოდებენ ადამიანებს, რომელთა სასქესო ორგანოები განსხვავდება ქალისა და კაცის ტრადიციული ორგანოებიდან.

თემობა ახალი სექსუმცირესობით გამდიდრებულა. ახლა დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საკითხი: როდის გაერთიანდებიან უკუღმართთა ამ ერთობაში ზოოფილები, ნეკროფილები, ექსჰიბიციონისტები, პედოფილები და არატრადიციული სექსის ბევრი სხვა მოყვარული?

სოფიის გეიაღლუმის დევიზი “განსხვავებული ადამიანები _ თანაბარი უფლებები”, როგორც ჩანს, ამაზე მიგვანიშნებდა”.

ლგბტი-თა მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ერთნაირსქესიანთა დაქორწინების არაღიარება. მართალია, საბერძნეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში უკვე არეგისტრირებენ არასტანდარტული ორიენტაცის პირთა თანაცხოვრებას, მაგრამ ეს მამათმავლებს არ აკმაყოფილებს, ისინი მაინცდამაინც ქორწინების რეგისტრაციას მოითხოვენ, რადგან ამ შემთხვევაში შვილად აყვანის უფლება ექნებათ.

ბულგარელი სექსუმცირესობა აღშფოთებულია მის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის “მასშტაბურობით”. 2017 წლის განმავლობაში ამ “ორიგინალთა” წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის რაოდენობამ იმატა და, ჰოი, უბედურებავ, 33 შემთხვევა აღირიცხა. დაჩაგრულებს თამაშობენ: დაცვას მოითხოვენ!

სექსუალურ უმრავლესობას კი არავითარი ორგანიზაცია არ აქვს, რომელიც მისი უფლებებისთვის იბრძოლებდა, სად და ვისთან იჩივლონ, ამაზეც წარმოდგენაც არ აქვთ.

მაგრამ მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო. ლგბტი-ელთა აქტივობის წინააღმდეგ დაირაზმა ბულგარეთის საზოგადოების ყველა ფენა. “ოჯახის დაცვისთვის ლაშქრობაში გაერთიანდნენ განსხვავებული ადამიანები _ მაგალითად, კათოლიკე მღვდლები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის ბულგარელი მოხალისეები. ერთობლივ მიტინგზე მათ განაცხადეს, რომ “ქორწინება დაწესებულია იმისთვის, რომ თითოეულ ბავშვს ჰყავდეს დედა და მამა. მხოლოდ ქალისა და კაცის დაკავშირების შედეგად ჩნდება ბავშვი”.

სექსუმცირესობის გარყვნილების წინააღმდეგ სულ უფრო აქტიურად ილაშქრებენ, როგორც საზოგადოების რიგითი წევრები (აქციებით, მსვლელობების მოწყობით), ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ქვეყნის უდიდესი სოციალისტური პარტიის ლიდერმა კორნელია ნინოვამ ახლახან განაცხადა: “საზოგადოებრიობას მიუღებელ მოთხოვნებს უყენებენ. არ შეიძლება გეიქორწინების ძალით გათრევა, ეს არ მოხდება! არ დავეთანხმები, რაგინდ შემომიტიონ. უნდა გადავარჩინო ქრისტიანული ოჯახი, ტრადიციები და ბავშვები. არის მომენტები, როცა პოზიცია უნდა დაიკავო და არ დაიმალო სხვა პოლიტიკოსებივით”.

კარგი მაგალითია ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც “იხრებიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”, _ მხარს დაუჭერ მამათმავლობას, ამომრჩევლები განგიდგებიან, დაგმობ და ყურს აგიწევენ ან ბრიუსელში, ან ვაშინგტონში, ან ორივეგან და იარე დაწითლებული ყურებით.

ბევრის მთქმელია ბულგარელების მიერ გავრცელებული ასეთი ინფორმაცია: სოფიის გეიაღლუმის მონაწილეთა დაცვას უზრუნველყოფდა 1300 პოლიციელი, რაც მთავრობას 160 ათასი ლევი დაუჯდა (1 ევრო = 1,95 ლევს); სოფიის მერიის ხარჯმა, რომელიც მანტოლერანტობის ზეიმისთვისგაიღო, 68,5 ლევს მიაღწია. ტრადიციული ღირებულებების დამცველთა მრავალრიცხოვან აქციასლაშქრობა ოჯახისთვისკი მხოლოდ ხუთი პოლიციელი იცავდა.

ამის მომსწრე საზოგადოებაში შეიძლება ახალი ფრთიანი ფრაზა დაიბადოს: “მითხარი, ხელისუფლებავ, ვის იცავ და გეტყვი, ვის მხარეს ხარ”.

კიდევ ერთი პარალელი, რომელიც ააშკარავებს, რომ ყველა ამ სახის აქციის სცენარი ერთ ადგილზე და ერთი ხელით არის დაწერილი.

სოფიის არატრადიციონალისტთა ღონისძიებაზე სცენის წინ (ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, ორსაათნახევრის განმავლობაში როკავდა და იკლაკნებოდა ახალგაზრდა ქალი ცისარტყელასფერებიანი დროშით ხელში.

თბილისშითეთრი ხმაურისმოწყობილ აქციაზე 9 აპრილის მემორიალის თავზე ცეკვავდა და იკლაკნებოდა ერთი ახალგაზრდა შესახედად ქალი (ისე კი, ვინ იცის, ლგბტიის აბრევიატურის რომელი ასოს წევრად მიიჩნევს საკუთარ თავს).

და ორივემ ერთ ხმაში განაცხადა, რომ მათი ცეკვა თავისუფლების გამოხატვის მოძრავი სიმბოლო იყო. ერთსაც გავუსვათ ხაზი: სოფიაში ლგბტიის მხიარული თავყრილობა მაინცდამაინც ფაშიზმისგან ბულგარეთის გათავისუფლებისთვის მებრძოლი საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის წინამდებარე მოედანზე გაიმართა, თბილისში _ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის წინ.

ვისაც სურს, ეგონოს, რომ დამთხვევაა.

მაგრამ შემთხევითობა ხომ კანონზომიერების გამოხატვაა!

სოფიაში გეიაღლუმის მონაწილეთა 90 პროცენტი 30 წელამდე იყო. უფროსები უმთავრესად იყვნენ ჟურნალისტები და დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოების დიპლომატები. ავსტრალიას სოფიაში საელჩო არ აქვს, მაგრამ იქ გამართული გეიაღლუმი იმ ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სამი დიპლომატი ჩავიდა ათენიდან (სადაც ავსტრალიის საელჩო არის) და ყვითელ მაისურებში, რომლებიც აქციის შესაფერისი წარწერებით იყო დამშვენებული, ყინჩად მიაბიჯებდნენ აღლუმის მონაწილეთა მწყობრ რიგებში.

მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ემა ჰოპკინსიც.

ეს ქალბატონი ორიგინალური მუყაოს ჩარჩოთი გამოცხადდა, რომელზეც დახატული იყო მისი ქვეყნის დროშის მხოლოდ ნახევარი და ეწერა “სიყვარული _ ეს დიდი ბრიტანეთია”. ქალბატონი ემა ამ ჩარჩოში ყველა მსურველთან ერთად იღებდა სამახსოვრო ფოტოსურათებს. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ჩარჩოს მეორე ნახევარი ლგბტი-ის დროშის ფერებში იყო შეღებილი და კრამოლური აზრი გაუჩნდათ: დიპლომატის ეს “პერფომანსი” მოუწოდებდა გეიაღლუმის მონაწილეებს, ჰყვარებოდათ მისი ქვეყანა, მაგრამ “არატრადიციული რაკურსით”. ამასთანავე, უნდა უყვარდეთ არა მთლიანად ეს ქვეყანა, არამედ მისი მხოლოდ ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიის გარეშე.

გეიაღლუმზე გამოაცხადეს, რომ ამ ღონისძიებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრმა 24-მა ქვეყანამ.

მომზადდა სააგენტო ФАНის პუბლიკაციის მიხედვით

P.S. აზრი რომ ჰქონდეს, საქართველოს ხელისუფალთ შევეკითხებოდით: ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი რომ ყოფილიყო, დაუჭერდით მხარს ორიენტაციაღრეულთა დემონსტრაციას? ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც არ იქნება უადგილო ამ შეკითხვით მიმართვა, თუმცა ვიცით, რომ პასუხის გამცემი არავინაა.

1 COMMENT

  1. ვინმე თუ იკვლევს, მტაცებლებს ადამიანის შეჭმაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს და სიცოცხლის გახანგრძლივების უებარი საშუალებაა. ხომ არ დავუკანონოთ და გამოვუყოთ გრაფიკით გათვალისწინებული საკვები…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here