Home ახალი ამბები “ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს რიდი და შიში იყო, ახლა მორიდება სახელმწიფოს მიმართ აღარ...

“ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს რიდი და შიში იყო, ახლა მორიდება სახელმწიფოს მიმართ აღარ არსებობს” – არის თუ არა სეპარატიზმის საფრთხე პანკისში

2546

 

პანკისის ხეობაში  26 დეკემბერს  ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩლიკაშვილის მამის _  მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში  გაკეთებულმა განცხადებამ  “ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”,  საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

მაჩალიკაშვილის ოჯახმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო,რომ განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, ხელისუფლებისადმი ხეობაში მცხოვრებთა ნდობის პრობლემას უსვამდა ხაზს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაეჭვდა – ტერორიზმის საფრთხე პანკისის ხეობაში, ხომ არ ჩაანაცვლა სეპარატიზმის საფრთხემ?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ექსპერსტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის ტრაგედია თავისთავად უდიდესია. იმ ადამიანს ვერ გავამტყუნებ –  სტრასბურგამდე მივა თუ არა, მისი საქმეა. მაგრამ აქ სხვა მომენტია საყურადღებო: „იბერიის“ ეთერში გაკეთებული მისი ემოციური განცხადების უკან, სხვები დგანან, ისევე, როგორც ოჯახის განცხადების უკან. კერძოდ კი ისინი, ვინც პიარ-ტექნოლოგიებს კარგად ფლობს და დაინტერესებულია ხეობაში დაძაბულობის კერის შექმნით.

არაერხელ მითქვამს და ვიმეორებ, როდესაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ამდენი ხეობელი ახალგაზრდა დაიღუპა, იმ ტრაგედიას ასეთი მძიმე რეაქცია არ მოჰყოლია. არანაკლები ტრაგედია იყო.

თან ყველამ იცოდა, რომ დაღუპული ახალგაზრდები თითქმის ძალით ჩართო ხელისუფლებამ იმ საქმეში, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა, როგორც ლაფანყურის სპეცოპერაცია. მაშინ, ეტყობა, რიდი იყო და შიში, ახლა არ არის მორიდება სახელმწიფოს მიმართ“. – აღნიშნავს ექსპერტი.

“საქართველო და მსოფლიო”:  გაიჟღერა ვერსიამ, რამზან კადიროვი, ხომ არ ცდილობსო ამ ადამიანების წაქეზებას?

შეგულიანება ზოგადად იქიდან მოდის, მაგრამ თვითონ რამზან კადიროვი ხმალამოღებული ებრძვის სალაფიტებს. ახლა,  ვინმემ რომ გაიგოს, თქვას პანკისის ხეობის სალაფიტებს უჭერსო მხარს,შეიძლება კადიროვს გარკვეული პრობლემებიც კი შეექმნას. შეიძლება იგი  მორალურად ოჯახს უჭერს მხარს, და არა იმას, რაც ხეობაში ხდება.

სეპატარიზმის საფრთხეს პანკისელების მხრიდან  ვერ ვხდედავ, მაგრამ ფაქტი თავისთავად არასასიამოვნოა.  მგონია, რომ ამ ამბის უკან დგანან სხვა ძალები,  შეიძლება, პოლიტიკური ძალებიც და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები,რომლებიც უბრალოდ პოლიტიკური ამინდის შექმნას ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ”,- განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტი საქართველოს რეგიონებში არსებულ საფრთხეებზეც მიგვანიშნებს და აცხადებს, რომ პანკისის ხეობა ახლა ბევრად მშვიდია, ვიდრე სხვა რეგიონები.

რადიკალური ისლამი საკმაოდ ფეხმოკიდებულია პანკისში. 1995  წელს, როცა არაბი სალაფიტი მოლა გამოჩნდა ხეობაში,  განგაშის ზარი შემოვკარით, მაგრამ ყური არ გაიპარტყუნა არავინ. მაშინ მხოლოდ პანკისი იყო, დღეს კი საქართველოს 5 რეგიონში გვაქვს ანალოგიური მდგომარეობა, ზოგან უფრო მძიმეც კი. ნახეთ, რა ხდება აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში“… – დაასკვნა მამუკა არეშიძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here